როგორც ჩანს მთელი კვირა მიხეილ სააკაშვილს დაეთმობა. მისი ჯანმრთლობა კრიტიკულად მძიმეაო ამბობენ ერთნი, მეორენი კი არ უჯერებენ და ასე დაუსრულებლად. მეინსტრიმი სწორედ პრეზიდენტის უჭმელობას დაეთმო. ასევე უკრაინაში მებრძოლ ქართველებს და ჩვენს ევროპულ-რუსულ გზაგასაყარს. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6902 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 7 დეკემბერი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, დეკემბერი

      ვირუსების ზამთარი - ივანე ჩხაიძე - ხშირად გამოიყენება ტერმინი ტრიპლდემია, რაც სამი ვირუსის ერთდროულად ცირკულირებას ნიშნავს - სამივე ვირუსის შემთხვევაში ყველაზე სერიოზული და ხშირი გართულება არის ფილტვების ანთება. თამარ გაბუნია - ვირუსული ინფექციების გავრცელება მცირდება. სეზონური ვირუსები, უმეტეს შემთხვევაში, უნდა იმართოს ბინაზე, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ - თუ მაღალი ტემპერატურა გაგრძელდა 7 დღეს, უკვე საყურადღებოა.

      არჩევნები და ცესკო - ბექა ლილუაშვილი - ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის შეფასების დოკუმენტში მკაფიოდაა აღნიშნული, რომ მცირე წინ გადადგმული ნაბიჯების მიღმა, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების დიდი ნაწილი შემფასებელთა შეშფოთებას იწვევს. ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი - დემოკრატია რომ რელიგია იყოს, ალბათ, ცესკო ტაძარი იქნებოდა - უნდა გავაფერადოთ არჩევნები, ქალბატონი ვდგავარ თქვენ წინაშე და ველი ტექნიკურ გადაწყვეტილებას. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - იმედი გვაქვს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურაზე კონსენსუსი იქნება.

      დასუსტებული პრეზიდნტი - ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების საკითხზე მსჯელობისთვის სასამართლოს რამდენიმე სხდომა დასჭირდება. რომან გოცირიძე - ყველა სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად - თუ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება არ მოხდება, პარტიამ ყველა გზა უნდა გამოიყენოს, მათ შორის აქციები. პაატა მანჯგალაძე - ერთგვარი სპეცოპერაცია მიმდინარეობს, თუ როგორ გაანეიტრალონ სააკაშვილი პოლიტიკურად - ვისთვისაც ძვირფასია ადამიანის სიცოცხლე, უნდა გამოვიდეს 9 დეკემბერს. კლინიკა „ვივამედში“ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი იმყოფება, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს სისხლის ნიმუში კიდევ ერთხელ უნდა აუღოს. გიორგი ვაშაძე - მიხეილ სააკაშვილის შემთხვევა ცუდად რომ დამთავრდეს, ჩათვალეთ, ევროკავშირის კარებიც იხურება - პრეზიდენტს თუ ციხეში კლავ, ევროპაში რა გინდა?! „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი - იცით, რომ სააკაშვილი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა, შემოსვლისთანავე გვაქვს მასთან კვებაზე საუბარი - ზონდით კვება ხდება პაციენტთან შეთანხმებით და არა იძულებითი წესით. მიხეილ სააკაშვილი არასრულფასოვნად იკვებება, აქ საუბარი არ არის შიმშილობაზე. გიორგი მუმლაძე - რუსულ რეჟიმს უნდა ესმოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში ვერ იცხოვრებს მშვიდად, თუ პრეზიდენტი მოგვიკლა - პარტიას ვთავაზობთ ქუჩის პროტესტს. ბაჩო დოლიძე - უნდა გავაჟღეროთ ის პოზიცია, რისთვის ვართ მზად და რა გვაქვს გასაკეთებელი, სააკაშვილთან დაკავშირებით, მოსამართლის მიერ უსამართლო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. ანა წითლიძის განცხადებით, თუ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების თაობაზე სასამართლო უარყოფით გადაწყვეტილებას მიიღებს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველა ბერკეტის გამოყენებას, მათ შორის აქციების გამართვას განიხილავენ. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება ყველა ადამიანს აქვს - სახელმწიფო ვალდებულია ყველა პატიმარს აღმოუჩინოს შესაბამისი დახმარება. გიორგი ვაშაძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში მონახულებაზე უარი უთხრა. ეკა ხერხეულიძე - მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცდილობს მცირე ულუფები მიიღოს, რომ გადარჩეს, მისი არჩევანი სიკვდილი არ არის - ზონდით კვება ვერ მოხდება პაციენტის ნების წინააღმდეგ, ეს არის მისი უფლებების დარღვევა. სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნება“ ვერანაირი პროპაგანდით ვერ აარიდებს თავს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც დაეკისრება იმ ხალხს, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ალუდა ღუდუშაური - სააკაშვილი თვითონ არის პასუხისმგებელი საკუთარ ჯანმრთელობაზე, მას ყველა უფლება აქვს რეალიზებული - ვხედავთ ხელოვნურ აჟიოტაჟს. გამომძიებელი - სააკაშვილმა უარი განაცხადა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე, რადგან, მისივე განმარტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ სურდა ნიმუშის აღება - მომდევნო დღეებში ჩატარდება ეს საგამოძიებო მოქმედებები. გიული ალასანია - ვიღაცას ხომ უნდა დაუჯერონ - კონსილიუმის წევრებიც, უცხოელებიც, ამერიკელებიც „ნაციონალები“ არიან? - ძალიან ცდილობს რაღაც შეჭამოს, მაგრამ ორი ლუკმა მაქსიმუმია. გიორგი მუმლაძე - 9 დეკემბერს მაქსიმალურად სოლიდარულები და მობილიზებულები უნდა ვიყოთ, რათა მთელ ქვეყანას და საერთაშორისო საზოგადოებას ვაჩვენოთ ერთიანობა, რომ არ მოვაკვლევინებთ მესამე პრეზიდენტს. ანრი ოხანაშვილი სააკაშვილზე - თუ ეს პატიმარი მიზანმიმართულად არ იღებს სერვისს, მაშინ რა უნდა გაკეთდეს, ან საზღვარგარეთ მიიღებს ამ სერვისს? ან რაზე დაყრდნობით ამბობს ვინმე, რომ საზღვარგარეთ გადაყვანა სჭირდება? გიორგი ბოტკოველი - საპარლამენტო მანდატების დატოვება ყველაზე მარტივი გასაკეთებელია, მთავარია, რა რეალურ ნაბიჯებს გადავდგამთ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის გაყვანა მოხერხდეს ქვეყნის გარეთ. ლევან ბეჟაშვილი - თუ ხელისუფლებას არ ეყოფა პასუხისმგებლობა სააკაშვილთან დაკავშირებით ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს, ყველანაირი სცენარისთვის მზად ვართ, მათ შორის მზად ვართ, რადიკალურ ქმედებებზე გადავიდეთ. ნიკა მელია - მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ან სააკაშვილისთვის სიცოცხლის შენარჩუნების სასარგებლოდ, ან მორალურად და ზნეობრივად უნდა შეძლოს სასიკვდილო განაჩენის გამოტანა ხელისუფლების დავალებით. პრემიერი - ბევრი მოვისმინე, რომ თურმე ბატონი სააკაშვილი დეპრესიაშია და არ მოსწონს გარემო, რომელ პატიმარს მოსწონს ციხის გარემო? - ჩვენი სიცოცხლე აბარია ღმერთს, ვერ ვიქნები ვერცერთი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი. მინდა სააკაშვილს გულწრფელად ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა - როგორ შეიძლება ადამიანის გარდაცვალება ვინმეს უხაროდეს? ომის პარტიას, ამრევებსა და „ლუზერებს“ არეულობას არ შემოვატანინებთ - სააკაშვილის ჩამოყვანით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო კარტი გამოიყენა. შალვა პაპუაშვილი - მოვუწოდებ სააკაშვილის მეგობრებს ქვეყნის შიგნით და გარეთ, არ ჩაერიონ სასამართლოს საქმიანობაში - რაც შეეხება აქციების დაანონსებას, მათ მოწოდებებს ფასი აქვს დაკარგული. შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებზე - ვეხვეწოთ, ჭამე შენი ჭირიმეო? ვერ ჭამს და რა გააკეთოს? - ამაზე დიაგნოზები მეტყველებს. სერგო ჩიხლაძე - მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნების საკითხზე ვერცერთი პოლიტიკური ძალა განზე ვერ დადგება - როგორც წარმოგვიდგენია, ევროკავშირში შესვლა გვინდა და უკვე მეორე პრეზიდენტს ვკლავთ?

      ერთობა ნაციონალებში - ნიკა მელია - დღევანდელი დღე ერთობის ილუსტრაცია იყო - ვისაც არ ჰქონდა ფიზიკური შესაძლებლობა, რომ შეხვედრაზე გამოცხადებულიყო, პრობლემა არაა, რადგან მისი წარმომადგენლები შეხვედრაზე იყვნენ.

      სად ვარ?! - პაატა ზაქარეიშვილი - „ჩვენ ომი არ გვინდა“, „მშვიდობა გვინდა“ - ამ სადღეგრძელოებით ლაპარაკი აუცილებლად ჯოჯოხეთში მიგვიყვანს, რომელსაც დღეს რუსეთი ჰქვია. სალომე სამადაშვილი - გერმანიის კანცლერის განცხადება მიმართულია ყველა ქვეყნისადმი, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს - თუ ვერ მოვახდენთ დემონსტრირებას, რომ ომში ცივილიზებული სამყაროს მხარეს ვართ, არანაირი შანსი არ გვაქვს მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. გიორგი ვაშაძე - აბსოლუტურად რეალისტურია, რომ ჩვენ ახლო მომავალში ნატო-ს წევრი გავხდეთ და მშვიდობა გარანტირებული გვქონდეს. პრემიერი - უკრაინის ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ მათი სურვილი იყო, საქართველოში „მეორე ფრონტი“ გახსნილიყო - მადლობა ღმერთს, დღეს ქვეყანაში არის მმართველი პარტია „ქართული ოცნება“. შალვა პაპუაშვილი - ლუქსემბურგში გვითხრეს, რომ მათი ხმა ჩვენი ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერია.

      მეომრობა - ამერიკელი ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში ქართველ მებრძოლთა შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ქართული ლეგიონის არცერთი მებრძოლი ან ქართველი მებრძოლი უკრაინაში არაა “მოტყუებული” და ისინი გმირები არიან. „რამდენად მცირე პატივისცემა გააჩნია საქართველოს პრემიერ-მინისტრს საკუთარი ხალხისადმი, რომ ივარაუდოს თითქოს მათ სიმართლე არ იციან?“. ირაკლი ღარიბაშვილი - რაღა მეშველება, ადამ კინზინგერი თუ მაკრიტიკებს. ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს - არასწორად მოახდინეთ ინტერპრეტირება, თითქოს ყველა ადამიანს, ვინც უკრაინაში ომობს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ვუწოდე - მე ვთქვი შემდეგი: არის კატეგორია, რომელიც დიახაც, „ომის პარტიის“ წაყვანილია. პრემიერი - მინდა ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომლებიც უკრაინაში ომობს, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, ვუსურვო ჯანმრთელობა და მშვიდად დაბრუნება თავის ოჯახებში. ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა მივმართო მამულაშვილს და მისნაირ პოლიტიკურად ანგაჟირებულებს, ღმერთმა მოგცეს საშუალება, იომე, მაგრამ პარტიული ჩართვები და პოლიტიკური განცხადება ომის ფრონტიდან, რა სტილია, არ ვიცი. მამუკა მამულაშვილი - ღარიბაშვილის გადასაწყვეტი არ არის, პოლიტიკურ განცხადებას გავაკეთებ, თუ არა - პატივისცემით მოეპყროს საკითხს, რასაც „ქართული ლეგიონი“ აკეთებს.

      მოხუცების ბედი საქართველოში - კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველი მეოთხე ხანდაზმული, როგორც სოციალური, ასევე ემოციური მარტოობის განცდით იტანჯება. პანდემიის შემდეგ გამოკითხულ ხანდაზმულთა 31.1% განსაკუთრებით იზოლირებული გახდა და არასდროს, ან თითქმის არასდროს ხვდება მეგობრებს და ახლობლებს. საქართველოში მარტო მცხოვრები ყოველი მეორე ხანდაზმული საკუთარი ფინანსური მდგომარეობით უკმაყოფილოა.

      რუკების საქმე - ივერი მელაშვილის განცხადებით, რუკას, რომლის გამოყენებასაც მას და ილიჩოვას ედავებიან, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროსაც იყენებდნენ, თუმცა, მაშინ ბრალეულობა არ აღმოუჩენიათ.

      პატრიარქი - დიდია ჩვენი მწუხარება ბახმუტთან სასტიკი ბრძოლის დროს ხუთი ქართველის გარდაცვალების გამო, რომელთაც მოყვასის თანადგომისათვის გაწირეს სიცოცხლე.

      პრემიერ-მინისტრი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილი TAV Airports-ის პრეზიდენტს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილი APM Terminals-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

საზღვარგარეთულები:

      უკრაინა - „ომის შესწავლის ინსტიტუტი“ - კრემლი მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადება. დიმიტრი პესკოვი უარყოფს, რომ მეორე მობილიზაცია იგეგმება. აშშ-ის სენატმა 2023 წლისთვის თავდაცვის რეკორდული მოცულობის ბიუჯეტი დაამტკიცა, საიდანაც 800 მილიონი უკრაინისთვისაა გამოყოფილი. TIME-მა ვოლოდიმირ ზელენსკი წლის ადამიანად დაასახელა. დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინულ დიპლომატიურ მისიებს 15 ქვეყანაში 31 „საეჭვო“ პაკეტი გაეგზავნა. იენს სტოლტენბერგი - რუსეთი ცდილობს კონფლიქტის „გაყინვას“ - გადაუდებელია უკრაინისადმი სამხედრო დახმარების მიწოდება. ვლადიმერ პუტინი - “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” შედეგები გრძელვადიანი პროცესი შეიძლება იყოს. ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტის წინადადებით გამოდის.

      პოლონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, პოლონეთი საკუთარ ტერიტორიაზე გერმანული საჰაერო თავდაცვის სისტემის Patriot განსალაგებლად ემზადება.

      წინასწარი მონაცემებით, აშშ-ში, „დემოკრატებმა“ სენატში უმრავლესობა გაიმტკიცეს.

      დონალდ ტრამპის უძრავი ქონების კომპანია ნიუ-იორკის სასამართლომ საგადასახადო თაღლითობაში დამნაშავედ ცნო.

      გერმანელმა სამართალდამცველებმა სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით, 25 პირი დააკავეს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 44

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, დეკემბერი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters