იზორიების საქმე, შეწყვეტილი გამოძიება და პრეზიდენტი ევროპის წინაშე

      იანვარი დასასრულისკენ მიდის და ქვეყანა საგაზაფხულო სამზადის იწყებს - ამინდში წვიმებმა თოვლის მოლოდინი ჩაანაცვლა და ყინვაც უბრალოდ დაბალ ტემპერატურად გადაკეთდა. ქვეყანაში და მთავარი ამბავი მეგრულია - იზოროების სატელევიზიოდ გახმაურებული საქმე დღის პირველი თემაა, მეორე კი პრეზიდენტის ევროპული გამოსვლა და კრიტიკული კითხვები კოლეგებისა და თუ დეპუტატებისგან. მაჩალიკაშვილების გამოძიებაც შეწყდა. ცხადია ბოლო დღეების მთავარ თემად რჩება ჩინური ვირუსი, რომელიც სხვა ჩინური პროდუქტისგან განსხვავებით, საკმაოდ ხარისხიანი და მძიმე გამოდგა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 28 იანვარი, 2020

      იზორიების საქმე - ლევან იზორია უსაფრთხოების საბჭოს მდივნისა და დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობებს ტოვებს და გერმანიაში, სრულუფლებიან ელჩად ინიშნება. თამარ კორძაია - ვხედავთ, რომ ხელისუფლება ლევან იზორიას უპატრონოდ არ ტოვებს და ნამდვილად კარგ სახელმწიფოში უშვებს. სალომე სამადაშვილი - საინტერესოა, ვინ ჩაანაცვლებს იზორიას, ჩვენ ამით დავინახავთ, რომელ კლანს აძლიერებს გუნდში ივანიშვილი საარჩევნოდ. ვახტანგ გომელაური - დაახლოებით ერთი თვის წინ იყო გადაწყვეტილი ლევან იზორიას გერმანიაში ელჩად წასვლა - რატომღაც ახლა, ასე დაემთხვა. შს მინისტრი იზორიას ძმის ინციდენტში მონაწილე პოლიციელზე - ვალდებული იყო ვიდეო გენერალურ ინსპექციაში წაეღო და არ უნდა შეენახა. ოთარ კახიძე - ლევან იზორიას განცხადება, თითქოს მისი ძმისთვის ე.წ. ნარუშილოვკის მიცემაზე მოგვიანებით შეიტყო, უსინდისო ტყუილს ჰგავს. ანრი ოხანაშვილი ლევან იზორიას გერმანიაში ელჩად დანიშვნაზე - ელჩების როტაციის პრინციპი მიღებული ფორმაა და ეს ჩვეულებრივი მიმდინარე საკითხია. ეკა გიგაური - ერთი კითხვაც არ დასმულა ლევან იზორიას საქმეში ჩართულობასთან დაკავშირებით - უფლებამოსილების გადამეტებას ჰქონდა ადგილი. ვახტანგ გომელაური ლევან იზორიას ძმაზე - კიტა იზორია პოლიციელს ეუბნება: „ფორმას გაგხდით“ - ეს არ არის დანაშაული, უარესები ხდება. ვახტანგ გომელაური - უკაცრავად, კიტა იზორია მე უნდა დამესაჯა? რატომ გაუშვეს? - მისი საქციელი მოსაწონი არ არის. ლევან გოგიჩაიშვილი - შეიძლება დღეს ბერაიამ თქვას, რა დიდებულად წავიდა იზორია ელჩად, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ მის წინააღმდეგ საქმეები იყო აღძრული სავარაუდო კორუფციასთან დაკავშირებით. გიგა ბოკერია - უმძიმესი სანახავია, როგორ უწევს შს მინისტრს იმის მტკიცება, რომ მაღალი თანამდებობის პირის ძმა როგორც ექცეოდა პოლიციელებს, თურმე, ეს ნორმალური ამბავია. გია ვოლსკი - ლევან იზორია პროფესიონალია და ელჩად დანიშვნა არანაირ თანამდებობრივ დაქვეითებას არ გულისხმობს

      ენერგეტიკის მინისტრის ბლოკი - ნათია თურნავა სვანეთის მოსახლეობის მიერ ელექტროენერგიის ტარიფის გადახდაზე - ვითვალისწინებთ გარკვეულ სპეციფიკას, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველამ უნდა გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური. ენერგეტიკის განვითარების ფონდი 30 მეგავატამდე სიმძლავრის მზის ენერგიის პირველი სადგურის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვას გამოაცხადებს. ნათია თურნავა - ჩვენი ხელისუფლების ვერანაირი კომუნიკაცია ვერ შედგება სეპარატისტებთან, როცა ვამბობთ, რომ „ენგურჰესი“ ემსახურება საქართველოს, ვგულისხმობთ მოსახლეობას. არანაირ სამთავრობო ცვლილებებს არ ვადასტურებ, ეს „შავი პიარია“ იმ მიზნით, რომ წარმოჩინდეს თითქოს გუნდში არასტაბილურობაა. მასშტაბური ენერგეტიკული რეფორმის ამოცანაა ენერგობაზარი გახდეს უფრო ღია და კონკურენტული, მომხმარებელი კი უფრო მეტად დაცული.

      ნინო ლომჯარია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ომბუდსმენის პატიმრებთან შეხვედრის კონფედენციალური ინფორმაციის გასაჯაროვებაზე ესაუბრა.

      ლევან კობერიძე - ხელისუფლების ჩამოყალიბებული კრედოა, რომ მათი ბრალი არაფერია - ჩვენი პარტნიორებისთვის შეურაცხმყოფელია განცხადებები, რომ რაღაც ბოლომდე არ იციან, ან კარგად ვერ გაერკვნენ. ელენე ხოშტარია - ამ ხელისუფლებას დიდი ხანია სურს კრიტიკული აზრი შეზღუდოს. სალომე სამადაშვილი - თუ "ოცნებამ" არ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც დაარწმუნებს დასავლელ პარტნიორებს, ივანიშვილს და მის ხელისუფლებას მძიმე ხვედრი ელოდება. გურამ მაჭარაშვილი კონგრესმენების განცხადებებზე - კონსულტაციების საფუძველზე დარწმუნებული ვართ, შევძლებთ მათი ცნობიერების ამაღლებას.

      შეწყვეტილი გამოძიება - პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე - დადასტურდა, რომ არც სპეცდანიშნულების რაზმის წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია. გია ვოლსკი - სუს-ის მიერ პარლამენტისთვის წარმოდგენილი მასალა არის ძალიან მძიმე და ადასტურებს მაჩალიკაშვილების ოჯახის სულ მცირე ერთი წევრის პირდაპირ კავშირს ტერორისტულ ჯგუფთან. სოსო გოგაშვილი - თემირლან მაჩალიკაშვილი ახლა ტერორისტული ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად სასჯელს უნდა იხდიდეს, მაგრამ ის უბედურება მოხდა. მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი შვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტაზე - ამას ველოდი - ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებ და ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვან. თემირლან მაჩალიკაშვილის ბებია - არაფერი გამოუძიებიათ - ღმერთია მოწმე, მძინარე ბავშვს ესროლეს და მოკლეს.

      სკოლის პრობლემა - ლონდა თოლორაია - დავადგინეთ, რომ „მწვანე სკოლის" მხრიდან ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას. თითოეულ ჩვენგანს აკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა სხვისი პერსონალური მონაცემების დაცვისა და პირადი ცხოვრების წინაშე.

      ხორავას სასამართლოები - მიხეილ კალანდიას ადვოკატის განცხადებით, სასამართლოებში ერთი და იგივე ფატალური შედეგის გამომწვევ მოქმედებაზე ორი ადამიანის განსჯა მიმდინარეობს. მიხეილ კალანდიას ადვოკატის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე მოწმეების ფარული ჩანაწერები გამოიკვლიეს. პროკურორის განცხადებით, ჩვენებებში ბარბაქაძემ და ჯანაშიამ მიხეილ კალანდია კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში ამხილეს. დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებული გიორგი ჯანაშია ციხეს 2021 წელს დატოვებს, გუგა ბარბაქაძის განაჩენი კი ძალაში დარჩა.

      პრეზიდენტი ევროპის გასაგონად - ჩვენს სამშვიდობო ინიციატივას, ცალმხრივ უარს ძალის გამოყენებაზე სამაგიერო რეაგირება არ მოჰყოლია - ჩვენ პასუხს ვიღებთ ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციით, მუქარითა და ინციდენტებით. სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტმა სტრასბურგში ვიზიტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყო. სალომე ზურაბიშვილი - ჩვენთან სულ უფრო მეტი ადამიანი პოულობს სამართალს და სტრასბურგის სასამართლოში შემდგომი გასაჩივრების საჭიროება არ დგება. საერთაშორისო პარტნიორებისგან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გვაქვს, მაგრამ მეტი გვჭირდება. სალომე ზურაბიშვილი - მოსამართლის დამოუკიდებლობა და სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის გაზრდა ქვეყნისთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება. რუსეთს დაეკისრა საქართველოს 1500 მოქალაქისთვის 10 მილიონი ევროს კომპენსაციის გადახდა - მოვუწოდებთ ევროპის საბჭოს, აქტიურად ჩაერთოს რუსეთის იძულებაში, რათა სასამართლო გადაწყვეტილება შეასრულოს. საქართველომ საკუთარ ტერიტორიაზე თავისი წილი დაძაბულობა, კონფლიქტი და ომი გადაიტანა - ის კი არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ქვეყანამ ჯერ ვერ მიაღწია ყველა მიზანს, უნდა გაგვიკვირდეს, თუ რამდენს მიაღწია ამ პირობებში. პოლონელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილს - საქართველოს ბევრი მეგობარი შეშფოთებულია ქვეყანაში მიმდინარე ტენდენციების გამო. სლოვაკი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილს - გვერდები, რომლებიც „ფეისბუქმა“ წაშალა, ავრცელებდნენ ანტი-დასავლურ პროპაგანდას და შესაძლოა, მთავრობასთან იყვნენ დაკავშირებულნი - რა გაკეთდა ამ საკითხთან მიმართებაში? რუსი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილს - თქვენი ქვეყანა გახდა სახიფათო. დავით ბაქრაძე - მოვისმინეთ უაღრესად კრიტიკული კითხვები, უაღრესად კრიტიკული გამოსვლები და ძალიან სუსტი, არაარგუმენტირებული და ხშირად არაკომპეტენტური პასუხები სალომე ზურაბიშვილის მხრიდან. სალომე ზურაბიშვილი - ქართული მედიაგარემო ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და თავისუფალია - დღეს.

      პატრიარქთან შეხვედრა - მამა ანდრია სარიას განცხადებით, მას სურდა პირადად პატრიარქისგან მოესმინა მღვდელმსახურების შეჩერების საფუძველი. პატრიარქი არის შეშინებული, მამა მიქაელ ბოტკოველმა გადმომცა, რომ ის არ არის მზად შესახვედრად - „როგორ შეიძლება თავის მღვდელმონაზონთან არ იყოს მზად შესახვედრად? ის არ არის მზად მამა გიორგი მამალაძესთან შესახვედრად, ის არ არის მზად მამა ანდრიასთან შესახვედრად, ის არ არის დაზარალებულ ადამიანებთან შესახვედრად მზად და სულ ასეთი სათხოვარია შეხვედრა. ეს არის სერიოზული პრობლემა“, - განაცხადა მამა ანდრია სარიამ.

საზღვარგარეთულები

      ვირუსი ჩვენდა საშიშად - ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა. დონალდ ტრამპი - ჩინეთს დახმარება შევთავაზეთ, ჩვენ არაჩვეულებრივი ექსპერტები გვყავს. გერმანიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. პედიატრი - ბოლო ორი დღეა შეიცვალა კორონავირუსის გავრცელების რისკები და გლობალურად ჩვენ უკვე ვხდებით მაღალი რისკის ქვეშ. ჰონგ-კონგში ექიმები ჩინეთთან საზღვრის ჩაკეტვას ითხოვენ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - საქართველო ე.წ. მწვანე ზონაში შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხე დაბალია. ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ჩინეთთან ფრენები აიკრძალება და უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება. ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის მხრივ საქართველო არის დაბალი რისკის ქვეშ მყოფი ქვეყანა და არ შეიძლება პანიკის დათესვა. პაატა იმნაძის განცხადებით, ჩინეთიდან ჩამოსულ გოგონას კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

      გრინ ქარდის სიმკაცრე - აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ „მწვანე ბარათის“ მიღების პირობის გამკაცრების ძალაში შესვლას მხარი დაუჭირა.

      კობის სამახსოვროდ - Change.org-ზე გამოქვეყნებულ პეტიციას, NBA-ის ლოგო კობი ბრაიანტის გამოსახულებით შეიცვალოს, მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 1167

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters