ტრადიციულად, 25 დეკემბერი საქართველოს პატრიარქს და საახალწლო ნაძვის ხეს მიეზღვნა - პატრიარქის აღსაყდრებიდან 42 წელი შესრულდა, ხოლო რესპუბლიკის მოედანზე ქვეყნის მთავარი საახალწლო სიმბოლ საზეიმო ღონისძიების ფარგლებში აინთო, განათდა და როგორც ხდება ხოლმე - შეიქო ან გაკრიტიკდა. დღის სხვა ამბები ატენში გაჩენილ ხანძარს, ჯანდაცვის მინისტრის თავდაჯერებულობას და ინკასო დადებულ ტელეკომპანიებს უკავშირდებოდა.
პატრიარქის აღსაყდრება - მამუკა მდინარაძე - უწმინდესს უდიდესი ღვაწლი აქვს ქართული ეკლესიისა და სახელმწიფოს წინაშე და ვალდებული ვართ, ეს ყველაფერი დავაფასოთ. ილია მეორე - მადლობელი ვარ ღვთისა და ჩვენი ერის - მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულისთვის. ბიძინა ივანიშვილი - ბედნიერია ჩვენი ქვეყანა, რომ ასეთი სულიერი მამა ჰყავს. პრემიერი - შეუძლებელია, შევაფასოთ პატრიარქის ღვაწლი ქვეყნის წინაშე, ეკლესიების მშენებლობაში, საგანმანათლებლო მიმართულებით და რაც მთავარია, მშვიდობის შენარჩუნების საქმეში. არჩილ თალაკვაძე - იყო წლები, როცა საქართველოში ბევრი რამ ინგრეოდა, მაგრამ პატრიარქი აშენებდა ხიდებს და გზებს ჩვენს შორის, რომ რწმენა და ერთმანეთი არ დაგვეკარგა.
ცეცხლი ატენში - ატენის ხეობაში, ხანძრის სალიკვიდაციოდ მეხანძრე-მაშველების დამატებითი ძალების და სპეცტექნიკის მობილიზება დაიწყო - ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში ვერტმფრენებიც ჩაერთვებიან. ატენის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროც ჩაერთო. ატენის ხეობის გარდა, ხანძრის კიდევ ერთი კერა რკონის ხეობაში გაჩნდა. ატენის ხეობაში ხანძრის 5 ზონიდან, 4 ლიკვიდირებულია.
ინკასო ტელევიზიებს - ტელეკომპანიების „რუსთავი2“-ის, „ტვ პირველის“ და „კავკასიის“ ანგარიშებს ინკასო დაედო. პაატა სალია ტელეკომპანიის ანგარიშზე ინკასოს დადებაზე - ეს არის უპასუხისმგებლო ქმედება, რადგან, ამან შეიძლება გამოიწვიოს არხის საქმიანობის შეფერხება. ნინო ჯანგირაშვილი არხის ანგარიშზე ინკასოს დადებაზე - ტელევიზია აპირებს, რომ მუშაობა და ფუნქციონირება განაგრძოს-ინკასო ვერ შეგვაშინებს.
მოსიარულე და მოლაპარაკე პრეზიდენტი - პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ 10 თვეში, მივლინებებში, 1 400 000 ლარზე მეტი დახარჯა. გუშინ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა, რომ „ჩვენ საზღვარი მხოლოდ კონფლიქტურ რეგიონებთან კი არ გვაქვს როგორც პრობლემური საზღვარი, ასევე აზერბაიჯანთან და სომხეთთან“. დავით ბაქრაძე პრეზიდენტის განცხადებაზე - ვიტყოდი, რომ ეს არის დიდი სიბრიყვე, მაგრამ, სამწუხაროდ, სიბრიყვის მიღმა, ეს არის საქართველოს ინტერესების ფუნდამენტურად დამაზიანებელი მავნებლობა. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის უცხოელ პარტნიორებს აფრთხილებს, რომ თუ ქართულ საზოგადოებაში გაჩნდება განცდა დასავლეთის მხრიდან დაუბალანსებელ კრიტიკაზე, ეს ნეგატიურად აისახება ჩვენს ორიენტაციაზე, რაც არ უნდა დავუშვათ, ლაშა ტუღუში - რას ვეუბნებით ჩვენი პრეზიდენტის პირით თეთრ სახლს, რომ გააჩუმოს ცუკერბერგი? რომ კომპანიის ხელმძღვანელებს პირში ცხელი კარტოფილი ჩაუდონ?
მამუკა ხაზარაძე - ჩვენი ხელისუფლება სწრაფი ტემპით მიემართება ჩრდილოეთის ვექტორისკენ, ქვეყნის ორიენტაციის შეცვლისკენ.
ევროპული ჯანდაცვა - ჯანდაცვის მინისტრი - ჩვენი ექიმების კვალიფიკაცია ნამდვილად უტოლდება ევროპელი ექიმების კვალიფიკაციას და ამის დამტკიცებას შევძლებთ. პანიკის საფუძველი არ არსებობს - გრიპის ვირუსი არის ყოველ წელს და ყველა ქვეყანაში, ჩვენც როგორმე გადავიტანთ. ჯანდაცვის მინისტრი - კლინიკები, რომლებიც ზედმეტად ორიენტირებულია სამედიცინო ჩარევებზე, ან გავლენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან, ან განახორციელებენ მანიპულაციებს სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფებით.
რესპუბლიკური ნაძვის ხე - მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიების გამო, გზის რამდენიმე მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდა. კახა კალაძე - ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე მინდა დავპატიჟო ყველა, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა. კახა კალაძე - მშრალ ხიდსა და ზაარბრიუკენის ხიდზე სამუშაოები ისეა შესრულებული, გულზე შემოგეყრებათ - დღესვე დაიბარეთ კომპანია და თავისივე ხარჯებით გამოასწორებინეთ. თბილისის მთავრობა საკრებულოს შესათანხმებლად გადაუგზავნის მერიის ხელშემწყობი ღონისძიებების ნუსხას, „სვეტის“ ყოფილი მშენებლობების დასრულების მიზნით. ირაკლი ბენდელიანი კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობას ნგრევის საფრთხე ემუქრება. ზაარბრიუკენის და მშრალი ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას მერიაში დღესვე დაიბარებენ. რაკლი ბენდელიანი - ალვის ხე შეიძლება ვიღაცის ფანტაზიის ნაწილი იყოს, ვიღაცამ შეიძლება ჭადრის ხესაც მიამსგავსოს, თუმცა ეს არის საუკეთესო ნაძვის ხე, რაც კი თბილისს ჰქონია. დედაქალაქის მთავრობის წლის ბოლო სხდომაზე კახა კალაძემ წელი შეაჯამა და მუნიციპალიტეტის სტრუქტურების ყველა თანამშრომელს, ასევე მედიას მადლობა გადაუხადა. კახა კალაძე - ტრენდია მსოფლიოში, ცდილობენ, რომ მსგავსება იყოს ნატურალურ ნაძვის ხეებთან - მომავალი წლისთვის ვეცდებით, ნატურალური ნაძვის ხე ჩამოვიტანოთ ნორვეგიიდან.
ბაბილოვის კანონები - ანატოლი ბიბილოვი ვაჟა გაფრინდაშვილზე - სასჯელი არ არის სასტიკი, როცა ადამიანი არღვევს კანონს და ამას განზრახ აკეთებს, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.
დღეს, სრულიად საქართველოს მუფთის არჩევნები გაიმართა და ეს წოდება ადამ შანთაძეს ერგო.
საზღვარგარეთულები:
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში წელს, ორი საუკუნის განმავლობაში პირველად საშობაო მესა არ ჩატარდება.
დონალდ ტრამპი ფხენიანის „საშობაო საჩუქარზე“ - შესაძლოა, კიმ ჩენ ინმა რაკეტების გამოცდის ნაცვლად ლამაზი საყვავილე გამომიგზავნოს.
რომის პაპი მრევლს მოუწოდებს, ეკლესიის სისუსტეების გამო ქრისტეს სიყვარულზე უარი არ თქვან.
ალექსანდრე ლუკაშენკო - დასავლეთი და ნატო არ დაუშვებს, რომ მოსკოვმა დაარღვიოს ბელარუსის სუვერენიტეტი.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
მარტი 4, 2023 6pm_დან მარტი 31, 2023 7pm_მდე – New York City
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 24, 2023.
საათი: 11:24pm
0 კომენტარი
2 მოწონება
მძიმე კვირის მძიმე დასასრული პოლიტიკურ ველზეც. მძიმე სანიკიძემ ჯერ იყოდა მძიმე გინება გამოუწერა პრემიერს, შემდეგ კი თავადაც არანაკლები გინება და ცემა-ტყეპა იგემა. ასეთია ჩვენი პოლიტიკური ელიტის სახე უმაღლესი ტრიბუნებიდან. დღის მთავარი თემაც ეს იყო - პრემიერის საპარლამენტო გამოსვლა და პასუხებით კინკლაობა, მერე ჩხუბები, მერე საგარე საქმეთა მინისტრების ბლოკები - ჩვენის პარლამენტში და გერმანიისა უმაღლეს შეხვედრებში და ა.შ. დღეს 1 აშშ დოლარის…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 23, 2023.
საათი: 4:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 21, 2023.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
დღეს ძალიან ოპოზიციური დღე გამოდგა - კრიტიკა, ლანძღვა, მუქარა, ზოგჯერ შიდა გაურკვევლობებიც, მოკლედ, ვრცელი ოპობლოკი შეგვხვდა. ამას გარდა, აქტუალური იყო პრემიერის ინტერვიუ, ოლიგარქიაზე კანონი, კეზერას მსჯავრი, აგენტურა და სხვა ამბები, ზოგი ევროპიდან ზოგი შინიდან. პუტინის და სი ძინპინის შეხვედრაც მსოფლიო აქტუალურობის წრეშია. ახლა კი ტრამპის დაკავება ფეთქდება. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5762 ლარია.…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 21, 2023.
საათი: 8:00pm
0 კომენტარი
1 Like
Imagine arriving home with a darkish stormy night and being forced to get away from the car to open the gates. Then driving through and being forced to get out once again to close them. Visualize way too, the vulnerability of your property to thieves and burglars If the gates are still left open up due to the fact individuals never hassle to shut them. Electrical gates address these troubles and Other individuals too.
The primary profit is safety. They offer a…
© 2023 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია