დღეს სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა, გუშინ ვაჟა აზარაშვილი. დღის მთავარი პოლიტიკური ამბავი კვლავაც პარლამენტიდან ისმოდა, სადაც ირაკლი კობახიძის მთავრობას მოუსმინეს და როგორც ადვილად წარმოადგენილი იყო, ნდობა გამოუცხადეს, მათ შორის უმრავლესობიდან წასულმა პარტიებმა და ოპოზიციონერებმა. გვიან საღამოს დასრულდა ეს ამბავი, ამიტომ მთელი დღის ნიუსრუმი ახალ მთავარობას დაეთმო. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6573 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8 თებერვალი, 2024

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, თებერვალი

ნდობაგამოცხადებული პრემიერი და მისი სამთავრობო გუნდი - ირაკლი კობახიძე - პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის რანგში პარლამენტის წინაშე წარდგომა ჩემთვის საკმაოდ ემოციურია, 8 წლის განმავლობაში ვიყავი პარლამენტის წევრი და დღეს ვტოვებ პარლამენტის შემადგენლობას. ეკონომიკის მინისტრს, გამორჩეულ პროფესიონალს, ლევან დავითაშვილს მთავრობაში პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება მიენიჭება. 0% ოკუპაცია და 0% სიღარიბე - ეს არის ქართული ოცნება, ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო. გასულ დღეებში სტიქიამ და უბედურმა შემთხვევამ ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა, თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. მადლობა ქართველ ხალხს, მანდატი, რომელიც პარლამენტმა დღეს უნდა მოგვანიჭოს, ქართველი ხალხის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ საპარლამენტო არჩევნებში გამოცხადებულ ნდობას ეფუძნება. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ქველმოქმედების შედეგია ის, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა - ქართველებმა და აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა აღარასდროს უნდა ესროლონ ერთმანეთს. 2004-12 წლებში ხელისუფლებამ მოახდინა ფსევდოელიტის ფორმირება, რომელიც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის პროპაგანდით არის დაკავებული და სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე დგას. ყველას გვახსოვს მაშინდელი ხელისუფლების მთავარი დანაშაული - 2008 წლის ღალატი, ნულოვანი დემოკრატია, ფეხქვეშ გათელილი ადამიანის ღირსება, „ელიტური“ კორუფცია, ბიზნესის სისტემური რეკეტი, „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა. რატომ გადასცემს სასამართლო პირდაპირ ეთერში მიხეილ სააკაშვილის გამოსვლებს?! - კონკრეტული მოსამართლე, რომელიც პოლიტიკურ პლატფორმას აძლევს სააკაშვილს, ვისგან და რატომ არის პრივილეგირებული? - მოიკითხეთ! პირველად მოხდა საქართველოში, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა აღემატება სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანების რაოდენობას. ირაკლი კობახიძე ბექა ლილუაშვილს - ამ ტრიბუნიდან თქვენი ლიდერი „ნაცმოძრაობას“ დამთავრებას ჰპირდებოდა, თუმცა ძალიან მალე მათთან ოთხ მუნიციპალიტეტში კოალიცია შექმნა, ეს არის მისი და თქვენი პრინციპულობა. იყო საუბარი საპენსიო სესხების რესტრუქტურიზაციაზე, ან სესხების ნაწილის რესტრუქტურიზაციაზე, ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს - ამ თემაზე აქტიურად ვიმუშავებთ. არავის ჩართულობით აღარასდროს მოვაწერთ ხელს 19 აპრილის მსგავს შეთანხმებას - სამი უცხოელი ითხოვდა ამნისტიის კანონის მიღებას მელიასთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის საქართველოში გამოგზავნის თაობაზე ეუთო/ოდირში მოწვევა უახლოეს დღეებში გაიგზავნება. ვერავინ გვისაბუთებს, როგორ შეიძლება, ცესკოს ოპოზიციონერი წევრი, რომელიც ერთ-ერთი რადიკალური პარტიის პოლიტსაბჭოს წევრია, გარკვეულ ვითარებაში გახდეს ცესკოს თავმჯდომარე - მიკვირს, რომ ვენეციის კომისია ასეთ რეკომენდაციებს იძლევა. ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის წევრებს - მაინცდამაინც ის კლინიკა შეარჩია ექსპერტიზისთვის თქვენი პარტიის თავმჯდომარემ, რომელიც მანიპულაციებში იყო შემჩნეული - ფაქტები არსებობდა იმ მანკიერ ქმედებებზე, რომელსაც თქვენი ლიდერი სჩადიოდა. ირაკლი კობახიძე აგვისტოს ომზე - ეს მარტო ერთჯერადი ღალატი კი არ იყო, თანმიმდევრულად მიდიოდნენ დიდი ღალატისკენ, რის საფუძველზეც ჩააბარეს ორი ისტორიული რეგიონი აფხაზეთი და სამაჩაბლო რუსეთის ფედერაციას. შეიძლება მგელი ცხვრის ტყავში გაეხვეს, მაგრამ რა თქმა უნდა, ამით მისი ბუნება არ შეიცვლება! - მთავარია საზოგადოება იყოს ფხიზლად. რადიკალური ოპოზიცია და ქვეყნის მტერი სინონიმები არ არის, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ რადიკალური ოპოზიცია შეიძლება მტრობდეს ქვეყანას. ირაკლი კობახიძე - პრობლემები აქვს „ლელოს“ - დღემდე ვერ გაიგეს რა განსხვავებაა ნომინალურ და რეალურ მთლიან შიდა პროდუქტს შორის, მათ შორის, ხაზარაძემ ვერ გაიგო, რომელიც აქამდე ეკონომისტად ითვლებოდა, თურმე არც ეკონომისტი ყოფილა. დეზინფორმაციასთან ბრძოლა დიდი გამოწვევაა - ამ სფეროში პირდაპირ ბრიტანული ან გერმანული კანონები რომ დავაკოპიროთ, სადაც გამოხატვის თავისუფლებაა დაცული, მათ მყისიერად რუსული კანონი დაერქმევა. ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ - არ მოგვწონს მაჩვენებელი, რაც მიგრაციის სფეროში გვაქვს, მაგრამ ბევრად მეტი ადამიანი გავიდა ქვეყნიდან თქვენი ხელისუფლების პირობებში - ჩვენ დროს არის პოზიტიური სალდო, თქვენ დროს იყო ნეგატიური. გახარია მეც მაქებდა, არ იშურებდა ქების სიტყვებს, სადაც ის იმსახურებდა ქებას, ვაქებდით - დებატებში საკმაოდ წარმატებული იყო, დაუბლაგვდა რიტორიკული უნარები. ირაკლი კობახიძე გახარიაზე - ამ კაცმა რა მოაწყო, დღემდე ვერ გავიგე, ერთი ბუჩუკური მოაწყო პარლამენტში. რაც ყველამ შენიშნა, იყო განსხვავებული ტონი ოპოზიციის მხრიდან - მადლობას გადავუხდი ყველა დეპუტატს, მათ შორის ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც საქმიანად მიუდგნენ - გააზრებული მაქვს პასუხისმგებლობა და შესაბამისად ვიმოქმედებ. ოპოზიციის მოთხოვნებს რომ გავყოლოდით, საქართველოში გარდაუვალი იყო უკრაინიზაციის სცენარი, ამ ჭრილში უნდა შევხედოთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც - ჩვენი გამარჯვება პრინციპულად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

განდობილი მთავრობა და საპარლამენტო შეფასებები - თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძეს - რა პასუხი გაქვთ ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ რეალურ გეგმებზე? - თქვენი ოცნება აიხდინეთ, მაგრამ ხალხის ოცნება კვლავ ასახდენია. გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძეს - სამუშაო ადგილი არ არის ქვეყანაში, ამიტომ სამჯერ გაგიმეორებთ: როგორ აპირებთ სამუშაო ადგილების შექმნას! როგორ აპირებთ სამუშაო ადგილების შექმნას და კიდევ ერთხელ, როგორ აპირებთ სამუშაო ადგილების შექმნას! ანა ბუჩუკური ირაკლი კობახიძეს - ჩემი აზრით, თქვენი თანამდებობაზე დასმა ქვეყნისთვის საშიშია - კონკრეტულად რა პიროვნული თვისებების გამო მოხდა თქვენი პრემიერ-მინისტრად შერჩევა? ხატია დეკანოიძე კობახიძეს - ზუსტად ვიცი, 2008 წლის რუსული სამხედრო აგრესიის შეფასებაზე, როგორც საქართველოს მხრიდან ღალატად, ძალიან კარგად შეგაფასებენ რუსეთის საინფორმაციოო სააგენტოები და რუსები. ირაკლი ზარქუა კობახიძეს - ბატონო ირაკლი, თქვენც შეამჩნევდით, ალბათ, „კარენოი ნაცები“ ძალიან აკადემიურები ჩანან, ეს „გახარიები“ და „ლელო“ რა დღეში არიან, მარგინალები და რადიკალები გახდნენ, რასთან გვაქვს საქმე? შალვა პაპუაშვილი ანა ნაცვლიშვილს - თქვენს გულსაბნევზე ჯერ უნდა იყოს საქართველოს დროშა, შემდეგ ევროკავშირის, იქნებ, თქვენს პარტიაში ასეთი გულსაბნევები დაამზადოთ. რომან გოცირიძე კობახიძეს - ნუ გაიმეორებთ იმ სასაცილო რიცხვებს, რასაც თქვენი წინამორბედი პრემიერ-მინისტრი ჰყვებოდა - უნდა ისწავლოთ ნომინალური და რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ერთმანეთისგან გარჩევა. ანა ნაცვლიშვილი ირაკლი კობახიძეს - თქვენ მხარი დაუჭირეთ რუსულ კანონს, ხვალ რომ პარლამენტში იგივე შინაარსის კანონი დაინიცირდეს, დაუჭერთ მხარს თუ აღარ დაუჭერთ და შეცვლით პოზიციას? ვახტანგ მეგრელიშვილი ირაკლი კობახიძეს - ამ რაღაცნაირი დეპოლარიზაციის აურის გათვალისწინებით, შემთხვევით, ხომ არ აპირებთ, საარჩევნო ბარიერიც დაწიოთ, ან ხომ არ დაუჭერთ მხარს? გიორგი ბოტკოველი ირაკლი კობახიძეს - პასუხისმგებლობიანი მთავრობის პრიორიტეტი უნდა იყოს, სოფლად მცხოვრები მცირემიწიანი ფერმერის მხარდაჭერა - ეს პასუხისმგებლობა თქვენ არც გქონიათ, არც გაქვთ და არც გექნებათ. დავით ხაჯიშვილი „ქართულ ოცნებას“ - ჩვენი დიასპორის, ემიგრანტების ფული გინდათ ქვეყნის ეკონომიკაში, ხოლო მათი არჩევნებში მონაწილეობა არა! თინა ბოკუჩავა ირაკლი კობახიძეს - არსებული დინამიკით, საქართველოში სიღარიბის დაძლევას, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, 25 წელიწადი დასჭირდება. ანა წითლიძე ირაკლი კობახიძეს - თქვენ გახდებით იმ ქვეყნის პრემიერი, სადაც ყოველ მეხუთე ბავშვს არ აქვს სახატავი საშუალებები, ყოველ მეექვსეს არ აქვს სასურველი წიგნი, სადაც საჯარო სკოლებში 35% ბავშვების შიმშილობს. არჩილ თალაკვაძე - ვინაიდან პრემიერობის კანდიდატი საპარლამენტო სივრციდანაა, რადიკალურმა ოპოზიციამ კომუნიკაციის ახალი სიხშირე სცადა - არის თუ არა ეს რეალური ცვლილება, დრო გვიჩვენებს. ალეკო ელისაშვილი ირაკლი კობახიძეს - თქვენს ადგილას თორნიკე რიჟვაძეს, რომელიც მშვიდად, აუღელვებლად ზის და გვადევნებს თვალყურს, მითითებას და შენიშვნას მივცემდი, რომ დაუყოვნებლივ გაემგზავროს მთიან აჭარაში. დავით მათიკაშვილი ხატია დეკანოიძეზე - მე არ ვიცი რუსულ პრესაში და მედიაში რას წერენ, თვითონ უფრო ადევნებს ალბათ თვალყურს და კარგად იცის. რომან გოცირიძე - პროგრამა, აზრები, სიტყვები იგივეა - განსხვავება იყო ემოციაში, ის პრემიერი დარბაზში ყვიროდა და ექსცენტრიკულად იქცეოდა, ეს უფრო მშვიდად და პრაგმატულად. დავით სონღულაშვილი - ასეთი მთავრობა ასეთი გეგმით იმსახურებს ნდობას და პარლამენტის და საზოგადოების მხარდაჭერას. ნინო წილოსანი - ყველანი ვთანხმდებით ირაკლი კობახიძის კომპეტენციასა და პროფესიონალიზმზე, მათ შორის ოპოზიციაც - მადლობა საპარლამენტო საქმიანობისთვის, ქვეყნის სიყვარულისთვის, გამძლეობისთვის, ადამიანობისა და მეგობრობისთვის. სალომე სამადაშვილი ირაკლი კობახიძეს - ივანიშვილმა მინისტრთა კაბინეტშიც კი არავის დანიშვნის უფლება არ მოგცათ - დღეს თქვენ დაადასტურეთ, რომ მთელი თქვენი საუბარი ეკონომიკის ზრდაზე თაღლითობაა. რომან გოცირიძე - „მკვეხარა ქოთანი“ იკვეხნიდა, ოქროს ძირი მაქვსო, ჩაიხედა და თიხის ძირი ყოფილა - 11 წელი არის დაკარგული, დაკარგული შანსი, დაკარგული დრო, განიავებული ბიუჯეტი, მოპარული ფული. ნიკოლოზ სამხარაძე - საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და არაღიარების პოლიტიკა ჩვენს მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად რჩება. ბექა ოდიშარია - დღეს „ქართული ოცნება“ არის შეკრული ოჯახი, რომელიც მზად არის გამოწვევებთან გასამკლავებლად. ანა ნაცვლიშვილი კობახიძეს - ვერაფერს ახალს ვერ ეუბნებით მოქალაქეებს, რომ ჩამოგიწიკწიკებიათ: „გავაკეთებთ, გავაგრძელებთ, გავაძლიერებთ“, 12 წელი რამ შეგიშალათ ხელი?! ანა ბუჩუკური ირაკლი კობახიძეს - გაგახსენებთ სიტყვებს, რომელიც გახარიაზე 2020 წელს თქვით: „ეს იყო არა ანგარიში, არამედ მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს ბატონმა პრემიერ-მინისტრმა“. პაატა მანჯგალაძე მმართველ გუნდს - ერთი თხოვნა მაქვს, არაფერი გააფუჭოთ ამ 8 თვეში, რომ მერე ჩვენ მივხედოთ ამ ქვეყანას! სალომე სამადაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარე ისე რეაგირებს ევროპულ დროშაზე, როგორც ეშმაკი ჯვარზე. მიხეილ სარჯველაძე - დღეს ოპოზიცია დამარცხდა, აჯობა სამთავრობო გუნდმა, აჯობა ირაკლი კობახიძემ. დავით უსუფაშვილი „ქართულ ოცნებას“ – ქვეყანაში ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი არსებობს და ის ერთი კონკრეტული მოქალაქეა, ეს არ არის ევროპა, მეგობრებო - წინა 9 წელთან ერთად განვლილი 12 წელიც დავკარგეთ, როგორმე ბოლო 9 თვესაც გაგიძლებთ. გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძეს - თქვენთვის ეკონომიკა ციფრები და მათემატიკაა, ჩვენთვის კი ადამიანისა და მათი პრობლემების მოგვარებისთვისაა - ხაფანგიდან თავი ყველამ ერთად უნდა დავაღწიოთ. თინა ბოკუჩავა კობახიძეს - ახსენეთ, რომ ნებისმიერი ლოიალური დამოკიდებულება კორუფციის მიმართ მიუღებელია, თუ გსურთ, რომ ეს განცხადება უკიდურეს სიყალბედ არ იყოს აღქმული, უბრალოდ სკამს კი ნუ გაუცვლით ღარიბაშვილს, გამოძიება დაიწყეთ. არჩილ თალაკვაძე - ორი დღის განმავლობაში ოპოზიციის ტონალობიდან და ქცევიდან გამომდინარე უკვე ცხადია, რომ საქართველოში საპარლამენტო დემოკრატია და პოლიტიკა მუშაობს - გამოჩნდა, რომ ოპოზიცია კარგად ხვდება, ვისთან აქვს დღეს საქმე.

დილის მითქმა-მოთქმა - პარლამენტში წარდგენილ მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ დახურულ ფორმატში უსმენდნენ. გურამ მაჭარაშვილი - „ფანჩატურიზაცია“ კრახით დასრულდება, პოლიტიკოსებმა თქვეს, პრეზიდენტმა კი მიგვიწვია, მაგრამ გაერთიანებაზე არ გვისაუბრიაო - ღმერთმა შეარგოთ ის ჭიქა ყავა, თუკი საერთოდ დალიეს. ირაკლი ქადაგიშვილი - უმრავლესობის ფორმატში შეხვედრაზე მთელ რიგ ტაქტიკურ საკითხებზეა საუბარი - გუშინ ოპოზიცია აყალმაყალის ხასიათზე არ იყო, დღეს რას იზამენ, მათი პიარ-კონსულტანტების ინსტრუქციაზეა დამოკიდებული. ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე - როგორც ნათელაშვილის ფანჩატური არ გამოდგა საგრილობლად მათთვის, არც პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოადგებათ განსაწმენდლად. გიორგი ვაშაძე - ირაკლი კობახიძე სრულიად მოწყვეტილია რეალობას, მას არც ხალხი აღელვებს, არც ადამიანების პრობლემები, მხოლოდ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა უნდა. ბექა ლილუაშვილი - „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ტყუილებშია ჩაკარგული - დარწმუნებული ვარ, დღესაც ტყუილებში ჩაკარგულ განცხადებებს მოვისმენთ. ზვიად ძიძიგური - პრემიერ-მინისტრის ცვლილებით არაფერი შეიცვლება, რადგან „ის ერთი კაცია“ ხელისუფლების წყაროც, საძირკველიც, სხეულიც და ყველაფერიც. სალომე სამადაშვილი - ივანიშვილს ერთი სათამაშო მობეზრდა და გადააგდო ღარიბაშვილის სახით და მეორე მის სათამაშოს არქმევს პრემიერ-მინისტრს - საქართველოს მოქალაქეებისთვის არაფერი იცვლება.

მეგობარი გერმანია - პეტერ ფიშერი - წარმატებას ვუსურვებთ ახალ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს ევროინტეგრაციაზე ერთად ვიმუშავებთ. პოლარიზაციის პრობლემა და გამოწვევა ბევრ ქვეყანაშია, მათ შორის გერმანიაშიც, მაგრამ მას დემოკრატიული ცხოვრებისთვის სარგებელი არ მოაქვს. არსებობს შესაძლებლობა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები დეკემბრის ბოლოს გაიხსნას, მაგრამ ამისთვის საჭიროა ცხრა ნაბიჯზე პროგრესის მიღწევა.

პრეზიდენტის როლი - იაგო ხვიჩია - ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი ნელ-ნელა ეცდება, რომ ქართული პოლიტიკიდან გავიდეს და ვადის ამოწურვასთან ერთად დაგვემშვიდობოს. გივი მიქანაძე - სიმართლე გითხრათ, არ გვაინტერესებს სალომე ზურაბიშვილი მოაწერს თუ არა ხელს პრემიერ-მინისტრის დანიშვნას, რადგან პრემიერის პოზიციაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნა ძალაში მაინც შევა. ალუდა ღუდუშაური პრეზიდენტის ანგარიშზე - ეს იყო განცხადება: „რადიკალებო, ყველა კუთხისა, შეერთდით, მე თქვენთან ვარ“ - დემორალიზებული, დაშლილი და მორღვეული ოპოზიციის შეკოწიწების შემოძახილი მოვისმინეთ. საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. რომან გოცირიძე პრეზიდენტთან შეხვედრაზე - როგორც მე გავიგე, ის ძალიან აქტიური იქნება არჩევნებამდე.

სახალხო დამცველმა შრომით ურთიერთობაში მრავალი ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა.

ტრაგედიები - შსს - ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მეწყერში მოყოლილი ყველა ცხედარი ნაპოვნია. ხაშურის მერი - დაბა სურამში, სადაც მეწყრული საშიშროების გამო, წუხელ 40 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა, გეოლოგები მუშაობენ - წუხელ დაწყებული პროცესი არ გაგრძელებულა, მასა შეჩერებულია. პარლამენტმა სტიქიური და ტრაგიკული მოვლენების შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. შიდა ქართლის გუბერნატორი - ხაშურის მუნიციპალიტეტში, სადაც სტიქიის ფონზე ღამის საათებში მეწყრული პროცესები განვითარდა, ვითარებას გეოლოგები სწავლობენ.

საიას სტატისტიკები - 2023 წელს საქართველოში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. 2023 წელს ხელისუფლებას სასამართლოს ყოვლისმომცველი რეფორმისკენ არსებითი ნაბიჯები არ გადაუდგამს. 2023 წელს გაუარესდა ცესკო-ს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი, სადაც მათი დანიშვნის ძალაუფლება მხოლოდ ერთი პარტიის ხელში მოექცა

სახალხო დამცველი - მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე გადაწყვეტილებას მისი მკურნალი ექიმი იღებს, შესაბამისად, ვერც ჩვენი კონსილიუმი, ვერც მე და ვერავინ ამის შესახებ ვერანაირ რეკომენდაციას ვერ გასცემს.

საზღვარგარეთულები:

თეთრი სახლი - უკრაინელები იძულებულები არიან, საბრძოლო მასალები დიდი სიფრთხილით გაანაწილონ - რუსებმა ეს იციან და თავდასხმებს აგრძელებენ. დონალდ ტუსკი „რესპუბლიკელ“ სენატორებს უკრაინის დახმარების დაბლოკვაზე - რონალდ რეიგანი საფლავში ბრუნავს, გრცხვენოდეთ! შვედეთმა უკრაინას ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად 26.4 მილიონი ევრო გამოუყო. ოლაფ შოლცი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რუსეთმა არ გაიმარჯვოს, თუ ეს ასე არ მოხდა, შესაძლოა მალე გავიღვიძოთ უფრო არასტაბილურ, სახიფათო და არაპროგნოზირებად სამყაროში.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, აზერბაიჯანის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევმა ხმების 93.9% მიიღო. ვლადიმერ პუტინმა ილჰამ ალიევს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

პაკისტანში არჩევნები იმართება - ხელისუფლებამ სახელმწიფო საზღვრების დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

ერაყის ერთობლივი ოპერატიული სარდლობა - აშშ-ის მიერ ბაღდადში განხორციელებული თავდასხმა ერაყსა და აშშ-ს შორის ყველა სახის ურთიერთგაგებას ძირს უთხრის.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 15

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

6 Advantages Of Great deal CLEARING FOR A BUSINESS

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:57am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

MMOexp:Make great RPGs even better

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:23am 0 კომენტარი

I've had this thought – or a less metaphorical version of this thought – a lot this year. 2023 was an amazing year for playing games, and maybe an even better year for waiting to play games. The comeback-cementing release of Cyberpunk 2077: Phantom Liberty and its accompanying 2.0 update is probably the most extreme example of waiting for improvements. But even for games that were initially released this year, waiting even a month or two could lead to a dramatically improved first… გაგრძელება

One of the most intriguing features

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 6:55am 0 კომენტარი

Beyond Combat: A Story to Unfold:

While Throne and Liberty offers large-scale player versus player (PvP) and player versus environment (PvE) combat experiences, the developers emphasize the importance of the narrative. The game features a "story-driven adventure," weaving a captivating storyline into the core gameplay. This integrated Throne and Liberty Lucent narrative adds purpose and direction to the player's…

გაგრძელება

With the support of their loyal

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 6:32am 0 კომენტარი

Featuring a rich and atmospheric setting, diverse character classes, and a wide array of weapons and abilities to master, Dark and Darker offers endless possibilities for customization and strategy. Whether you prefer to Dark And Darker Gold brave the depths of the dungeons alone or team up with friends to conquer formidable foes, there's something for every adventurer in this epic fantasy adventure.

Building a Brighter…

გაგრძელება

Qwelly World

free counters