Giorgi ჯერ არ დასაჩუქრებულა!
გამოქვეყნების თარიღი: იანვარი 25, 2021 წელი 0 კომენტარი 4 მოწონება
მას შემდეგ რაც რეგულაციების შემსუბუქება თითქმის არაფრის შემსუბუქებას ჰგავდა არაერთი აქცია დაიგეგმა და ზოგიერთ ჩატარდა კიდეც. განსაკუთრებული ხალხმრავლობით არა, მაგრამ მაინც. ოპოზიციის შიგნით კვლავ არეულობა და აულაგებლობაა. NDI-მ ახალი კვლევა დადო. რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა - 253816, გუშინ დილის შემდეგ - 298; გამოჯანმრთელებული - 243396, გუშინ დილის შემდეგ - 1311; გარდაცვლილი - 3071, გუშინ დილის შემდეგ - 16; კარანტინის რეჟიმში - 515. დოლარის ფასი ლარში - 3.3043
#კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 6 868 ტესტი ჩატარდა. 16 ადამიანი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 729 ფაქტი გამოავლინა. გურამ…
გამოქვეყნების თარიღი: იანვარი 21, 2021 წელი 0 კომენტარი 5 მოწონება
დავაში გამარჯვებული ქვეყნის სტატუსი გვაქვს - რუსეთს მოვუგეთ. მართალია ომიც მოვუგეთ 2008-ში, მაგრამ აღმოჩნდა რომ არ მოგვიგია. ახლა კი სტრასბურგში მოვუგეთ - უზენაესი სამართლის სახელით მოღვაწე ამ ორგანიზაციაში. ქვეყანა ამ გამარჯვებას ზეიმობს, იქით კოვიდის ვაქცინაციას იწყებს, აქეთ ელიაშვილის ოპოზიციონერობას განიხიავს. მელაშვილისა და ილიჩოვას საქმის გამოძიებაც დასრულდა. ბაიდენი - პრეზიდენტია! რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა - 251071, გუშინ დილის შემდეგ - 1137; გამოჯანმრთელებული - 238101, გუშინ დილის შემდეგ - 1179; გარდაცვლილი - 2998, გუშინ დილის შემდეგ - 11; კარანტინის რეჟიმში - 536. დოლარის ფასი ლარში - 3.2982
#კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1137 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 17 019 ტესტი ჩატარდა. 11 ადამიანი…
გამოქვეყნების თარიღი: იანვარი 18, 2021 წელი 3 კომენტარი 5 მოწონება
როცა შიდა ამბებში აქტიურობა კლებულობს, გარედან მეტი ნიუსი ისმისო, უთქვამთ. ასე იყო დღესაც - ნავალნის რუსეთში ჩასვლა და მისი დაპატიმრება ჩვენი პოლიტიკური ამბების ნაწილიც გახდა და შეფასებებიც ისმოდა ქართულ ინტერვიუებში. ქვეყნის შიგნით ელისაშვილის და გირჩის დამეგობრების და დანარჩენ ოპოზიციასთან კინკლაობის ამბავია. რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა - 247915, გუშინ დილის შემდეგ - 110; გამოჯანმრთელებული - 234636, გუშინ დილის შემდეგ - 1643; გარდაცვლილი - 2958, გუშინ დილის შემდეგ - 25; კარანტინის რეჟიმში - 460. დოლარის ფასი ლარში - 3.2994
#კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 964 ტესტი ჩატარდა. 25 ადამიანი გარდაიცვალა. შსს-მ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1107 ფაქტი…
გამოქვეყნების თარიღი: იანვარი 14, 2021 წელი 0 კომენტარი 6 მოწონება
როცა ქვეყანას ორი ახალი წელი აქვს ნაბახუსევი უფრო დიდხანს გრძელდება და დღის ამბები ცოტა უინტერესო ხდება. დღეს ზეიმის დღე იყო მრავალი მიმართულებით - ბასილი დიდი ხსენების დღე, დროშის დღე, თეატრის დღე და ბითლზის დღეც კი. ჩოხატაურში კი რელიგიური არეულობაა. რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა - 244612, გუშინ დილის შემდეგ - 1357; გამოჯანმრთელებული - 228359, გუშინ დილის შემდეგ - 748; გარდაცვლილი - 2867, გუშინ დილის შემდეგ - 21; კარანტინის რეჟიმში - 469. დოლარის ფასი ლარში - 3.2935
#კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 15 891 ტესტი ჩატარდა. 21 პაციენტი გარდაიცვალა. ამირან გამყრელიძემ კორონავირუსი დაამარცხა. მარიამ ქვრივიშვილი - საქართველო მსოფლიოს მასშტაბით მოწინავე ქვეყანაა პენიტენციურ დაწესებულებებში…
გამოქვეყნების თარიღი: იანვარი 12, 2021 წელი 0 კომენტარი 7 მოწონება
როცა მრავალთათვის მთავარი პიროვნება ხარ სამმართველოში, წასვლა და მოსვლა მარტივი არ არის. ბიძინას წავსლის მეორე სერია, წასვლიდან მეორე დღესაც აქტუალური იყო, დატოვებული კობახიძეც კი მრავალთა განხილის მიზეზი გახდა. დღეს აქტუალური იყო პროკურატურაც და მთავარი პროკურორი შოთაძეც. რაც შეეხება ვირუსს - დადასტურებული შემთხვევა - 241637, გუშინ დილის შემდეგ - 1857; გამოჯანმრთელებული - 227208, ბოლო 24 საათში - 993; გარდაცვლილი - 2820, გუშინ დილის შემდეგ - 24; კარანტინის რეჟიმში - 514. დოლარის ფასი ლარში - 3.3012
#კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1857 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 17 795 ტესტი ჩატარდა. 24 პაციენტი გარდაიცვალა. პოლიციამ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 716 ფაქტი გამოავლინა. დიმიტრი ხუნდაძე - ვაქცინის…
გამოქვეყნების თარიღი: იანვარი 11, 2021 წელი 1 კომენტარი 5 მოწონება
ისეთი მასშტაბური გამოდგა ერთი კაცის პოლიტიკიდან წასვლა, მთელი დღეა ამ თემაზე საუბრობენ. ბოლო პერიოდში გააქტუალურებული ეპისტოლარული ჟანრის ფონზე, ბიძინა ივანიშვილმა, კიდევ ერთი წერილი გამოაქვეყნა, საკუთარი საქმიანობა შეაფასა, იამაყა და პოლიტიკიდანაც წავიდა. მერე, მთელი დღე, პოზიციაცა და ოპოზიციაც მის წასვლაზე საუბრობდა, ვინ აქებდა, ვინ აძაგებდა, ვინ ზეიმობდა და ვინ გამარჯვებად სახავდა. მოკლედ, ბიძინა ივანიშვილი მეორედ წავიდა პოლიტიკიდან. ამ ფონზე, თებერვლმდე გახანგრძლივებული შეზღუდვები ცოტა მიიჩქმალა. რაც შეეხება ვირუსს - დადასტურებული შემთხვევა - 239780, გუშინ დილის შემდეგ - 551; გამოჯანმრთელებული - 226215, ბოლო 24 საათში - 880; გარდაცვლილი - 2796, გუშინ დილის შემდეგ - 23; კარანტინის რეჟიმში - 508. დოლარის ფასი ლარში - 3.3012
#კოვიდსაქართველო - კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები 1-ელ…
გამოქვეყნების თარიღი: იანვარი 8, 2021 წელი 4 კომენტარი 6 მოწონება
შობას გილოცავთ მოგვიანებით! მრავალს დაესწარით შობის სიხარულით. შობის ღამის მთავარი ამბავი ამერიკიდან ისმოდა, როცა ჩვენთან ქრისტეს დაბადებას ზეიმობდნენ, ამერიკელები დემოკრატიის სიკვდილზე საუბრობდნენ - კაპიტოლიუმში „დივერგენტები“ თუ არა, ტრამპის მხარდამჭერები კი შეიჭრნენ. დღესაც ამერიკის ქართული განხილვები იყო დღის მთავარი თემა, ასევე კორონა მდივან-რეფერენტის ორგანიზმში და ცეცხლი დასავლეთ საქართველოში. რაც შეეხება ვირუსს - დადასტურებული შემთხვევა - 236028, ბოლო 24 საათში - 537; გამოჯანმრთელებული - 224189, ბოლო 24 საათში - 494; გარდაცვლილი - 2728, ბოლო 24 საათში - 34; კარანტინის რეჟიმში - 508. დოლარის ფასი ლარში - 3.3035
#კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 265 ტესტი ჩატარდა. 34 პაციენტი გარდაიცვალა. თენგიზ…
გამოქვეყნების თარიღი: იანვარი 5, 2021 წელი 0 კომენტარი 7 მოწონება
და აი ისიც, ოპოზიცია გამოჩნდა პარლამენტში. მართალია მხოლოდ 4 დეპუტატით, რომელიც იძახის არჩევნები გაყალბდაო, მაგრამ დასაწყისისთვის 4 დეპუტატი ცოტა არ არის. ოთხივე პატრიოტთა ალიანსიდან არის. დღის მთავარი თემა, სწორედ ოპოზიციის ამბები იყო. მეორე მთავარი თემა კორონა და ამნისტიის კანონი. რაც შეეხება კოვიდ ამბებს - პირველი შემთხვევიდან დღემდე - 232079, ბოლო 24 საათში - 2316; გამოჯანმრთელებული - 222787, ბოლო 24 საათში - 382; გარდაცვლილი - 2646, ბოლო 24 საათში - 18; კარანტინის რეჟიმში - 377. დოლარის ფასი ლარში - 3.3074
#კოვიდსაქართველო - ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, იმ ქვეყნებში, სადაც კოვიდ 19-ის ახალი შტამი გავრცელდა, ჯერჯერობით, რეინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2316 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 14 511 ტესტი ჩატარდა. 18…
გამოქვეყნების თარიღი: იანვარი 4, 2021 წელი 0 კომენტარი 7 მოწონება
გილოცავთ ახალ წელს! ვინ თუ არა, ქველინიუსი ნამდვილად გისურვებთ კარგი ამბების, კეთილი სიახლეების, სიხარულით სავსე ნიუსების წელს. ჯერ კიდევ საახალწლო ორომტრიალია, ამიტომ განსაკუთრებული დღის ნიუსები არ გვაქვს - მხოლოდ პატრიოტები დაწინაურდნენ როგორც პარლამენტში შესვლის მსურველები. ალბათ, არ გაგიკვირდებათ - კორონა ვირუსი 2021 წელსაც გადმოგვყვა - პირველი შემთხვევიდან დღემდე - 229763, ბოლო 24 საათში - 594; გამოჯანმრთელებული - 222405, ბოლო 24 საათში - 1963; გარდაცვლილი - 2628, ბოლო 24 საათში - 25; კარანტინის რეჟიმში - 386. დოლარის ფასი ლარში - 3.3028.
#კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 21 პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. საქართველოში კორონავირუსით კიდევ 25 პაციენტი გარდაიცვალა.
პატრიოტები…
გამოქვეყნების თარიღი: დეკემბერი 30, 2020 წელი 0 კომენტარი 4 მოწონება
თითქოს, წელი მიწიურა და პოლიტიკისთვის აღარავის სცალიაო, ასეთი ამბები დღის ნიუსებში. ამნისტიის პროექტი ცოტა გაახმაურა ხუნდაძემ, როცა ოჯახური ძალადობის საქმეების გადახედვა მოითხოვა. ძირითადი ამბავი მაინც ოპოზიციის მომავალი იყო და ასეე შემრიგებელი მინისტრის სამომავლო გეგმები. კოვიდიკა - 225893 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 210445, გარდაცვლილი - 2481, კარანტინში - 389. რაც შეეხება დოლარს, მისი ფასია 3.2766 ლარი.
#Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 738 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 14 192 ტესტი ჩატარდა. საქართველოში კორონავირუსით კიდევ 38 პაციენტი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი - ამირან გამყრელიძეს კორონავირუსის არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება, სახლშია და აგრძელებს თვითმონიტორინგს. ბიძინა კულუმბეგოვი - ნამდვილი მეორე ტალღა და ვიღაცისთვის მესამეც გვექნება გაზაფხულზე.
…
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: იანვარი 26, 2021.
საათი: 3:10pm
0 კომენტარი
0 მოწონება
მართლაც იგავმიუწვდომელია ახალი ამბების გავრცელების სისწრაფე: ახლადამოსულ მზეს ჯერაც ხეირიანად არ შეემაღლებინა... მზის საათთან წერწეტა ჩრდილი იწვა, რომლის ბოლოც უსასრულობას ერწყმოდა შორეთს მიღმა, როცა ხალხმა უკვე იწყო თავმოყრა სურამის ციხესთან. ხმა გავარდნილიყო, ვიღაც საშიშ დამნაშავეს ციხის კედელში ცოცხლად უპირებენ ჩატანებასო. სულ მალე გაივსო იქაურობა ჩქარი სიარულისგან აქოშინებული, სახეაწითლებული ადამიანებით. სურამის ციხის თაობაზე ისედაც ათასგვარი ხმა დადიოდა. მის აშენებას,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 25, 2021.
საათი: 10:47pm
0 კომენტარი
4 მოწონება
მას შემდეგ რაც რეგულაციების შემსუბუქება თითქმის არაფრის შემსუბუქებას ჰგავდა არაერთი აქცია დაიგეგმა და ზოგიერთ ჩატარდა კიდეც. განსაკუთრებული ხალხმრავლობით არა, მაგრამ მაინც. ოპოზიციის შიგნით კვლავ არეულობა და აულაგებლობაა. NDI-მ ახალი კვლევა დადო. რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა - 253816, გუშინ დილის შემდეგ - 298; გამოჯანმრთელებული - 243396, გუშინ დილის შემდეგ - 1311; გარდაცვლილი - 3071, გუშინ დილის შემდეგ - 16; კარანტინის…
გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: იანვარი 24, 2021.
საათი: 10:28pm
1 კომენტარი
5 მოწონება
ამერიკის პრეზიდენტის არჩევა მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. მთლიანი პროცესს, არჩევნებში გამარჯვებიდან მმართველობის გადაბარებამდე, მედიის თვალი არ სცილდება და მედიას მიჩერებული საზოგადოებაც ეხვევა ამ ინტერესის საბურველში. ცხადია, პრეზიდენტების სამუშაო სივრცეც იქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას, მითუფრო რომ ამ კაბინეტში ყოფნა 4 წლის (შესაძლოა 8 წელიც) მანძლზე მოუწევს, ამიტომ პრეზიდენტები ისე აწყობენ სამუშაო ოთახს, როგორც მათ გემოვნებასა…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 21, 2021.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
5 მოწონება
დავაში გამარჯვებული ქვეყნის სტატუსი გვაქვს - რუსეთს მოვუგეთ. მართალია ომიც მოვუგეთ 2008-ში, მაგრამ აღმოჩნდა რომ არ მოგვიგია. ახლა კი სტრასბურგში მოვუგეთ - უზენაესი სამართლის სახელით მოღვაწე ამ ორგანიზაციაში. ქვეყანა ამ გამარჯვებას ზეიმობს, იქით კოვიდის ვაქცინაციას იწყებს, აქეთ ელიაშვილის ოპოზიციონერობას განიხიავს. მელაშვილისა და ილიჩოვას საქმის გამოძიებაც დასრულდა. ბაიდენი - პრეზიდენტია! რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა -…
© 2021 George.
•