დამცველის არ არსებობა, ანაკლიის გაჭიანურებული პორტი და პასუხისმგებლობა ჯანმრთელობაზე

      სააკაშვილის ამბებს ცოტა ომბუდსმენიც წამოეწია. ცხადია, ჯერ ისევ მიშა ლიდერობს მეინსტრიმში, მაგრამ ანაკლია, ომბუდსმენი და ევროპის ღია-დახურული კარიც აქტუალური თემა იყო დღეს. საქმე ისაა, რომ კანდიდატზე კიდევ ვერ თანხმდებიან და ისიც არ იციან ოდესმე თუ შეთანხმდებიან, ანაკლიის აშენებას კი სახელმწიფო გეგმავს. რაც შეეხება მესამე პრეზიდენტს, მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას უკვე ევროპარლამენტარებიც „გვაკისრებენ“. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6766 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 13 დეკემბერი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, დეკემბერი

      წამლები რეცეპტით - მაია ბუწაშვილი - ელექტრონული რეცეპტების სისტემა გვაქვს, მაგრამ ეს უნდა მუშაობდეს, ურეცეპტოდ ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი მედიკამენტის ყიდვა აფთიაქში და ამაზე კონტროლი თვითონ ჯანდაცვის მუშაკების მიერ უნდა იყოს.

      ევროკავშირის საბჭო - უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია - მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძელოს რეფორმების გზა და პრიორიტეტების სრულიად შესრულება.

      ომბუდსმენის ვაკანსია - „ქართული ოცნება“ ოპოზიციის წარმომადგენლებს სახალხო დამცველის საკითხზე უმრავლესობის მიერ შეჯერებულ პოზიციას დღეს გააცნობს. ანრი ოხანაშვილი - ჩვენ გვსურს ავირჩიოთ ომბუდსმენი, რომელიც ორიენტირებული იქნება მოქალაქეების ინტერესების დაცვაზე და არ იქნება მიკერძოებული - თუ ოპონენტები ამ კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ, ჩვენ შევთანხმდებით. გია ვოლსკი - იმედი მაქვს, ოპოზიცია უკან დაიხევს, ფაქტობრივად, ულტიმატუმიდან, რაც თავიდან ჰქონდათ, რომ ომბუდსმენი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასახელებული კანდიდატებიდან ავირჩიოთ. ირაკლი კობახიძე - კვირის ბოლომდე უნდა ვიცოდეთ, არის თუ არა შესაძლებელი სახალხო დამცველობის კანდიდატზე კონსენსუსის მიღწევა. ხატია დეკანოიძე - „ქართული ოცნების“ ფავორიტი კანდიდატი ვერ დავინახე - შევთანხმდით, რომ კონსულტაციების კარს არ ჩავკეტავდით. ანა ბუჩუკური ომბუდსმენობის კანდიდატებზე - ჩვენ არ მოგვისმენია „ქართული ოცნების“ პოზიცია, თუ რა სახის კომპრომისისთვის არის მზად, როგორც უმრავლესობის და ყველაზე მეტი ხმის მქონე პარლამენტში. მამუკა მდინარაძე სახალხო დამცველის არჩევაზე - არსებობს კომპრომისისა და კონსენსუსის რეალური შანსი. ხათუნა სამნიძე - სახალხო დამცველზე შეთანხმება შეუძლებელი არ არის, პროცესის ჩავარდნა გამორიცხული არ არის - გამოსავალი, გარდა შეთანხმებისა, არ არსებობს. ლევან იოსელიანი - ვაგრძელებთ მცდელობას, რომ სახალხო დამცველის საკითხზე შევთანხმდეთ, თუმცა არც ის არის გამორიცხული, ყველაფერი შეთანხმების გარეშე დასრულდეს. ანა ნაცვლიშვილი - ამ ეტაპზე სახალხო დამცველობის კანდიდატთან დაკავშირებით შეთანხმება არ არის, ერთადერთი რაზეც შევთანხმდით არის ის, რომ კიდევ გვექნება შეხვედრა. მიხეილ სარჯველაძე სახალხო დამცველის არჩევაზე - ბუნდოვანი კონტურები შეიძლება იკვეთებოდეს.

      მესამე პრეზიდენტის კეთილდღეობა - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - სააკაშვილის ჯანმრთელობისა და ადამიანური უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა. ადვოკატი - მოსამართლემ განკარგულება გასცა, მიხეილ სააკაშვილი პროცესს დისტანციურ რეჟიმში ჩაერთოს. იაგო ხვიჩია - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რომ სააკაშვილის ციხეში ყოფნის ფაქტით ინტერესდება, უკვე ნიშნავს, რომ რაღაცას სწორად არ ვაკეთებთ, ეს თავის თავში კრიტიკის ელემენტსაც მოიცავს. მარიამ ჯიშკარიანი - მიხეილ სააკაშვილი იღებდა პრეპარატებს, რაც მის ჯანმრთელობას ამძიმებდა - გარკვეულ შემთხვევაში დიაგნოსტიკა ბნელ ოთახში მიმდინარეობდა. ელენე ხოშტარია - „ქართულმა ოცნებამ“ ჩიხამდე მიიყვანა ჩვენი ევროპული პერსპექტივა - უნდა მოვახდინოთ ზეწოლა, გავაგებინოთ ჩვენი ხმა, რომ არ ვართ ის საზოგადოება, რომელიც ციხეში ადამიანს კლავს. პაატა მანჯგალაძე - მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს სპეცოპერაცია, რომ უტყვიოდ, ნელ-ნელა მოხდეს მისი პოლიტიკური სივრციდან გაყვანა. რომან გოცირიძე - მიხეილ სააკაშვილს რომ რაიმე მოუვიდეს, ერთადერთი ვინც გაასწრებს, არის ადამიანი, რომელსაც ვერტმფრენი აქვს - ივანიშვილი ჩაჯდება ვერტმფრენში და გაფრინდება ცხინვალში. შალვა ხაჭაპურიძე - მედიკამენტები, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს მკურნალობენ თვითმკვლელობისკენ მიდრეკილებას იწვევს - ხვალინდელ სასამართლოზე ექსპერტები დიაგნოზებს გაასაჯაროებენ. ირაკლი კობახიძე სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე - სახელმწიფოს არა მხოლოდ გაცნობიერებული აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა, არამედ ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად მოქმედებს - არავითარი საფუძველი ასეთი შეხსენებისა, არ არსებობს. ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს - 400 დღეა ერთი კაცის სიკვდილზე საუბრობთ, გაანებეთ ამ კაცს თავი - თქვენი პარტია და სიკვდილი საუკეთესო მეგობრები ხართ. დავით სერგეენკო - ის, რაც ახლა სააკაშვილის მიმართ ხდება, არის პაციენტის ინტერესების და გამოსავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები - კატასტროფულად, ცალსახად არ შეიძლება პოლიტიკოსები ერეოდნენ კლინიკურ მართვაში. ხატია დეკანოიძე - მიხეილ სააკაშვილის სიმპტომები ესადაგება მოწამვლას - მოსამართლის სწორ პოზიციას აქვს დიდი მნიშვნელობა ჰუმანიტარული კრიზისის და ქვეყანაში პოლიტიკური გახლეჩის თავიდან ასაცილებლად. შალვა ხაჭაპურიძე - სააკაშვილი ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში დამხვდა და გონზე მოსაყვანად გარკვეული პერიოდი დამჭირდა. შალვა ხაჭაპურიძე - სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში საინტერესო ტერმინია, რომელიც ამდენ ხანს არასდროს ყოფილა სააკაშვილის საქმეში ნახსენები. სალომე სამადაშვილი - მიხეილ სააკაშვილი არის მძიმედ დასნეულებული ადამიანი - ერთი შეკითხვა მაქვს, თუ ამ ადამიანს დასაღუპად იმეტებს ივანიშვილი, მაშინ ნელი წამებით კლავს თუ რას აკეთებენ? ნიკა მელია ვიქტორ ჯაფარიძეზე - ერთი უბედურებაა, რომ ღირსეული მტერიც სანატრელია - მეორე უბედურება კი ისაა, რომ ღირსეული პასუხისგამცემი არ გყავს ოპოზიციას ადგილზე. დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემას შემდეგი რეპლიკით გამოეხმაურა: „მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდევ“. შალვა პაპუაშვილი - პირდაპირი დაცინვაა, როცა სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი, ტანჯვა-წამებას გამოვლილი ოჯახები უყურებენ, რამდენად ფართოა კამპანია, რომელიც ემსახურება მიხეილ სააკაშვილის დახსნას კანონიერი სასჯელისგან. პეტრას აუსტრევიჩუსი - ჩვენი გზავნილი ძალიან მკაფიოა: საქართველოს ხელმძღვანელობამ ჰუმანურობა უნდა აჩვენოს - თუ მიხეილ სააკაშვილს რაიმე დაემართება, დამიჯერეთ, ბევრი კარი დაიხურება. ანა ფოტიგა - მიხეილ სააკაშვილის ციხეში შესაძლო დაღუპვა მხოლოდ პუტინს არგებს - საზიანო იქნება მთლიანად ქვეყნისთვის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. რაფაელ გლუქსმანი - მიხეილ სააკაშვილს რამე რომ დაემართოს ციხეში, ამაზე ხელისუფლების წარმომადგენლები იქნებიან პასუხისმგებლები - ასეთ შემთხვევაში, დაივიწყეთ ყველაფერი, დაივიწყეთ, რაც ევროპიდან შეიძლება მიიღოთ. პაატა ზაქარეიშვილი - ევროპარლამენტარების განცხადებებზე „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებაა: „აი დარდი“ - მათ არ უნდათ ევროკავშირი და არც ევროკავშირს სჭირდება „ახალი უნგრეთი“. ხათუნა სამნიძე - ეჭვი არ მეპარება, სააკაშვილის მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ „ქართული ოცნება“ ვერ ბედავს და ზუსტ ინფორმაციას ვერ აწვდის საზოგადოებას. იუსტიციის მინისტრი სააკაშვილზე - ვაკვირდებით პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს თვითდაზიანებას, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც შეიძლება მეტად გართულდეს, რის სანაცვლოდაც უნდა იქნას მოპოვებული თავისუფლება. ვერ ვხედავთ სრულფასოვან მკურნალობას და გარკვეულ სიმულაციებს აქვს ადგილი - თუ არ შეწყდება სიმულაციური ქმედებები, რაც მიზნად ისახავს სასამართლოზე ზეწოლას, იძულებულები გავხდებით, გავასაჯაროოთ გარკვეული კადრები. შოთა თუთბერიძე - არ მგონია, რომ სააკაშვილის ამბავს წყვეტენ ისინი, ვისაც ფორმალურად ევალებათ - ეს წყდება ღრმა პოლიტიკურ კულუარებში, „საქართველოს დირექტორის“ ჩარევით. ნიკა მელია იუსტიციის მინისტრის განცხადებაზე - იციან, რომ ხვალ მიხეილ სააკაშვილის ხილვა, მათ ნარატივსა და სიცრუეს დააყენებს ყირაზე.

      არჩევნები - ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა. ირაკლი კობახიძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ თავმჯდომარეობის ერთმანეთზე უინტელექტო და ბნელი კანდიდატები ჰყავს, რაც კარგია - საზოგადოება ამას დაინახავს და არჩევანს გააკეთებს ამ სრულ სიბნელესა და სინათლეს შორის.

      სავალდებულო ჯარი - იაგო ხვიჩია - გვინდა ვისაუბროთ ეკლესიასთან, ჩვენ საქმიანობაში რა არის ანტიქრისტიანული, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მონების გათავისუფლება ყველაზე ქრისტიანული საქმეა. ვლადიმერ ჩაჩიბაია - თავდაცვის ახალი კოდექსი საქართველოს ძლიერი თავდაცვის განვითარების ქვაკუთხედია. თეონა აქუბარდია - აუცილებელია პოლიტიკოსებმა მაგალითი მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს და გავუშვათ ჩვენი შვილები, ჩვენი ოჯახის წევრები ჯარში. ალექსანდრე რაქვიაშვილი - ვიღაცას ილუზიები აქვს, რომ ჯარში ძალით წაყვანილი ადამიანი თავდაცვისუნარიანობას ზრდის - როცა ადამიანს მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულებენ სადღაც წაიყვანონ, ამას მონობა ჰქვია.

      ანაკლიის მშენებლობა - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ - ანაკლიის პროექტის შესახებ მთავრობის გეგმას წარმატება არ უწერია - არც ერთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი არ გასცემს სესხს მსგავს პროექტში, თუ მას უმრავლესობით სახელმწიფო აკონტროლებს - ეს აბსურდია. კახა ქემოკლიძე - ღარიბაშვილის განცხადება ანაკლიის პორტზე პოპულისტურ-დემაგოგიურია - სახელმწიფოს სხვა არბიტრაჟული დავები არ აქვს? - „ნამახვანჰესის“ ინვესტიცია ქარს გაატანეს. არჩილ თალაკვაძე - პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადაწყვეტილება ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით სტრატეგიული გადაწყვეტილებაა. რომან გოცირიძე - რა ანაკლიის ამშენებლები ხართ, არცერთი სერიოზული ინვესტორი არ მიიღებს ტენდერში მონაწილეობას, როდესაც საკონტროლო პაკეტი აქვს მთავრობას. დავით სონღულაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტს ექნება იმის პოტენციალი, დაინტერესებული ქვეყნებისთვის მიზიდულობის ცენტრი, ფართომასშტაბიანი რეგიონული თუ გლობალური პროექტების ნაწილი გახდეს.

      მიხეილ სარჯველაძე - იმ მშვიდობის გაქილიკებას ცდილობენ, რომელიც ხელისუფლების დიდი მეცადინეობით სუფევს და ამას არქმევენ „ცარიელ მშვიდობას“ - ცარიელია თუ სავსე, ეს არ ის მშვიდობა, რაც მეტად სჭირდება საქართველოს. ირაკლი ზარქუა - დღეს რომ აქ არ გვაქვს ბუჩა და არ იბომბება თბილისი, ე.ი ამისთვის უნდა გვრცხვენოდეს და ბოდიში მოვიხადოთ - ამას გვეუბნება პოლიტიკური ძალა, რომელმაც 2008 წელს ჩვენი ბიჭები ბრძოლის ველზე მიატოვა.

      იანვარ-ნოემბერში, საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 17 023.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 32.2 პროცენტით მეტია.

საზღვარგარეთულები:

      „დიდი შვიდეული“ – პრეზიდენტ პუტინს, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, პასუხს ვაგებინებთ - რუსეთის აგრესიული ომი უნდა დასრულდეს. უკრაინელებმა ოკუპირებულ მელიტოპოლში სტრატეგიულ ხიდს დაარტყეს. ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი - გერმანიამ უკრაინაში 24 ერთეული „ჰაუბიცა“ გაგზავნა და „გეპარდების“ მიწოდებას გეგმავს. ჯო ბაიდენი - აშშ უკრაინაში ჯარისკაცებს არ გააგზავნის. ნიდერლანდები მზადაა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საქმის განსახილველად ტრიბუნალი შექმნას. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი - უკრაინელებმა მოწინააღმდეგის თავდასხმები 16 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს. აშშ-მ უკრაინას ელექტრო მოწყობილობების პირველი პარტია გაუგზავნა. მედია - რუსეთის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, ემანუელ მაკრონის კომენტარის გამო, ევროპის ქვეყნებმა უკმაყოფილება ოფიციალურად გამოხატეს. ანალენა ბერბოკი - გერმანია ზამთარში უკრაინის დასახმარებლად დამატებით 50 მილიონ ევროს დაამტკიცებს - უფლებას არ მივცემთ ვლადიმერ პუტინს, უკრაინელი ხალხი გატეხოს. უკრაინის გენშტაბი - მელიტოპოლში რუსეთის 58-ე არმიის ხელმძღვანელობა განადგურებულია. ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისთვის გენერატორები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჯავშანი. უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარების გადაცემაზე ევროკავშირის ყველა ქვეყანა შეთანხმდა. უკრაინაში კიდევ 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. იტალიის სენატმა 2023 წლის განმავლობაში უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემას მხარი დაუჭირა.

      ევროკავშირის ქვეყნები ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე შეთანხმდნენ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 45

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, დეკემბერი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

The franchise's inception for the use of both the FC 24

გამოაქვეყნა Ludwighench_მ.
თარიღი: ივლისი 27, 2024.
საათი: 5:23am 0 კომენტარი

There is always going to be excitement over playing with one of the highest-rated players in FC 24 Coins. Sports fans and gamers alike can unite in being giddy about somebody that has statistics that puts them in a league above the others.

While OVR might tell a general story, it's actually what composes OVRs that make the big difference. A high OVR defender might have a bad tackle rating or a low OVR center might have otherworldly…

გაგრძელება

Diablo 4's Season 5 Poised for Major Updates: MMoexp

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივლისი 27, 2024.
საათი: 4:25am 0 კომენტარი

Diablo 4 gold players can look forward to an exciting period ahead, as Blizzard has announced a series of significant updates and the highly anticipated Season 5. The development team has been actively addressing player feedback and working to continuously enhance the Diablo 4 experience.
The forthcoming mid-season patch will introduce several noteworthy changes. One key update is an overhaul of the loot respawn system.…
გაგრძელება

Pennsylvania Qualifications

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივლისი 25, 2024.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







Pennsylvania Qualifications Checks are completed to investigate the background of the candidates who apply for work in various private and non-private worries. These background checks are done to validate If your applicant has the needed qualification for their Careers and likewise whether they are reliable, honest and don't have any prison fees against them. Pennsylvania Qualifications Checks generally validate the personal identification record, instructional…

გაგრძელება

How To eliminate Ants in Seattle

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივლისი 24, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







You’re hectic at perform, at your home, and also you definitely do not need time to determine how to get rid of ants in the Seattle residence yourself. You could possibly even be tempted to ignore the challenge with the hopes that it's going to all just magically disappear By itself. Ants won’t just disappear, but we’re in this article to aid.



We have been here to supply assurance and help you just take again your home which means you, Your loved ones, and your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters