როგორც ჩანს დეკემბერი ცივი იქნება - ხვალიდან თოვლს ველოდებით. მთავარი ამბებიც ნელ-ნელა ერთფეროვნდება. ბოლო დღეები მთლიანად მიხეილ სააკაშვილის გარშემო ვითარდება. დღევანდელი მეინსტრიმიც ასეთი იყო - მიშა პატიმარი, მიშა ავადმყოფი, მიშა მოწამლული და ა.შ. ცხადია, ხმაურიანი უნდა ყოფილიყო რუსეთის აფხაზური „მივლინებების“, ასევე შიდა პოლიტიკური ნიუსები და ა.შ. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7056 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 2 დეკემბერი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, დეკემბერი

      მიშას ამბავი - „მთავარი არხი“ პროფესორ დევიდ სმიტის დასკვნას აქვეყნებს, რომლის თანახმად, სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ნიმუშებში მძიმე მეტალების, მათ შორის ვერცხლისწყლისა და დარიშხანის არსებობა გამოვლინდა. ზურაბ ჯაფარიძე - მიხეილ სააკაშვილი გასათავისუფლებელია, მაგრამ „ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯის გადამდგმელი არ არის. გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილი არ ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში, თუ მოწამვლა მოხდა, აქ არის იმ უცხო სახელმწიფოს კვალი, რომლიც მიშას მტრად მიიჩნევს - ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის პროვოკაცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. მიხეილ სააკაშვილი არ აპირებს მონაწილეობა გააგრძელოს ქართულ პოლიტიკაში და იმედი აქვს სამართლიანი გადაწყვეტილების - ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავოს მიშას ჯანმრთელობაზე პოლიტიკური ქულების დაწერისგან. დავით დარჩიაშვილი - საქართველო უკვე მეორედ არ უნდა იყოს პრეზიდენტების მკვლელობის ადგილი - სააკაშვილის სიკვდილი ამ ქვეყნისთვის ძალიან მძიმე დარტყმა იქნება. პაატა მანჯგალაძე - სააკაშვილს პატიმრობაში დატოვებენ და „ქართულ ოცნებას“ პრობლემები მოეხსნება?! - ასე არ არის - იქნებ, ვინმეს გაუნათდეს გონება. ელენე ხოშტარია - მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე და პროკურორი ბიძინა ივანიშვილია, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინიც. გია ვოლსკი - პიარკომპანია იმიტომ დაიქირავეს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით ის აბდაუბდა განცხადებები ჩაანაცვლოს, რაც მის ჭკუანაკლულ ადვოკატებს და ოჯახის წევრებს თუ მეგობრებს აქვთ. შალვა შავგულიძე - თუ სააკაშვილზე აქაურ სამართალწარმოებაში იქნება უარყოფითი შედეგი, ევროპულ სასამართლოში არსებობს დროებითი ღონისძიების გამოყენების მოთხოვნა - ევროპის სასამართლოს ჩართულობით მოხდა სულხან მოლაშვილის გადაყვანაც. მიხეილ სარჯველაძე - ვერ ვიტყვი, რომ სააკაშვილი სანიმუშოდ თანამშრომლობდა ექიმებთან, ეს პრობლემა დღესაც არსებობს - უმჯობესია, პროტესტის ფორმები გვერდზე გადადოს. იციან, რომ სააკაშვილის საქმეს დაკმაყოფილების პერსპექტივა არ აქვს და სურთ წინასწარ მოახდინონ იმ პროცესის დისკრედიტაცია, სადაც წასაგებად არიან განწირულნი - ვინც არ უნდა ყოფილიყო მოსამართლე, მაინც გალანძღავდნენ. კლინიკა „ვივამედში“, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი მივიდა. ადვოკატი - სააკაშვილი ასე ცუდად არ მინახავს, რაც ვნახე კოშმარია - აქციასთან დაკავშირებით თქვა, რომ ჯანმრთელობის კუთხით თანაგრძნობის გამოხატვის წინააღმდეგი არაა, მაგრამ კატეგორიული წინააღმდეგია პოლიტიკური განცხადებების. სახალხო დამცველის განცხადებით, პრეზიდენტ ზურაბიშვილთან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერილობითი კომუნიკაციაც ჰქონდა. ომბუდსმენთან არსებული კონსილიუმის შეფასებით, სააკაშვილის მდგომარეობა სრულად შეესაბამება იმ პროგნოზს, რასაც ისინი აკეთებდნენ, რომ მდგომარეობა ბევრი მიმართულებით დამძიმდებოდა. ომბუდსმენთან არსებული კონსილიუმის შეფასებით, სააკაშვილის მდგომარეობა სრულად შეესაბამება იმ პროგნოზს, რასაც ისინი აკეთებდნენ, რომ მდგომარეობა ბევრი მიმართულებით დამძიმდებოდა. მიმდინარეობს მსჯელობა, რა ფორმით იქნება ჩართული სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის საქმეში. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიხეილ სააკაშვილის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისთვის ნიმუშები აიღეს. ევროკავშირის ელჩი - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყურადღებით ვაკვირდებით, ასევე, მისი უფლებების საკითხს საქართველოს ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან ვაყენებთ. კელი დეგნანი - მთავარია, რომ ხელისუფლებამ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ალუდა ღუდუშაური - სააკაშვილი რომელ სერვისს ვერ იღებს? მაინც და მაინც მალდივებზე ან კანარის კუნძულებზე მოხდება მისი რეაბილიტაცია? - გაქანდნენ და ლობისტები დაიქირავეს, როგორც ჩანს, ლობისტი ესაჭიროება და არა ექიმი. შალვა ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილზე - ის სურათი, რაც დღეს არის, ამას ჰქვია მომაკვდავი ადამიანი - ვისმენდი, პატიმრობაში უნდა იყოს თუ არაო, კვდება კაცი, რა პატიმრობაზეა საუბარი. იაგო კაჭკაჭიშვილი - სააკაშვილის მდგომარეობაზე წინააღმდეგობრივი და დამაბნეველი მესიჯები ვრცელდება - ბოლოს იყო მოწამვლის თემა, რომელიც სერიოზული საკითხია, თუ მოწამლულია, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გავიღვიძეთ პუტინის რუსეთში. იაგო ხვიჩია „ემპათიას“ დასკვნაზე - 3000 - გვერდიანი დასკვნის არ შეიძლება გჯეროდეს - დასკვნა შეიძლება იყოს ერთი ან ნახევარ გვერდიანი და ყველაფერი გასაგები იყოს, თუ 3000 - გვერდიან სამედიცინო დასკვნას წერ, ე.ი. არ გინდა, რომ გავიგო.

      დამცველის მომავალი - კელი დეგნანი - იმედი გვაქვს, რომ მომავალი სახალხო დამცველის არჩევის პროცესი წარმოშობს კვლავ კვალიფიციურ, დამოუკიდებელ, ერთგულ პროფესიონალს. ევროკავშირის ელჩი - ძალიან აქტიურად ვაკვირდებით სახალხო დამცველის არჩევის პროცესს - გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ კანდიდატი კონსენსუსის შედეგად იქნება შერჩეული. კელი დეგნანი ნინო ლომჯარიას - თქვენ ნამდვილი ჩემპიონი იყავით.

      „მივლინება“ - საგარეო უწყება - რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა, მოსკოვის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების მორიგი უხეში დარღვევაა. თეონა აქუბარდია - აფხაზეთში რუსეთის დუმის თავმჯდომარის ვიზიტზე საქართველოს საგარეო უწყების მყისიერი რეაგირებაა აუცილებელი - მთავრობამ სათანადოდ უნდა შეაფასოს რუსეთის მიერ ბიჭვინთის ანექსიის მცდელობა. გია ვოლსკი - რუსეთის დუმის დეპუტატის აფხაზეთში ჩასვლა მეათეხარისხოვანია იმასთან შედარებით, რაც სააკაშვილმა, პუტინმა და მედვედევმა ჩაიდინეს საქართველოსთან მიმართებით.

      განმარტებები - საქართველოში ჩეხეთის ელჩი განმარტებებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. საგარეო უწყება - ჩეხეთის ელჩმა დააფიქსირა, რომ მისი სიტყვების მცდარი ინტერპრეტაცია და კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გავრცელება მოხდა. ჩეხეთის საელჩო - ელჩმა დააკონკრეტა, რომ მისი კომენტარი არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, არამედ ვაჭრობას უკავშირდება, რადგანაც იცის და აფასებს საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ პოზიციას სანქციების საკითხზე.

      ნაცსთორი - ზურაბ ჯაფარიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესზე - მსხვილი ოპოზიციური პარტიის შიგნით რომ ასეთი ამბავია, შეუძლებელია რამეზე პოზიტიურად მოქმედებდეს. ნიკა მელია - „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ხაზია, რომ აქეთ არის ბიძინა ივანიშვილი და მისი ალტერნატივაა დავით კეზერაშვილი, ეს ბატონი, რომელიც მაღალი ელექტორალური შესაძლებლობებით არ სარგებლობს. ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბი ნიკა მელიას მოთხოვნით მიმართავს, დაუყოვნებლივ მოიწვიოს პოლიტსაბჭოს სხდომა და პარტიის თავმჯდომარის არჩევნების თარიღი დადგინდეს. მიხეილ დაუშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ „ოცნებას“ ეხმარება - მაშინ, როცა მთავარი საკითხი უნდა იყოს „ოცნების“ პასუხისმგებლობა, მთავარი საკითხია ვინ რა ვერ გაიყო „ნაცმოძრაობაში“ და ვინ ვის დაუდო ფეხი. ირაკლი ნადირაძე - სად მოისმინეთ განცხადება, რომ კეზერაშვილი და მერაბიშვილი პოლიტიკაში ჩართვას აპირებენ?! ირაკლი კობახიძის სიზმრებზე რთულია კომენტარების გაკეთება - თუ ვინმეს გამოჩენა უნდა, ამის პრობლემა არ ექნება. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება.

      გელათის გადარჩენის მოთხოვნით ქუთაისის მერიასთან აქცია გაიმართა.

      ნოემბერში, ბოსტნეულზე და ბაღჩეულზე, ყველზე, რძეზე, კვერცხსა და თევზეულზე ფასები გაიზარდა, ხოლო ზეთსა და ცხიმზე ფასი შემცირდა.

საზღვარგარეთულები:

      ვოლოდიმირ ზელენსკი - უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭო რუსეთის ფედერაციაში მდებარე გავლენის ცენტრებთან აფილირებული რელიგიური ორგანიზაციების უკრაინაში საქმიანობის კანონით აკრძალვას ითხოვს. ჯო ბაიდენი - მზად ვარ პუტინს ვესაუბრო, თუ ის რეალურადაა დაინტერესებული ომის დასრულების გზის გამოძებნით. ვლადიმერ პუტინი - როგორ შეიძლება ლუგანსკის რესპუბლიკაში მცხოვრები გოგონა, გვარად ფიოდოროვა, განსხვავდებოდეს ნოვოსიბირსკში, სანკტ-პეტერბურგსა ან მოსკოვში მცხოვრები იგივე გვარის გოგონებისგან? - არაფრით განსხვავდება, ისინი ჩვენი ხალხია. ილია დარჩიაშვილი - ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის შედეგად დაზიანდა - ძალის გამოყენება და ძალის გამოყენების მუქარა უნდა შეწყდეს. ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. უკრაინის უშიშროების სამსახური, „რუსული სამყაროს“ მხარდამჭერების გამოვლენის მიზნით, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის ობიექტებს ამოწმებს. მსოფლიო ბანკი - უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსული ძალების თავდასხმების შედეგად მიყენებული ზიანი ზრდის იმ დახმარების რაოდენობას, რომელიც ქვეყანას ზამთრის მკაცრი თვეების წინ ესაჭიროება. დიმიტრი პესკოვი - აშშ არ ცნობს რუსეთის ახალ ტერიტორიებს, რაც ართულებს მოლაპარაკებებისთვის საერთო ენის გამონახვას. უკრაინის საგარეო უწყება - ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკრაინის საელჩოებმა სისხლიანი ამანათები მიიღეს, რომლებშიც ცხოველების თვალები იყო. ოლაფ შოლცმა ვლადიმერ პუტინს უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანისა და კონფლიქტის დიპლომატიურად გადაწყვეტის გზის რაც შეიძლება მალე გამოძებნისკენ მოუწოდა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 111

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, დეკემბერი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters