ომში დაღუპვის განხილვები, თბილისის მშვიდობა და პოლიტიკური ქულები

      როცა გარეთ ჩამოუყალიბები თოვლია წვიმასა და თოვაში რომ ვერ გარკვეულა, ეგაა ავდარი, ე.ი. უკვე კარგად დაზამთრდა. დღის მთავარ ამბავს ორი ძირითადი მიმართულება ჰქონდა - პრეზიდენტის ჯანმრთელობა და უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრების სამძიმარი, რომელიც ძალიან რეზონანსული იყო. საბანკო და ფინანსური ამბებიც ისმოდა, მაგრამ არააქტიურად. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6987 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 5 დეკემბერი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, დეკემბერი

      მიშას ჯანმრთელობა - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე - გავიგე, რომ დაეცა, თუმცა თვითონ არაფერი უთქვამს - წნევა ჰქონდა მაღალი, შეიძლება ამის ბრალი იყო ან საერთო სისუსტის. სახალხო დამცველმა და სამედიცინო კონსილიუმის წევრებმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს. თენგიზ წულაძე - მიხეილ სააკაშვილი 116 კილოგრამით შემოვიდა და ამ წუთში 73.6-ია - კახექსია და წონაში მნიშვნელოვანი კლება სიცოცხლისთვის ძალიან საშიშია. მაია სანდუ - ღრმად ვარ შეშფოთებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სწრაფად გაუარესებით - სიტუაციის სიმძიმე მოითხოვს სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანას შესაბამის საავადმყოფოში მისი სიცოცხლის გადასარჩენად. გიული ალასანია - მნიშვნელობა არ აქვს, ოჯახი რას ფიქრობს, ახლა ლაპარაკობს სასამართლო - მისი გადაწყვეტილების მიხედვით გადაწყდება, ჩემმა შვილმა უნდა იცოცხლოს თუ უნდა მოკვდეს. გიორგი ვაშაძე - მივმართავ პრეზიდენტს, ექსპერტული შეფასებების დრო არ არის - შეწყალების მექანიზმი გაქვთ იმისთვის, რომ ეს მძიმე ვითარება განიმუხტოს და მართლაც წავიდეთ ევროკავშირისკენ. სალომე სამადაშვილი - იმედი მაქვს, პრეზიდენტი გამოიყენებს შესაძლებლობებს, დაარწმუნოს ივანიშვილი, რომ სააკაშვილის ციხეში დაღუპვა, გარდა იმისა, რომ სერიოზული გამოწვევა იქნება ქვეყნისთვის, უმძიმეს პრობლემებს შეუქმნის თავად ივანიშვილს. გიორგი ვაშაძის განცხადებით, კლინიკა „ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის მონახულება სურს და ამისთვის ნებართვას ელოდება. ხატია დეკანოიძე - მმართველმა გუნდმა კარგად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას არავინ აზვიადებს, მათ შორის არც „ვივამედის“ ექიმები. მიხეილ სააკაშვილის მკურნალ ექიმთან შესახვედრად კლინიკა „ვივამედში“ სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი, ექიმი გიორგი გრიგოლია შევიდა. ექიმი გიორგი გრიგოლია - მიხეილ სააკაშვილს ნებისმიერი გართულება შეიძლება ჰქონდეს, ექიმები მზად არიან და რეანიმაციის განყოფილებაც მზად არის. რატი ბრეგაძე - ადამიანი საავადმყოფოში იმიტომ იმყოფება, რომ ესაჭიროება მკურნალობა, ვისაც მკურნალობა ესაჭიროება, მას ბუნებრივია, გარკვეული დიაგნოზი აქვს - რა თქმა უნდა, სააკაშვილს გარკვეული დიაგნოზები აქვს და შესაბამის მკურნალობას გადის. ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თუ სასამართლო სხდომაზე დასწრებას ვერ შეძლებს, დისტანციურად ჩაერთვება. რატი ბრეგაძე - სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლება სრულად იყოს რეალიზებული - არ არის მართებული, მორალური და ეთიკური, როცა ცდილობენ, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ მისი მდგომარეობა.

      დაღუპული მეომრები - მოძრაობა „სირცხვილია“ 6 დეკემბრის გლოვის დღედ გამოცხადებას ითხოვს. ანდრეი ერმაკი - თანავუგრძნობ ჩვენ ქართველ ძმებს და მადლობას ვუხდი ყველა მეომარს, ვინც იბრძვის ჩვენთან ერთად - თავისუფლება აერთიანებს ადამიანებს ავტოკრატიულ ბოროტებასთან ბრძოლაში. გიორგი გახარია - უკრაინაში ჩვენი საერთო თავისუფლებისთვის ბრძოლაში საერთო მტრის ხელით ბოლოს დაცემულები წარმოადგენენ ქართველ ხალხს და მის დაუმარცხებელ სულს და არა საქართველოს დღევანდელი მთავრობა. უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედრო გიორგი როინიშვილი ბახმუტთან იმ შეტევის დეტალებს იხსენებს, რომელსაც 5 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა. გივი მიქანაძე - საუბარი იმაზე, რომ მმართველი გუნდი მწუხარებას არ იზიარებს, სპეკულაციაა - სახელმწიფომ დაღუპული თანამემამულეების მიმართ მხარდაჭერა ცალსახად გამოხატა, როცა მათი სამხედრო პატივით დაკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. ელენე ხოშტარია - მრცხვენია, რომ უნდა ვიმსჯელოთ, ადამიანის სიკვდილი არის თუ არა საბაბი, რომ გამოვხატოთ გლოვა - ეს არის ქვეყნის კატასტროფული მდგომარეობა. სალომე სამადაშვილი - როგორც არ გვაქვს მოლოდინი, რომ პუტინის ადმინისტრაციის წარმომადგენლები უკრაინაში, მათ ჯართან ბრძოლაში დაღუპული მეომრების პანაშვიდზე მივლენ, ასევე არ გვაქვს ასეთი მოლოდინი „ქართული ოცნებისგან". გიორგი ვაშაძის განცხადებით, ძალიან სამარცხვინოა, როდესაც უკრაინაში ერთ დღეში ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა და ამ საკითხზე ხელისუფლება დუმს. არჩილ თალაკვაძე - სამწუხაროა, რომ ჩვენი თანამემამულეები დაიღუპნენ, თუმცა ასევე უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს უკვე გავლილი აქვს ის მძიმე ომი, რომელიც დღეს უკრაინაში მიმდინარეობს. ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა სამძიმარი გამოვუცხადო უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს, ჩვენთვის ეს ძალიან დიდი ტკივილია - ჩვენი გადაწყვეტილებით, წინა შემთხვევებში ყველა მათგანი ღირსეულად, სამხედრო პატივით იქნა დაკრძალული. ჩვენ სამჯერ ვიომეთ, საკმარისია! - მიუხედავად ძალიან ბევრი მცდელობისა, რომ საქართველოში გადმოეტანათ მეორე ფრონტი, ჩვენი გონივრული პოლიტიკის შედეგად, ეს თავიდან იქნა აცილებული. ბევრს რომ ლაპარაკობენ პოლიტიკოსები, „ფეისბუქში“ რომ აქტიური და ძალიან ვაჟკაცური არიან, თუ ასე ძალიან უნდათ ომში მონაწილეობის მიღება, წავიდნენ უკრაინაში და იომონ - არა კიევში, სელფებს რომ იღებდნენ, არამედ ფრონტის წინა ხაზზე. პრემიერი - ადამიანი გარდაიცვალა ომში და ფარისეველი, გამყიდველი პოლიტიკოსები დივიდენდების მიღებას ცდილობენ, ამაზე ამორალური თუ რამე არსებობს - ჩვენი თანამოქალაქეები უკრაინაში „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს მიჰყავთ. დედაქალაქის მერმა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს მიუსამძიმრა. სამოქალაქო აქტივისტებმა თავისუფლების მოედანზე ნაძვის ხის მიმდებარედ შავი ლენტები დაკიდეს. პრემიერი - ქვეყანაში რომ არ იყოს სტაბილურობა და მშვიდობა, არავითარი ბიზნეს ბრუნვის ზრდა და დასაქმება, სამუშაო ადგილები არ იქნებოდა, არაფერი არ იქნებოდა უბრალოდ - ქვეყანას პოლიგონად გადააქცევდნენ. პაატა მანჯგალაძე - ირაკლი ღარიბაშვილმა სამარცხვინო განცხადებით კიდევ ერთხელ მოხსნა საკუთარი რეკორდი - ის ცდილობს, რუსეთისთვის „კუდის ქიცინის“ პოლიტიკა სახელმწიფო პოლიტიკად აქციოს. გია ვოლსკი - უნდა ვუთხრა ყველას, ვინც ახლა ცხედართან არის თავდახრილი, ადამიანი არ არსებობს საქართველოში, ვინც მათთან ერთად არ გლოვობს - პრემიერმა განცხადება გააკეთა ოფიციალური პოზიციიდან, მთავრობის სხდომიდან და ამას აქვს თავის მნიშვნელობა. ლევან დავითაშვილი - ჩვენთვის ძალიან მძიმე და მტკივნეულია, როდესაც საქართველოს მოქალაქეები იღუპებიან - ეს ემოცია იყო პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში. თეონა აქუბარდია - უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებზე ზრუნვა არის სახელმწიფოს ვალდებულება - ეს ომი არის საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის საკითხიც. გიგა ბოკერია ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებზე - შეურაცხყოფა მიაყენეს ყველას, ვინც თავისი ნებით იცავს ქვეყნის. მიხეილ სარჯველაძე - გარდაცვლილების სულებისთვის პატივის მიგება იქნება, თუ ჩვენ შევძლებთ და ამ ქვეყანას ავარიდებთ ომში. უკრაინაში დაღუპული მებრძოლის, ჯამბულათ ხოფერიას მამა - ჩემი შვილი არავის წაუყვანია, ან რა გვჭირს ვინმეს წასაყვანი. ირაკლი ღარიბაშვილი - აშშ-ის პრეზიდენტი და ევროპის ქვეყნების ლიდერები საჯაროდ მიმართავდნენ და მიმართავენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა უკრაინაში საომარ მოქმედებებში და ეს სოლიდარობა სხვა ფორმით გამოხატონ. ნიკა მელია - ასეთ სამძიმარს, ჯობდა საერთოდ არ ეთქვა! ამ სამძიმრით შეურაცხყო გმირები, მათი ბრძოლა და იდეალები - გმირები პრაქტიკულად დაადანაშაულა, პრაქტიკულად დაამადლა სამხედრო პატივით დახვედრა! პრეზიდენტი - მინდა პატივი მივაგო ქართველ მებრძოლებს, ვინც საკუთარი ნებით და თავდადებით არიან ჩართულები მეგობარი და ძმა უკრაინელების ბრძოლაში, ჩვენ 33 ქართველი დავკარგეთ და მათი ხსოვნა უკვდავი იქნება - ეს ნამდვილად ისტორიული ბრძოლაა. საქართველომ იცის, რა ფასს იხდის უკრაინა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, რამეთუ საქართველომ ეს ფასი გადაიხადა - საქართველოს არ აქვს პოტენციალი, ჩაერთოს ამ ომში და ეს არც იქნებოდა სწორი. ალეკო ელისაშვილი - თვითონ ჩავიდეს, შეხვდეს ზელენსკის და გადაიღოს "სელფი" - ღარიბაშვილს არავინ სთხოვს იომოს, მაგრამ ვინც ომობს, იმას მაინც ნუ აყენებს შეურაცხყოფას.

      რეფორმის ნიჭი - გივი მიქანაძე - ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნის პროექტში ერთმნიშვნელოვნად იკვეთება პოზიტიური შეფასებები, რომლებიც საარჩევნო კოდექსის ცვლილებებთან არის დაკავშირებული. პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლისგან წყლის ნაყვა და პიარი მოვისმინეთ - არანაირი საარჩევნო რეფორმა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული არ არის. სანდრო რაქვიაშვილი - საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რაც პირველი მოსმენით მივიღეთ, წინგადადგმული ნაბიჯია მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ საკითხებს არ ვეთანხმებოდით. ხატია დეკანოიძე - მიუხედავად სკეპტიკური განწყობისა, ვენეციის კომისიის დასკვნა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ, ძალიან მნიშვნელოვანია. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ერთობლივმა დასკვნამ აჩვენა, რომ სამუშაო ჯგუფისა და შემდეგ კომიტეტის ფორმატი წარმატებული პროცესი იყო.

      მთავრობა უფუნქციოდ დარჩენილი ბალნეოლოგიური და სხვა ტიპის კურორტების გაყიდვას გეგმავს.

      ილია მეორე - ჩვენ გამოვიარეთ რთული გზა, ჯოჯოხეთი გამოვიარეთ - იმედი მაქვს, შევძლებთ, დავძლიოთ სიმძიმეები, რაც ჩვენს წინაშე დგას.

      საბანკო სფერო - ირაკლი ღარიბაშვილი - ბანკები და საფინანსო სექტორი აღარ გადადის მოგების გადასახადის ე.წ ესტონურ მოდელზე და მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახადის არსებულ სისტემას - გაუმართლებელია, ბანკებს ამხელა მოგება აქვთ. ლევან დავითაშვილი - დღეს საბანკო სექტორი არის ძლიერი, ამიტომ ბანკებს ამ ეტაპისთვის საშეღავათო მოდელის გამოყენება არ სჭირდება.

      საერთაშორისო ქართული ამბები - საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. გერმანიის ბუნდესტაგის კულტურისა და მედიის კომიტეტის ხუთი დეპუტატი საქართველოს ეწვევა. შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვიზიტების მთავარი მიზანია ევროკავშირში საქართველოს წინსვლაზე საუბარი - ჩვენ ვისმენთ მხარდამჭერ სიტყვებს პარტნიორებისგან. პოლონეთში საქართველოს ელჩი - პოლონეთი ისტორიულად ყოველთვის მხარს გვიჭერდა და იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტების დღევანდელ შეხვედრაზეც ეს პოზიცია კიდევ ერთხელ დადასტურდება. სალომე ზურაბიშვილი - მადლიერი ვართ, რადგან უკრაინის ბრძოლა რომ არა, ამგვარად არ იქნებოდა დაჩქარებული ჩვენი, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციის გზა. შალვა პაპუაშვილი ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის პრეზიდენტებს შეხვდა. ანდჟეი დუდა - იმედი გვაქვს, არცთუ ისე დიდი ხნის პერიოდში საქართველო სტატუსს მიიღებს, იქნება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი და შევა ნატო-ში - პოლონეთი მხარს უჭერდა და კვლავ მხარს დაუჭერს საქართველოს ამ მისწრაფებებს. სალომე ზურაბიშვილს გადავუხადე მადლობა პოზიციის გამო, რომელსაც აფიქსირებს რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნების მხრიდანაც, რომლებიც ასევე რუსული აგრესიის მსხვერპლნი არიან. არ უნდა იყოს დაშვებული ძველი შეცდომა, რომ ვიღაც რუსეთის გრძნობებს გაუფრთხილდეს - ყველა უნდა გაუფრთხილდეს ქვეყნების გრძნობებს, რომლებმაც ვერ მიიღეს ელემენტარული გარანტიები, რომ ჩემი საზღვარი ჩემია და შენი საზღვარი შენი, უნდა შეეგუო.

      სტატისტიკა - „საქსტატის“ ინფორმაციით, 2022 წლის III კვარტალში, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 17.4 პროცენტით გაიზარდა. მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 723.3 ათასი კაცით განისაზღვრა - დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1 714.2 ლარს გაუტოლდა.

საზღვარგარეთულები:

      ომი - დავით არახამია რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებს ასახელებს - ოფიციალური კიევი მზად არის რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები მას შემდეგ მისცეს, რაც მოსკოვი თავის ჯარებს უკრაინიდან გაიყვანს, გადაიხდის რეპარაციებს, ყველა ომის დამნაშავე სასამართლოს წინაშე წარდგება და ნებაყოფლობით დათმობს ბირთვულ იარაღს. აშშ-ის დაზვერვის დირექტორის განცხადებით, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები ნელდება, რაც სავარაუდოდ, ზამთრის მომავალ თვეებშიც გაგრძელდება. რუსებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. ლიეტუვამ უკრაინას საარტილერიო ჭურვები გადასცა. ვოლოდიმირ ზელენსკი - ვიცი, რა რთულია ბახმუტში, ბიჭებო, გამაგრდით! მე თქვენთან ვარ, ხალხი თქვენთანაა - მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეხმარება უკრაინას გაძლიერებაში. „ომის შესწავლის ინსტიტუტი“ - რუსულმა ჯარებმა ბახმუტთან ალყაში მოაქციეს უკრაინული რაზმი და ქართველი მოხალისეები, რის შედეგადაც ქართველი მეთაური დაიჭრა, ექვსი ქართველი მოხალისე კი დაიღუპა. უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა ზაპოროჟიეში ოკუპანტების ცოცხალი ძალა და მნიშვნელოვანი ობიექტი გაანადგურეს. მიხაილო პოდოლიაკი - კრემლში ასტრონომიას არ სწავლობდნენ, თორემ ეცოდინებოდათ: თუ სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეში რამეს უშვებ, ადრე თუ გვიან უცნობი მფრინავი ობიექტები საწყის პუნქტს დაუბრუნდებიან. ვოლოდიმირ ზელენსკი - მე უფრო პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ, ვიდრე მამაცი. ოდესის პორტები სოფლის მეურნეობის 336 000 ტონა პროდუქციით დატვირთულმა 9 გემმა დატოვა.

      ნავთობი - მოსკოვში აცხადებენ, რომ რუსეთი არ იმოქმედებს ნავთობზე დაწესებული ფასის ზედა ზღვრის შესაბამისად, მაშინაც კი თუ წარმოების შემცირება მოუწევს. ენტონი ბლინკენი - პუტინი ზამთრის იარაღად გამოყენებას ცდილობს - ეს ბარბაროსობაა. რუსეთის ვიცე პრემიერი - რუსეთი ნავთობის ექსპორტს არ განახორციელებს იმ ქვეყნებში, რომლებიც ფასების ლიმიტს აწესებენ. რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესების შესახებ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შედის. დიმიტრი პესკოვი - რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესება სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე გავლენას არ მოახდენს.

      ირანში აცხადებენ, რომ ჰიჯაბის ტარების კანონს განიხილავენ. ირანის გენერალური პროკურორის განცხადებით, ქვეყანაში მორალის პოლიცია გაუქმდა.

      მსოფლიოს მასშტაბით უკვე მეოთხე დიდი ამოფრქევა გვაქვს - ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 43

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, დეკემბერი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters