შიდა არჩევნების გარდაუვალობა, ოცნების მმართველობა, ოლიგარქობა და ფინანსები

      ახალი კვირაა, ახალი ქარიანი ორშაბათია და ზამთრის მოლოდინმა შემოდგომის მიწურულში შეგვახსენა თავი. გასულ უქმეებზე ნოდარ ნათაძე გამოაკლდა საქართველოს. დღის ამბები კი პოლიტიკური ველის უინტერესობით იყო გამორჩეული. ასე მაგალითად - ოპოზიციურ პარტიაში, ნაციონალებში უფროსის არჩევას აპირებენ და აანონსებენ, ქოცები ევროპარლამენტარებს ბიძინას ფილანტროპობასა და ქველმოქმედებაში „ატრენინგებენ“, ომბუდსმენი ისევ არ არჩეულა, ფინანსთა მინისტრი თავის ამპლუაშია, კალაძე კი თბილისის სამშენებლო ნებართვებს იცავდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7172 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 14 ნოემბერი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, ნოემბერი

      ანტივირუსი - მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი „ვირუპროტექტი“ მალე საქართველოს ყველა სააფთიაქო ქსელში გამოჩნდება.

      უკანდიდატობა - პაატა მანჯგალაძე - როგორც კი აშკარა გახდება, რომ „ქართული ოცნების“ გამო არ გვაძლევენ კანდიდატის სტატუსს, მაშინვე უნდა გამოვიდეს ქუჩაში 100 ათასობით ადამიანი - პირველი გავალ მე, რომ პასუხი მოვთხოვო ხელისუფლებას. მიხეილ სარჯველაძე საპროტესტო აქციებზე - „ესიზმრება და ელანდებას“ ამბავია. ალუდა ღუდუშაური - მანჯგალაძე 10 კაცს თავის დაბადების დღეზე ვერ შეკრებს, შეიძლება გუგავა მივიდეს მარტო - 100 კაცი რესტორანში შეკრიბოს და მერე გააკეთოს აქცია.

      არჩევნები ნაცებში - გიორგი მუმლაძე - რუსული რეჟიმის დამარცხების რეცეპტი არის „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნიკა მელიას და არსებული ხელმძღვანელობის შეცვლა, რომელმაც პარტია უძრაობამდე მიიყვანა და ჩამოშალა. სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ დამარცხების რეცეპტი რამდენიმე ინგრედიენტს გულისხმობს - ერთი არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მეორე, სხვა ოპოზიციური ძალების სიძლიერე. მიხეილ სარჯველაძე - დამზადებული ყუმბარები საკუთარ ხელში აუფეთქდათ - რეზულტატი, რომელიც დგება, არის „ნაციონალური მოძრაობის“ ფიასკო. დავით კირკიტაძე - ვისურვებდი, რომ საარჩევნო კამპანია კორექტულობის ფარგლებში ჩატარდეს, ისე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის" ტრადიციას შეჰფერის. გიორგი ბოტკოველი - ფაქტია, რომ კონკრეტული ადამიანები ჩვენით უკმაყოფილო არიან - არჩევნები არა ვინმეს გადაყენებას, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ გაჯანსაღებას ეხება. ლევან ბეჟაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ საკმარისი ლიდერები არიან, რომლებსაც რთულ პერიოდში შეუძლიათ იტვირთონ პარტიის ხელმძღვანელობა - ჩემს კანდიდატურაზე არც კონსულტაცია და არც შემოთავაზება ყოფილა. გიორგი ბარამიძე - პარტიის თავმჯდომარის არჩევნებზე წინასწარ მოხდება ამომრჩევლების დარეგისტრირება, რათა კონკრეტულმა ჯგუფებმა დარეგისტრირებულებს შორის გამოავლინონ „ბოტები“, „ტროლები“. ბაჩო დოლიძე პარტიის თავმჯდომარის არჩევნებზე - ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალური გულწრფელობა თითოეული კანდიდატის მხრიდან - თუკი არსებობს კულისებიდან ჩარევის ალბათობა, ამაზეც უნდა იყოს რეაგირება. კობა ნაყოფია - არ მიმაჩნია, რომ ნიკა მელიამ ამოწურა საკუთარი თავი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე - ჩემი პოზიცია თუ გაინტერესებთ, დიახ, მელიას მხარდამჭერი ვარ. გიორგი მუმლაძე - ნიკა მელიამ, როგორც პარტიის შიდა განახლებისთვის მებრძოლმა ლიდერმა, ვერ ივარგა - ის მისაღებია „ქართული ოცნებისთვის“, რადგან ხელისუფლებას დისკომფორტს არ უქმნის. გია ხუხაშვილი - ხელისუფლება აპელირებს კეზერაშვილის ფულით და ამით აკომპლექსებს პარტიებს, ეს ის ხელისუფლებაა, რომელიც თავის დროზე კეზერაშვილს მშვენივრად გაურიგდა -„ჭუჭყიანი ფულის“ მეტი რა აქვს ამ ხელისუფლებას სალაროში.

      ოლიგარქი ვს ქველმოქმედი - გია ვოლსკი - ის, ვინც ამბობს, რომ ევროპარლამენტმა ოლიგარქში ივანიშვილი იგულისხმა და კანონიც მას უნდა ეხებოდეს, სერიოზულ დარტყმას აყენებს თავად ევროპარლამენტს. ალუდა ღუდუშაური - ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ოპოზიციის აქა - იქ წამოკნავლება, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არ ვარგა. ბექა ლილუაშვილი - ისეთი კანონის მიღებით, რომელიც აპრიორი ვინმეს მიმართ გავრცელებას გამორიცხავს, ძალიან კარგად ხდება იმის ილუსტრაცია, თუ ვის ეფარება „ქართული ოცნება“. ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე - ოლიგარქების რეესტრის შედგენას რომ დავიწყებთ, იქ მოიტანონ მტკიცებულებები, თუ რატომ არ შეიძლება მათი დამფინანსებელი ოლიგარქები იქ მოხვდნენ იმ კრიტერიუმებით, რაც გაწერილია კანონპროექტით. ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილს თუკი რაიმე ჭარბი გავლენა აქვს, ეს არის საქველმოქმედო ინიციატივებითა და 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხით განპირობებული საზოგადოების განწყობა მის მიმართ.

      დამცველი - შალვა პაპუაშვილი - სახალხო დამცველის პოსტზე არჩეული უნდა იყოს კანდიდატი, რომელიც კვალიფიციური უმრავლესობისთვის თანაბრად მისაღები იქნება. მამუკა მდინარაძე - მე რომ რომელიმე კანდიდატზე პოზიცია დავაფიქსირო, ოპოზიცია მაინცდამაინც იმას არ დაუჭერს მხარს - დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, ულტიმატუმებით ნუ დაგველაპარაკებიან და ვიმსჯელოთ ყველაფერზე.

      კორუფცია - „ანა ნაცვლიშვილი - უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ვერ ჩაითვლება ევრორეკომენდაციის შესრულებად - ახალ სსიპ-ს არ ექნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის რეალური მანდატი. ლელოს“ კანონპროექტით, „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო“ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო საგამოძიებო ფუნქციებით, რომელიც ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე და მის თავმჯდომარეს ირჩევს პარლამენტი 5 წლის ვადით. ანუ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უნდა ჩამოერთვას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფუნქცია და გადაეცეს დამოუკიდებელ უწყებას. „ქართული ოცნების“ პროექტით კი იქმნება სსიპ "ანტიკორუფციული ბიურო, უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭო”, ანუ, ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი ანალიტიკური ორგანო, რომლის ხელმძღვანელს ნიშნავს პრემიერი 6 წლის ვადით.

      პროკურატურამ ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის და უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

      კახა კალაძე - კანონში ცვლილებების შედეგად, თუ კომპანია უკანონო მშენებლობას გააგრძელებს, ეს სისხლის სამართლის დანაშაული ხდება. დედაქალაქში გვაქვს დაახლოებით 12 პრობლემური კვანძი, რომელსაც სჭირდება მოწესრიგება და ამასაც მივხედავთ.

      ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს შეხვდა.

      ფინანსები - ლაშა ხუციშვილი - ექსპორტთან მიმართებაში ნარჩუნდება მაღალი მაჩვენებელი, 34%-იანი ზრდა, რაც სწორედ ერთ-ერთი ფაქტორია იმისა, თუ რატომაც აქვს საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა. სახელმწიფო დიდი ჰესების პროექტებთან მიმართებაში ფინანსურ მონაწილეობას არ გამორიცხავს, თუმცა „საუბარი ვერ იქნება დიდი ოდენობით ფინანსურ მონაწილეობაზე“. სადაც ყველაზე იაფად ნახულობენ შესაძლებლობას, რომ იმპორტი განახორციელონ, ბუნებრივია, კომერციული ოპერატორები ამას ახორციელებენ. დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნების რეფორმა - ეს არის ერთ-ერთი ძალიან წარმატებული რეფორმა, რომელიც საგადასახადო მიმართულებით განვახორციელეთ და რომელსაც ძალიან კარგი შედეგები აქვს. საგარეო ვალთან დაკავშირებით ქვეყანას აქვს დიდი პროგრესი - მიმდინარე წელს საგარეო ვალი 40%-იან ნიშნულს ჩამოსცდება. 2023 წელს, საფინანსო სექტორს მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი არ შეეხება.

      „საქსტატის“ ინფორმაციით, 2022 წლის III კვარტალში საქართველოში რუსეთიდან 443 ათასზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა, რაც ვიზიტორთა ჯამური რაოდენობის 27.7 %-ია. იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 33.5%-ით გაიზარდა.

საზღვარგარეთულები:

      უკრაინის წინსვლა - ვოლოდიმირ ზელენსკი - ხერსონში ომის 400-ზე მეტი დანაშაული დაფიქსირდა. უკრაინელებმა დნიპროს მარცხენა სანაპიროზე რუსების ცოცხალი ძალის, იარაღისა და აღჭურვილობის კონცენტრაციის ადგილებს დაარტყეს. უკრაინის გენშტაბი - ოკუპანტებმა 4 სარაკეტო და 13 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. უკრაინულმა მხარემ ლუგანსკში 12 დასახლება გაათავისუფლა. ჯოზეფ ბორელი - რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხი უკრაინის გადასაწყვეტია. უკრაინული მედია - ბერისლავის რაიონი მთლიანად დეოკუპირებულია. ურსულა ფონ დერ ლაიენი - პუტინის ომს მილიონობით ადამიანი შიმშილის ზღვარზე მიჰყავს - სასურსათო დახმარებას კიდევ 210 მილიონი ევროთი გავზრდით. იენს სტოლტენბერგი - პუტინის მიზანია, უკრაინა ამ ზამთარში ცივი და ბნელი დატოვოს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხერსონში უკრაინის დროშის აღმართვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

      სლოვენიაში პირველი ქალი პრეზიდენტი აირჩიეს.

      ჩინურ-ამერიკული შეხვედრა - სი ძინპინი ჯო ბაიდენს - უნდა ვიპოვოთ სწორი მიმართულება ორმხრივი ურთიერთობებისთვის წინსვლისა და განვითარებისთვის. ჯო ბაიდენი სი ძინპინს - უნდა ვაჩვენოთ, რომ აშშ-სა და ჩინეთს კონკურენციის კონფლიქტად გადაქცევის თავიდან აცილება შეუძლიათ. თეთრი სახლი - ჯო ბაიდენმა და სი ძინპინმა გაიმეორეს მათი შეთანხმება, რომ ბირთვული ომი არასოდეს უნდა მოხდეს. ჯო ბაიდენმა ჩინეთის ლიდერთან შეხვედრისას, ტაივანთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აშშ ეწინააღმდეგება სტატუს-კვოს ნებისმიერ ცალმხრივ ცვლილებას ორივე მხარის მიერ. ჯო ბაიდენი - ჩვენ და ჩინეთი ვაპირებთ ძლიერ კონკურენციას, მაგრამ მე არ ვეძებ კონფლიქტს, მე ვაპირებ კონკურენციის პასუხისმგებლობით მართვას.

      აფეთქება - თურქეთის შს მინისტრი - პირი, რომელმაც სტამბოლის ცენტრში აფეთქება განახორციელა, დაკავებულია. შალვა პაპუაშვილი - გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ თურქ ხალხს სტამბოლში მომხდარი ტრაგედიის გამო. მსოფლიო ლიდერები სტამბოლში მომხდარ აფეთქებას ეხმაურებიან

      ირანის სასამართლომ, მაჰსა ამინის სიკვდილით გამოწვეულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო, პირველად, პირს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 79

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Looking Forward: Questions and Possibilities

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:26am 0 კომენტარი

NCSoft's Expertise and Amazon's Infrastructure:

From NCSoft's perspective, partnering with Throne and Liberty Lucent Amazon Games leverages the experience of a company well-versed in operating and managing online services on a global scale. NCSoft highlights Amazon's expertise in "operations, localization, marketing, and community support," suggesting a collaborative effort to ensure a smooth launch and ongoing…

გაგრძელება

The controls for the Rabona Beforehand in FC 24

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:24am 0 კომენტარი

How to accomplish the Rabona in FC 24? Screengrab via EA Sports The Rabona Afflicted is a best adeptness move, which agency players with FC 24 Coins a adeptness appraisement at and aloft four and bristles stars can accomplish it.

How to bubble flick in FC 24 - Annal to the best adeptness moves, and you'll acquisition the controls for the Rabona Fake. Similarly, appliance this ambush from centermost aloft the bend can be…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:19am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters