ფართომასშტაბიანი დაბომბვები განახლა და დღის მთავარი ამბებიც ესაა მთელს მსოფლიოში. უკრაინის არაერთ რეგიონში ორი დღეა ბომბების წვიმაა. საქართველოში უკრაინის მხარდამჭერი აქციების პარალელურად, ცოტა შიდა პოლიტიკური ნიუსებიც ხმიანდება. დეოლიგარქიზაცია და არჩევნების რეფორმები არის ევროპული გზის მთავარი გასაღებიო. სპორტულ სიახლეებშიც არის პრობლემები და ითხოვენ კულტურის სამინისტროსგა გამოყოფას. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7920 ლარია.
მთავარია ჯანმრთელობა - ივანე ჩხაიძე - ველოდებით, რომ წელს რესპირაციული ვირუსული ინფექციების შემთხვევები გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე ეს იყო 2020-2021 წელს. საქართველოში ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე მორეაგირე სამედიცინო ჯგუფების გადამზადებისა და რეაგირების მიზნით „პროექტი 88“ ტარდება. თენგიზ ცერცვაძე - არ არსებობს არავითარი სარწმუნო მტკიცებულება, რომ პრეპარატი „სულაჟერი“ ეფექტიანია COVID-ით ავადმყოფების სამკურნალოდ.
ოლიგარქის გამორკვევა - ბადრი ჯაფარიძე - დეოლიგარქიზაციის კანონი არა ჩემი გემოვნებით, არამედ უნდა განისაზღვროს იქიდან, რა სურს ევროკომისიას - კეთილი ინებოს ყველამ და იმუშაოს ევროკავშირთან, რომ არ იქნას დაშვებული შეცდომა, რაც საზოგადოებას ფასად დაუჯდება. პაატა მანჯგალაძე - დეოლიგარქიზაციის ნაწილში შეთანხმების შესაძლებლობას ნაკლებად ვხედავ - ეს და კიდევ რამდენიმე კანონი, რომელსაც „ქართული ოცნება“ აინიცირებს, გახდება კანდიდატის სტატუსის არმოცემის საფუძველი. ალუდა ღუდუშაური დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე - მთელი ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებულ კანონს უპირისპირდება ოპოზიცია. პაატა მანჯგალაძე - კანონში ვერავის გვარი ვერ ჩაიწერება, მაგრამ არ უნდა ვიყოთ ისეთი მიამიტები, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის აღსრულება იმ ხალხს დავავალოთ, ვინც თავად არის ოლიგარქიული მმართველობის საუკეთესო მტკიცებულება. დავით უსუფაშვილი - ოლიგარქი არ არის ივანიშვილის ახალი გვარი და ბიძინა ოლიგარქზე კი არ ვლაპარაკობთ, არამედ ოლიგარქიაზე, როგორც მოვლენაზე, რომელიც უნდა ამოიძირკვოს. გიორგი ამილახვარი - როცა ივანიშვილი წლების განმავლობაში ეხმარებოდა ქართულ ჯარს, პოლიციას და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს, მაშინ არ გახსენებიათ, რომ შესაძლოა ოლიგარქი ყოფილიყო. გია ცაგარეიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი მას შემდეგ გახდა, რაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ამ ავაზაკებს „კუდით ქვა ასროლინა“?
არჩევნების ამბავნარი - საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ პროექტს საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა. ლევან ბეჟაშვილი - პოლიტიკური პროცესის ხელოვნებაც იმაში მდგომარეობს, რომ 2 პრიზმიდან დანახულ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მივცეთ გაერთიანების საშუალება, გვეყოს გამბედაობა, რომ სადაც შეთანხმებების სივრცე არსებობს, ეს მიღწეულ იქნას. დავით უსუფაშვილი - საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მზად ვართ პოლიტიკური კონსენსუსისა და შეთანხმებამდე მისვლისთვის!
ჩვენი პრეზიდენტი რუმინეთში ჩავიდა. რუმინეთის პრეზიდენტი - რუმინეთი უკვე მუშაობს საქართველოსთან ერთად სტრატეგიული მსხვილმასშტაბიანი პროექტების განვითარების მიმართულებით. საქართველოს და რუმინეთის პრეზიდენტებმა სტარატეგიული თანამშრომლობის ჩამოყალიბების შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არ შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ მეორე მხარეს გადააბრალებს ევროინტეგრაციის გზაზე უშედეგობას და ამით გამარჯვებული იქნება. მივესალმებით ევროკავშირის და ამერიკის ძალისხმევას, რომ დაეხმარონ უკრაინის ამ თავდადებულ ბრძოლას, რომელიც გამარჯვებით უნდა დამთავრდეს - აქ წყდება ჩვენი მშვიდობა, თავისუფლება და დამოუკიდებლობა. რუმინეთის პრეზიდენტი - უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოში პოლიტიკურმა კლასმა რეკომენდაციები სერიოზულად მიიღოს, როგორც მმართველმა პარტიამ, ისე ოპოზიციამ ერთობლივად იმუშაოს ამ საკითხზე ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.
სპორტული ამბები - სხვადასხვა სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელებმა პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს ხელისუფლებას მიმართეს მოთხოვნით, რომ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპორტი ცალკე უწყებად გამოეყოს. მათი განცხადებით, აღნიშნულ მოთხოვნას უკვე 20-მდე სპორტული ფედერაცია შეუერთდა. დავით უსუფაშვილი - ბევრი პრობლემაა სპორტულ ფედერაციებში, მაგრამ წულუკიანი მათი მომგვარებელი რომ არ არის, ფაქტია.
კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ინფორმაციით, ე.წ. მოსმენების საქმეზე პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი 65 პირს მიანიჭა.
დარიგებები ციხიდან - ნიკა გვარამია - არსებობს გადაწყვეტილებები, რომლის მისაღებადაც ძალა აღარ შეგვწევს - ეს ზოგჯერ არის ჩვენი დასავლური ოჯახის არასწორ დროს გაჩუმების, ან არასათანადო ქმედების შედეგიც. ოპოზიციის სისუსტეები ნამდვილად შესამჩნევია, ზედაპირზეა - ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ერთიანობა, ეს შეიძლება ერთადერთი გამოსავალიც იყოს.
საზღვარგარეთულები:
ბომბების განახლება ჯო ბაიდენი - რუსეთის სარაკეტო იერიშები უკრაინის ქალაქებზე პუტინის სრული სისასტიკის ილუსტრირებაა - ეს თავდასხმები კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს ვალდებულებას, ვიყოთ უკრაინელი ხალხის გვერდით, იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა. თბილისში უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე მოქალაქემ რუსეთის ფედერაციის პასპორტი დაწვა. უკრაინა დიმიტრი მედვედევზე, სერგეი შოიგუსა და სხვა რუს მაღალჩინოსნებზე ძებნას აცხადებს. პოლონეთის შს მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ყველაზე უარესი სცენარისთვის მოსამზადებლად, მიწისქვეშა თავშესაფრების მდგომარეობას ამოწმებენ. თეთრი სახლი - აშშ უკრაინას საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემებს გადასცემს. ლის ტრასი, უკრაინაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის გამო, ნატო-ს ლიდერების შეხვედრას მოითხოვს. გაერო-ში უკრაინის ელჩი - რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ტერორისტული სახელმწიფოა. უკრაინელებმა სამხრეთით 174 ოკუპანტი, რუსული ჰაუბიცები, ჯავშანტექნიკა და საბრძოლო მასალის საწყობები გაანადგურეს. ალექსეი არესტოვიჩი- რუსეთმა უკრაინის დაბომბვით სამხედრო თვალსაზრისით ვერაფერს მიაღწია. ვარშავაში, რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა. გუბერნატორი - რუსებმა ზაპოროჟიეზე მორიგი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. უკრაინამ 62 ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - აშშ-სა და ევროპის უკრაინის კონფლიქტში მზარდი ჩართულობის გამო, რუსეთი იძულებული იქნება ადეკვატური საწინააღმდეგო ზომები მიიღოს. უკრაინის ქალაქებზე რუსეთის ავიაიერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა. უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა გასული დღის განმავლობაში, მტრის 73 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს. რუსები ლადიჟინის თბოსადგურს ე.წ. კამიკაძე დრონებით დაესხნენ თავს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა „ვაგნერის“ დივერსანტები გაანადგურა. უკრაინის ორ ოლქში აფეთქების ხმები ისმის, გააქტიურებულია საჰაერო თავდაცვის სისტემა. რუსული ძალები კიევის ოლქზე სარაკეტო თავდასხმას ახორციელებენ, უკრაინელებმა ორი რაკეტა ჩამოაგდეს. უკრაინის საჰაერო ძალებმა დღეს დილით მოწინააღმდეგის 4 რაკეტა ჩამოაგდო. ზაპოროჟიეში, შენობიდან, რომელსაც რუსული რაკეტა მოხვდა, 6 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ლვოვის გუბერნატორი - რუსებმა ლვოვში ენერგეტიკული ობიექტები დაბომბეს. სვეტლანა ტიხანოვსკაია - ბელარუსმა და უკრაინამ უნდა შექმნან ალიანსი რუსული აგრესიის წინააღმდეგ. დმიტრო კულება ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვაზე - ეს არის წინასწარ დაგეგმილი ომის დანაშაულები და მიზნად ისახავს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის გაუსაძლისი პირობების შექმნას. ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის საკითხზე ასტანაში იმსჯელებენ. იენს სტოლტენბერგი - ჩვენ ვერ ვხედავთ ცვლილებებს რუსეთის ატომური ძალების განლაგებაში, მაგრამ ყურადღებით ვრჩებით. ვოლოდიმირ ზელენსკი G7-ის - საჰაერო ფარი უკრაინისთვის - ეს უსაფრთხოების გარანტიების ნაწილია, რომელიც მშვიდობის ფორმულის ელემენტია. ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე საერთაშორისო დამკვირვებელთა მისია უნდა განლაგდეს - გთხოვთ, “დიდი შვიდეულის” დონეზე ამ ინიციატივას მხარი დაუჭიროთ. ვახტანგ კაპანაძე - რუსეთის სარაკეტო თავდასხმები უკრაინულ ქალაქებზე გამწარებული პასუხია, სასოწარკვეთილება იგრძნობა. მელიტოპოლში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა. იენს სტოლტენბერგი - მნიშვნელოვანია უკრაინამ გაიმარჯვოს, ვინაიდან, თუ პუტინი გაიმარჯვებს, ეს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ყველა ჩვენგანისთვის სახიფათო მარცხი იქნება. ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის ლიდერს, რომელიც მისი მმართველობის ბოლო ეტაპზეა, ჯერ კიდევ აქვს სივრცე შემდგომი ესკალაციისთვის. G7-ის ლიდერები პირობას დებენ, რომ უკრაინაში ბოლოდროინდელ თავდასხმებზე პუტინს „პასუხი მოეთხოვება“. უკრაინამ ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად კიდევ 32 სამხედრო დაიბრუნა. ჯონ კირბის განცხადებით, აშშ უკრაინისთვის NASAMS-ის მიწოდებას დააჩქარებს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია