ორშაბათი მძიმე დღეაო, მაგრამ დღეს მძიმე კი არა, ხანგრძლივი უფრო გამოდგა, რადგან სასწრაფოდ ასარჩევ-დასამტკიცებელ მინისტრთა კაბინეტს და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ. ცხადია, ნდობას გამოუცხადებენ, მაგრამ მოსმენა მაინც სავალდებულოა. მთელი დღე ამ საკითხებს და სუსის აღოჩენილი ასაფეთქებლების ირგვლივ ტრიალებდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6648 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 5 თებერვალი, 2024

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, თებერვალი

მთავრობაში დაწინაურებულები - პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

  • შსს - ვახტანგ გომელაური - სისტემის მთავარი საყრდენი ღირსეული, თანამედროვე და მოტივირებული პოლიციელია. მართლწესრიგის ოფიცრები, ქვეყნის მასშტაბით უკვე 3 დიდ ქალაქში მუშაობენ, აღნიშნული ინსტიტუტი ეტაპობრივად ყველა დიდ ქალაქში დაინერგება. ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კრიმინალური პოლიციის რეფორმებზე ისაუბრა. მიმდინარე წელს, დამატებით იგეგმება 31 ერთეული სახანძრო ავტომობილისა და 15 ერთეული სწრაფმავალი კატარღის შესყიდვა. ბოლო წლებში, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, შეფასების უმაღლეს საფეხურზეა და კვლავ ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და ამ მიმართულებით მუდმივად ხორციელდება სხვადასხვა რეფორმა. სხვადასხვა ქვეყანაში წარგზავნილია პოლიციის 18 ატაშე, რომლებიც 36 სახელმწიფოს ფარავენ. მნიშვნელოვნად გაზრდილია საქართველოს როლი შავი ზღვის რეგიონის მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულებით. თურმე ბევრი გარბის შსს-დან, ზოგი მექსიკით, ზოგი კატარღით, ზოგი წყალქვეშა გემებით, საიდან რას იგონებენ ეს ადამიანები - შს სამინისტროში 39 ათას კაცამდე ვართ და წლიურად 2000 ადამიანი წავიდეს და ახალი მივიღოთ, ეს პრობლემას არ წარმოადგენს.ეროვნული თავდაცვის სტრატეგია მთავრობას დასამტკიცებლად ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისა და საფრთხეების შეფასების დოკუმენტის მიღების შემდეგ გაეგზავნება. ერთი ფაქტი იყო ბათუმში, როცა ნაპირზე გამორიყა ნაღმი და აფეთქდა - ვიდრე ომი არ დასრულდება და განაღმვითი სამუშაოები არ დაიწყება, ვერავინ ვერაფერს იტყვის. ძალიან ბევრი პოლიციელი კერძო ბიზნესში გადავიდა, ასევე სხვადასხვა სისტემაში - უფრო მეტ ანაზღაურებას აძლევენ და მესმის, კარგია, თუ ბიზნესში უფრო მეტი ანაზღაურებაა. საფრთხე, რომ საქართველოში რუსებს შემოიყვანენ და შემდეგ რუსეთის ჯარი შემოვა მათ დასაცავად, ცოტა მითია. ანა ნაცვლიშვილი ვახტანგ გომელაურს - ამ დრომდე, რატომ არ იძიებთ თანამდებობის პირთა შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებას შოვში? რატომ არაა სათანადო კვალიფიკაცია მიცემული დანაშაულისთვის? რთულია, პოლიციელს სისტემამ მოტივაცია მოსთხოვოს, როცა სისტემა აიძულებს საქართველოში საქეიფოდ ჩამოსული ოკუპანტების ტაშ-ფანდური, მათი რესტორანში უსაფრთხოება დაიცვას. შს მინისტრი ანა ნაცვლიშვილს - უვიზო რეჟიმი რუსეთთან ჩვენ არ დაგვიწესებია, თქვენმა ყოფილმა ლიდერმა დააწესა - რაც შეეხება „რუსული მანქანების“ დაჯარიმებას, ყველა ჯარიმდება. ვახტანგ გომელაური - გააქტიურებულები ვართ, რაც შეგვიძლია მაქსიმუმს ვაკეთებთ - მსოფლიო პრობლემაა იაფიანი ნარკოტიკი, რომელიც ადვილად ხელმისაწვდომია და იწვევს ძალიან ცუდ შედეგებს. ყოველწლიურად ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტები 30-დან 40-მდე მერყეობს, ნარკოპოლიტიკის მიმართულებით მხოლოდ გამკაცრება არ შველის - ტრანზიტული ქვეყანა ვართ და სამწუხაროდ, შემოდის. ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ვახტანგ გომელაური ჟურნალისტს - მგონი, არც თქვენ გჯერათ, რომ რაღაც მოუწყვეს ადამიანს იმის გამო, რომ შს მინისტრის სიძე გააჩერა - ჩემი შვილებიც ჯარიმდებიან, ყველა ჯარიმდება.
  • თავდაცვა - ირაკლი ჩიქოვანი - ჩვენთვის პრიორიტეტულია აქტიური სარეზერვო სამსახურის გაძლიერება და მოტივირებული, ეფექტური რეზერვის არსებობა. თავდაცვის ძალების განვითარების საქმეში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებას - გაგრძელდება თანამშრომლობა ნატო-სთან, ევროკავშირთან, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-სთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან. ქართული ჯარი ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებული ნაწილია, ის ყოველთვის იყო ქვეყნის შიგნით და გარეთ პროფესიონალიზმის, სანდოობისა და სიმტკიცის მაგალითი. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, წელს საქართველო სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლებს. ჯარის მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა ჩვენი პირდაპირი სამოქალაქო მოვალეობა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოხატულებაა. ქართული სამხედრო მრეწველობის გაძლიერებისთვის ახალი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება. ჩვენ ვიდგებით ყველა ჯარისკაცის გვერდით და გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ სამხედროები იყვნენ დაფასებულები. თავდაცვის ძალების განვითარების საქმეში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებას. ვაზიანში აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ექსპერტებისა და თავდაცვის ძალების პოზიციაა, რომ „წინაღობა არ არსებობს“. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავიხევთ უკან იმ ჰუმანიტარული და პოლიტიკური მხარდაჭერიდან, რომელიც უკრაინასთან მიმართებით გვაქვს. ირაკლი ჩიქოვანი - ვერც მე, ვერც ქალბატონ თინას, ვერც ბატონ ირაკლის ვერ მივაწერ იმ იდეას, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება დაცული ცა. სალომე სამადაშვილი ირაკლი ჩიქოვანს - იზიარებთ თუ არა, რომ 2008 წელს ბიძინა ივანიშვილი რომ ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლების სათავეში, ომი არ იქნებოდა?
  • ლტოლვილები - თეა ახვლედიანი - ჩვენი პრიორიტეტი და უცვლელი ამოცანაა, თანამიმდევრული პოლიტიკის გატარებით, ახალი მიდგომების დანერგვითა და ეფექტური ინსტრუმენტების გამოყენებით, ხელშესახებ შედეგებს მივაღწიოთ. ყოველწლიურად იზრდება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები იმ ადამიანების რიცხვი, ვინც სამშვიდობო ინიციატივებსა და სახელმწიფოს მიერ მათთვის გახსნილ შესაძლებლობებში ჩართვის ინტერესს და სურვილს გამოთქვამს. გვაქვს ურყევი მზაობა, ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს შევთავაზოთ უკეთესი მომავლის პერსპექტივა, დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობა, განვითარება და ევროპული მომავალი, ყველა ჩვენგანის განუხრელი არჩევანია. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, ქართული ენის ცოდნის კუთხით არსებული გამოწვევების საპასუხოდ განსაზღვრული ამოცანები, მიმართულია სახელმწიფო ენის პოპულარიზაციისა და ცოდნის დონის ამაღლებისკენ. პრიორიტეტულად განვიხილავთ ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხებს. სიცრუეა, რომ საქართველოში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს სახელმწიფო ენის შესწავლის მიზნით უწევთ საფასურის გადახდა. კომიტეტების სხდომაზე აქცენტი გავაკეთეთ სამომავლო ხედვაზე, იმ გეგმებზე და განვითარებებზე, რომელსაც ვსახავთ სამომავლოდ.
  • იუსტიცია - რატი ბრეგაძე - იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ევროკავშირის სამართალთან ქართული სამართლის ჰარმონიზაციაა. გაგრძელდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და დაინერგება ხელოვნური ინტელექტი. მიწის სისტემური რეგისტრაციის შედეგად მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების ვინაობა ერთხელ და სამუდამოდ გაირკვევა - არის ეს სახელმწიფო, მუნიციპალიტეტი, ფიზიკური თუ იურიდიული პირები. იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე შეიქმნება ევროკავშირის სამართლის ცენტრი. მეტი ინტენსივობით გაგრძელდება ევროკავშირის სამართლებრივი აქტების ქართულ ენაზე თარგმნა და, შესაბამისად, გაუმჯობესდება სახელმწიფო ენაზე ევროკავშირის სამართლებრივ ბაზაზე წვდომა. სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ნამდვილად ის, რომ დღეს არცერთი კითხვა არ დასმულა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. რატი ბრეგაძე უგულავას საქმეზე - მცირედი დარღვევა არსებობს ყველა ქვეყანაში, ამის რისკი რომ არსებობდეს, არ იარსებებდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო - რაიმე სახის მძიმე დარღვევაზე არ ყოფილა საუბარი. გამოსვლისას ზუსტად 4-ჯერ ვახსენე ევროკავშირი, ხოლო ის, რომ ქალბატონმა ანა ნაცვლიშვილმა ენერგია დაიწუნა, რა ვქნათ ახლა, პარლამენტში „მუსტანგების“ ღმუილით არ შემოვსულვართ. ექიმების შეფასებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რაც ჩვენ გვიხარია.
  • განათლება - გიორგი ამილახვარის განცხადებით, 2024 წელს სკოლის საშუალო საფეხურზე კონკრეტული მიმართულებები შემოდის, როგორიც არის ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მიმართულება. ჩვენ გვინდა, პროფესიული კოლეჯების საუკეთესო მასწავლებლები დავაფინანსოთ და გავუშვათ საუკეთესო პრაქტიკის მქონე პროფესიული განათლების ქვეყნებში. გაგრძელდება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით მიმდინარე რეფორმა, რაც გულისხმობს ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ბაღების თვითშეფასებასა და ეტაპობრივ ავტორიზაციას. გიორგი ამილახვარმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ზოგადი განათლების საფეხურზე მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. 2024 წელს მასწავლებლების ხელფასი, სტატუსის მიუხედავად, საშუალოდ გაიზრდება 500 ლარით და მეტით. სსიპ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ 250 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს. ყოველწლიურად ეტაპობრივად გაიზრდება მეცნიერების სახელმწიფო დაფინანსება, მეცნიერ-თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება და დაინერგება შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელი. აქტიურად გრძელდება მუშაობა ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობისა და სტუდენტებისთვის სხვადასხვა მხარდამჭერი აქტივობის შეთავაზების კუთხით. 2024 წლიდან ახალგაზრდული პოლიტიკა განათლების სფეროს სისტემური ნაწილი გახდა, რაც უზრუნველყოფს ახალგაზრდების საჭიროებებისა და მათ ინტერესებზე მორგებული მრავალფეროვანი პროგრამების, პროექტებისა და აქტივობების განხორციელებას. გიორგი ამილახვარმა პარლამენტში კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე პროფესიული განათლების განვითარების ხედვა წარადგინა. ვცდილობთ სექტემბრამდე ყველა სკოლა აღვწეროთ და დავდოთ სურათი, რომელ სკოლაში, რა ფორმით და რა დროს არის შესაძლებელი სასკოლო კვების პროექტის დაწყება. ვფიქრობ, ჰაგიოგრაფია უნდა ისწავლებოდეს.
  • ჯანდაცვა - ზურაბ აზარაშვილი - ჩამოყალიბდა ინოვაციური მედიკამენტების შესყიდვის ახალი მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც დაიწყო პირდაპირი მოლაპარაკების გზით ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვა. ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამით ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 50-მა 18 წლამდე პაციენტმა ისარგებლა. დიალიზის პროგრამის გაფართოება 2022 წლიდან დავაანონსეთ და სერვისი 12 რეგიონში უკვე დაემატა. 2023 წელს დავიწყეთ 100-მდე სოფლის ამბულატორიის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რაც უწყვეტად გრძელდება. მედიკამენტების ხარისხის კონტროლის მიზნით, ჩვენ, უკვე შევამოწმეთ ბანგლადეშის, ინდოეთისა და უზბეკეთის საწარმოები, საიდანაც საქართველოს ბაზარზე მედიკამენტები აქტიურად შემოდის. ქვეყნის მასშტაბით, 300-ზე მეტი სასწრაფო და 22 რეანიმობილი მუშაობს - არსებული რეანიმობილების რაოდენობა, დაფარვის ზონა და რეაგირების დრო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია. 2024 წლიდან, ჯანდაცვის სამინისტრო, საერთაშორისო დიპლომის შემდგომი განათლებისა და პრაქტიკული გადამზადების სახელმწიფო პროგრამას იწყებს. 2025 წლის ბოლომდე, ახალი საცხოვრებელი ფართი იძულებით გადაადგილებულ 13 000 ოჯახს გადაეცემა. იგეგმება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მსჯავრდებულთა ფსიქიატრიული სამკურნალო დაწესებულების გახსნა რუსთავში, ასევე დაიგეგმა თემქაზე ახალი ფსიქიატრიული კლინიკის მშენებლობა. უახლოეს პერიოდში ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს ადრეულ კვლევებსაც დაუფინანსებს. ანა ნაცვლიშვილი ზურაბ აზარაშვილს - როდის შეხვდებით რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებსა და პერსონალს? - არასწორია მინისტრი მათ არ ესაუბრებოდეს.

შეფასებები - ანა ნაცვლიშვილი - „ლელო“ ოკუპანტის ინტერესების მსახურ ხელისუფლებას ნდობას არ გამოუცხადებს. ლევან ბეჟაშვილი - მთავრობის ეს შემადგენლობა მხოლოდ „ქოც-ელიტის“ ინტერესებს წარმოადგენს და არა ხალხის - ჩვენი ნდობა ვერ ექნება. პაატა მანჯგალაძე - „ქართულ ოცნებას“ 2012 წლიდან არც ერთი დაპირება არ შეუსრულებია და რა სინდისით მოდიან საერთოდ კიდევ ხალხთან სასაუბროდ?! ანა ბუჩუკური - მთავრობის გეგმის 70-80% ზუსტად იმ პროგრამას იმეორებს, რაც გიორგი გახარიამ 2020 წლის დეკემბერში წარადგინა. ლადო მგალობლიშვილი - ირაკლი კობახიძის სახით, საქართველოს პრემიერის თანამდებობაზე ეყოლება ქართული პოლიტიკის გამორჩეული ინტელექტუალი. კახა კალაძე - სრული მხარდაჭერა აქვს ირაკლი კობახიძეს, მის გადაწყვეტილებას და დარწმუნებული ვარ, ის იქნება წარმატებული პრემიერ-მინისტრი. იაგო ხვიჩია - ირაკლი კობახიძის მინისტრებს რომ ნდობა გამოვუცხადო უმრავლესობაში უნდა გადავიდე და მე მგონი, არავისთვის არანაირი საფუძველი არ მიმიცია, უმრავლესობაში გადასვლას რომ ვაპირებდე. ლევან სამუშია - სამთავრობო პროგრამას უნდა ერქვას - „ენას ძვალი არ აქვს“. თეონა აქუბარდია - სამთავრობო პროგრამას, ისევე როგორც პრემიერობის ახალ კანდიდატს, ჩემი ნდობა არ ექნება - ბიძინა ივანიშვილის საჭადრაკო დაფაზე პაიკების გადაადგილება მისი ძალაუფლების და გავლენების შენარჩუნების ერთადერთი ინსტრუმენტია. სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, ხმაური იყო - ანრი ოხანაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა. ანა ბუჩუკური - ანრი ოხანაშვილი რატომღაც მინისტრობის კანდიდატებს იცავს, ეტყობა არ აქვს იმედი, რომ ისინი პასუხებს გასცემენ, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, თავად ასე აკნინებს საკუთარი გუნდის წევრებს. გიორგი ვაშაძე - უმუშევრობისა და სიღარიბის გაღრმავების გეგმა უფროა ის, რაც წარმოადგინეს, ხოლო პრემიერ-მინისტრად ნიშნავენ ადამიანს, რომელსაც ეკონომიკის არაფერი გაეგება - ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ არაფრის შეცვლას არ აპირებს. მიხეილ სარჯველაძე - „კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა“ - ვშიშობ, ოპოზიციაში ბევრი ჩვენი კოლეგა ვერ დაიკვეხნის, რომ კარგი გამგონეა. მიხეილ დაუშვილი - მინისტრობის კანდიდატებს არ გააჩნიათ დამოუკიდებლობის განცდა. სხდომა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, არმაზ ახვლედიანსაც დაატოვებინეს.

საევროპოდ - პაველ ჰერჩინსკი - როცა საქართველომ გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთა, ის უკვე სრული სვლით მიემართებოდა ევროკავშირის ტექნიკურ ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობისკენ, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან გაფორმებული შეთანხმებები არ ყოფილა ასეთი შორს მიმავალი. შალვა პაპუაშვილი - ახლო მომავალში ჩვენ ყველა ერთი დიდი ოჯახის სრულუფლებიანი წევრები ვიქნებით - მზად ვართ, ხელი შევუწყოთ დასავლეთ ბალკანეთსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს შორის თანამშრომლობის ხიდების მშენებლობას. მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, არ დავუშვათ ის შეცდომები, რაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა დაუშვეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში და მაქსიმალურად გავიზიაროთ მათი გამოცდილება. პაველ ჰერჩინსკი - მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ლიდერს საქართველოში, ძალიან სერიოზულად შეხედონ რეფორმებს - პოლიტიკური კონსენსუსის ნაკლებობა აფერხებს გაწევრიანების პროცესს.

მიშამანია - ომბუდსმენის კონსილიუმი სააკაშვილზე - სახეზეა დადებითი დინამიკა, რაც გამოიხატება წონის მატებაში - რჩება კოგნიტიური გაუარესება, კუნთთა ჰიპოტროფია, ნეიროპათია, შფოთვა, დეპრესია, საჭიროებს მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობას, ფსიქოლოგიურ ინტერვენციას.

უსაფრთხოება - სუს-ი - ასაფეთქებელი მოწყობილობების შემოტანაში საქართველოს 7, უკრაინის 3 და სომხეთის 2 მოქალაქე იყო ჩართული - პროცესს ორგანიზებას უკრაინის მოქალაქე, „ხალხის მსახურის“ წევრი ანდრეი შარაშიძე უწევდა, რომელიც წარმოშობით ბათუმიდანაა. ჩნდება ვარაუდი, რომ ტერორისტული აქტები, რომლებიც საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ განხორციელდებოდა, როგორც დაგეგმვის, ისე განხორციელების ნაწილში საქართველოს დაბრალდებოდა. სუს-ი - ამოღებულია რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება - ხალხმრავალ ადგილებში მსგავსი მოწყობილობის ამოქმედება გამოიწვევდა მასშტაბურ მსხვერპლს. სუს-ი - ამოღებული 14 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოში უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით, „სარფის“ პუნქტით შემოიტანეს და მისი გატანა რუსეთის ქალაქ ვორონეჟში, „დარიალიდან“ იგეგმებოდა.

საზღვარგარეთულები:

უკრაინა - ჯო ბაიდენი კონგრესს - თუ ჩვენ არ შევაჩერებთ პუტინის მადას უკრაინაში ძალაუფლებისა და კონტროლის მოპოვებისთვის, ის მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება და ამერიკისთვის ხარჯები გაიზრდება. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადებით, სენატის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებასაც ითვალისწინებს, კენჭს არ უყრიან. ჯოზეფ ბორელი უკრაინაში ჩავა. ნიდერლანდები უკრაინას დამატებით ექვს F-16-ის ტიპის გამანადგურებელს გადასცემს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ახალ მექანიზმს განიხილავენ.

აშშ-მა „ჰუსიტების“ ხომალდსაწინააღმდეგო და სახლემეთო შეტევის ფრთოსან რაკეტებს დაარტყეს.

ჩილეში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 112-მდე გაიზარდა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 10

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

6 Advantages Of Great deal CLEARING FOR A BUSINESS

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:57am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

MMOexp:Make great RPGs even better

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:23am 0 კომენტარი

I've had this thought – or a less metaphorical version of this thought – a lot this year. 2023 was an amazing year for playing games, and maybe an even better year for waiting to play games. The comeback-cementing release of Cyberpunk 2077: Phantom Liberty and its accompanying 2.0 update is probably the most extreme example of waiting for improvements. But even for games that were initially released this year, waiting even a month or two could lead to a dramatically improved first… გაგრძელება

One of the most intriguing features

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 6:55am 0 კომენტარი

Beyond Combat: A Story to Unfold:

While Throne and Liberty offers large-scale player versus player (PvP) and player versus environment (PvE) combat experiences, the developers emphasize the importance of the narrative. The game features a "story-driven adventure," weaving a captivating storyline into the core gameplay. This integrated Throne and Liberty Lucent narrative adds purpose and direction to the player's…

გაგრძელება

With the support of their loyal

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 6:32am 0 კომენტარი

Featuring a rich and atmospheric setting, diverse character classes, and a wide array of weapons and abilities to master, Dark and Darker offers endless possibilities for customization and strategy. Whether you prefer to Dark And Darker Gold brave the depths of the dungeons alone or team up with friends to conquer formidable foes, there's something for every adventurer in this epic fantasy adventure.

Building a Brighter…

გაგრძელება

Qwelly World

free counters