მაღალი დონის შეხვედრები, პრეზიდენტის სამსჯავრო ჯანმრთელობა და მინისტრი პარლამენტში

      დეკემბრის დადგომას ჯერ თოვლი არ მოყოლია, მეტიც, ბათუმში ცოტაც და საბანაოდ შევიდოდნენ ზღვაში. პოლიტიკურ ამბებში ის სიახლეებია, რომ ჩვენი პრემიერი და პარლამენტის უფროსი, საერთაშორისო შეხვედრებს მართავენ, სააკაშვილის ჯამრთელობის ამბავი დღის მეინსტრიმია, ასევე განათლების მინისტრის საათი პარლამენტში და ეკონომიკის მინისტრის სიახლეები. ჯანდაცვა და ომიც არ გვავიწყდება. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7112 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 1 დეკემბერი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, დეკემბერი

      ჯანდაცვა და წამლები - მედიკამენტების რეფერენტული ფასების რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი ბულგარეთში სამედიცინო პროდუქტების ფასებისა და ანაზღაურების ეროვნული საბჭოს წევრებს შეხვდა. თამარ გაბუნია - გრიპის მიმდინარეობას გარკვეული ტალღურობა ახასიათებს - შესაძლებელია, ინფექციის გავრცელების ზრდა თებერვალში იყოს. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით 170 ათასზე მეტი ადამიანია აცრილი. რომან გოცირიძე - წამლის ფასს დედამიწის ზურგზე ვერავინ გააკონტროლებს, მითუმეტეს, თქვენნაირი უსუსური ხელისუფლება. ალუდა ღუდუშაური რომან გოცირიძეს - თქვენი გამოშვებული კუპონი არ გაიშვა, წამლებს გადაწვდით და აკრიტიკებთ, რომ თურმე რაღაც ხდება - დაწყნარდით, დამშვიდდით. თენგიზ ცერცვაძე - ვალდებულება ავიღეთ, რომ 2025 წლისთვის გამოვლენილი იყოს, რაც შეიძლება მეტი აივ ინფიცირებული და იმკურნალოს. პარლამენტმა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო, რომლის მიხედვით, მედიკამენტებზე ზღვრული ფასები წესდება.

      საერთაშორისო შეხვედრები - შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატსა და საგარეო საქმეთა საკითხებში სოციალ-დემოკრატიული პარტიის მომხსენებელს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილი ფილიპ რიკერს შეხვდა. ფილიპ რიკერი - თუ სტუმარი, როგორც ქართველები ამბობენ, არის ღვთის საჩუქარი, მაშინ საქართველო ნამდვილად არის საჩუქარი ისეთი სტუმრებისთვის, როგორიც მე ვარ. ფილიპ რიკერი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მედიატორობაზე - ირაკლი ღარიბაშვილმა შეუცვლელი როლი ითამაშა დაკავებულთა გათავისუფლებაში და საბრძოლო ტერიტორიებზე დანაღმული ადგილების გამოაშკარავებაში. ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი - მოუთმენლად ველით საქართველოში პროგრესის გაგრძელების ხილვას, რაც აუცილებელი რეფორმების განხორციელების გზით მის ნატო-ში გაწევრიანებას გამოიწვევს. ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ კრისტოფერ კავოლის შეხვდა ვახტანგ გომელაურმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრს შეხვდა.

      ავადმყოფობა პრეზიდენტის პატიმრობაში - ადვოკატმა მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. ცენტრი „ემპათია“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებულ დასკვნას აქვეყნებს. პაატა მანჯგალაძე - სააკაშვილმა სამკურნალო დაწესებულებაში დაკარგა 40 კილოგრამი, პროგრესირდება სნეულება და იმის პიარი, რომ ის 2012 წლამდე საშინელებებს სჩადიოდა და კარგია, რაც სჭირს, სვავური პოლიტიკაა. მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილზე - საკანთან ფსიქოლოგიური შეუგუებლობის გამო არ შეიძლება ადამიანები პატიმრობიდან თავისუფლდებოდნენ. დავით სერგეენკო სააკაშვილზე - ექიმობის 30 წელზე მეტი სტაჟი მაქვს და მსგავსი არ მინახავს, არც წამიკითხავს, რომ კლინიკური დიაგნოზის დასაზუსტებლად და კონსილიუმის შესადგენად ასეთი მრავალსერიანი რაღაც იმართებოდეს. მარიამ ჯიშკარიანი - მოვუწოდებთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, ასევე ხელისუფლებას, რომ იყვნენ გონიერი, ადეკვატური და სასამართლოს მოვუწოდებთ, იყოს სამართლიანი. საბა ბუაძე - სააკაშვილთან მიმართებაში მმართველი პარტიის ინტერესი არასდროს ყოფილა სიმართლის დადგენა - „ქართული ოცნების“ ინტერესი თავიდანვე იყო ივანიშვილის პერსონალური ვენდეტის აღსრულება. იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილის ციხეში ჯდომა გვაზიანებს - არ მინდა, მას ამ ქვეყნის მომავალი გადავაყოლოთ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სააკაშვილის გარემოცვამ ლობისტური კომპანია იმისთვის დაიქირავა, რომ ხალხს ის შეაცოდონ და გათავისუფლებისთვის ფონი შექმნან. 400 დღეა აცხადებენ, რომ ყოველდღიურად რეგრესირებს პატიმარი, ეს წარმოუდგენელია - გვთხოვენ სააკაშვილის გათავისუფლებას, იმისთვის, რომ ქვეყანა არიონ, ასეთ გადაწყვეტილებას ჩვენ ვერ მივიღებთ. მამუკა მდინარაძე - ლობისტურ კომპანიას ქირაობენ სააკაშვილის ავადმყოფობის გასაპიარებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც ქვეყნის მტრობაში გადადის. ელენე ხოშტარია - სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხე ეს არის მთლიანად ჩვენი ქვეყნის ინტერესების, მშვიდობისა და ზნეობის საფრთხე - პასუხისმგებლობა აქვთ პრეზიდენტს, სასამართლოს თუ ბიძინა ივანიშვილს. ანა წითლიძე - „ქართულ ოცნებაში“ მიხეილ სააკაშვილს ისე უყურებენ, როგორც პოლიტიკურად საშიშს, მაგრამ ამ ადამიანს გაცხადებული აქვს, რომ ქართულ პოლიტიკაში ინტერესი არ აქვს. გიული ალასანიას განცხადებით, ოჯახმა დაიქირავა არა ლობისტური, არამედ იურიდიული კომპანია. ალექსეი არესტოვიჩი - თუ სააკაშვილი ციხეში დაიღუპება, საქართველოს ხელისუფლება ამას ვერასდროს ჩამოირეცხავს, როგორი მტკიცებულებებიც არ უნდა წარმოადგინონ. შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილის მეგობრები, შინ და გარეთ ცდილობენ, აარიდონ მას ის სამართლიანი სასჯელი, რომელიც ქართულმა მართლმსაჯულებამ გამოუტანა. მიხეილ სარჯველაძე - არავითარი მიზეზი არ არსებობს იმის სათქმელად, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება - ამ კაცის ჯანმრთელობაზე დაკვირვება ხდება არათუ ლუპით, არამედ მიკროსკოპით.

      შიდა პოლიტიკური ამბები - ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა არჩევნების ჩატარების გადადების თაობაზე მსჯელობა მოუწევთ. გიორგი ბოტკოველი - არის საკითხები, რომელზეც შევჯერდით და რაზეც ვერ შევთანხმდით - მნიშვნელოვანია პოლიტსაბჭო რაც შეიძლება მალე გაიმართოს. ვფიქრობ, არჩევნების საკითხი ძალიან სწრაფად უნდა გავიაროთ - წლის ბოლომდე უნდა დავასრულოთ პროცესი.

      განათლება პარლამენტში - მიხეილ ჩხენკელი - განათლებისა და მეცნიერების ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი შესაძლებლობას გვაძლევს, ვიმუშაოთ სიახლეებზე და გავაუმჯობესოთ უკვე მიღწეული შედეგები. ჩხენკელმა „მინისტრის საათის“ ფორმატში ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის კუთხით განხორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები შეაჯამა. 2022-2023 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლის მოსწავლეებს მნიშვნელოვანი სიახლეები შესთავაზა. უკრაინელი მოსწავლეებისთვის შეთავაზებული სასწავლო პროგრამა შეესაბამება საქართველოსა და უკრაინის საგანმანათლებლო სისტემის მოთხოვნებს. სამინისტრო აქტიურად მუშაობს პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან მისი კიდევ უფრო დაახლოების მიმართულებით. ჩვენი პრიორიტეტია მეცნიერების განვითარების მხარდაჭერის მიზნით ხელი შევუწყოთ შედეგზე ორიენტირებული საუკეთესო ხარისხის კვლევების წარმოებას. 2022-2023 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლის მოსწავლეებს მნიშვნელოვანი სიახლეები შესთავაზა. უკრაინელი მოსწავლეებისთვის შეთავაზებული სასწავლო პროგრამა შეესაბამება საქართველოსა და უკრაინის საგანმანათლებლო სისტემის მოთხოვნებს. განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული ცენტრის დაარსება უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დაწყებულია 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს ლევან იოსელიანი მიხეილ ჩხენკელს - გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე საუბარს დაუთმეთ - მაინტერესებს, რა კავშირი გაქვთ ამ უნივერსიტეტთან?

      ეკონომიკურ-ფინანსური - ლევან დავითაშვილი - შავი ზღვის გავლით ევროპასთან ციფრული კავშირების განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოში ინტერნეტის ხარისხის ზრდას, რაც რეგიონულ ციფრულ ჰაბად საქართველოს გადაქცევის წინაპირობაა. ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების მე-12 რეგიონული კონფერენციის GITI 2022-ის გახსნაში მონაწილეობდა. მაღალი ეკონომიკური ზრდის განსაკუთრებული მნიშვნელობა ის არის, რომ მეტი ადამიანი დავასაქმოთ - დასაქმებულთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა, უმუშევრობის დონეც ისტორიულ მინიმუმზე.

      თბილისის მშვიდობა - კახა ოქრიაშვილი - ვისაც არ ეზარება, ყველა ომსა და მშვიდობაზე ლაპარაკობს - დიახ, ჩვენ გვაქვს ძალიან მყიფე მშვიდობა უკრაინელების თავდადების ხარჯზე.

      საბაჟო - სარფის მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

      აკრედიტაცია - გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიამ აკრედიტაციის ცენტრის ყოველწლიური შეფასება წარმატებით გაიარა.

      ბოროტება - რუსეთის დუმის სპიკერი - ჩვენ ბევრი გვაქვს საერთო აფხაზეთთან, ისტორია, კულტურა, ტრადიციები, რელიგია - აფხაზეთის პარლამენტთან თანამშრომლობის ახალ ფორმატში გადავედით ასლან ბჟანია ვიაჩესლავ ვოლოდინს - თქვენი რანგის ადამიანებს შეუძლიათ უშეცდომოდ დაგვეხმარონ საკითხების გადაჭრაში, რომელთა მოგვარებაც ჩვენ ჯერ ვერ მოვახერხეთ

საზღვარგარეთულები:

      ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ უკრაინა დამარცხდება, ეს ომი გაგრძელდება სხვა ტერიტორიებზე, შესაძლოა, სხვა კონტინენტებზეც კი. ოლაფ შოლცი - უკრაინის მხარდაჭერას ომში მის გამარჯვებამდე გავაგრძელებთ. ბრიტანეთი 22 რუს ჩინოვნიკს სანქციებს უწესებს. მედია - რუსები ბახმუტთან საფორტიფიკაციო ნაგებობებს აგებენ. პენტაგონმა ხელი მოაწერა კონტრაქტს უკრაინისთვის NASAMS-ის თავდაცვის სისტემების შესყიდვასთან დაკავშირებით. უკრაინას გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ეწვევა. რუსებმა ნიკოპოლის ტერიტორია „გრადებითა“ და მძიმე არტილერიით დაბომბეს. გაერო-ში რუსეთის ელჩი - ევროკომისიის წინადადება უკრაინის საკითხზე სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებით, მიზნად ისახავს რუსეთის მიმართ უკანონო ქმედებების ლეგიტიმაციას. რუსეთის საგარეო უწყება გერმანიის მიერ ჰოლოდომორის გენოციდად აღიარებაზე - ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, გაამართლონ უკრაინაში დაწყებული დასავლეთის მიერ დაფინანსებული კამპანია. შვეიცარიამ 7.9 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა. ჰელგა მარია შმიდტი - ომი, რომელიც რუსეთმა მეზობელი ქვეყნის და ეუთო-ს წევრი უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო, არყევს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისადმი ნდობას. ვიტალი კლიჩკო - კიევი რუსული აგრესიის სამიზნედ რჩება. ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად უკრაინამ 50 სამხედრო დაიბრუნა. ემანუელ მაკრონი ჯო ბაიდენს - როდესაც ომი უბრუნდება ევროპულ მიწას, ჩვენ კვლავ უნდა გავხდეთ იარაღის ძმები. ოლექსი დანილოვი - რუსეთი არ ღირს იმად, რომ მასთან მოლაპარაკებები გავმართოთ, რუსები უბრალოდ ბარბაროსები არიან - ქურდები, რომლებიც გამუდმებით იპარავდნენ ვიღაცის ისტორიას, მუდმივად ითხოვენ რაღაცას. ვიქტორია ნულანდი - აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესს უკრაინის მხარდასაჭერად დამატებით 37 მილიარდი სთხოვა. უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

      მასშტაბური დემონსტრაციების შემდეგ ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 79

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, დეკემბერი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Ensure

გამოაქვეყნა Nfkjasfas_მ.
თარიღი: თებერვალი 2, 2023.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

To ensure that players are not so reliant on health potions D2R Items, Wilson said that defeated monsters will now drop the globes that contain health. This method is also designed to keep players active which means there will be virtually no interruptions between battles.

Offering players the possibility to do more than charge and click was also an important element on the part of Diablo's Diablo team, according to Wilson. Aside from the berserker-like monster, Wilson explained that…

გაგრძელება

Camera Settings

გამოაქვეყნა dakunlee_მ.
თარიღი: თებერვალი 2, 2023.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

Rocket League's selection of Rocket League Credits  Camera Settings provide a complicated and deep degree of customization this is frequently just clearly no longer available in video games in recent times. What that does suggest, though, is which you possibly need to know what your exceptional bet is so you can grow to be a Rocket League god in no-time in any respect!

Now, there are many matters to look at while thinking about which Camera Settings you need to use in Rocket League.…

გაგრძელება

ახალი თავმჯდომარე კარგად „გვისო“

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 31, 2023.
საათი: 11:22pm 0 კომენტარი

      თებერვალი დადგება და თოვლი ძალას მოიკრეფსო, ამბობენ სინოპტიკოსები და მაღალ მთაში 2 თებერვლიდან დიდთოვლობა გველის. ეს იანვარიც ასე მიილია. თვის ბოლოს კვლავ ოპოზიციური პარტია იყო მეინსტრიმის წამმართველი - ნაციონალურ მოძრაობაში არჩევნები ჩატარდა და მასში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. დღის ერთ-ერთი მთავარი ამბავი არჩევნების შეფასებები იყო, ცხადია სააკაშვილის თემაც არ კარგავს აქტუალობას და ასევე ეკონომიკური პროგნოზები, კორუფცია, ომი უკრაინაში და…

გაგრძელება

ხელნაკეთი სავარძელი

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: იანვარი 29, 2023.
საათი: 10:48pm 0 კომენტარი

      ახალღა დავაკვირდი, რომ ჩემი ბლოგის მკითხველებისთვის ჯერ 2023 წელიც არ მიმილოცია. გილოცავთ, სიკეთით და სიხარულით სავსე ყოფილიყოს ეს ახალი წელიწადი, ხვავით და ბარაქით დატვირთული.

      სიმდიდრე ნამდვილად არ აკლია ჩემს დღევანდელ პოსტს და საერთოდ, მგონია რომ ამ კულტურაში სიმდიდრე სულ სხვაგვარად ესმით. ეგვიპტეში უნდა ვიმოგზაუროთ, იქ სადაც ათასწლეულების წინაც კი სხვა განზომილებაში ხედავდნენ კულტურას, შემოქმედებას, სიმდიდრეს და ამის მშვენიერი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters