დღეს კვლავ მიხელ სააკაშვილის დღე გამოდგა - ის სასამართლოზე ვიდეოზარით უნდა ჩართულიყო, მაგრამ ამის ტექნიკური გამართვა ვერ მოხერხდა, ამიტომ კვლავ მის გარეშე ჩატარდა და გადაიდო სასამართლო განხილვა. სასამართლოს წინ შეკრებილებმა კვლავ არაერთი კომენტარი გააკეთეს და აქციებისკენ მოგვიწოდეს. უფრო მნიშვნელოვანი ამბავი იყო ევროპარლამენტის რეზოლუცია, მერე ევროპარლამენტარების კომენტარები და შემდეგ ქართველი პოლიტიკოსების განხილვები და განხილვების…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 14, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
სააკაშვილის ამბებს ცოტა ომბუდსმენიც წამოეწია. ცხადია, ჯერ ისევ მიშა ლიდერობს მეინსტრიმში, მაგრამ ანაკლია, ომბუდსმენი და ევროპის ღია-დახურული კარიც აქტუალური თემა იყო დღეს. საქმე ისაა, რომ კანდიდატზე კიდევ ვერ თანხმდებიან და ისიც არ იციან ოდესმე თუ შეთანხმდებიან, ანაკლიის აშენებას კი სახელმწიფო გეგმავს. რაც შეეხება მესამე პრეზიდენტს, მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას უკვე ევროპარლამენტარებიც „გვაკისრებენ“. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 13, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
განწყობაზე თბილისის მერია უკვე ზრუნავს და დღის ბოლოს, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ხალხიც იყო შეკრებილი საზეიმო კონცერტზე, ხოლო გუშინდელი აქციის დროს დატოვებული ფოტოები, გადაიტანეს გმირთა მოედანზე. სხვა მთავარი ამბავი პრეზიდენტ სააკაშვილზეა და მის ჯანმრთელობაზე, მის გარშემო მბრუნავ ოპოზიციაზე და აქციებზე. პარალელურად ქვეყნის ადგილი და მტრის ვინაობა გახდა დასაკონკრეტებლად რთული და საკომენტარო ამბავი. დღეს 1 აშშ დოლარის…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 9, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
როგორც ჩანს მთელი კვირა მიხეილ სააკაშვილს დაეთმობა. მისი ჯანმრთლობა კრიტიკულად მძიმეაო ამბობენ ერთნი, მეორენი კი არ უჯერებენ და ასე დაუსრულებლად. მეინსტრიმი სწორედ პრეზიდენტის უჭმელობას დაეთმო. ასევე უკრაინაში მებრძოლ ქართველებს და ჩვენს ევროპულ-რუსულ გზაგასაყარს. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6902 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 7, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
როცა გარეთ ჩამოუყალიბები თოვლია წვიმასა და თოვაში რომ ვერ გარკვეულა, ეგაა ავდარი, ე.ი. უკვე კარგად დაზამთრდა. დღის მთავარ ამბავს ორი ძირითადი მიმართულება ჰქონდა - პრეზიდენტის ჯანმრთელობა და უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრების სამძიმარი, რომელიც ძალიან რეზონანსული იყო. საბანკო და ფინანსური ამბებიც ისმოდა, მაგრამ არააქტიურად. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6987 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 5, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
როგორც ჩანს დეკემბერი ცივი იქნება - ხვალიდან თოვლს ველოდებით. მთავარი ამბებიც ნელ-ნელა ერთფეროვნდება. ბოლო დღეები მთლიანად მიხეილ სააკაშვილის გარშემო ვითარდება. დღევანდელი მეინსტრიმიც ასეთი იყო - მიშა პატიმარი, მიშა ავადმყოფი, მიშა მოწამლული და ა.შ. ცხადია, ხმაურიანი უნდა ყოფილიყო რუსეთის აფხაზური „მივლინებების“, ასევე შიდა პოლიტიკური ნიუსები და ა.შ. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7056 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 2, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
დეკემბრის დადგომას ჯერ თოვლი არ მოყოლია, მეტიც, ბათუმში ცოტაც და საბანაოდ შევიდოდნენ ზღვაში. პოლიტიკურ ამბებში ის სიახლეებია, რომ ჩვენი პრემიერი და პარლამენტის უფროსი, საერთაშორისო შეხვედრებს მართავენ, სააკაშვილის ჯამრთელობის ამბავი დღის მეინსტრიმია, ასევე განათლების მინისტრის საათი პარლამენტში და ეკონომიკის მინისტრის სიახლეები. ჯანდაცვა და ომიც არ გვავიწყდება. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7112 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 1, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
თბილი დღეები გვექნება, ნოებრის ბოლოს მზე კუდს მოიქნევს და 19 ნოემბრიდან დათბება. იქამდე კი - არასპორტული კვირაა - რაგბი წავაგეთ, კალათბურთი წავაგეთ, ფეხბურთიც წავაგეთ დღეს. პოლიტიკურ ველზე რომ გადავინაცვლოტ - დღეს დაკრძალეს ნოდარ ნათაძე. თანამედროვე პოლიტიკაში, თუკი არსებობს, შემდეგი ნიუსები გვაქვს - ნაცების შიდა ამბები, ოცნების დადანაშაულება, ფინანსთა მინისტრი პარლამენტში და ბიუჯეტის განხილვა და ამერიკელების კრიტიკული კომენტარები და…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 17, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ახალი კვირაა, ახალი ქარიანი ორშაბათია და ზამთრის მოლოდინმა შემოდგომის მიწურულში შეგვახსენა თავი. გასულ უქმეებზე ნოდარ ნათაძე გამოაკლდა საქართველოს. დღის ამბები კი პოლიტიკური ველის უინტერესობით იყო გამორჩეული. ასე მაგალითად - ოპოზიციურ პარტიაში, ნაციონალებში უფროსის არჩევას აპირებენ და აანონსებენ, ქოცები ევროპარლამენტარებს ბიძინას ფილანტროპობასა და ქველმოქმედებაში „ატრენინგებენ“, ომბუდსმენი ისევ არ არჩეულა, ფინანსთა მინისტრი თავის ამპლუაშია,…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 14, 2022 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მაინცდამაინც საჩვენოდსახარბიელო ამბები არ წერია. ცხადია, ეს განხილვის თემა იყო ბოლო დღების განმავლობაში. დღეს ასევე აქტუალური იყო რამდენიმე საერთაშორისო ვიზიტის მასპინძლობა, ბრიფინგი ნაციონალურ მოძრაობაში და ახალი თავმჯდომარის გამოვლენა ან/და დაპირისპირებების წარმოჩენა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7261 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 10, 2022 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ქვეყნის გარეთ კვლავ უკრაინა აქტიურობს და ჩვენი სამხრეთ მეზობლების მოუგვარებელი ქიშპობა. თუმცა, ჩვენი სახეი მსოფლიოში პრემიერ-პრეზიდენტს დააქვს საერთაშორისო შეხვედრების წყალობით. დღის მთავარი ამბავი ასევე ხალხის ძალად წოდებული პარტიის განხადება იყო, ეკონომიკის ამბები მცირე დოზით და IRI-ს მორიგი კვლევა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7340 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 7, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ოქტომბერიც მიილია, ბოლო დღეებს ითვლის და წვიმა-ღრუბელ მზეც ახსენებს თავს. მსოფლიო კვლავ უკრაინას უყურებს და შიგადაშიგ აზერბაიჯან-სომხეთისკენ აპარებს თვალს, ასევე ილონმა რომ ტვიტერი იყიდა და ნასამ მომღიმარე მზე გადაიღო, ეგეც გატრენდებული ამბავია. ქვეყანაში კვლავ „ომბუდსმენებს“ უსმენენ, ოპოზიციურ ტრიოზე მსჯელობენ, ჯანდაცვის სექტორში რეფორმებს განიხილავენ და ევროპის გზაზე 12 პუნქტის შესრულებას მოიელიან. სტუში კი თეოლოგია ზეიმობს. დღეს 1 აშშ…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 28, 2022 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ოქტომბრის ბოლო წვიმიანი იქნებაო - 27-28 ოქტომბერს საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი. წვიმენაბდე ჯერ ღრუბლებსშორის მზე მოჩანს, ქართულ მედია დღის წესრიგში კი კვლავ სახალხო დამცველების კანდიდატებს უსმენენ. ასევე პარლამენტში დღეს ანტიკორუფციული ღონისძიებების გაძლიერების საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცეს, პრემიერი უნგრეთში წავიდა და კალაძემ მერიაში შეხვედრა გამართა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7821 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 26, 2022 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
გვიანი ინფორმაციით დავიწყოთ, რომელიც მედიაში ახლახანს გავრცელდა - ბუქარესტში ვართ მიწვეულები - ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მიიწვიეს. დღის მთავარი ამბავი იყო სახალხო დამცველის კანდიდატების საპარლამენტო შერჩევა, სასამართლოს ამბები, არჩევნები და ყირიმის სამიტი. ასევე ომბუდსმენის, ადეიშვილის და სხვა წვრილი ამბების საშემოდგომო დღე გვქონდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7723…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 25, 2022 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
შთამბეჭდავი სანახაობა მოეწყო საღამოს. სინოპტიკოსებმა სწორად იწინასწარმეტყველეს და ამ ღამიდან საოცრად ლამაზი, ვრცელი ელვის ხეები იკლაკნებოდნენ ცაზე - აცივა და აწვიმდა. მთავარი ამბავი მერიის და კონკრეტულად, კალაძის პასუხისმგებლობის განმარტებებს დაეთმო ვაკის პარკის შადრევნის ტრაგედიაზე. ასევე ომბუდსმენის, ადეიშვილის და სხვა წვრილი ამბების საშემოდგომო დღე გვქონდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7660 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 19, 2022 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღეს მზე დაგვენახა მაგრამ მცირე ხნით, უახლოეს დღეებში კი ძლიერი წვიმა და ქარია მოსალოდნელი. პოლიტიკური დღე მთლიანად პარლამენტს დაეთმო და ტრადიციულ გადაძახილებს, ერთმანეთზე ხელის გაშვერა-შეწმენდა და ლაპარაკ ლაპარაკისთვის ანუ ჩვეულებრივი დღე იყო უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. აქტუალურია შადრევნის საქმე, უკრაიანში დრონების ომი, რეზოლუციაში „შეტანილი“ მიშა და ა.შ. რა თქმა უნდა, ხანძთელობა ისევ არ აღინიშნა განსაკუთრებულად. დღეს 1…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 18, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
წვიმიანი ოქტომბერი ასეც აპირებს გაგრძელებას და უახლოეს დღეებში კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელიო. უკრაინაში დღითიდღე უფრო მეტი ობიექტი იბომბება და ახლა საქმეში კამიკაძე დრონებიც ჩაერთო. ჩვენს ქვეყანაში კი არაერთი საკითხია აქტუალური - ვაკის პარკში, შადრევანში გარდაცვლილი გოგონას და ტრაგიის საკითხი, პროკურორის არჩევის კანონი, საქართველოს საერთაშორისო სახე რამდენიმე მიმართულებით პრეზიდენტი - პრემიერი - რეზოლუცია და ა.შ. დღეს 1 აშშ დოლარის…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 17, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ფართომასშტაბიანი დაბომბვები განახლა და დღის მთავარი ამბებიც ესაა მთელს მსოფლიოში. უკრაინის არაერთ რეგიონში ორი დღეა ბომბების წვიმაა. საქართველოში უკრაინის მხარდამჭერი აქციების პარალელურად, ცოტა შიდა პოლიტიკური ნიუსებიც ხმიანდება. დეოლიგარქიზაცია და არჩევნების რეფორმები არის ევროპული გზის მთავარი გასაღებიო. სპორტულ სიახლეებშიც არის პრობლემები და ითხოვენ კულტურის სამინისტროსგა გამოყოფას. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7920…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 11, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
გუშინ რომ სოხუმის დაცემა გაიხსენეს, დღეს ბელარუსის პრეზიდენტი სწორედ აფხაზეთში ჩავიდა ოფიციალური ვიზიტით და დაარღვია საქართველოს სახელმწიფოს კანონი. აქამდე ჯერ კიდევ მეგობართა სიაში იმყოფებოდა ოფიციალურ დონეზე მაინც. დღეს ასევე აქციები მოეწყო ლარსთან და ხოშტარიას დროამ „მასპინძლობა“ გაუწია რუსეთიდან გამოქცეულებს, რომლებაც რატომღაც დეზერტირებს ეძახიან ანუ ჯობდა ეომათ?! დღის მთავარ ამბებში კვლავ ომბუდსმენიც ფიგურირებს და კალაძის თბილისიც. დღეს…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 28, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
რუსეთში გამოცხადებული სამხედრო მობილიზაცია არის მეინსტრიმული მთავარი თემა საქართველოშიც, რადგან ბოლო დღეებია ვრცელდება კადრები კილომეტრიანი რიგების და საცობების ჩვენს ჩრდილოელ მეზობელ-მტერთან - გამორბიან და გამორბიან ომს განრიდებული რუსები და ახლა აქ მთავარი თემა ისაა, უნდა მივიღოთ თუ საზღვარი ჩავუკეტოთ. დღეს ასევე სოხუმის დაცემის დღეა და როგორც სექტემბრის ყოველ მიწურულს, დღესაც კადრები, მოგონებები, ყვავილები და გახსენებები ისმოდა-იკითხებოდა…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 27, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
1999
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.
A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium
While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.
Knowing Existence Insurance policy Principles
Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…
© 2024 George. •