განწყობაზე თბილისის მერია უკვე ზრუნავს და დღის ბოლოს, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ხალხიც იყო შეკრებილი საზეიმო კონცერტზე, ხოლო გუშინდელი აქციის დროს დატოვებული ფოტოები, გადაიტანეს გმირთა მოედანზე. სხვა მთავარი ამბავი პრეზიდენტ სააკაშვილზეა და მის ჯანმრთელობაზე, მის გარშემო მბრუნავ ოპოზიციაზე და აქციებზე. პარალელურად ქვეყნის ადგილი და მტრის ვინაობა გახდა დასაკონკრეტებლად რთული და საკომენტარო ამბავი. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6802 ლარია.
ჯანმრთელობა მიშას - ანრი ოხანაშვილი - ეს საკითხი საერთოდ აღარ არის ჩვენთვის აქტუალური, პატიმარ სააკაშვილის შესახებ კომენტარების გაკეთება შევწყვიტეთ. პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ ლიდერებმა „ტაიმაუტი“ აიღეს სააკაშვილის ლანძღვაზე, თითქოს არ ერევიან პროცესში, თუმცა მოსამართლეც ივანიშვილია, პროკურორიც ივანიშვილია, კანონმდებელიც და აღმასრულებელიც. ანა ნაცვლიშვილი - იუსტიციის მინისტრი, დეპუტატები, პარტიის თავმჯდომარე ვერ აიცილებენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, თუ სააკაშვილთან დაკავშირებით მძიმე შედეგები დადგება. გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს, ხალხმა დაინახოს - თანადგომა მინდა, ჩემი შვილის მხარდაჭერა, სახელმწიფო ხომ მან ააშენა?! საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები, სხვა პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები იმყოფებოდნენ. გიორგი ვაშაძე - ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად არ შემიშვეს, მის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებს - ამ ადამიანს ფიზიკურად მალავენ. ზურა ჯაფარიძე - ერთადერთი, რამაც შეიძლება ივანიშვილს უკან დაახევინოს, ანგარიშგასაწევი ძალაა ოპოზიციურ ფლანგზე - ეს ძალა ჯერ არ არსებობს, შესაქმნელია. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიხეილ სააკაშვილის გარეშე მიმდინარეობდა. ადვოკატები სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვას ითხოვდნენ. გიგი უგულავა - დღეს იქნება, თუ ხვალ, ხელისუფლება იძულებული იქნება მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გაუშვას. კელი დეგნანი - ბატონი სააკაშვილის ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი მთავრობაა. ნიკა მელია - მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დროში გაწელვა მიუღებელია - არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ საკითხის განხილვა ერთი თვე გაგრძელდეს. რომან გოცირიძე - ნებისმიერი გადადება ნიშნავს დაგვიანებას იმიტომ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არის უკვე იმ ზღვრამდე მისული, რომ თითოეულ დღეს მნიშვნელობა აქვს. დავით ბაქრაძე - თუ მეორედ ჩავვარდებით იგივე უფსკრულში და ჩამოვყალიბდებით, როგორც საზოგადოება, სადაც პრეზიდენტებს კლავენ, ან მკვლელობამდე მიჰყავთ, ქვეყანას ცივილიზებული მომავალი არ ექნება. შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე ადვოკატებს სასამართლოში მასალების 21 ტომი აქვთ წარდგენილი, საქმეზე ჩვენებას კი 30 მოწმე მისცემს. ლევან ხაბეიშვილი - მიხეილ სააკაშვილს უნდა რომ სასამართლო პროცესს დაესწროს, მაგრამ ხელისუფლებას მისი ვიზუალურად გამოჩენისაც კი ეშინია. ეკა ხერხეულიძე - სააკაშვილს სასამართლოს გადადებაზე რეაქცია არ ჰქონია, რადგან მას საამისოდ ძალა არ ჰყოფნის. მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 14 დეკემბრამდე გადაიდო. სალომე სამადაშვილი - მომავალ კვირას ევროპარლამენტი რეზოლუციას მიიღებს, სადაც საუბარი მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის საჭიროებაზეც იქნება. ნიკა მელია - სასამართლოს უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ყველამ უნდა გადავწყვიტოთ, ვეგუებით რეალობას თუ არა. გიული ალასანია - ჩემი შვილი ისე მძიმე მდგომარეობაშია, ყოველ წუთს შეიძლება უბედურება დატრიალდეს. ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი - დღეს სააკაშვილის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია და ეს ბეწვი ევროპაზე გადის - მომდევნო კვირას ვაპირებთ მობილიზებას სტრასბურგის პარლამენტში, რათა მის ევროპულ ჰოსპიტალში გადაყვანას მივაღწიოთ. პაატა მანჯგალაძე - ღარიბაშვილზე ან კობახიძეზე რომ გავიგო, ძალიან ცუდადაა, იმავეს გავაკეთებდი - არ ვამბობ, რომ სააკაშვილი კურორტზე გავუშვათ, მაგრამ პრეზიდენტი არ უნდა მოვკლათ. შალვა ხაჭაპურიძე - მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იყვნენ მოსული და მოვისმინე, რომ „ვერ გაძლებს ეს ადამიანი“, მაშინ გამოვიდნენ 200 ათასი, მივიდნენ სალომე ზურაბიშვილთან და აქეთ შეეხვეწება, იქვე მოუწერს ხელს. ანა დოლიძე - დილა იწყება სააკაშვილით და მთავრდება სააკაშვილით, ვის ინტერესშია? - „ქართული ოცნების“ - ამ საქმეს მაქსიმალურად გაწელავენ სხვა ყველა პოლიტიკური საკითხი რომ ჩაკვდეს.
ანთებული ნაძვის ხე - თავისუფლების მოედანზე სამოქალაქო აქტივისტებმა ბანერი „თბილისი სოლიდარობის ქალაქი“ „საქართველო გმირების. თბილისის მერია - უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მეომართა ფოტოსურათები დროებით გადატანილია გმირთა მოედანზე - რუსთაველის გამზირი უნდა იყოს ადგილი, სადაც ადამიანები ახალ წელს ბედნიერებას და სიხარულს დაიბედებენ.
დამცველი - კელი დეგნანი - ვინც არ უნდა იყოს მომავალი სახალხო დამცველი, უნდა იყოს კვალიფიციური, დამოუკიდებელი და გაბედული. გიორგი ბურჯანაძე - მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ლომჯარიას არჩევის დადგენილებას, ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, როცა მას ირჩევდნენ, ყველა დარწმუნებული იყო, რომ დამოუკიდებელ, პროფესიონალ თანამდებობის პირს ირჩევდნენ - ამაყი ვარ, რომ მისი მოადგილე ვიყავი.
ადგილი და მტერი - მიხეილ დაუშვილი - მეგობრებს, რომლებიც ჩვენ ტერიტორიული მთლიანობას და სუვერენიტეტს მხარს უჭერენ, თავს ესხმიან, მტერს და ოკუპანტს არ უწოდებენ მტერს და ოკუპანტს, საით მიდის ეს ყველაფერი, ხელისუფლებას უნდა ვკითხოთ. კელი დეგნანი - როცა ქართველი ხალხი გენიალურ ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს უკრაინას, რომელიც იბრძვის საკუთარი იდენტობისთვის, ჩვენ გარკვევით ვიცით, რომელ მხარეს დგას ქართველი ხალხი. ქართველები ღრმად გრძნობენ ბრძოლას, რომელსაც უკრაინელები აწარმოებენ საკუთარი სამშობლოს დასაცავად - ალბათ, ამიტომ უჩნდებათ სურვილი, გააკეთონ რაც შეუძლიათ. გიორგი ბადრიძე - ნაცვლად იმისა, რომ მმართველმა გუნდმა ისტორიული შანსი გამოიყენოს, ერთი კაცის მოჯამაგირეობას ვერ გაცდა - ხელისუფლება, რომელიც თავს პროდასავლურ ძალად ასაღებდა, ჩამოყალიბდა რუსული ინტერესების გამტარად. ალეკო ელისაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - ორასი წელია რუსეთი მოსისხლე მტერია, რომელიც ორგანულად დაინტერესებულია, ქართველი ერი არ ვარსებობდეთ, ამაზე როგორ შეიძლება ენა დაგებას და მკაფიო პასუხი არ გქონდეს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე - უცხოელი შემსრულებლების მსგავსი დონის ჯგუფები, ვისთანაც ახლა მოლაპარაკება მიმდინარეობს, საქართველოში არ ყოფილა.
ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის 20 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტი დაამტკიცა.
პრემიერნიუსი - ირაკლი ღარიბაშვილი - კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კვლავ ლიდერია - არაერთ ევროპულ და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოსაც უსწრებს. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობა უკრაინაში გენერატორებს გაგზავნის.
კვლევა - კვლევის მიხედვით, საქართველოში აუნაზღაურებელ საოჯახო შრომას ქალები 5-ჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები - ბავშვის აღზრდაში დედების 80%, ხოლო მამების 38.6%-ია ჩართული. საქართველოს მოსახლეობა დღე-ღამეში საშუალოდ 11.7 საათს საკუთარ თავზე ზრუნვასა და მოვლაზე ხარჯავს.
გადმორიცხვები - საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის III კვარტალში 745.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
საზღვარგარეთულები:
გენშტაბი - უკრაინელებმა ზაპოროჟიეში 240 ოკუპანტი, საბრძოლო მასალის 3 საცავი და 20-მდე ერთეული სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს. ვლადიმერ პუტინი - დასავლეთი უკრაინელ ხალხს რუსეთის წინააღმდეგ საზარბაზნე ხორცად იყენებს. რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვლადიმერ პუტინთან საუბარს გეგმავს. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი - რუსეთში 13 000 უკრაინელი ბავშვია დეპორტირებული. ბრიტანეთმა რუსეთის ძალოვანი და სამხედრო სტრუქტურების 5 თანამშრომელს სანქციები დაუწესა. ვოლოდიმირ ზელენსკი - ოკუპანტებმა ფაქტობრივად გაანადგურეს ბახმუტი.
აშშ-მა სანქციები დაუწესა კომპანიებს, რომლებიც ნავთობის ემბარგოს გვერდის ავლით ვაჭრობაში იყვნენ ჩართულები.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Bonnie Simonetti_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
When autocomplete results are available use up and down arrows to review and enter to select. Touch device users, explore by touch or with swipe gestures. Easy Keto bread recipes including rolls, buns, scrolls, loaves, flatbread, tortillas, wraps and pretzels. All recipes are gluten-free, grain-free and low carb! This Keto Brazilian Cheese Bread (pão de queijo) recipe is the perfect side for your homemade churrasco for dinner, or even enjoyed as a delicious low-carb snack! This gluten free,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm
0 კომენტარი
1 Like
სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.
(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)
ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…
გამოაქვეყნა Melodee Duncombe_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 4:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
It's got an identical unconventional contoured shape as being the Derila, Derila Customer Reviews Neck Support and I discovered it kept my neck and again aligned incredibly nicely all night. I woke up experience fairly contemporary and without the aches and pains that I usually Get Derila Official from sleeping in a very weak position. We are pleased to inform you that after meticulously reviewing your situation, We've productively dealt with it as of August 7, 2023. If you…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია