რუსეთში გამოცხადებული სამხედრო მობილიზაცია არის მეინსტრიმული მთავარი თემა საქართველოშიც, რადგან ბოლო დღეებია ვრცელდება კადრები კილომეტრიანი რიგების და საცობების ჩვენს ჩრდილოელ მეზობელ-მტერთან - გამორბიან და გამორბიან ომს განრიდებული რუსები და ახლა აქ მთავარი თემა ისაა, უნდა მივიღოთ თუ საზღვარი ჩავუკეტოთ. დღეს ასევე სოხუმის დაცემის დღეა და როგორც სექტემბრის ყოველ მიწურულს, დღესაც კადრები, მოგონებები, ყვავილები და გახსენებები ისმოდა-იკითხებოდა მედიაში. აქტუალურია ასევე ომბუდსმენის ამბებიც. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8385 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 27 სექტემბერი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

      სოხუმის დღეს - სოხუმის დაცემიდან 29 წელი შესრულდა. ილია მეორე - დღეს არის მწუხარების დღე - დაცემა სოხუმისა, მაგრამ არ შეგეშინდეთ, მწუხარება ჩვენი სიხარულად გარდაიქცევა, დაცემა გარდაიქცევა ამაღლებად. იან კელი - ბუჩამდე იყო აფხაზეთი. გიორგი ვაშაძე - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მომენტი ახლოსაა, მაგრამ ამისთვის გამყიდველი პრორუსული ძალა ხელისუფლებიდან უნდა გავუშვათ - როგორც კი გავუშვებთ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მაქსიმუმ 2-3 წელი დასჭირდება. ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს გაერთიანება თითოეული ჩვენგანის მიზანია და იგი ეფუძნება რწმენას, რომ ერთიან ქვეყანაში ცხოვრება საუკეთესო პერსპექტივაა ჩვენი ხალხისთვის, გზა ამ მიზნისკენ კი დიალოგზე და თანამშრომლობაზე გადის. აშშ-ის საელჩო - სოხუმის დაცემიდან 29 წლის შემდეგაც იგრძნობა ტკივილი, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მასობრივ მკვლელობას მოჰყვა. ნინო ბურჯანაძე - აფხაზეთის ომის დასრულებიდან თითქმის 30 წელი გავიდა და ქვეყნის გაერთიანებისაკენ ერთი რეალური ნაბიჯიც არ გადაგვიდგამს - სხვის იმედად კი არ უნდა ვიყოთ, ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები. პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. გმირთა მოედანზე ჟიული შარტავას ბიუსტი გაიხსნა. ოთარ შამუგია - ომმა, რომელიც 30 წლის წინ აფხაზეთში დაიწყო, სრულად შეცვალა ჩვენი უახლესი ისტორია, ამ ომს ემსხვერპლა ათასობით ადამიანის სიცოცხლე, 300 ათასზე მეტი კი, დევნილად იქცა, მათ შორის ვარ მეც. ვახტანგ გომელაური - მე ძალიან კარგად მახსოვს სოხუმის დაცემის დღე, 17 წლის ვიყავი მაშინ, რამხელა ტკივილი და ტრაგედია იყო სრულიად საქართველოსთვის. იოსებ ხახალეიშვილი - არ ყოფილა არცერთი დღე, რომ არ გვახსოვდეს აფხაზეთი - ჩვენ ერთმანეთი მშვიდობით უნდა დავიბრუნოთ! საგარეო უწყება - კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია. ანა ფოტიგა - რუსეთი იძულებული იქნება უკან დაიხიოს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან - სამართლიანობა გაიმარჯვებს, როცა რუსეთი დამარცხდება და მის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორია გათავისუფლდება. მეუფე შიო - პატრიარქს არაერთხელ უთქვამს, რაშიც ჩვენ ყველანი ვეთანხმებით, რომ აფხაზებმაც და ქართველებმაც დიდი ცოდვა ჩავიდინეთ, როდესაც ერთმანეთზე ხელი აღვმართეთ. პრეზიდენტი - დღევანდელი დღე დამოუკიდებული საქართველოს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული დღეა - ამ დღეს და ამ დღისთვის დაცემული გმირების ხსოვნა ყველას ვალდებულებაა! ეს მეხსიერება არასდროს არ უნდა დაიკარგოს! დავით ბერძენიშვილი - 1993 წლის 27-მა სექტემბერმა 2022 წლის 24 თებერვლამდე მიიყვანა მსოფლიო. ინალ არძინბამ და სერგეი ლავროვმა ორმაგი „მოქალაქეობის“ საკითხების მოგვარების შესახებ ე.წ. შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

      რუსების შემოსვლა - რუსული მედია - რუსეთ-საქართველოს საზღვარზე გამშვებ პუნქტთან გაწვევას დაქვემდებარებულ რუსეთის მოქალაქეებს გაწვევის საბუთებს ურიგებენ. ჩრდილოეთ ოსეთის შსს - „ზემო ლარსთან“ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამობილიზაციო პუნქტი განთავსდება. ჯუანშერ ბურჭულაძე „ზემო ლარსის" პუნქტთან ჯავშანტრანსპორტიორის გამოჩენაზე - ეს რუსეთის შიდა საკითხია - ჩვენ ამ მობილიზებაში ვერ ვხედავთ სამხედრო აგრესიის შემცველ საფრთხეს. ვახტანგ გომელაური - რუსეთის მოქალაქეები ყოველთვის შემოდიოდნენ და დღეს დავკეტოთ? ალბათობა არის რომ კრიმინალი გაიზარდოს, შეიძლება არც გაიზარდოს. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დარიალის გამშვებ პუნქტზე გაძლიერებული ძალებით მუშაობენ მესაზღვრე-კონტროლიორები. გიგა ბოკერია - სამარცხვინო, საზიანო, მოღალატეობრივია ომის შიშით ადამიანების მოტყუება, რომ რუსეთთან „ჩაწოლით“ და დალაგებით გადავრჩებით მსხვერპლს. დავით ჭიჭინაძე - მაქსიმუმ ერთ თვეში, მთელი სიმძაფრით გამოჩნდება ის საფრთხეები, რაც რუსეთიდან ამ რაოდენობით გამოქცეული ადამიანების ასეთ უკონტროლო შემოდინებას მოჰყვება. ირაკლი კობახიძე - რუსეთ-საქართველოს საზღვრის არჩაკეტვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები რუსეთში ცხოვრობენ და მათაც აქვთ ინტერესი, საქართველოში შემოვიდნენ. დავით მესხიშვილი - ასეთი მიდგომაა: „რუსული სანომრე ნიშანი აიღე და იგულავე“ - კანონის მოთხოვნები ვრცელდება ქართულ სანომრე ნიშნებზე, ხოლო შემოსულ ავტომობილებზე - არა. გიორგი ვაშაძე - დაუყოვნებლივ უნდა დაიკეტოს ჩვენი საზღვარი, რომ საქართველოს უტანკო ანექსია არ მოხდეს - რუსეთის დაახლოებით ნახევარი მილიონი მოქალაქე საზღვარზეა მომდგარი. ლევან იოსელიანი რუსებზე - დღეს ეს ადამიანები აღარ არიან ტურისტები, ეს არის კონკრეტული ჯგუფი, ე.წ. დეზერტირები - თუ ყველას შემოუშვებ, ვინც ომს გამოექცევა, ქართველების ადგილი აღარ იქნება. ალეკო ელისაშვილი - საქართველო-რუსეთის საზღვარს ჩავკეტავდი - არაფერში გვჭირდება დეზერტირი რუსეთი. ნინო ბურჯანაძე - ის, რასაც საზღვარზე ვხედავთ, ხელისუფლების პრობლემაა, სხვა ქვეყნებმა მოახერხეს, რომ მსგავსი რამ მათ საზღვარზე არ ხდებოდეს - ნუ, რა ვქნათ, ეს ის ხელისუფლებაა, რომელსაც ხალხი ითმენს. დავით უსუფაშვილი - სავიზო რეჟიმი უნდა გამკაცრდეს როგორც ვადებში, ასევე პირობებში - ჩვენ საზღვრის ჩაკეტვას არ ვითხოვთ! ჩრდილოეთ ოსეთში სხვა რეგიონებიდან ტრანსპორტის შესვლის შეზღუდვა იგეგმება. ალექსანდრე რაქვიაშვილი - ადამიანი გაურბის სავარაუდო სიკვდილს ან არ უნდა, თვითონ იყოს მკვლელი - პოზიცია, საზღვრები ჩაკეტოთ და არ შემოვუშვათ, ამორალურია.

      ტერორიზმი - ვახტანგ გომელაური „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელ გრიგოლ ნარსიაზე - დაზიანებები ჰქონდა სახეზე, დაკავებისას მიიღო - კაცს ბომბები და ხელყუმბარები ჰქონდა ასხმული, დააკავეს, არ ემორჩილებოდა და მიიღო დაზიანებები. ბადრი ესებუას ვეძებთ, რა თქმა უნდა, ეს გახდა სახუმარო თემა, სახუმარო არ არის. შარშან დავაკავეთ ძებნილი, რომელმაც 20 წლის წინ პოლიციელი ჩაცხრილა - ყველას უნდოდა მისი დაკავება მაშინვე, მაგრამ ვერ დააკავეს.

      რთული კანდიდატი - გიორგი ვაშაძე - უნდა ჩამოვყალიბდეთ და ომბუდსმენის პოსტზე ღირსეულთა შორის ღირსეული შევარჩიოთ, მოხარული ვარ, რომ სამი ღირსეული კანდიდატი დასახელდა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე - ნაზი ჯანეზაშვილის, გიორგი ბურჯანაძის და ანა აბაშიძის კანდიდატურა დაასახელეს. პარლამენტის თავმჯდომარე სახალხო დამცველობის კანდიდატების შემფასებელ კომისიასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ნაწილთან კონსულტაციებს მართავს. სალომე სამადაშვილი - ხელისუფლების განცხადება, რომ არასამთავრობოების წარმომადგენლები სანდო არ არიან, ნიშანია, რომ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს ომბუდსმენად დამოუკიდებელი კანდიდატების დამტკიცება დაბლოკოს. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ომბუდსმენის კანდიდატების შემფასებელი კომისიის შემადგენლობაზე ოპოზიციისგან კრიტიკული მოსაზრებები არ მოუსმენიათ. ანა ბუჩუკური - ომბუდსმენობის კანდიდატთა შემფასებელ კომისიაში, ზოგიერთი სახელის და გვარის მიმართ ჩვენს გუნდს კითხვები აქვს. იაგო ხვიჩია - ომბუდსმენის თანამდებობაზე არ გამოგვადგნენ „ენჯეოშნიკები“, ამიტომ უნდა ავირჩიოთ ადამიანი, რომელსაც არ „უტყდება“, ღიად თქვას, რომ პოლიტიკოსია, ეს არის პოლიტიკური თანამდებობა. გიორგი ბურჯანაძე განმარტავს, რატომ მონაწილოებს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევ კონკურსში. ირაკლი ზარქუა - ომბუდსმენი, რომელიც დღეს გვყავს, აღმოჩნდა „ნაცმოძრაობის“ ინტერესების გამტარებელი და ზოგ შემთხვევაში, მათზე უფრო „ნაცი“ - პარლამენტს ასეთი ლაფსუსი რომ აღარ მოუვიდეს, კანდიდატთა მკაცრი შერჩევა იქნება. ირაკლი კობახიძე არასამთავრობოების მიერ ომბუდსმენის კანდიდატურების დასახელებაზე - ამ გადაწყვეტილებით მდიდარმა NGO-მა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი არიან ერთგვარი კლანი და კლანის პრინციპებით მოქმედებენ.

      აფგან მუხთარლი - პროკურატურაში გვითხრეს, რომ სოსო გოგაშვილს ჩვენება ბოლომდე არ მიუცია და ამიტომ ოქმის ნახვა არ შეგვიძლია, ვფიქრობ, გადაწყვეტილება არის პოლიტიკური.

საზღვარგარეთულები:

      უკრაინელებმა ხარკოვის ოლქში 454 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. უკრაინის საჰაერო ძალები - უკრაინელებმა ირანული „კამიკაძე“ დრონები ჩამოაგდეს. უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველო - მობილიზებული რუსები ცხელ ხაზზე გვირეკავენ და კითხულობენ, როგორ ჩაბარდნენ ტყვედ. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანი მხარს არ უჭერს უკრაინის ომის არცერთ მხარეს და არასწორად მიაჩნია იარაღის გაგზავნა როგორც უკრაინაში, ასევე რუსეთში. რუსულმა ძალებმა კრივოი როგის აეროპორტი დაბომბეს. უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა ხერსონში, მელიტოპოლსა და ტოკმაკში რუსების კუთვნილი დიდი რაოდენობით აღჭურვილობა გაანადგურეს. უკრაინის გენშტაბი - ხერსონის ოკუპირებული ნაწილი როგორც შემსვლელთათვის, ისე გამომსვლელთათვის ჩაკეტეს. რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიე დაბომბეს. უკრაინის გენერალური პროკურატურა - რუსებმა უკრაინაში 52 596 დანაშაული ჩაიდინეს. ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - პუტინმა შესაძლოა, უკრაინის ტერიტორიების „შეერთება“ ოფიციალურად გამოაცხადოს. დიმიტრი მედვედევი - რუსეთს უფლება აქვს გამოიყენოს ბირთვული იარაღი საჭიროების შემთხვევაში ვინმესგან ნებართვის თხოვნისა და კონსულტაციების გარეშე და ეს ნამდვილად არ არის ბლეფი. უკრაინა მობილიზებულ რუსებს ნებაყოფლობით ჩაბარებას სთავაზობს. დმიტრო კულება - ევროკავშირში გრძელდება ახალი სასანქციო პაკეტის შემუშავება - ღრმა შეშფოთების სიტყვებითა და პერსონალური სანქციებით ანექსიას ვერ შეაჩერებ, საჭიროა სერიოზული ნაბიჯები. იენს სტოლტენბერგი - რუსეთის მიერ ჩატარებულ ყალბ რეფერენდუმებს არ გააჩნიათ ლეგიტიმაცია, ეს მიწები უკრაინისაა. ენტონი ბლინკენი - უკრაინას აქვს სრული უფლება დაიცვას თავი მთელ თავის ტერიტორიაზე - უკრაინელები გააგრძელებენ იმას, რაც უნდა გააკეთონ, რომ დაიბრუნონ მიწა, რომელიც წაართვეს, ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას. იენს სტოლტენბერგი - ნატოს მოკავშირეებმა უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რათა შევავსოთ საბრძოლო მარაგები და მივაწოდოთ უკრაინას.

      რუსეთის ელჩს იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში საპროტესტო ნოტა გადასცეს.

      თეთრი სახლი - ნებისმიერს, ვინც თავშესაფარს ეძებს დევნისთვის, მიუხედავად ეროვნებისა, შეუძლია აშშ-ს თავშესაფრის თხოვნით მიმართოს. ყაზახეთში, 21 სექტემბრიდან დაახლოებით 98 000 რუსი შევიდა. პოლონეთის პრემიერის აპარატის ხელმძღვანელი - არ ვაპირებთ რუსეთის იმ მოქალაქეების მიღებას, რომლებიც აქამდე მხარს უჭერდნენ პუტინის რეჟიმს და უცებ დიდი დემოკრატები გახდნენ და რუსეთის დატოვებას გეგმავენ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 59

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A new action arrangement has accustomed

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მარტი 15, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The New Apple PvP arenas are able here, calm with a avant-garde PvP rewards clue with its clandestine rewards, development, and adopted money to New World Gold collect

A new action arrangement has accustomed in MMORPG New World, all concentrated all-around PvP. As promised at the New Apple roadmap, The New Apple PvP arenas and the casting new PvP rewards tune, which offers accurate rewards for accustomed out a block of participant-on-participant brawling.

The new Amphitheatre…

გაგრძელება

When And the way to use LUV Life NAD+ health supplements

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 12, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი







NAD+ dietary supplements are appropriate for most of us at most moments. This compound participates in many physiological pursuits, making it universally useful.



Although it’s a perfectly-rounded therapy, NAD+ does relate to some wellness conditions. Folks generally look for it out to handle or reduce:



Fatigue and lower focus

Anxiety and extreme pressure

Despair or even a very low temper

Pores and skin problems like…

გაგრძელება

ოსკარის 2024 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 11, 2024.
საათი: 11:01am 0 კომენტარი

ოსკარი 2024 სრული სია

      11 მარტი კინომოყვარულთა და ამერიკული კინოს ხელოვანთა ზეიმით დაიწყო. რა თქმა უნდა ამერიკაში, კალიფორნიაში, ლოს ანჯელესში და დოლბის თეატრში. ოსკარების რიგით 96-ე დაჯილდოებას წელს ჯიმი კიმელი უძღვებოდა. მოულოდნელობებით სავსე ოსკარი იყო და არ ვიცოდით ვინ აიღებდაო, მასეც ვერ ვიტყვით, რადგან ნოლანმა ბომბასავით ფილმი…

გაგრძელება

A Guide to personal enhancement

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 10, 2024.
საათი: 3:43pm 0 კომენტარი







You can find times I awaken and just go in the every day motions. I make coffee then sit down at my Pc for per day of work. I’ll typically workout, walk the canines, make supper. Then, go through, observe a present, head to bed. The next day? Awaken and do all of it another time.



Specifically at the height of the pandemic, it began to come to feel like vicious monotony. Our lives seemingly stalled in bumper-to-bumper site visitors. It feels like goals, aims, and…

გაგრძელება

Qwelly World

free counters