საშობაო შეწყალება არ გამოვიდა, ლავროვის ჩამოსვლა განიხილება, ტრამპისთვის პასუხი მზადდება

      არც შობას იგეგმება თოვლი, პირიქით, გაზაფხულის საღამოს ჰგავს ამჟამინდელი ამინდი. მაგრამ სინოპტიკოსები, 8 იანვრიდან ამინდის გაუარესებას და აციებას ვარაუდობენ. საშობაოდ დიდი მოლოდინი იყო დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლებაზე, რაც ამჯერადაც არ გამართლდა - პრეზიდენტმა შეწყალებაზე უარი განაცხადა. დღის მეორე მთავარი თემა ლავროვის შესაძლო ვიზიტი იყო, ხოლო თემა რომელიც მთელს მსოფლიოს ეხება აქტუალობას ყოველდღიურად ზრდის - ახლო აღმოსავლეთის საომარი ამბები.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 6 იანვარი, 2020

      შეუწყალებელი დეკანოზი - პრეზიდენტმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარი თქვა. თორნიკე მამალაძე - მაქვს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტს თავად პატრიარქმა სთხოვა, გიორგი მამალაძე არ შეეწყალებინა. დეკანოზ გიორგი მამალაძის მამა - პრეზიდენტმა ზეწოლას ვერ გაუძლო - რომ ამბობს პატრიარქზე თავდასხმა იგეგმებოდაო, სად წერია ეს? მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, იგი ვერ გადაადგილდება. გია ვოლსკი - გიორგი მამალაძე არანაირად არ განსხვავდება სხვა პატიმრებისგან, იმ ადამიანებისგან, ვინც ასევე შეწყალებას ითხოვენ. ხატია დეკანოიძე - დეკანოზ გიორგი მამალაძის თავისუფლება ნამდვილად არ უნდოდა ბიძინა ივანიშვილს და როგორც ჩანს, არც საპატრიარქოს. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარი „ნამდვილად პრეზიდენტის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებაა“. საპატრიარქო - მოგესალმებით პატივისცემით და მოგმართავთ ამა წლის 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის გადაწყვეტილების საფუძველზე, სადაც აღნიშნულია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელსაც შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება, გაეწიოს შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე, მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზის თხოვნის გათვალისწინებით. სალომე ზურაბიშვილი - ვერ მოვნახე არგუმენტი, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე. პრეზიდენტი - პატრიარქის ავტორიტეტისა და მისი სიცოცხლის ხელყოფა საქართველოს ხელყოფას ნიშნავს. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ჩვენთვის მისაღები იქნებოდა რომ დეკანოზი მამალაძე გათავისუფლებულიყო, თუნდაც იმიტომ რომ ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე პერფორმანსი დამთავრდებოდა. ომბუდსმენი გიორგი მამალაძის შეწყალებაზე საქართველოს პრეზიდენტის უარს ეხმაურება და გადაწყვეტილების გამო წუხილს გამოთქვამს. თორნიკე მამალაძე - პატრიარქს გადაწყვეტილი აქვს, ჩემი ძმა საპყრობილიდან ცოცხალი არ გამოვიდეს - მისთვის შიმშილობა საფრთხის შემცველია. ადვოკატი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე - ეს არ არის პოლიტიკური ნება, ეს არის პირადი მიზანი, როგორც საერო, ისე სასულიერო პირებში.

      ლავროვი საქართველოში - საქართველოს საგარეო უწყებაში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ ინფორმაციას, ჩამოვა თუ არა ქვეყანაში ევროპის საბჭოს მინისტერიალზე სერგეი ლავროვი. გიგი უგულავა - ლავროვს დარღვეული აქვს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი და მისი ადგილი საქართველოში არ არის - მისი ქვეყანაში შემომშვები იქნება კანონდამრღვევი. კორნელი კაკაჩია - საქართველოს რუსეთის დელეგაციის მიღება მოუწევს - გარკვეული უხერხულობა იქნება, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნის იმიჯი. გია ვოლსკი სერგეი ლავროვის შესაძლო ვიზიტზე - აქ მარტო ჩვენი პოზიცია არ არის, ევროსაბჭოს დედაქალაქი ხდება თბილისი, შესაბამისად, მათი დღის წესრიგით იცხოვრებს იმ პერიოდში. არჩილ თალაკვაძე სერგეი ლავროვზე - თუ ის ჩამოვა, საქართველოში დახვდება პრინციპული პოლიტიკური განცხადებები იმის გამო, რომ ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული. თორნიკე შარაშენიძე - ერთადერთი გამოსავალია, მთავრობამ თავიდან აიცილოს მინისტერიალის ჩატარება, რადგან წარმოუდგენელია სერგეი ლავროვის ჩამოსვლამ მშვიდად ჩაიაროს. "ლელო საქართველოსთვის" - "გავრილოვის ღამის" და რუსეთის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ, მივიჩნევთ, რომ ლავროვის ვიზიტი იქნება უკიდურესად ცინიკური ნაბიჯი, რომელიც შეურაცხყოფს საქართველოს სუვერენიტეტს.

      მრჩეველი მომღერალი - მომღერალი დავით გომართელი იტალიაში საქართველოს საელჩოში მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა.

      საგანმანათლებლო ინვენტარი - 6 თვეში სკოლებში 17 ათასზე მეტი დარღვევა დაფიქსირდა - ამოღებულია ელექტროშოკი, პნევმატური იარაღი, ბასრი საგნები და აზარტული სათამაშო საშუალებები.

      კვირის პალიტრის საჩუქარი - საშობაო საჩუქარი მკითხველს - გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, „სახარება ოთხთავი“ გამოვიდა.

საზღვარგარეთულები:

      ტრამპი და ჩვენი ახლო აღმოსავლეთი - ყასემ სულეიმანის მკვლელობის შემდეგ, ირანის პარლამენტმა პირველი სესია გამართა - „სიკვდილი ამერიკას“ - სკანდირებდნენ პარლამენტარები. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეებისგან მიღებული ინფორმაციით, ქ. დუჰუკში, ერბილსა და სულეიმანიაში ვითარება მშვიდია და მათ საფრთხე არ ემუქრებათ. ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის ქალაქ აჰვაზში გადასვენებას ათასობით ადამიანი დაესწრო. ირანმა გენერალ ყასემ სულეიმანის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა. ირანელი მინისტრი - ტრამპი კოსტიუმში გამოწყობილი ტერორისტია. ერაყის პარლამენტმა ქვეყნიდან უცხოელი სამხედროების გაყვანა მოითხოვა. ირანი ბირთვული შეთანხმებით დაწესებულ შეზღუდვებს აღარ დაემორჩილება. “ჰეზბოლას“ ლიდერი - ამერიკელი ჯარისკაცები და ოფიცრები შინ კუბოებით დაბრუნდებიან. სარაკეტო თავდასხმის შედეგად ბაღდადში 6 ადამიანი დაიჭრა. დონალდ ტრამპი - ირანს აქვს უფლება დახოცოს და აწამოს ჩვენი ხალხი და ჩვენ არ გვაქვს უფლება შევეხოთ მათ კულტურულ ღირსშესანიშნაობებს? ასე არ გამოვა. დონალდ ტრამპი - ერაყს ისეთ სანქციებს დავუწესებთ, რომ ირანის სანქციები უფერულად მოეჩვენებათ. ყასემ სოლეიმანის შვილი - შეშლილო ტრამპ, არ იფიქრო, რომ მამაჩემის მოკვლით ყველაფერი დასრულდა. არჩილ თალაკვაძე - აშშ, დასავლეთი, ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ აღმოსავლეთში მშვიდობის შენარჩუნებას. მუჰამედ ზარიფი ყასემ სოლეიმანის დაკრძალვაზე - ოდესმე გინახავს ადამიანების ამხელა ზღვა დონალდ ტრამპ? კიდევ უსმენ იმ მასხარებს, რომლებიც რჩევებს გაძლევენ? დონალდ ტრამპი - ირანს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი.

      ოპოზიციის გამარჯვება - ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა.

      ხანძარი ავსტრალიაში - ავსტრალიაში ქარის გამო, ხანძრის ახალ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არსებობს. ავსტრალიაში ტყის ხანძრებთან საბრძოლველად 48 საათის განმავლობაში 13 მილიონი აშშ დოლარი შეგროვდა. ველური ბუნების ექსპერტები შიშობენ, რომ ავსტრალიაში ხანძრებმა ფლორა-ფაუნის მთელი რიგი სახეობები სრულად გაანადგურა.

      მოსიარულე პრეზიდენტი - უგანდის პრეზიდენტმა ჯუნგლებში 195-კილომეტრიანი მსვლელობა დაიწყო.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 1143

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Die Portland Thorns 2023

გამოაქვეყნა alicesandra_მ.
თარიღი: მარტი 27, 2023.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Das Spiel wird auf Paramount+ gestreamt und wird auch im lokalen Fernsehen in Portland auf FOX 12 PLUS ausgestrahlt Fussball Trikots online kaufen . Nach ihrer Teilnahme an einem Vorbereitungsturnier, bei dem Cheftrainer Mike Norris die Möglichkeit hatte, in drei verschiedenen Spielen mehrere Spieler einzusetzen, ist das Portland-Team nun gut auf die kommende reguläre Saison vorbereitet. Die Siege des Teams gegen Louisville und die USWNT U-23 sowie ihre Niederlage gegen OL Reign haben…

გაგრძელება

When Rocket League is taking part with Formula 1 or James Bond

გამოაქვეყნა dakunlee_მ.
თარიღი: მარტი 26, 2023.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

When Rocket League is taking part with Formula 1 or James Bond, it makes sense because the focal point (as a minimum partly) is on Rocket League Items  cars. However, whilst Psyonix pronounces a new partnership with the WWE, you surely have to take a more in-depth appearance.

Sure, with Knockout, we have at the least one mode in Rocket League in which you can grab your warring parties and knock them out of the arena. But I can not think about any more parallels to wrestling. Anyway,…

გაგრძელება

საპარლამენტო დღე - ჩხუბები და გერმანელი მინისტრი მაღალი რანგით

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 24, 2023.
საათი: 11:24pm 0 კომენტარი

      მძიმე კვირის მძიმე დასასრული პოლიტიკურ ველზეც. მძიმე სანიკიძემ ჯერ იყოდა მძიმე გინება გამოუწერა პრემიერს, შემდეგ კი თავადაც არანაკლები გინება და ცემა-ტყეპა იგემა. ასეთია ჩვენი პოლიტიკური ელიტის სახე უმაღლესი ტრიბუნებიდან. დღის მთავარი თემაც ეს იყო - პრემიერის საპარლამენტო გამოსვლა და პასუხებით კინკლაობა, მერე ჩხუბები, მერე საგარე საქმეთა მინისტრების ბლოკები - ჩვენის პარლამენტში და გერმანიისა უმაღლეს შეხვედრებში და ა.შ. დღეს 1 აშშ დოლარის…

გაგრძელება

Why In The event you Use A Residential Architect?

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 23, 2023.
საათი: 4:00pm 0 კომენტარი

Qwelly World

free counters