გვიანი ინფორმაციით დავიწყოთ, რომელიც მედიაში ახლახანს გავრცელდა - ბუქარესტში ვართ მიწვეულები - ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მიიწვიეს. დღის მთავარი ამბავი იყო სახალხო დამცველის კანდიდატების საპარლამენტო შერჩევა, სასამართლოს ამბები, არჩევნები და ყირიმის სამიტი. ასევე ომბუდსმენის, ადეიშვილის და სხვა წვრილი ამბების საშემოდგომო დღე გვქონდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7723 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 25 ოქტომბერი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, ოქტომბერი

      ჯანდაცვა - თამარ გაბუნიას განცხადებით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში ორსულთა ჩართულობა დაბალია. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კოვიდკლინიკებზე მოკვლევა გრძელდება, ხოლო კონკრეტული შემთხვევები, სადაც დარღვევები გამოიკვეთა, შესაბამის ორგანოებს გადაეცა. ზურაბ აზარაშვილი - 1-ელი ნოემბრიდან DRG მეთოდოლოგიით, საბაზისო ტარიფის მიხედვით გამოითვლება კონკრეტულ სამედიცინო ჩარევაზე ტარიფი - ვერანაირ დამატებით „ჯიბიდან გადახდებს“ კლინიკები პაციენტებს ვეღარ დაუწესებენ.

      ფინანსთა მინისტრი - პოლარიზაციის შემცირებისთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ ხელისუფლების ძალისხმევა, არამედ ოპოზიციის ჩართულობა. ხატია დეკანოიძე - თუ არ იქნება რეფორმები, საქართველოს ძალიან გაუჭირდება ევროინტეგრაციის კონტექსტში წარმატების მიღწევა. პაატა მანჯგალაძე - ზოგიერთი ოპოზიციონერისგან მიკვირს, რომ თურმე კანდიდატის სტატუსი არ გვაქვს იმის გამო, რომ სამუშაო ჯგუფებში არ ვართ ან არ ვმუშაობთ ხელისუფლებასთან - ამის პროპაგანდა როგორ შეიძლება? ალუდა ღუდუშაური - ფაქტები არის ჯიუტი - თუ ამოვიღებთ ციფრებს რეფორმების კუთხით, მაგალითად, უკრაინას და მოლდოვასთან შედარებით, დავინახავთ, რომ საქართველო ყველა პოზიციაში არის დომინანტი და მოწინავე.

      საქართველოში მინდობით აღზრდაში 1475 ბავშვი იმყოფება, რომელთა დაფინანსებისთვის სექტემბერში 1 020 275 ლარი დაიხარჯა.

      სადამცველო კანდიდატები - პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობდა. ანა აბაშიძე დეპუტატებს - ჩემთვის არ არის გადამწყვეტი, რომ ცალსახად ჩემზე შეჩერდეთ, რადგან ღირსეული კანდიდატები არიან წარმოდგენილი, თქვენ გაქვთ არჩევანი, მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება. ყველა მიმართულებით ბევრი შრომაა ჩასადები, განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში არიან ადამიანები, ვისაც სოციალური სიდუხჭირის გამო, იმის საშუალებაც არ აქვს, რომ ისარგებლონ გარკვეული სიკეთეებით. ანა აბაშიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებზე პასუხისმგებლად მიიჩნევს. მიხეილ სარჯველაძე ანა აბაშიძეს - თქვენი სახელით გავრცელდა ასეთი შინაარსის განცხადება: „უალტერნატივოა, ეს მოთხოვნა, გადადგეს ღარიბაშვილი“ - ეს არ არის მიკერძოება? ანა აბაშიძე - არანაირი ავტორიტეტი არ არის არავინ, მათ შორის არც გერმანიის ელჩი, რომელმაც პირდაპირი მნიშვნელობით ჩემთან პერსონალური მიმოწერა გაასაჯაროვა, დადო „ფეისბუქ“ გვერდზე. აბაშიძის განცხადებით, სასამართლო სისტემა არის „აქილევსის ქუსლი“, რომელიც არსებითად უნდა შეიცვალოს. მე არასდროს დავიღლები დიალოგისგან, არასდროს ვიტყვი უარს თანამშრომლობაზე, რადგან სახალხო დამცველს არ აქვს უფლება შეიკეტოს თავის ოთახში ან ვიღაცას გაებუტოს. რატი იონათამიშვილი ანა აბაშიძეზე - იმ ადამიანს, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს ამომრჩეველს სიძულვილის ენით მიმართავს, გაგვიჭირდება მხარი დავუჭიროთ. გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ანა აბაშიძემ გერმანიის ყოფილი ელჩის განცხადება საკმაოდ ნეგატიურად შეაფასა. მარიკა არევაძემ სახალხო დამცველის წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის ინსტიტუტის მიმართ ნდობის ამაღლება დაასახელა. მარიკა არევაძე - სასამართლო სისტემაში არსებობს მცირე პრობლემებიდან მასშტაბურ პრობლემებამდე რიგი საკითხები, რომელიც აღმოფხვრას და გამოსწორებას საჭიროებს. მარიკა არევაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც საპატრიარქოსთვის ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ 20 ჰექტრამდე ტყის ფართობის გადაცემას ეხება, გამართულია და სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში, დავა გაგრძელდება. მიხეილ სარჯველაძე - თუ აქ მოდის ვინმე, ვინც ფიქრობს, რომ ჩვენ მარიონეტები ვართ, რა მოლოდინი უნდა გქონდეს ადამიანს, რომ ომბუდსმენის ასეთი კანდიდატის არჩევის შემთხვევაში, ის გეთანამშრომლება უფლებების დაცვის საქმეში. გიორგი ბურჯანაძე - როცა სააკაშვილი ხელისუფლებაში იყო, თითქმის ყველა საპროტესტო აქციაზე ვიყავი მისი გადადგომის მოთხოვნით, მაგრამ როცა მისი უფლებების დაცვის საკითხი დადგა, დავიცავი. გამიხარდებოდა მეტი ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში. თუ ჩემზე, როგორც სახალხო დამცველზე შეჩერდება არჩევანი, გამოვეთიშები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონკურსში მონაწილეობას. არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ მქონია - თუ ოდესმე გადავწყვეტ, რომ პოლიტიკაში შეიძლება რამე გავაკეთო, ამის გზებიც ვიცი. ანა წითლიძე - არ მაქვს მოლოდინი, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატებს, რომლებსაც მოვუსმინეთ, „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს - ხელისუფლებას სჭირდება ისეთი პირი, რომლის კონტროლსაც შეძლებს.

      სასამართლოს თემები - ანა ნაცვლიშვილი კოლეგებს ურჩევს მოსამართლეების მიერ სოციალურ ქსელში, ასევე გადაწყვეტილებებსა და განაჩენებში დაფიქსირებული პოზიციებით დაინტერესდნენ, რადგან „ეს მათზე ბევრ რამეს მეტყველებს“. მოსამართლე ბადრი ნეპარიშვილი - ვლადიმერ ხუჭუას არანაირი მორალური უფლება არ აქვს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდეს. ლევან მურუსიძე NGO-ებზე - უპასუხისმგებლოები არიან, უზრდელები, მათი სახელი ლეგიონია - თუ ისევ წავა მოსამართლეების ლანძღვა, გინება, ბულინგი, თავს არა მარტო დავიცავთ, არამედ ყველაფერს დავარქმევთ თავის სახელს. დიმიტრი გვრიტიშვილი - ვინმეს ძალიან უნდა საქართველოს მიღება ევროკავშირში და მურუსიძე-გვრიტიშვილის არჩევა აბრკოლებს? - ახლა გეკითხებით, სად არის „კლანი“, სასამართლოში თუ არასამთავრობო სექტორში? ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებად მურუსიძის და გვრიტიშვილის არჩევა შესაძლოა, კანდიდატის სტატუსის მიღებაზე უარის თქმის ერთ-ერთი საფუძველი გახდეს.

      შადრევნის ტრაგედია - ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საკრებულოს 5 ოპოზიციური პარტია და დამოუკიდებელი დეპუტატები კახა კალაძეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე იბარებენ.

      არჩევნები - გიორგი კალანდარიშვილი - როცა საუბარია უსაფუძვლო, მტკიცებულებების გარეშე წარმოდგენილ ინფორმაციაზე და ამ ყველაფრით ამომრჩევლებზე მანიპულაციაზე, საქმე გვაქვს მიზანმიმართულ დისკრედიტაციასთან. კალანდარიშვილის განცხადებით, 21-ე საუკუნისთვის არსებული ერთ-ერთ მთავარი გამოწვევა დეზინფორმაციას და საარჩევნო პროცესთან მიმართებაში მის გავლენებს უკავშირდება. ლევან იოსელიანი - მნიშვნელოვანია, შევთანხმდეთ, რომ არჩევნები გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს - პარტიები არჩევნებისთვის უნდა მოემზადონ და არჩევნების დღემ უნდა გადაწყვიტოს, ვინ იმსახურებს ხელისუფლებაში ყოფნას.

      დახვედრა - ირაკლი ღარიბაშვილი - მოხარული ვარ პრეზიდენტ ალიევის მასპინძლობით, ჩვენი საერთო მიზანია რეგიონში მეგობრობის, მშვიდობიანი თანამშრომლობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

      ამერიკული განცხადებები - ნედ პრაისი - გამოვთქვით შეშფოთება საქართველოს მთავრობის ზოგიერთ ქმედებასთან დაკავშირებით, მთავრობის ქმედებებმა, მათ შორის მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეფერხებამ ან დაგვიანებამ, უკუსვლა გამოიწვია. გვსურს, ვიხილოთ საქართველოს წინსვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციას გზაზე - მზად ვართ, ვიყოთ ქართველი ხალხის და მთავრობის პარტნიორი მაშინ, როდესაც ისინი ამას ცდილობენ. ჩვენ გვინდა ვიმუშაოთ საქართველოსთან მის მიერ არჩეულ გზასა და უფრო ფართო ევროპულ მისწრაფებებზე. სალომე სამადაშვილი - ნედ პრაისის განცხადება ნათელს ხდის, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ დღემდე არ გვაქვს კანდიდატის სტატუსი და თუ ასე გააგრძელებს „ქართული ოცნება“, მას ვერც მივიღებთ. მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციის რიტორიკა, რომ საქართველოს მხარეს აშშ-სგან ზურგის შექცევა ელოდა, ნედ პრაისის მხრიდან სილაგაწნული აღმოჩნდა. იაგო კაჭკაჭიშვილი - ნედ პრაისის განცხადება არის ცივი შხაპი ხელისუფლებისთვის - რაც შეეხება ოპოზიციას, იზოლირებული პოზიციიდან ბრძოლა არ მოუტანს წარმატებას, რას ელოდებიან არ ვიცი, უკრაინული ოპოზიცია აქ არ ჩამოვა.

      თბილისში, ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მე-8 კონფერენცია გაიმართა.

      ოპოზიცია ევროპაში - 19-21 ოქტომბერს ბრიუსელში გიორგი ვაშაძის და ზურაბ ჯაფარიძის ვიზიტი გაიმართა. ზურაბ ჯაფარიძე - ევროპაში არავის აქვს იმის ილუზია, რომ „ქართული ოცნებიდან“ ვიღაცები მიდიან და „ხალხის ძალა“ დამოუკიდებელი პოლიტიკური ორგანიზმია. გიორგი ვაშაძე - მნიშვნელოვანია ყველა პროევროპელმა მოვძებნოთ ერთიანობის ის მნიშვნელოვანი ფუნდამენტი, რომელზეც ავაგებთ ჩვენს სამომავლო სამოქმედო გეგმას იმისთვის, რომ საქართველომ ისტორიული შანსი გამოიყენოს. გიორგი ვაშაძე - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, ევროკავშირამდე არ მიგვიყვანს.

საზღვარგარეთულები:

      ომი - ოლექსი რეზნიკოვმა და ლოიდ ოსტინმა უკრაინის დახმარების შემდგომი პაკეტი განიხილეს. იენს სტოლტენბერგი - რუსეთმა „ბინძური ბომბის“ შესახებ ცრუ ბრალდება სიტუაციის ესკალაციის საბაბად არ უნდა გამოიყენოს. მარია ზახაროვა - აშშ-მა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უნდა გადადონ ყველა საქმე, დასხდნენ და განიხილონ რუსული მხარის მიერ სატელეფონო ზარების დროს გაჟღერებული მასალები „ბინძური ბომბის“ გამოყენებასთან დაკავშირებით. გაერო-ში რუსეთის ელჩი - მოვუწოდებთ გაერო-ს გენერალურ მდივანს, გააკეთოს ყველაფერი, უკრაინის მიერ "ბინძური ბომბის" გამოყენებით პროვოკაციის განხორციელების თავიდან ასაცილებლად. მედია - უკრაინელებმა „კადიროველების“ ბაზას დაარტყეს, ლიკვიდირებულია 40-მდე ოკუპანტი. გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი უკრაინაში ჩავიდა. ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - რუსეთმა უკრაინაში მინიმუმ 23 Ka-52 Hokum ვერტმფრენი დაკარგა. ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენ უნდა დავდგეთ უკრაინელების გვერდით და მივაწოდოთ ის, რაც სჭირდებათ - მსოფლიო ბანკის შეფასებით, ზარალის მოცულობა 350 მილიარდ ევროს შეადგენს. ოლაფ შოლცი - უკრაინის აღდგენა ახლავე უნდა დაიწყოს. ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენი მიზანი არა იმდენად რუსული აქტივების გაყინვაა, რამდენადაც მათი კონფისკაცია. ჯორჯია მელონი აცხადებს, რომ იტალია პუტინის ენერგეტიკულ შანტაჟს არ აყვება და გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. ირინა ვერეშჩუკი საზღვარგარეთ მყოფ უკრაინელებს - გთხოვთ, ზამთარში არ დაბრუნდეთ, თუ შესაძლებელია, საზღვარგარეთ გამოიზამთრეთ. ოლექსი დანილოვი კადიროვს - დატოვე უკრაინა და იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის იბრძოლე, ვიდრე გვიან არ არის - თუ რუსეთი არ განადგურდება, ისევ დაბრუნდება ჩეჩენი ქალებისა და ბავშვების დასახოცად. ჩერნიგოვის ოლქში ვიზიტისას გერმანიის პრეზიდენტს საჰაერო განგაშის დროს თავშესაფარში გადასვლა მოუწია. მიხაილო პოდოლიაკი - “დიპლომატიური შეთანხმების” ნებისმიერი შეთავაზება ნიშნავს მხოლოდ ერთს: უკრაინა უნდა დანებდეს და მიიღოს რუსეთის ულტიმატუმები. გერმანიის პრეზიდენტი - საჭიროა სამართლიანი მშვიდობა - მშვიდობამ, რომელიც პუტინს სურს, შეიძლება ახალი ომი გამოიწვიოს. დმიტრო კულება - მთავრობები შეიძლება იცვლებოდეს, მაგრამ ბრიტანელი მეგობრების დახმარება უცვლელი იქნება უკრაინის გამარჯვებამდე.

      ყირიმის სამიტი - ვოლოდიმირ ზელენსკი - ყირიმის პლატფორმა უნდა ვაქციოთ პლაცდარმად ჰუმანიტარული და დიპლომატიური პლატფორმების შესაქმნელად, რათა განხორციელდეს სხვა ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია, მათ შორის დნესტრისპირეთის, აფხაზეთის. შალვა პაპუაშვილი - ყირიმის პლატფორმაზე გვექნება შესაძლებლობა, რომ პარლამენტების დელეგაციებმა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ სოლიდარობა უკრაინის მიმართ. უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა უპირობო და მუდმივია - ქართველი და უკრაინელი ხალხისთვის და მათი სახელით ვაცხადებ, ჩვენ არ ვაპირებთ ამ გზიდან გადახვევას. ჩვენ ვგმობთ რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე და მისი რეგიონების უკანონო ანექსიას.

      რიში სუნაკი მეფე ჩარლზს შეხვდება და ერს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად მიმართავს. რიში სუნაკი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად დაინიშნა.

      BBC - ირანის უსაფრთხოების ძალებმა 21 წლის მამაკაცი მას შემდეგ მოკლეს, რაც მან ხელისუფლების მხარდამჭერი პლაკატი ჩამოხია.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 39

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ოქტომბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters