იანვრის ვირუსებმა შიდა ზამთრის ციება აღმოსავლეთიდან მოიტანეს და სიცივის ნაცვლად, ცხოველების ჭამისგან აკიდებული სასიკვდილო შხამი გაავრცელეს მსოფლიოში. ამიტომ ჩინური კორონავირუსის ამბავი დიდი ხანია გასცდა რომელიმე ქვეყნის შიდა პრობლემას. საქართველოშიც ერტ-ერთი ყველაზე აქტუალური აბავი სწორედ ამ თემას უკავშირდება, დღის მეორე თემა ამერიკასა და ევროპაში ქართული სახელმწიფოს იმიჯი და პრობლემების მათეული ხედვა-შეფასება-განხილვა იყო.
მსოფლიო ამბავი ქვეყნის შიდა ამბავიც არისო, უთქვამთ - ჩინეთის ჯანმრთელობის დაცვის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, კორონავირუსმა შესაძლოა, ახალი მახასიათებლები შეიძინოს და შეიცვალოს ვირუსის საფრთხის ხარისხი. ჩინური მედიის ინფორმაციით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კორონავირუსის სავარაუდო წყარო გარეული ცხოველები არიან. თამარ გაბუნია - შესაძლებელია, საჭიროება დადგეს, რომ ჩინეთიდან პირდაპირი რეისები შეიზღუდოს და კიდევ უფრო გამკაცრდეს ტრანზიტული ქვეყნებიდან მგზავრების კონტროლი. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში „კორონავირუსთან“ დაკავშირებით მგზავრებს ამოწმებენ. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ერთ ღამეში 56-დან 80-მდე გაიზადა. ჯანდაცვის სამინისტროში უარყოფენ ინფორმაციას, რომ სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ნაწილმა აეროპორტში კორონავირუსზე მოქალაქეების შემოწმებაზე უარი თქვა. ამირან გამყრელიძე - დღეიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ვიზიტი იწყება იმ ადგილებში, სადაც ინტენსიურია ჩინეთის მოქალაქეების განსახლება. ეკატერინე ტიკარაძე - არც ერთ ექიმს არ უთქვამს უარი სამუშაოები გაეწია საზღვარზე - ექიმებს ფიცი გვაქვს დადებული და საკუთარი რისკის ფასად ვახორციელებთ გარკვეულ ჩარევებს. ჯანდაცვის მინისტრი - ჩვენი მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს ვიძლევით, რათა მათ ჩინეთის მიმართულებით მოგზაურობა შეზღუდონ. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ ქვეყანაში დაფიქსირებული დაავადება ახალი კორონავირუსია. კორონავირუსის ახალი ტიპის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთიდან საქართველოში ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო - ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით მხოლოდ ორი რეისი გაუქმდა, ამ ეტაპზე კი ფრენები ჩვეულებრივად განხორციელდება. საქართველოს ელჩის ინფორმაციით, ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის საკითხი, ამ ეტაპზე, არ დგას. დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, ჩინეთის ქალაქ უხანიდან, საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის გეგმაზე მუშაობს. ამირან გამყრელიძე - ყველა ის ექიმი, რომელიც ამოწმებს მგზავრებს, დაცულია და აქვს შესაბამისი ფორმა. ჰონგ-კონგელი ექსპერტი - ხალხი მზად უნდა იყოს, შესაძლოა, კორონავირუსი გლობალურ ეპიდემიად იქცეს. მედიის ინფორმაციით, ჩინეთი ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტებს ცდის. ჩინეთში საქართველოს ელჩის ინფორმაციით, საკონსულოს აღრიცხვისთვის 100-ზე მეტმა მოქალაქემ მიმართა.
მღვდლების ამბები - მეუფე იაკობი - ანდრია სარია პეტრესავით ჭორიკანა კაცია, სინოდის სხდომაზე კი რისთვის შევიკრიბოთ, მეუფე პეტრე რომ საბოლოოდ გავუშვათ? მაგასაც მოესწრებით. მეუფე ნიკოლოზი მღვდელმონაზონ ანდრია სარიაზე - აქამდე რომ არ შეუჩერდა მღვდელმსახურების უფლება, ეს არის გასაკვირი. მეუფე ნიკოლოზი დეკანოზ გიორგი მამალაძეზე - მე ახლაც წინააღმდეგი ვარ, რომ სასულიერო პირი იყოს ციხეში.
გენპროკურორის კანდიდატურა - ანრი ოხანაშვილი - თუ გენპროკურორის შერჩევის პროცესი დადგმულია, რატომ აცხადებს ოთარ კახიძე, რომ უნდა მოვიდეს და კითხვები დასვას მხოლოდ ერთ კანდიდატ შოთაძესთან?! გენერალურ პროკურატურასთან „ადამიანის უფლებათა ცენტრი" აქციას მართავს. გენერალური პროკურორობის კანდიდატი - ირაკლი შოთაძე არის მნიშვნელოვანი კონკურენტი, თუმცა სხვა ღირსეული კანდიდატებიც არიან. არჩილ თალაკვაძე - თუ პარლამენტში ირაკლი შოთაძის კანდიდატურა იქნება წარმოდგენილი, უმრავლესობის მხრიდან მას მხარდაჭერა ექნება. ოთარ კახიძე - ივანიშვილის პროკურატურაში იწყება მორიგი სპექტაკლი - ირაკლი შოთაძის გარდა, კანდიდატებთან გასაუბრებას არ დავესწრები.
ოპოზიცია - გიორგი ვაშაძე - აუცილებელია, ივანიშვილის ხელისუფლება, რაც შეიძლება სწრაფად და ნაკლები ზიანით ქვეყანას ჩამოშორდეს.
ალინსის აქცია - აშშ-ის საელჩოსთან პარტია “პატრიოტთა ალიანსმა” აქცია გამართა. „პატრიოტთა ალიანსი“ NDI-ისა და IRI-ის საქმიანობის აკრძალვას ითხოვს.
ქართველი მორაგბის მსხვერპლი - საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 28 წლის ქართველი მორაგბე ემსხვერპლა.
ჩხუბის შეფასებები - გია ვოლსკი - ხაბეიშვილმაც თავისი წვლილი შეიტანა, ყოველგვარ ზღვარს გადასცდა უზრდელობაც, არაკორექტულობაც, მაგრამ ეს არანაირად არ ამართლებს მუშტი-კრივს.
საქართველო ევროპისა და ამერიკის სარბიელზე - ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა საბჭოში რუსეთის დელეგაციის მანდატი გაასაჩივრეს. ირაკლი ღარიბაშვილი - ნებისმიერი გაუგებრობა, რომელიც შესაძლოა, არსებობდეს კონგრესმენებსა და ჩვენს შორის, უნდა იყოს განხილული არა წერილების, არამედ დიალოგის მეშვეობით. გიგი უგულავა - „ქართული ოცნება“ „მუღამში“ შევიდა და გადაწყვიტა კონგრესმენებისა და სენატორების პასუხად იძველბიჭოს. დავით ზალკალიანი - არსებითი მნიშვნელობისაა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, ევროპის საბჭოს ჰქონდეთ წვდომა კონფლიქტის ზონებში. დავით ზალკალიანი - ბავშვების ინტერესებზე გათვლილი მართლმსაჯულების სისტემის შექმნა საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალი უკანონო ქმედებებზე, ეს კიდევ უფრო წაახალისებს საოკუპაციო ძალას. დავით უსუფაშვილი - ჩვენ ვკარგავთ ავტორიტეტს და იმ ქვეყნებში, ვისი მხარდაჭერითაც გზა უნდა გავიაროთ, წერილების გამოგზავნა აუცილებლად გაგრძელდება. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა.
საზღვარგარეთულები:
მიწისძვრათურქეთში - მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა.
ფარული ჩანაწერები ტრამპს - საერთაშორისო მედია აშშ-ის პრეზიდენტის, 80-წუთიან სკანდალურ ვიდეო ჩანაწერს აქვეყნებს, სადაც დონალდ ტრამპი „ტრამპ ჰოთელში“ სადილს ესწრება. ვიდეოში ჩანს, რომ აშშ-ის ლიდერი უკრაინის საკითხზე საუბრობს. „რამდენ ხანს გაუძლებს უკრაინა რუსეთთან ომს?“-კითხულობს ტრამპი, რაზეც დაუდგენილი პირი პასუხობს - „ჩვენს გარეშე, დიდხანს ვერ“. „ჩვენს გარეშე. ყველას ჩვენ როგორ უნდა ვეხმარებოდეთ“,-აცხადებს ტრამპი და შემდეგ ევროპის ქვეყნებს აკრიტიკებს, რომ ვაშინგტონთან ერთად ამ ტვირთს არ ინაწილებენ. ვიდეოში ასევე ჩანს, როგორ გასცემს აშშ-ის პრეზიდენტი ბრძანებას გააძევონ უკრაინის ელჩი. „მოიცილეთ თავიდან! მოაშორეთ ხვალვე. არ მაინტერესებს. ხვალვე მოაშორეთ. მოიცილეთ! გასაგებია? ასე მოიქეცით“,-ამბობს ტრამპი ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა ჰოლოკოსტში მისი ქვეყნის როლის გამო ბოდიში მოიხადა.
ინდოეთში 4 აფეთქება მოხდა.
ავიაკატასტროფა - ვერტმფრენის კატასტროფას კალათბურთელი კობი ბრაიანტი ემსხვერპლა. ვერტმფრენის კატასტროფისას კობი ბრაიანტთან ერთად მისი 13 წლის ქალიშვილიც დაიღუპა. ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზი, რომლის დროსაც კობი ბრაიანტი და მისი ქალიშვილი დაიღუპნენ, სავარაუდოდ, უამინდობა გახდა.
კიდევ ერთი თავდასხმა - ბაღდადში, აშშ-ის საელჩოზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - მოვა დრო და აშშ-ს მოუწევს გადაიხადოს ის დიდი ზიანი, რაც ირანელ ხალხს მიადგა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია