გაუმართავი ვიდეოზარი და ევროპელების კრიტიკით სავსე მორიგი რეზოლუცია

      დღეს კვლავ მიხელ სააკაშვილის დღე გამოდგა - ის სასამართლოზე ვიდეოზარით უნდა ჩართულიყო, მაგრამ ამის ტექნიკური გამართვა ვერ მოხერხდა, ამიტომ კვლავ მის გარეშე ჩატარდა და გადაიდო სასამართლო განხილვა. სასამართლოს წინ შეკრებილებმა კვლავ არაერთი კომენტარი გააკეთეს და აქციებისკენ მოგვიწოდეს. უფრო მნიშვნელოვანი ამბავი იყო ევროპარლამენტის რეზოლუცია, მერე ევროპარლამენტარების კომენტარები და შემდეგ ქართველი პოლიტიკოსების განხილვები და განხილვების კომენტარები. მოკლედ, მიშას ვრცელი დღე. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6736 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 14 დეკემბერი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, დეკემბერი

      ვიდეოჩართვის პრობლემა და მიშას სამართალი - „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მზად არის სასამართლო პროცესს დისტანციურად დაესწროს. ბაჩო დოლიძე - მიხეილ სააკაშვილი პირადად არის პუტინის მტერი, პირადად არის „ქართული ოცნების“ ტყვე - ეს არის პოლიტიკური ვენდეტა. საქალაქო სასამართლოს ეზოში მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და მხარდამჭერები არიან შეკრებილნი. ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ჩასართავად სასამართლო მზადაა, თუმცა პენიტენციური სამსახურისგან ზუსტი პასუხი არ აქვს. პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვაზე უარი თქვა. ხატია დეკანოიძე - საქართველოში თავისუფალი სასამართლო არ არსებობს, არის ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული ქვეყანა - ივანიშვილი ნელი სიკვდილით, წამებით კლავს სააკაშვილს. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პროცესები დაჩქარდეს, რადგან ყველა დღე მნიშვნელოვანია მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი - ამ ეტაპზე „ვივამედში“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს არ აქვს შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები და ამის გამო ვერ მოხდა მსჯავრდებული სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ჩართვა. პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესის 1 თვით გადადებას ითხოვს. მოსამართლე - მივიღეთ წერილი „ვივამედიდან“, რომ ექიმი არ მიიჩნევს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ტრანსპორტირებას მიზანშეწონილად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ნუგზარ წიკლაური - მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვაზე პენიტენციური სამსახურის უარი ნიშნავს აღიარებას, რომ ხელისუფლებამ დანაშაული ჩაიდინა - სააკაშვილის სახეს მალავენ, რადგან ის იქნება ვერდიქტი „ქართული ოცნებისთვის“. მოსამართლე სააკაშვილის ადვოკატს - დიდ ნაწილში გეთანხმებით, მათ შორის, ვადასთან დაკავშირებით, 1 თვე ნამდვილად არ სჭირდება ამ მტკიცებულებების გაცნობას. პაატა მანჯგალაძე - „ქართულ ოცნებას“ მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენი გამოტანილი აქვს - მოწამლეს ადამიანი, დარიშხანი დაალევინეს და ახლა ღმერთს აბრალებენ მისი ცუდად ყოფნის ამბავს. მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული სხდომა 22 დეკემბრამდე გადაიდო. მოსამართლემ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა, რომლის თანახმადაც დაცვის მხარე სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მისი ყველა გადაადგილების ამსახველ ჩანაწერებს ითხოვს. საქალაქო სასამართლოსთან ხმაურია - მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის ავტომობილი წრეში მოაქციეს. შალვა ხაჭაპურიძე - ეს არის იუსტიციის სამინისტროს სირცხვილი, პატიმარი ვერ ჩართეს ორი კილომეტრიდან - ახლა ცდილობენ, სააკაშვილი მოკლან და კვალი დამალონ. იუსტიციის მინისტრის ადგილზე რომ ვიყო, გადავდგებოდი, ტაქსის მძღოლად მუშაობას გავაგრძელებდი, ქუთაისელია, იტაქსავებდა, იქ საცობები არ არის და კარგად გამოუვიდოდა. ნიკა მელია - მიმაჩნია, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტში გაჩერება-არგაჩერების საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ იმის მიხედვით, სააკაშვილს გამოუტანენ თუ არა სასიკვდილო განაჩენს. შალვა პაპუაშვილი სააკაშვილზე - როცა უნდათ ადვოკატებს და მხარეებს, ეს არის პერსონალური ინფორმაცია და როცა სჭირდებათ, პორცია - პორცია ასაჯაროებენ - ეს არის დეზინფორმაციის კლასიკური მაგალითი. ნონა მამულაშვილი - ჩვენ ვნახეთ ერთხელ, როგორ აჩვენეს მთელ მსოფლიოს, თუ როგორ ათრიეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი - ახლა აპირებენ იგივე გააკეთონ. თაკო ჩარკვიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ქუჩაში დიდი რაოდენობის ხალხის გამოსვლის დროა, პარლამენტარებისა და რიგითი მოქალაქეების ჩათვლით. გიორგი სააკაშვილი - მივმართავ ხელისუფლებას: რა 1 თვეზე გველაპარაკებით, ყველა დღეს აქვს მნიშვნელობა - ადამიანი ფეხზე ვერ დგება და წევს, გაასაჯაროვეთ კადრები და საზოგადოება ნახავს, რა მძიმედ არის მიშა. კელი დეგნანი - მთავრობის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს ის, რომ სააკაშვილი იღებს მისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურებას - პროცესის დამატებით შეფერხება, ვფიქრობ, მხოლოდ ზრდის კითხვის ნიშნებს. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - „შერეკილებში“ არის ასეთი კარგი ფრაზა, „ნუ იციან ამ ბრეგაძეებმა სულელური ლაპარაკი“ - ჩვენ თვითონ ვითხოვთ კადრები მოგვეცით-მეთქი. კობა ნაყოფია - თუ ხელისუფლებას უნდა, რომ სააკაშვილი პროცესზე ჩაერთოს, მე მგონი, მაგის პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ - დღეს გავიხუმრე, თუ საჭიროა ლეპტოპს ვათხოვებ-მეთქი. დავით სააკაშვილი - პირადად ვმუშაობდი მოსამართლეთა სკოლის დირექტორად და მივმართავ სასამართლო ხელისუფლებას: მჯერა თქვენი გონიერების, ნუ ასრულებთ, უხეშად ვიტყვი, პუტინის შეკვეთას - აქ საუბარია ადამიანის სიცოცხლეზე. კახა კალაძე სააკაშვილზე - ეს არის სიმულირება - ჭამოს, დალიოს და წონაში არ დაიკლებს. ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე - ყელში ამოვიდა ამდენი საუბარი - რაის მესამე პრეზიდენტი? პირველი მკვლელი და დიქტატორია. შალვა ხაჭაპურიძე - პენიტენციურმა სამსახურმა მოიტყუა, თითქოს ტექნიკურად ჩართვის ორგანიზება ვერ მოხერხდა - ყველაფერი მზად იყო „ვივამედში“ იმისთვის, რომ სააკაშვილი ჩართულიყო. მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. მიხეილ სააკაშვილი - ვაცნობიერებ ყველა რისკს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ვიშიმშილებ, ვიდრე არ მივიღებ გარანტიებს საკუთარ პროცესზე „ვიდეოლინკით“ მაინც ჩართვის - დაცინვასა და დამცირებასაც საზღვარი აქვს. ნიკა სიმონიშვილი - დღევანდელ ეპოქაში, როგორ ვერ უნდა გამართო ტექნიკურად, ინტერნეტი ვერ უზრუნველყო, ან ლეპტოპი ვერ მიიტანო - მოსამართლე მკაცრი უნდა ყოფილიყო და არ უნდა ჰქონოდა მიდგომა: „უი, ვერ ახერხებ ჩართვას?" - „არა უშავს“. გია ხუხაშვილი - რასაც რატი ბრეგაძე აკეთებს, ამით სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადის - რასაც ისინი აკეთებენ, უკვე სადიზმია. სალომე სამადაშვილი - ივანიშვილმა პირდაპირ მიიღო მითითება ვლადიმერ პუტინისგან, რომ სააკაშვილი უნდა დაიღუპოს ქართულ ციხეში - ესაა სააკაშვილის მკვლელობის მცდელობა. ხათუნა სამნიძე - „ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად დამალა - იუსტიციის მინისტრს არ აქვს საკუთარი ნება, ზნეობა და სინდისი და მზად არის პირდაპირ შეასრულოს ბრძანებები. იუსტიციის მინისტრის მოადგილე - სააკაშვილთან დღემდე, 1500-ზე მეტი მნახველი იყო, რაც ადასტურებს იმას, რომ სისტემა გახსნილია და არაფერია დასამალი - სამინისტრო, როგორც აქამდე, გააგრძელებს მისი უფლებების დაცვას. სანდრო რაქვიაშვილი - 21-ე საუკუნეში თქვა, რომ „ზუმი“ ვერ ჩართე, მინიმუმ უხერხულია - სააკაშვილის შიმშილობამ შესაძლოა, პრობლემებზე მშვიდად მსჯელობის საშუალება დაკარგოს. დავით სერგეენკო სააკაშვილის მიერ შიმშილობის დაწყებაზე - იგივე სცენარი ვეღარ განვითარდება, პირველ ჯერზე რაც შეძლო ორგანიზმმა, მეორე ჯერზე რესურსები ნაკლები იქნება - მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალოს ეს გადაწყვეტილება. სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის კადრებს ავრცელებს. რატი ბრეგაძე - როდესაც რადიკალური ძალები ცდილობენ სახელმწიფოს იმიჯის შელახვას, ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური მიზანი, საზოგადოება იყოს სწორად ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ამ ქვეყანაში არავის აწამებენ. სალომე სამადაშვილი - კადრების გასაჯაროება მიხეილ სააკაშვილის მორალური წამებაა. გიორგი მარგველაშვილი - მიხეილ სააკაშვილისთვის გამოტანილია სასიკვდილო განაჩენი, ვუყურებთ სიკვდილით დასჯის ქრონიკას - ერთადერთი ქვეყანა, სადაც პუტინი და მისი იდეოლოგია იმარჯვებს, არის საქართველო.

      ევროპარლამენტის რეზოლუცია და კომენტარები - ევროპარლამენტში საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების საკითხზე დებატები გაიმართა. ევროპარლამენტმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ შესწორებებს მხარი დაუჭირა. ევროპარლამენტი რეზოლუციაში სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული პრობლემის გადასაწყვეტად მისი „კონსტიტუციური პრეროგატივები“ გამოიყენოს. ევროპარლამენტი რუსი ხალხისა და კომპანიების მიერ, დასავლური სანქციებისთვის გვერდის ასავლელად, საქართველოს სავარაუდო გამოყენების ცნობების გამო, შეშფოთებას გამოთქვამს. ევროპარლამენტი - ვიმეორებთ მოწოდებას, სანქციები დაწესდეს ივანიშვილისა და ყველა იმ პირისთვის, რომელიც პასუხისმგებელია პოლიტიკური პროცესების გაუარესებაზე - რეკომენდაციას ვუწევთ ოლიგარქ ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენების სისტემურ გადაწყვეტას. ევროპარლამენტი რეზოლუციაში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს. სვენ მიქსერი - საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ გადადგეს სერიოზული ნაბიჯები 12 რეკომენდაციის ნაწილის მოსაგვარებლად, თუმცა რეკომენდაციები, რომლებიც პოლიტიკური პოლარიზაციის კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანია, ისევ ილუზიური ჩანს. სვენ მიქსერი - ღრმად ვარ შეშფოთებული რიტორიკის გამო, რომ ევროკავშირს და ჩვენს პარტნიორებს საქართველოს ომში ჩათრევა სურთ - ევროკავშირი არის სამშვიდობო პროექტი და სინამდვილეში, ევროპის არჩევა მშვიდობის არჩევას ნიშნავს. მარკეტა გრეგოროვა - მივმართავ ქართველ პოლიტიკოსებს: გვერდზე გადადეთ განსხვავებები. ვიოლა ფონ კრამონი - ივანიშვილი გასაოცარ დემოკრატიას დაგვპირდა და დატყვევებული სახელმწიფო მოიტანა - სასამართლოს "კლანები" მართავენ, საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია, მთავრობა პუტინის დეზინფორმაციის სახელმძღვანელოთი სარგებლობს და უსირცხვილო ტყუილებს ავრცელებს. სვენ მიქსერი -მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს. დევიდ მაკალისტერი - გთხოვთ, გაათავისუფლეთ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი და მიეცით მას საშუალება, გაიაროს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა. რასა იუკნევიჩიენე - მოვუწოდებ ხელისუფლებას, მათ შორის პრეზიდენტს: გააკეთეთ ყველაფერი, რათა სააკაშვილის სიცოცხლე თქვენს სინდისზე არ იყოს - არ ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილის მიზანი, რომელსაც საქართველო მძევლად ჰყავს აყვანილი, იგივეა, რაც ხალხის, შეასრულეთ რეკომენდაციები თვალთმაქცობის გარეშე. მირიამ ლექსმანი - ერთ ოლიგარქს პოლიტიკურ ლანდშაფტზე კვლავ გადაჭარბებული ზეგავლენა აქვს - გვარამიას მიმართ ბრალდებები უნდა გაუქმდეს, სააკაშვილს კი საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მიეცეს. დავით უსუფაშვილი - სანქციებთან დაკავშირებით პროცესი მიდის სრულიად ლოგიკური გზით, თუ არ მოხდა სერიოზული ცვლილებები, აქამდეც მივალთ - ცუდ მთავრობას მოაქვს ცუდი რეზოლუციები.

      ქართული პასუხები - ირაკლი ზარქუა - ფოტიგების, კუბილიუსების და ასეთების რეზოლუცია ჩემთვის არის ნული, ისინი ფასიანი ლობისტები არიან - ამ ადამიანებისგან ნუ ელოდებით საქართველოს მხარდაჭერას, მათი ამოცანაა „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის მხარდაჭერა. შალვა პაპუაშვილი - ევროპარლამენტში არის პოლიტიკოსთა ჯგუფი, რომლებიც საქართველოს თვითგამოცხადებული მეგობრები არიან - მათი მიზანი არის ბიძინა ივანიშვილის დასჯა. ევროპარლამენტში დებატებზე სააკაშვილთან მიმართებაში აღარავის უხსენებია სიტყვა „პოლიტპატიმარი“, „უკანონო განაჩენი“ - მიხეილ სააკაშვილი სასჯელს კანონიერად იხდის, წერტილი. ფარისევლობის კლასიკური მაგალითია ევროპარლამენტში გამართული დებატების ის ნაწილი, როცა პოლარიზაციის დასრულების სურვილზე საუბრობ და სწორედ შენი გამოსვლით რადიკალიზმს აძლიერებ საქართველოში. დებატებში მონაწილე ზოგიერთი გამომსვლელის სიტყვაში არის ფარისევლობის კლასიკური მაგალითი, როდესაც საუბრობ პოლარიზაციაზე და შენი გამოსვლით საქართველოში აღვივებ რადიკალიზმს. ევროპარლამენტში ვიხილეთ დებატები, რომელიც ევროპისგან დაცლილი იყო. ირაკლი კობახიძე - როცა ვისმენთ არაადეკვატურ გზავნილებს ევროპარლამენტარების მხრიდან, ამას სჭირდება სათანადო პასუხი და ეს პასუხი გასცა კახა კალაძემ. შეიძლება კუბილიუსი, რასა, ფონ კრამონი, ან კიდევ სხვა იყოს ევროპის სახე? ესენი ხომ არ არიან ევროპის სახეები?! - ბიძინა ივანიშვილის დასჯა და ორი კრიმინალის გათავისუფლება მიუღებელია. სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნება“ სანამ არ ჩამოსცილდება ხელისუფლებას, საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს დადასტურდა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე. კახა კალაძე - თუ კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს ვაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ სტატუსის მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით, ეს არაფრისმომცემი სტატუსი თავისთვის დაიტოვონ. კახა ოქრიაშვილი - ევროპაში რომ არ ვართ, ხალხი ცუდად ცხოვრობს და ქვეყნიდან გარბის, კალაძე კი - კარგად, როცა ევროპაში ვიქნებით, პირიქით იქნება! ამიტომ არ უნდათ ევროპა კოლექტიურ კალაძეებს. ანა ნაცვლიშვილი - კალაძეს კონსტიტუცია არ აქვს წაკითხული და ხელის აქნევით ლაპარაკობს იმაზე, რაც კონსტიტუციურადაა გარანტირებული - ამ ადამიანს რა თქმა უნდა, არ სურს ევროკავშირი, ვერ შეძლებდა ყოფილიყო კორუმპირებული მერი.

      სიტყვიანი - შალვა პაპუაშვილი - თუ ვინმეს სიტყვას აქვს მნიშვნელობა, ეს არის „ქართული ოცნების“ ფრაქციის სიტყვა - ახალი ომბუდსმენი ჩვენთვის უნდა იყოს მისაღები.

      კოდექსი - შალვა პაპუაშვილი - ვხედავ სიგნალებს, რომ ოპოზიციაც მზად არის მხარი დაუჭიროს „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს - ვენეციის კომისიის დასკვნაში შეშფოთებაზე ჩანაწერი, ვფიქრობ, ტექნიკური ლაფსუსია.

      ახალი წელი - ორბელიანის მოედანზე „საახალწლო სოფელი“ 23 დეკემბერს გაიხსნება. კახა კალაძე - პიკის საათებში თბილისში 600 ათასზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება - თუ არ მივიღეთ გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობასა და სისწრაფეზე, 5 წელში ქალაქში გადაადგილება შეუძლებელი იქნება. მელიქიშვილის გამზირზე ამოქმედდა სატრანსპორტო დერეფანი, სადაც მგზავრებს 128 ავტობუსი და მიკროავტობუსი ემსახურება.

      ფინანსები და ბანკი - ფინანსთა სამინისტრო - 2023 წელს განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება 2 მილიარდ 30 მილიონ ლარს აჭარბებს. ირაკლი კოვზანაძე ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტის დეფიციტის „მეთვალყურეობისკენ" მოუწოდებს. კობა გვენეტაძე - საქართველოში ინფლაციის თარგეთირების შემოღების შემდეგ საშუალოდ ინფლაცია შემცირდა. ცენტრალური ბანკების მხრიდან მონეტარული პოლიტიკის მკვეთრი გამკაცრების საჭიროება დადგა. ინფლაცია, სხვა თანაბარ პირობებში, მიზნობრივ მაჩვენებელს მომდევნო წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტს 7-წლიანი ნაყოფიერი და საინტერესო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი კოვზანაძე - იმედი მაქვს, მომავალი წლიდან ინფლაციის მაჩვენებელს დაღმავალი ტრენდი ექნება. ინფლაციური წნეხი საერთაშორისო ბაზრებზე ფართო მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდამაც გაამწვავა.

საზღვარგარეთულები:

      კიევში, შევჩენკოვსკის რაიონში, აფეთქებები იყო. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევში ირანული წარმოების 13 დრონი ჩამოაგდეს. ოლაფ შოლცი - ევროკავშირი ერთიანია უკრაინის მხარდაჭერაში. კრემლში აცხადებენ, რომ ოფიციალურ მოსკოვს უკრაინაში „საშობაო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ რაიმე შეთავაზება არ მიუღია.

      პაპმა ფრანცისკემ ხალხს მოუწოდა, საშობაო დღესასწაულებსა და საჩუქრებზე წელს ნაკლები დახარჯონ, დაზოგილი თანხა კი „უკრაინის ტანჯულ ხალხს“ გაუგზავნონ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 45

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, დეკემბერი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

The franchise's inception for the use of both the FC 24

გამოაქვეყნა Ludwighench_მ.
თარიღი: ივლისი 27, 2024.
საათი: 5:23am 0 კომენტარი

There is always going to be excitement over playing with one of the highest-rated players in FC 24 Coins. Sports fans and gamers alike can unite in being giddy about somebody that has statistics that puts them in a league above the others.

While OVR might tell a general story, it's actually what composes OVRs that make the big difference. A high OVR defender might have a bad tackle rating or a low OVR center might have otherworldly…

გაგრძელება

Diablo 4's Season 5 Poised for Major Updates: MMoexp

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივლისი 27, 2024.
საათი: 4:25am 0 კომენტარი

Diablo 4 gold players can look forward to an exciting period ahead, as Blizzard has announced a series of significant updates and the highly anticipated Season 5. The development team has been actively addressing player feedback and working to continuously enhance the Diablo 4 experience.
The forthcoming mid-season patch will introduce several noteworthy changes. One key update is an overhaul of the loot respawn system.…
გაგრძელება

Pennsylvania Qualifications

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივლისი 25, 2024.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







Pennsylvania Qualifications Checks are completed to investigate the background of the candidates who apply for work in various private and non-private worries. These background checks are done to validate If your applicant has the needed qualification for their Careers and likewise whether they are reliable, honest and don't have any prison fees against them. Pennsylvania Qualifications Checks generally validate the personal identification record, instructional…

გაგრძელება

How To eliminate Ants in Seattle

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივლისი 24, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







You’re hectic at perform, at your home, and also you definitely do not need time to determine how to get rid of ants in the Seattle residence yourself. You could possibly even be tempted to ignore the challenge with the hopes that it's going to all just magically disappear By itself. Ants won’t just disappear, but we’re in this article to aid.



We have been here to supply assurance and help you just take again your home which means you, Your loved ones, and your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters