პრეზიდენტის ბოლო ანგარიში და ძველი მინისტრები ახალ უფროსთან

დღეს პრეზიდენტის დღე იყო. ალბათ უფრო სენტიმენტალურ გამოსვლას ველოდებით, მაგრამ საკმაოდ თანმიმდევრული და მომზადებული იყო ქალბატონი პრეზიდენტი დღევანდლეი გამოსვლისთვის. ეს მისი ბოლო წლიური ანგარიშია პრეზიდენტის რანგში. შესაბამისად დღის მთავარი თემა სწორედ ის და მისი ინიციატივა იყო - ერთი პარტიის შექმნის. ასევე ოთხ მინისტრსაც მოუსმინეს პარლამენტარებმა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6622 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 6 თებერვალი, 2024

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, თებერვალი

გასამინისტრებლების გამოსვლები:

ეკონომიკა - ლევან დავითაშვილი - საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს ფართო რეგიონის, ევროპისა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის - მომდევნო წლებში ზრდა კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება. იგეგმება ბონდების გამოშვების თანადაფინანსება - 2024 წლიდან, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახალ ფუნქციას შეითავსებს და კომპანიებს ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში დაეხმარება. ლევან დავითაშვილმა პარლამენტარებს საქართველოში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია გააცნო. ევროკავშირში ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა - რაც შეეხება რუსეთს, ის საქართველოს ერთ-ერთი სავაჭრო პარტნიორია, არა პირველი, მაგრამ მნიშვნელოვანი.

ფინანსები - ლაშა ხუციშვილი - მთავრობის მიერ განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი ზრდისკენ, ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებაზე. პანდემიის შემდეგ სამ წელიწადში, სრულად შევძელით ფისკალური პარამეტრების, მიმდინარე ანგარიშის ბალანსისა და ინფლაციის პანდემიამდელ დონეზე ქვემოთ დაბრუნება. მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ შესაძლებელი გახადა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და ეფექტური ფისკალური კონსოლიდაცია - მთავრობის ვალი უკვე უსაფრთხო დონეს დაუბრუნდა. საგადასახადო შემოსავლების მოცულობა 11 მილიარდიდან 22 მილიარდამდე გაიზარდა. საქართველო პირველად შეუერთდა ევროკომისიის მიერ წევრობის კანდიდატი ქვეყნებისათვის შემუშავებული მეთოდოლოგიით ეკონომიკური რეფორმების საშუალოვადიანი პროგრამის მომზადების პროცესს. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, გაგრძელდება მუშაობა საბაჟო მიმართულებით პროექტების წარმატებით დანერგვისთვის. საქართველო აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო და ორმხრივ პარტნიორებთან.

სოფლის მეურნეობა - ოთარ შამუგია - 2024 წლის ბიუჯეტით, სამი მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროგრამის დასაფინანსებლად გამოყოფილია 243 მლნ ლარი. სახელმწიფოს თანადაფინანსებით ფერმერების მიერ, ბოლო წლების განმავლობაში, შეძენილ იქნა 6000-მდე ერთეული, 235 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა. 2023 წლის წინასწარი მონაცემებით, აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება 16 მლრდ ლარს გადააჭარბებს, ხოლო ექსპორტმა რეკორდული, 1.44 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. 44 000 ჰა-ზე მეტი ფართობის თხილის ბაღის მესაკუთრეებს 21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება გადავეცით. სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია და მცენარეთა დაცვა - ბოლო წლებში ამ კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის ბაზრების დივერსიფიცირება - ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის, მიმდინარე წელს რეკორდულად მაღალი დაფინანსება, 19 მლნ ლარია გათვალისწინებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას. საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურისთვის მოზიდულია უპრეცედენტო ოდენობის - 300 მლნ დოლარზე მეტი ფინანსური რესურსი“. გარემოსდაცვითი სტანდარტების შემოღებასთან ერთად, ვაძლიერებთ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობებს. გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს. წლის ბოლოს, ქვეყნის მასშტაბით იმუშავებს 245 დაკვირვების ჰიდრომეტეო სადგური - წყალდიდობების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლად თემებში მოეწყობა ადრეული გაფრთხილების სისტემები.

ინფრასტრუქტურა - ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, წელს დაიწყება არასახიფათო ნარჩენების განთავსების ორი ახალი ობიექტის მშენებლობა სამეგრელო-ზემო სვანეთის და ქვემო ქართლის რეგიონისთვის. 171 სკოლიდან 142 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულებულია. 2023 წელს დასრულებული და მიმდინარე პროექტების შედეგებზე კიდევ უფრო მასშტაბური 2024 წლის შედეგები იქნება. 40 ჰექტარზე მეტ ფართობზე მოწყობილია ახალი რეკრეაციული სივრცეები. 2024 წელს მოძრაობა გაიხსნება აღმოსავლეთ-დასავლეთისა და კახეთის მაგისტრალის 90 კმ მაგისტრალურ გზაზე - თბილისი-ბათუმის მიმართულებით მგზავრობას 3 - 3.5 საათი დასჭირდება, თითქმის განახევრდება კახეთისკენ გადაადგილების დროც.

პრეზიდენტის ბოლო ანგარიში პარლამენტში - პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა - დეპუტატებს წლიური მოხსენებით პრეზიდენტმა მიმართა. პრეზიდენტი - ჰიბრიდული ომის კატეგორიაში იწერება მასობრივი რუსული იმიგრაცია, რომელმაც გაზარდა დამოკიდებულება რუსულ ფულზე, ფრენების აღდგენა, „ფეესბეს“ მაღალჩინოსნების შეუფერხებელი შემოსვლა, რუსული გემის ბათუმში „პარპაში“, სტალინის ხატი სამებაში. რუსეთის მიერ ოჩამჩირის პორტის სამხედრო ბაზად ქცევის გეგმა ემსახურება შავ ზღვაზე, ჩვენს ტერიტორიულ წყლებზე კონფრონტაციის გადატანას და ამით შავი ზღვის სტრატეგიული პერსპექტივისათვის საფრთხის შექმნას. პარლამენტის ტრიბუნასთან დღეს ბოლოჯერ კი არ ვდგავარ, არამედ ამ ტრიბუნასთან პირველად ვდგავარ, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის პრეზიდენტი - ჩვენ ეს შევძელით! 2023 წელს, დემოკრატიული რეფორმების ნაცვლად, ვიხილეთ ძალაუფლების არნახული გაძლიერება, პარტიასა და მთავრობას შორის გამყოფი ხაზი აღარაა - სისტემა დაუბრუნდა ძველ, ერთპარტიულ, მონოლითურ მოდელს. რუსიფიკაციის გზა ალტერნატივა არ არის! - ჩვენთვის ყველაზე ტრაგიკული და სახიფათო იზოლაციაში ყოფნა და მაშასადამე, რუსეთთან მარტო და პირისპირ დარჩენაა. ანტიდასავლურმა გამოძახილებმა მარგინალური წრეებიდან სახელისუფლებო რიტორიკაში გადმოინაცვლა - დამაბნეველი რიტორიკითა და ნაბიჯებით ევროინტეგრაციისთვის გაწეული კოლოსალური შრომა საფრთხის ქვეშ დავაყენეთ! დროა, წარსული წარსულად ვაქციოთ და ახალ საქართველოს გავუხსნათ გზა - ეს არის ჩვენი ევროპული გზა და მაშასადამე, ეროვნული გზა! ევროპა ნიშნავს კეთილდღეობას - კეთილდღეობა ყველას ეხება და არაა მონოპოლია პრივილეგირებული უმცირესობისათვის, ევროპული სახელმწიფო არ შეიძლება სხვა რამეს ეფუძნებოდეს, თუ არა დემოკრატიულ პრინციპებს. წარმატების მიღწევა შესაძლებელი უნდა გახდეს ცოდნით, ნიჭით და საქმით და არა ძალაუფლების წრეში ვიღაცის ნაცნობობით და მფარველობით. პრეზიდენტი ოპოზიციას - თქვენც გაკისრიათ გარკვეული პასუხისმგებლობა, დაასრულეთ ერთმანეთის ლანძღვა, გინება და ერთმანეთთან დაპირისპირება, რომელიც საზოგადოებაში უიმედობისა და ნიჰილიზმის გამღვივებელია! ვიდგები დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლის სადარაჯოზე, ბოლომდე შევეწინააღმდეგები რუსულ წარსულში მიბრუნებისას ყველა მცდელობასა და ევროპული შესაძლებლობების საბოტაჟს. ვიღაცას შეიძლება იმედი ჰქონდა, რომ წყენა, შევიწროება დამღლიდა, გამტეხდა და უარს მათქმევინებდა თქვენ წინაშე დადებულ ფიცზე - პირიქით, ბოლომდე ვიქნები ჩემს ადგილზე, ამ ფიცის და კონსტიტუციის ერთგული. მივმართავ მომავალ პრემიერს - თქვენ, ვისთანაც ასოცირდება გავრილოვის შემოშვება, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება, ანტიევროპული რიტორიკა და იმპიჩმენტი, როგორ აპირებთ საზოგადოების ევროპული დაკვეთის შესრულებას? ელიტურმა კორუფციამ ახალი მასშტაბი მიიღო, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ელიტის მადას ზღვარი არ გააჩნია. მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, საზოგადოებამ არ იცის, ვინ რატომ გაუშვით, ან ვინ რატომ მოგყავთ - ქვეყნის წინაშე არსებული დანაშაულისა, თუ განსხვავებული აზრების გამო უშვებთ, თუ კიდევ სხვა, მიზეზების გამო, რაც არ ვიცით? პრეზიდენტი - ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას - შევქმნათ მომავლის ქარტია - „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“! საქართველო იმსახურებდა, იმსახურებს და დაიმსახურებს ევროპაში გაწევრიანებას - ეს არის მისი ერთადერთი მომავალი!

„ფიდბექი“ პრეზიდენტის გამოსვლაზე - იაგო ხვიჩია - ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით პრეზიდენტის ბრძოლამ აზრი დაკარგა და პრეზიდენტთან ბრძოლამაც - ველოდები შერბილებულ რიტორიკას როგორც პრეზიდენტის, ისე „ქართული ოცნების“ მხრიდან. გიორგი ვაშაძე - სალომე ზურაბიშვილი წელს ამთავრებს საპრეზიდენტო ვადას და ჩემთვის მნიშვნელოვანია, მოვისმინო, აპირებს თუ არა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი?! გივი მიქანაძე - სხდომას მხოლოდ იმ მიზეზით დავესწრებით, რომ სალომე ზურაბიშვილისგან განსხვავებით კონსტიტუციას პატივს ვცემთ - ჩვენთვის ეს ადამიანი პრეზიდენტი, ფაქტობრივად, არ არის. ირაკლი კობახიძე - კონსტიტუცია მისი დამრღვევი პრეზიდენტის წინააღმდეგ გარანტიებს შეიცავს - თუ ის იმოქმედებს კანონმდებლობის სულისკვეთების წინააღმდეგ, კონსტიტუცია კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება. სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ლობირებდა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ - ერთხელ ვერ ვათქმევინეთ საქართველო კანდიდატის სტატუსს რომ იმსახურებდა. ახალი პარტიით ბარიერის გადალახვა გაუჭირდებათ იქიდან გამომდინარე, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის მაინცდამაინც ქარიზმატული პიროვნება. ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის გამოსვლა იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლის გამოსვლა - აშკარად აპირებს შექმნას ფსევდო შუაშისტური პოლიტიკური ძალა, ამისთვის სექტემბერში გადადგება და არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. რომან გოცირიძე უმრავლესობას - სამარცხვინო საქციელი ჩაიდინეთ, პრეზიდენტს ფეხზეც კი არ წამოუდექით - თქვენ მტრულად დახვდით არა მხოლოდ პრეზიდენტს, არამედ მთელ ქვეყანას. „ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა, პრეზიდენტის ინიციატივას შეუერთდეს და შეიქმნას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“. გიორგი ვაშაძე - დიდი ერთობისთვის, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა იფიქროს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე - როცა ერთიანობაზე ვსაუბრობთ, ერთიანობის პირობებში პოლიტპატიმრები არ უნდა გვყავდეს ციხეში. ალეკო ელისაშვილი - ყანწებით ვსვამთ ქალის სადღეგრძელოს, მაგრამ ქალი შემოდის დარბაზში და მმართველი პარტია არ ესალმება - ხალხური ლექსის ავტორი „ათასად კაცი დაფასდა, ათი ათასად ზრდილობაო“, ალბათ, საფლავში ბრუნავს. დავით უსუფაშვილი პრეზიდენტს - თქვენს შემოთავაზებას მივესალმებით - მახსოვს, წმინდა ნინოს გზა გამოიარეთ ჯვრით ხელში, ახლა გთხოვთ, კონსტიტუციით ილია მართლის გზაზე შემოიარეთ ყველა სოფელი და ქალაქი. მამუკა მდინარაძე - სალომე ზურაბიშვილს აქვს სურვილი, სათავეში ჩაუდგეს რაღაც ოპოზიციურ მოძრაობას და აქვს შეთავაზება, რომ შალვას ფანჩატური გარემონტდეს და გადაიქცეს სალომეს ფანჩატურად. სალომე ზურაბიშვილი არის, რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად ტენდენციური და დღეს უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც რიგითი რადიკალური ოპოზიციონერი. როდესაც ტრანსნაციონალური დანაშაული იხსნება და რომელიმე ქვეყნის მმართველი პარტიის წარმომადგენლის როლი იკვეთება, უდავოა, ამაზე განმარტებები უნდა გაკეთდეს. ფრიდონ ინჯია პრეზიდენტს - ყველაზე ცუდი ჩემთვის იცით რა არის? - უმადურობა, ქვეყნის უმრავლესობამ აგირჩიათ, არ მოგწონთ? - გადადექით! იაგო ხვიჩია - პრეზიდენტი სწორად შეეხო, რომ სასამართლოში პრობლემა არის, სწორად მოგვიწოდა დეპუტატებს, რომ იცით, ამ ნაწილში რაღაც უნდა გავაკეთოთ. თინა ბოკუჩავა პრეზიდენტს - მინდა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სახელით დაგიდასტუროთ მზაობა, მონაწილეობა მივიღოთ თქვენს ინიციატივაში, რადგან ჩვენთვის უმთავრესია ეროვნული ინტერესი. შალვა პაპუაშვილი ელისაშვილს - სხდომათა დარბაზში მყოფთა ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო - საქმიანი ან ეროვნული - თქვენს ჩაცმულობაში რაიმე საქმიანი ვერ დავინახე და მაინც და მაინც ჩოხა-ახალუხსა და ხმალ-ხანჯალსაც ვერ გატყობთ. სოზარ სუბარი - არც ეროვნული თვითმყოფადობა, არც სუვერენიტეტი და არც ტერიტორიული მთლიანობა დღეს ზურაბიშვილისგან არ მოგვისმენია, არ სტკივა და იმიტომ! - ეს არ არის მისი სამშობლო, შეუძლებელია ადამიანს ორი სამშობლო ჰქონდეს. მამუკა მდინარაძე - ქალბატონო სალომე, პატივს ვცემ ასაკს, ქალს - ყველაფერს, ჩემი ასაკიდან და ბევრი რამიდან გამომდინარე, მაგრამ თუ შეიძლება მომისმინოთ - ახლა მაინც, დასკვნით სიტყვაში თქვით, საქართველო იმსახურებდა თუ არა კანდიდატის სტატუსს. ანა ბუჩუკური - პრეზიდენტის მიერ მოულოდნელად გაჟღერებულ მრავალპარტიული პლატფორმის ფორმატში მონაწილეობას არ მივიღებთ. ანა ნაცვლიშვილი - პრეზიდენტის შემოთავაზებულ „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ ფორმატში ვიქნებით, „ლელო“ მზად არის ყველას ხედვა მოისმინოს - ხელისუფლების გზა არ არის ის, რომელიც „ტაძრამდე მიგვიყვანს“. თამარ კორძაია - რეაქცია, რაც პრეზიდენტის შემოთავაზებას „ქართული ოცნების“ მხრიდან მოჰყვა, მაფიქრებინებს, რომ მათ ეშინიათ ნებისმიერი გაერთიანების - არ ეღიმებათ და რეალურ საფრთხეს ხედავენ.

არჩევნებისკენ - ირაკლი კობახიძე - ძალიან კარგი სასტარტო პოზიციები გვაქვს, რომ საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ - საკონსტიტუციო უმრავლესობაში, ვგულისხმობ 113 მანდატს და არა 100 მანდატს.

გუშინდელი მინისტრპრესის გამოხმაურებები - სერგო ჩიხლაძე - გომელაური საკუთარ თანამშრომლებზე აგდებით საუბრობს: „აი, რა მოხდა ახლა 2 000 კაცი წავიდა, ზოგი კატარღით, ზოგი იმით“ - ადამიანები, რომლებიც პოლიციის სტრუქტურებიდან გაიქცნენ და საზღვარგარეთ ჩაბარდნენ, კერძო სექტორში წავიდნენ?!

ევროპის გზა - ირაკლი კობახიძე - მზად ვართ, თუნდაც ერთპარტიულად შევასრულოთ 9 მოთხოვნა, რომელიც ევროკავშირმა წამოაყენა.

აფხაზეთი და ოსეთი - ახსარ ჯიოევი - ირაკლი კობახიძის განცხადება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების მშვიდობიანი „დაბრუნების“ შესახებ ჩვენთვის აქტუალური არ არის - მოიშორეთ ილუზიები და მიიღეთ არსებული გეოპოლიტიკური რეალობები.

ამბები ოპოზიციაში - ბექა ლილუაშვილი - მგონია, „ოცნებამ“ მოშესთან კი არ ჩახსნა ხელშეკრულება, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ დაუნიშნა მრჩევლად - მოქალაქეების ნდობის მოპოვების ნაცვლად, ჩვენი კვერცხების თავიანთ კალათაში ჩადების მცდელობით არიან დაკავებულები. დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ ამომრჩეველი პარტიების გაერთიანებაში ლოგიკას ვერ ხედავს, შეიძლება პოლიტიკურ ძალებს საერთოდ ზურგი აქციოს - დღევანდელი ოპოზიციის ერთად ყოფნა არის დამაზიანებელი, ერთმანეთსვე დააზიანებენ. მამუკა მდინარაძე - გვარამიას „ნაცებისგან“ გამიჯვნა სასწაულად მიმაჩნია - საერთო წარსული, საერთო აწმყო აქვთ, საერთო დავალებების ქვეშ მოქმედებენ და შესაბამისად, აქვთ საერთო მომავალიც. მიხეილ სააკაშვილი - ყველა დასავლურ ძალას ვთავაზობ, ჩამოვყალიბდეთ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ერთობლივ საპრეზიდენტო კანდიდატზე - მე დაახლოებით ვხვდები, თუ ვინ იკვეთება ასეთ კანდიდატად, მაგრამ სხვების აზრიც მაინტერესებს.

უამინდობის პრობლემები - გიორგი გუგუჩია - ყველა მუნიციპალური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს, როგორც კი ამინდი მოგვცემს საშუალებას აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, რათა უამინდობით გამოწვეული პრობლემები დროულად აღმოიფხვრას. წვიმამ და ძლიერმა ქარმა იმერეთის რეგიონში პრობლემები შექმნა. ახალციხე-ნინოწმინდის გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა. ხულოს მუნიციპალიტეტში ზვავმა ერთი ადამიანი იმსხვერპლა. ამბროლაურის მერია - დიდთოვლობის გამო ამბროლაურის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს გზების წმენდის და ელექტროენერგიის აღდგენის პროცესი. თორნიკე რიჟვაძე - ქედაში, შუახევსა და ხულოში განვითარებული სტიქიის შედეგად 90-ზე მეტი ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილას - საქმე გვაქვს მასშტაბურ სტიქიასთან.

სუსის აღკვეთილი ტერაქტი - ირაკლი კობახიძე - უკრაინას ელჩი რომ ჰყოლოდა საქართველოში, ასეთ განცხადებას ალბათ, არ გააკეთებდნენ - სუს-ის მიერ გავრცელებული ფაქტები დასტურია, რომ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს საქართველოში მეორე ფრონტი სურთ. საქართველოში უკრაინის საელჩო - უკრაინის საელჩო ამოწმებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე გავრცელებულ ინფორმაციას, არკვევს ყველა გარემოებას, კერძოდ, როგორც ცნობილი გახდა, უკრაინის მოქალაქეების უკანონო საქმიანობაში ჩართულობასთან დაკავშირებით. საელჩო იმედოვნებს, რომ ქართული მხარე ამ საქმის პოლიტიზებისგან თავს შეიკავებს.

საზღვარგარეთულები:

ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის წინასწარ პირობებზე შეთანხმდნენ. ჯოზეფ ბორელი - კიევში ვიმყოფები, რათა უკრაინის მიმართ ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა განვიხილო. სტრატკომი - უკრაინელებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემების მესამედი მწყობრიდან გამოიყვანეს. უკრაინამ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია გაახანგრძლივა. ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინა ევროპაა, ვინაიდან, ევროპა უკრაინელების გულებსა და ტვინებშია - მალე უკრაინაც იქნება ევროკავშირში.

რუსეთში ალექსეი არესტოვიჩსა და ბორის აკუნინს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი ცხრა სახელმწიფო მიანმარის ხუნტას მოუწოდებს, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ საჰაერო იერიშები შეწყვიტოს.

მედია - ინდოეთში ფოიერვერკების ქარხანაში აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 75 დაშავდა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 12

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Qwelly World

free counters