Giorgi ჯერ არ დასაჩუქრებულა!
გამოქვეყნების თარიღი: ივლისი 1, 2022 წელი 0 კომენტარი 1 Like
ეს ორი დღე ისევ აცივდებაო, წვიმებიც იქნება, სეტყვა-ქარბორბალაც, ჭექაც და ქუხილიც. მოკლედ, ზაფხული დაიწყო და ცხელი ივლისიც, „ამერიკაში“ ქართველების ჩხუბით გაიხსნა - გუშინ იჩხუბეს, დღეს განიხილეს. პარლამენტარი და ტელევიზიის დამფუძნებელი პირდაპირ საელჩოში დაეტაკნენ ერთმანეთს - კადრები ჯერ არ გასაჯაროვებულა. ცხადია, მთელი დღე ამ თემას დაეთმო. ასევე საფრანგეთის ელჩის განცხადებას წასვლაზე და ევროპული აგიტაციის დახვედრას რეგიონებში. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 2.9077 ლარია.
ამერიკის დღეები - ლევან დავითაშვილი - საქართველოსა და აშშ-ს შორის ასეთი მჭიდრო ურთიერთობები აქამდე არასდროს ყოფილა - ეს თანამშრომლობაში ახალი შესაძლებლობების დასაწყისია. საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ აშშ არ ცდილობს საქართველოს ჩათრევას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში. „მსურს ვუპასუხო…
გამოქვეყნების თარიღი: ივნისი 29, 2022 წელი 0 კომენტარი 1 Like
ნატომ მოსაწვევები დააგზავნა, მაგრამ არც კი უფიქრია ჩვენთვის გამოეგზავნა - შვედეთი და ფინეთი არიან მიწვეულები ჩახო-ში გასაწევრიანებლა. ნატოს სამიტზე ჩვენი პრემიერიც იმყოფებოდა და დღის ამბებში ეგეც აქტუალური იყო. ცხადია ოცნება ხმაურიანად დატოვო და მეორე დღეს მეინსტრიმი არ მიიღო, არ გამოდის - ასე მოხდა სამ დეპუტატსაც. დღეს ასევე აქტუალური იყო უკრაინაში ომი და მესა პეტრეს ტაძარში. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 2.9289 ლარია.
გვჭირდება ნატო - ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს სამიტის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურების საპატივსაცემოდ გამართულ ვახშამს დაესწრო. ირაკლი ღარიბაშვილი - მოუთმენლად ველი ალიანსის პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ნაყოფიერ და შედეგიან დისკუსიებსა და შეხვედრებს. საქართველოს დემოკრატიზაცია და ევროატლანტიკური ფასეულობებისადმი ჩვენი ერთგულება ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს…
გამოქვეყნების თარიღი: ივნისი 27, 2022 წელი 0 კომენტარი 1 Like
ახალი საინფორმაციო კვირა იმით დაიწყო, რომ ვატიკანში, სიქსტის კაპელაში ქართული გალობის და სიმღერის ოვაციები და პროტესტი დღის მეინსტრიმად იქცა. გადი-გამოდი გუთანო, შენ ხარ ვენახი, კირიე ე ლეისონ, ლაშარის გზაზე და არაერთი სხვა შედევრი მიქელანჯელოს „ცის ქვეშ“ მართლაც შთამბეჭდავი იყო. დღის ამბები ჩვენ ქვეყანაში კვლავ პრემიერის და მისი ვიცე პრემიერის ტრიბუნის გარშემო ტრიალებს, ასევე სასამართლო, ოპოზიციის არჩევნების მოთხოვნები და ა.შ. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 2.9360 ლარია.
ვატიკანში, სიქსტის კაპელაში, სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის ისტორიული კონცერტი გაიმართა.
ოპოზიციური ამბები - იაგო ხვიჩია - პირველი საკონსტიტუციო ცვლილებებია მოსათხოვი, ამის შემდეგ, როცა აზრი ექნება არჩევნებს, უნდა მოვითხოვოთ ახალი არჩევნები. ირაკლი ქადაგიშვილი - რადიკალურ ოპოზიციას…
გამოქვეყნების თარიღი: ივნისი 24, 2022 წელი 0 კომენტარი 2 მოწონება
როცა ევროპა სტატუსზე უარს გეუბნება, პრობლემის მოგვარება საკუთარ თავში უნდა ეძებოო, ნათქვამი მთიელთა სიბრძნეებში. მაგრამ მთლად ასე მართივადაც არ არის საქმეო, თქვეს ქართულ მთავრობასა და ოპოზიციის პოლარიზებულ სექტორებში. დღეს იაქტიურა პრემიერმაც და მას ცალკე ბლოკი დაეთმო. ცხადია, აქციის განახლებაც გვქონდა დღეს. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 2.9360 ლარია.
ევროპული გზისკენ საშინაო გაურკვევლობა - ჯოზეფ ბორელი საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე - ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი და არ უნდა დავაკნინოთ, იცით რა, როგორ და როდის. ანა ნაცვლიშვილი - კანდიდატის სტატუსი იმიტომ ვერ მივიღეთ, რომ კარში გვეღობება ოლიგარქი, მის მიერ მართული მთავრობა და მასთან გარიგებაში მყოფი სასამართლო კლანი. დავით ჭიჭინაძე - როგორც კომუნისტური პარტია აიკრძალა თავის დროზე, ისევე უნდა აიკრძალოს „ქართული ოცნება“. ხავიერ…
გამოქვეყნების თარიღი: ივნისი 21, 2022 წელი 0 კომენტარი 2 მოწონება
როცა რუსთაველზე ათასი, ათიათასი და ასიათასი ადამიანი იკრიბება, ცხადია დღის მთავარი თემა სწორედ ეს აქციაა და მის გარშემო გამოხმაურებები რომლებიც დღეს მრავლად დაგროვდა. პოლარიზაცია პრობლემააო, ამბობენ ეროპელები, მაგრამ ამ პოლარიზაციას ჯერ არავინ ებრძვის, გარდა გუშინ შეკრებილი ხალხისა. პრემიერმა დღეს ნატოში შესვლის ამბავიც განილიხა ყატარში და მაგის აქცია როდის იქნება, ჯერ არაა ცნობილი. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 2.9239 ლარია.
20 ივნისი აქციის ტრადიციად და მეორე დღის შეფასებები - გუშინ რუსთაველზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა ევროკავშირში გაწევრიანების სურვილით. გიორგი ვაშაძე - ქვეყანაში დეოლიგარქიზაცია უნდა დაიწყოს - ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა. რასა იუკნევიჩიენე - კომისია გარკვევით ამბობს: „ქვეყანას სჭირდება დეოლიგარქიზაცია“, ყველამ კარგად იცის, რომელ ოლიგარქზეა საუბარი -…
გამოქვეყნების თარიღი: ივნისი 17, 2022 წელი 0 კომენტარი 2 მოწონება
მთლად ევროკავშირში ვერ შეგიშვებთ, მეტიც ვერც რეკომენდაციას მოგემთ სტატუსის მონიჭებაზე რომ ჰა და ჰა შეხვალთ მალე, მაგრამ ევროპულ პერსპექტივაში კი გხედავთ უბრალოდ ეგ პერსპექტივა სად იქნება ან როდი ეგ თქვენზეა დამოკიდებულიო. ასე გვითხრეს მაგრამ რეალურად როგორ იქნება კაცმა არ იცის. ცაზე ისეთი ამბავია, 22 ივნისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. აი, პოლარიზაციას რა შეამცირებს ან დეოლიგარქიზაცია რაღაა ჯერ მაგაზე არ გვეფიქრება. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 2.9239 ლარია.
ესეც უკან ევროპაში - ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა - უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, საქართველოსთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ…
გამოქვეყნების თარიღი: ივნისი 16, 2022 წელი 1 კომენტარი 2 მოწონება
ჩვენ აქციებით უნდა ვაჩვენოთ ევროპას რომ გვინდა ევროპა, ხოლო ხელისუფლებამ აქციებზე ადეკვატური მოქცევით. ალბათ ესაა მიზანი. დღეს ევროპისკენ მიმართული პირველი აქცია შედგა, ორ დღეში კიდევ ერთი აქცია იქნება და კიდევ ორ დღეში, ოპოზიციური დიდი აქციაც შედგება. მოკლედ, წრეზე ვტრიალებთ და გასასველი ევროპისკენ ჯერ კიდევ არ ჩანს. მსოფლიო მთავარი ამბავი კვლავ უკრაინის ომია, რომელმაც ეს ევროგზა ააჩქარა. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 2.9358 ლარია.
კოვდამბავი - 20 ივნისიდან, სატრანსპორტო საშუალებებში პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება. ამირან გამყრელიძე - ვაქცინაციის წახალისების პროგრამები და თავად ვაქცინაცია არ შეწყდება, რამეთუ კორონავირუსის პანდემია არ დამთავრებულა - ახლა წახალისების სხვა ფორმები უნდა შემოვიტანოთ.
აქციები ევროპისკენ - ნათია მეზვრიშვილი - შავით თეთრზე წერია:…
გამოქვეყნების თარიღი: ივნისი 1, 2022 წელი 0 კომენტარი 3 მოწონება
ზაფხული ცხელი იქნება, ყოველშემთხვევაში პირველი დღე ძალიან ცხელი გამოდგა, როგორც მაისის ბოლო კვირიაკე. დღეს საპირველივნისო ამბები იყო მთავარი, ასევე დაუსრულებელი ომი, ჩვენი ევროპული გზის პრობლემები და მოულოდნელი გარდაცვალება. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.0307 ლარია.
პირველივნისობა ანუ ბავშვების დღე ნინოობას - ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარებაზე - დღეიდან დახმარება კიდევ იზრდება და 150 ლარს შეადგენს, პროგრამა 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება. მიხეილ ჩხენკელი - ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ მომავალს. ბაია პატარაია - ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საქმეზე გამოძიება არ მიმდინარეობს, ეს საპატრიარქოს ქვეშ არსებული პანსიონატია და არ სურთ ვინმე პასუხისგებაში მისცენ - ვაპირებთ საერთაშორისო ტრიბუნალებს…
გამოქვეყნების თარიღი: მაისი 23, 2022 წელი 0 კომენტარი 3 მოწონება
პოლიტიკური კინკლაობა იმაზე ვის უფრო მეტად უნდა ევროპაში და ვის უფრო ევროპული კურსი უჭირავს. აი, ეს არის ჩვენს ქვეყანაში დღის მთავარი პოლიტიკური ამბავი და ცხადია, ნიუსრუმშიც მხოლოდ ეს ამბავი ტრიალებს. ასევე, მსოფლიოს უკრაინული ამბები. და ამ ამბების პარალელურად საქართველოს პოზიცია ევროპულ კავშირში გაწევრიანების გზაზე. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 2.8767 ლარია.
პრემიერი ევროპაში და ევროპული არჩევანის ქართული შიდა განხილვები - ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მას ბრიუსელში ცნობილმა ლიდერებმა უთხრეს, რომ ოპოზიცია მათ თხოვს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით პოზიტიური გადაწყვეტილება არ იქნეს მიღებული. „მითხრეს, რა ხდება, რა უბედურება გჭირთ, რომ ჩამოდიან თქვენი ოპოზიციის წარმომადგენლები და გვეუბნებიან, იქნებ რამენაირად არ იქნას პოზიტიური გადაწყვეტილება მიღებული…
გამოქვეყნების თარიღი: მაისი 17, 2022 წელი 0 კომენტარი 2 მოწონება
სავარაუდოდ, მაისმა ვერ გაიაზრა რომ მაისია და კვლავინდებურად ცდილობს იმარტოს. ხან ცივა, ხან ცხელა, ახლა კიდევ 19-20 მაისს საქართველოში წვიმა და ქარია მოსალოდნელიო. ქვეყნის შიგნით, დღის მთავარი ამბავი ნიკა გვარამიას დაკავებაა. დაკავებები ძალიან ხმაურიანად გამოგვდის. ასევე ღარიბაშვილის ევროპული ტურნე და ცხადია არავის დავიწყებია უკრაინის ომიანობა. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 2.9769 ლარია.
კიდევ ერთი ხმაურიანი დაკავება - „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო, სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა. სენატორი ჯიმ რიში მიიჩნევს, რომ ნიკა…
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივლისი 1, 2022.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
1 Like
ეს ორი დღე ისევ აცივდებაო, წვიმებიც იქნება, სეტყვა-ქარბორბალაც, ჭექაც და ქუხილიც. მოკლედ, ზაფხული დაიწყო და ცხელი ივლისიც, „ამერიკაში“ ქართველების ჩხუბით გაიხსნა - გუშინ იჩხუბეს, დღეს განიხილეს. პარლამენტარი და ტელევიზიის დამფუძნებელი პირდაპირ საელჩოში დაეტაკნენ ერთმანეთს - კადრები ჯერ არ გასაჯაროვებულა. ცხადია, მთელი დღე ამ თემას დაეთმო. ასევე საფრანგეთის ელჩის განცხადებას წასვლაზე და ევროპული აგიტაციის დახვედრას რეგიონებში. ლარის ამბავი - 1…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 29, 2022.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
1 Like
ნატომ მოსაწვევები დააგზავნა, მაგრამ არც კი უფიქრია ჩვენთვის გამოეგზავნა - შვედეთი და ფინეთი არიან მიწვეულები ჩახო-ში გასაწევრიანებლა. ნატოს სამიტზე ჩვენი პრემიერიც იმყოფებოდა და დღის ამბებში ეგეც აქტუალური იყო. ცხადია ოცნება ხმაურიანად დატოვო და მეორე დღეს მეინსტრიმი არ მიიღო, არ გამოდის - ასე მოხდა სამ დეპუტატსაც. დღეს ასევე აქტუალური იყო უკრაინაში ომი და მესა პეტრეს ტაძარში. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 2.9289 ლარია.…
გამოაქვეყნა Mosely_მ.
თარიღი: ივნისი 29, 2022.
საათი: 12:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
C. J. Uzomah went toward Twitter toward chat in excess of the Cincinnati Bengals' Director of Rehabilitation and Efficiency, Nick Cosgray. "My gentleman acquired me again towards my Achilles problems in the direction of include the least difficult period of my occupation Isaiah Prince Jersey. "Uzomah was sidelined for 14 online games previous period with an Achilles harm, and disregarded highest of the year. Yet he arrived back again inside of 2021 towards background vocation highs within…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Mosely_მ.
თარიღი: ივნისი 29, 2022.
საათი: 12:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
The 2022 NFL offseason is made up of now been the craziest a single in just existing memory, quite possibly at any time. This offseason is made up of been total of the equilibrium of electrical power transforming, trades and currently unheard of monster contracts. Several franchises comprise devoted towards heading all-inside of, and the unforgiving pendulums of standards are within comprehensive swing. There seems to be towards contain been a recognizable transfer within just staff…
გაგრძელება
© 2022 George.
•