არჩევნების წელია და როგორც ჩანს აქციებიც ანონსდება - აბა, სხვა რა ახსნა უნდა ჰქონდეს გავლენების შესახებ კანონის თავიდან დაინიცირებას იგივე ტექსტით და განსხვავებული სათაურით. ცხადია, დღის მთავარი თემა ეს იყო. ასევე კვოტირების გაუქმების განხილვა და სხვა საარჩევნო გადაძახილები. ასევე ქალაქის კალაძისეული განახლებები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6840 ლარია.
ძველი კანონი შეცვლილი სახელით - საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში დააინიცირა. ე.წ. სამოქალაქო სექტორი რჩება ყველაზე გაუმჭვირვალედ - გაუმჭვირვალობა არის მანკიერების ერთ-ერთი უმთავრესი წყარო და შესაბამისად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის. კანონპროექტი ზუსტად იგივე ტექსტით დაინიცირდება, რაც შარშან იყო, ერთადერთი განსხვავებით, ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებული იქნება ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. მამუკა მდინარაძე - მართლებს არასდროს არაფრის ეშინიათ - უკიდურესი პროვოკაციების რისკებს დავაზღვევთ, მათ შორის საინფორმაციო თვალსაზრისითაც. აშშ-ის ყოფილმა ელჩმა მოქალაქეებს შარშან სამარცხვინო ტყუილი აკადრა და ამერიკული კანონიდან გადმოწერილი კანონპროექტი „რუსულ კანონად“ მონათლა - იმედი გვაქვს, მოქმედი ელჩი ხალხს ამგვარ ტყუილს არ აკადრებს. უმრავლესობის სხდომაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარე მონაწილეობას არ იღებდა, თუმცა მასთან კონსულტაციები გვქონდა და ის არის ჩვენი თანამოაზრე. საპარლამენტო უმრავლესობა - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას - უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. თეონა აქუბარდია - „რუსული კანონის“ დაბრუნების განაცხადი არის ბოლო გაბრძოლება რეალურ ქართულ დემოკრატიასა და იმ საქართველოს შორის, რომელიც უკან, წარსულში გვაბრუნებს. მამუკა მდინარაძე - დეკლარაციის შევსება მოუწევთ იმ ორგანიზაციებს, რომელთა უცხოური დაფინანსება 20%-ზე მეტია - ამ შემთხვევაში მათ უნდა წარადგინონ საკუთარი ანგარიშები, რა მიიღო და რაში დახარჯა. ჩვენი ბრალი შარშან იყო ერთადერთი რამ - კომუნიკაციაში იყო პრობლემები - ბევრმა ადამიანმა შეიძლება მხოლოდ ახლა გაიგო, რომ მხოლოდ დეკლარირების ვალდებულებაზეა საუბარი. წარმოუდგენელია, რომ რუსული კანონი დაარქვას რომელიმე ელჩმა იმ კანონს, რომელსაც განიხილავს თავად ევროკავშირი - წმინდანების დონეზე არავინ უნდა ავიყვანოთ, იტყვით ტყუილს? ვიტყვით, რომ ავრცელებთ არასწორ ინფორმაციას. წარმოუდგენელია, რომ რუსული კანონი დაარქვას რომელიმე ელჩმა იმ კანონს, რომელსაც განიხილავს თავად ევროკავშირი. ალეკო ელისაშვილი - როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებაში“ წერას არიან აყოლილები - ერთხელ დააბიჯეს ფოცხს ფეხი და ტარი თავში მოირტყეს. საპარლამენტო უმრავლესობა - წლების მანძილზე, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები აწარმოებენ საბჭოური სტილის კამპანიას სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. საპარლამენტო უმრავლესობა - „ენჯეოები“ აქტიურად არიან ჩართული ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებასა და ე.წ. ლგბტ - პროპაგანდაში, კამპანიებში, რომელთა მიზანი ეკლესიის მიმართ საზოგადოების ნდობის შერყევაა. ირაკლი ზარქუა - ამ უსამშობლოებმა და ხელმოცარულებმა ხალხი შეცდომაში რომ არ შეიყვანონ, ვაკონკრეტებ, კანონპროექტი არ ეხება სტუდენტების დაფინანსებას, სოფლის მეურნეობაში ჩართულ პროგრამას, შშმ პირებს და არცერთ ფიზიკურ პირს. რომან გოცირიძე „ქართულ ოცნებას“ - ეს არის რუსული კანონი, რუსული ხელისუფლების მიერ მიღებული, ეს არის პირდაპირ უარის თქმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე - არ შერჩებათ, ივანიშვილი იქნება დასანქცირებული, ხალხი გამოვა ქუჩაში! გია ვოლსკი - თუ გამჭვირვალეობის შესახებ კანონპროექტს ვინმე გააფთრებით ეწინააღმდეგება, ნიშნავს, რომ რევოლუციური გეგმის არსებობას ადასტურებს და მიაჩნია, რომ საზოგადოებამ არ უნდა იცოდეს რა თანხას და რა მიზნით იღებენ არასამთავრობოები. ალეკო ელისაშვილი - ეს კანონი არ უნდა გავატანინოთ! ყველას მოვუწოდებ, ვისაც უნდა ნორმალურ ქვეყანაში, ვისაც უნდა, ეს ქვეყანა ევროპის ნაწილი გახდეს, აბჯარი აისხით, მოემზადეთ, დიდი ვნებათაღელვა და ცემა-ტყეპა გველის. აგენტების კანონის უკან შემოტრიალება შეურაცხყოფაა, ეს კანონი არის რუსული და ძახილის ნიშანი! - რატომ არის და იმიტომ, ერთი ერთში გაქვთ ნათარგმნი! ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას - თქვენ ხართ რუსული ხელისუფლება და საქართველოს მოქალაქეები დაგასრულებთ! შალვა პაპუაშვილი დეკანოიძეს - ქალბატონო ხატია, ამ დარბაზს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ, არანაირ რუსულ კანონს საქართველოს პარლამენტი არ იღებს, არც არასდროს მიუღია და არც არასდროს მიიღებს - ნუ ატყუებთ ქართველ ხალხს. იაგო ხვიჩია - ეს კანონპროექტი იმიტომ შემოიტანეს, რომ პარლამენტში ჩხუბი იყოს და „ქართულმა ოცნებამ“ თავი კომფორტულ გარემოში იგრძნოს - ოპოზიციას მოვუწოდებ, პროვოკაციას არ ავყვეთ. ბექა ოდიშარია ოპოზიციას - აღვირახსნილი, ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის განმეორების ცდის მომსწრე ვართ - სად წაიკითხეთ პრორუსული ან რუსული პასაჟი?! - თქვენ ხართ პრორუსულები! რუსული ძალა თქვენ ხართ! გიორგი ვაშაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - „ქართულმა ოცნებამ“ მკაფიოდ განაცხადა, რომ მას არ უნდა ევროკავშირი. პარლამენტის თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილს პლენარულ სხდომათა დარბაზი დაატოვებინა - შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიკროფონს გაუთიშავს ყველას, ვინც უმრავლესობის კანონპროექტს „რუსულს“ უწოდებს. ნიკა გვარამია - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დაჩქარებული წესით იმის გამო არ მიიღება, რომ ივნისში, ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში იგეგმება მიღება, რათა პროტესტი არ იყოს. პაატა მანჯგალაძე - „ქართულმა ოცნებამ“ ჭკუა ვერ ისწავლა - ჩვენ მათ არცერთ პროვოკაციას არ ავყვებით, შერკინების დრო და ადგილი დანიშნულია 26 ოქტომბერს. დავით მათიკაშვილი - გამჭვირვალეობაში, დეკლარაციის შევსებაში და საზოგადოების ინფორმირებაში, თუ ვინ რა თანხას ხარჯავს, არ არის არაფერი და არც რუსული, არც ანტისახელმწიფოებრივი. გიგა ბოკერია - ჩვენი პროგნოზი გამართლდა და სტატუსის მიღების შემდეგ, ივანიშვილის რეჟიმმა ანტიდასავლური პოლიტიკა გააღრმავა - ამაზე პასუხი მშვიდობიანი პროტესტი უნდა იყოს. შალვა პაპუაშვილი - არიან დონორები, რომლებიც მალავენ საკუთარ დაფინანსებას საქართველოში - ეს არის ჩვეულებრივი დამალვა უცხოური ფულისა, რომელიც შემოდის აქ იატაკქვეშ და რომელიც იხარჯება პარტიებსა და რადიკალურ ჯგუფებში. საქართველოს კანონმდებლობა ყოველდღე ირღვევა იმით, რომ პარტიების ფარული დაფინანსება ხდება სხვადასხვა ფონდის მხრიდან - არ მგონია, კანონის უზენაესობის წინააღმდეგ იყოს ევროკავშირის რომელიმე პოლიტიკოსი. პარტნიორებისგან არის აღიარება, რომ გაუმჭვირვალეა დაფინანსება, მაგრამ ამის იქით ვეღარ მივდივართ, ყრუ კედელია. აღარ გამოუვათ, გამჭვირვალობის კანონპროექტი ბნელი მეთოდებით ისე დაბრენდონ, რომ შინაარსზე არ ისაუბრონ. საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, ვინ არიან ისინი, რომლებიც გავლენას ახდენენ მათ ცხოვრებაზე - პირადად ჩემი არაერთი მცდელობა, რომ დონორი და მიმღები ორგანიზაციები დამერწმუნებინა გამჭვირვალობის მნიშვნელობაში, უშედეგოდ დასრულდა. შარშან დიდი ტყუილი ითქვა და შემდეგ ბევრი თვალებში ვეღარ გვიყურებდა, დონორებისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ჩათვლით - ვისგან ფინანსდება „დროა“? - „ევროპის დემოკრატიული ფონდისგან“, საიდან გავიგეთ ეს? - შემთხვევით, ხოშტარიას წამოსცდა. მამუკა ხაზარაძე - მინდა, ბიძინა ივანიშვილს ვუთხრა, რომ არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში - ეს ძალიან კარგად დაიმახსოვრე! გრეტა წიწავა - მდიდარი „ენჯო“-ები, რომლებიც სხვებს დაჟინებით მოუწოდებენ გამჭვირვალობისკენ, რატომღაც თავად არიან გაუმჭვირვალე და ეწინააღმდეგებიან წელიწადში ერთხელ შეავსონ მარტივი დეკლარაცია. რატი იონათამიშვილი - გამჭვირვალობა არის ევროპული სტანდარტი - გამჭვირვალობა და რუსული, როგორც სიტყვები, არის ანტონიმები და მათ ვერანაირი კავშირი ვერ ექნება. მიხეილ სააკაშვილი - რუსული კანონის შემოგდებით, ივანიშვილს სიტუაციის არევა სურს - ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი, მტკიცე და არც კანონის გატანის, არც არევის საშუალება არ უნდა მივცეთ. პაატა დავითაია - როდესაც დღის წესრიგში დგას დიალოგის გახსნა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას კატასტროფული შედეგი ექნება. „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ - „რუსული კანონის“ დაბრუნება ივანიშვილის თავხედური პროვოკაციაა - საქართველო ევროპაა და არასოდეს იქნება რუსეთი! სალომე ზურაბიშვილი - გამწვავებისკენ იწვევენ საზოგადოებას, ამას ემსახურება ყველა ინიცირებული კანონი - გამოიწვიოს არეულობა, დესტაბილიზაცია და ყველა მოინათლოს რადიკალად, უცხოეთის აგენტად, ომის პარტიის მომხრედ. ბოდიში ბატონ პაპუაშვილთან, რომ ამ ტერმინს ვიყენებ, მაგრამ თქვენ შეძელით და რუსული კანონის ინიცირება დაამთხვიეთ ეროვნული სულისკვეთებით ყველაზე დატვირთულ კვირას - ეს ორი ცნება: ეროვნული და ევროპული თქვენ არ გაგაჩნიათ
ევროპული შეფასებები გამჭვირვალობაზე - ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი - „ქართული ოცნების“ მთავრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მზად არის, ევროპული რეფორმებისკენ საქართველოს გზის საბოტაჟი მოახდინოს. ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი - „ქართული ოცნება“ თუ კოშმარი? უცხოური აგენტების შესახებ კანონი რუსული დიქტატურიდან იმპორტს წარმოადგენს, რომელიც ყველა დემოკრატიულ პროცესს, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციას მოწამლავს. პეტრას აუსტრევიჩუსი - როგორც ჩანს, საქართველოს მმართველი პარტია ევრაზიული ტირანიისკენ ტრიალდება. მეთიუ მილერი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროდ გამოეცხადებინა ევროპული ამბიციები და კანონის მიღებაზე უარი ეთქვა.
ქალები კვოტებით - პარლამენტმა, პლენარული სხდომის ფორმატში, სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა. თამარ კორძაია უმრავლესობას - ამ პარლამენტმა კანონს და კონსტიტუციას დააკარგვინა შინაარსი, გათელა მისივე პოლიტიკური გუნდის ქალების უფლებები - შაქარს ჰპირდებით ორუელის ცხენივით თქვენს ქალებს. რომან გოცირიძე „ქართული ოცნების“ ქალ დეპუტატებს - ვითომ დასავლურობას რომ აწვებით, თქვენთან მაქვს შეკითხვა. ღირსი ხართ, რომ არც ერთმა ქალმა არ დაგიჭიროთ მხარი, ქალების მიერ უნდა დაისაჯოთ არჩევნებში. თაკო ჩარკვიანი - მოთხოვნა ჩნდება საზოგადოებაში, დიახ, ხელი შევუწყოთ იმას, რომ პოლიტიკაში მეტი ქალი იყოს ინტეგრირებული - რამ შეგაწუხათ ასე, ბატონებო?! მამაკაცებს ყოველთვის სიამოვნებდათ ქალთა გარემოში ყოფნა. იაგო ხვიჩია - ბევრი პოლიტიკოსი, მათ შორის ქალიც, დიდი ჭკუით არ გამოირჩევა და მათ არ გააჩნიათ მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დანახვის უნარი. ვახტანგ მეგრელიშვილი - მაგრად „გამისწორდებოდა“ უმრავლესობა ქალები რომ იყოთ პოლიტიკაში, ბევრად სასიამოვნოდ გავატარებდი დროს საპირისპირო სქესის ადამიანებთან, მაგრამ არ არის, რა ვქნა? ძალით ხომ არ მოვიყვანთ?! ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ხომ არ გავაკეთებ? პარლამენტმა „გირჩის“ ინიციატივა, რომელიც საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით მიიღო. პრეზიდენტი - მინდა მივმართო „ოცნებას“ - გილოცავთ ბატონებო, რამეთუ ქალები თქვენთან ან აღარ ითვლებიან ან თუ ითვლებიან, ისე მოიხსენიებთ, რომ სჯობს აღარ მოიხსენიოთ! - დაკარგეთ ელემენტარული ქართული ზრდილობა, რაც ძალიან სამწუხაროა თქვენთვის.
ივანე ჩხაიძე - სეზონური ვირუსების ცირკულაცია გახანგრძლივდა - გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევების შემცირება არ არის. საკმაოდ მოიმატა ბავშვებში ყივანახველის როგორც დადასტურებულმა, ისე საეჭვო შემთხვევებმა.
„საქსტატი“ - 2024 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.01%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.5% შეადგინა.
ქალაქური განახლებები - მერი - გითხარით, რომ მარტის ბოლოს დასრულდებოდა და წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად დასრულებულია. კალაძის ინფორმაციით, სრულად განახლდება 12 მეტროსადგურის ინტერიერი, შეიცვლება სამი და მოდერნიზდება 30 ესკალატორი. ზედაპირზე გამოვლენილი უსწორმასწორობის შესაბამისად, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ჭერის რეაბილიტაციის პროექტი განახლდა. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის პროექტის ცვლილებები განხორციელდება. N313, N320, N323, N326 და N372 მარშრუტებს 6 აპრილიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება. ირაკლი ხმალაძე - მეტროსადგურები გამოყოფილია და ყველაზე ერთად გამოცხადდება ტენდერი, თუმცა სამუშაოები ყველგან ერთდროულად ვერ დაიწყება.
საზღვარგარეთულები:
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოსკოვში მომხდარი თავდასხმის შემდეგ არმიაში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა გაიზარდა. ვოლოდიმირ ზელენსკი - მარტში რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა 4 ათასზე მეტი ბომბით, რაკეტითა და დრონით განახორციელა. ნატო-ში აშშ-ის ელჩი - აშშ უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს მხარს არ უჭერს. იენს სტოლტენბერგი - ნატო-მ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა უზრუნველყოს.
„სლოვაკეთის ნაციონალური პარტიის“ წინადადებით, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც წლიურად უცხოური დაფინანსების სახით 5000 ევროზე მეტს იღებენ, „უცხოეთის მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაციების“ სტატუსი მიენიჭებათ.
ტაივანში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ოქტომბერი 7, 2024.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
In these days’s competitive company landscape, accessing funds is important for advancement and sustainability. No matter if you’re a startup aiming to expand or an established enterprise trying to get to improve operations, a company loan can offer the economical Increase you need. This blog post will dive into the planet of organization loans, masking the things they are, how they get the job done, and how to pick the proper loan for your needs.
What is a company…
გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: ოქტომბერი 7, 2024.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
While there are a broad range of abilities within Old School they all fall under four categories. The categories are combat production, gathering and utility. This is important because, as of the poll conducted by the community that was conducted, nearly half of the participants have voted for that new skills to count as a utility-related skill which was followed by combat with 22 percent. The new skill will probably be also a utility skill that could influence how the skill…
გამოაქვეყნა Ludwighench_მ.
თარიღი: ოქტომბერი 5, 2024.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Forget the confines of dungeons, the predictable dance of aggro and heals. This was a battle forged in the crucible of open plains, where hundreds of players, united and divided by the promise of glory and loot, would converge upon a monstrous entity of pure fury – the Crimson Wyvern. No rigid roles, no pre-defined strategies. This was a symphony of chaos, conducted by the cacophony of clashing steel and desperate cries.
My pulse quickened as I surveyed the scene. A motley crew of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ოქტომბერი 4, 2024.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Closing with a call to action for readers to join the adventure and experience Cataclysm Classic for themselves.
With the arrival of the World of Warcraft Cataclysm Classic pre-patch, one of the most beloved features, transmogrification, has made its debut earlier than expected. This system allows players to customize the appearance of their gear without sacrificing its stats, providing a way to express individual style while maintaining optimal performance in battle. Here's all you…
გაგრძელება© 2024 George. •
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია