რეზოლუციის პრობლემები, ვიზიტორების მასპინძლობა და ბრიფინგები ნაციონალებში

      ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მაინცდამაინც საჩვენოდსახარბიელო ამბები არ წერია. ცხადია, ეს განხილვის თემა იყო ბოლო დღების განმავლობაში. დღეს ასევე აქტუალური იყო რამდენიმე საერთაშორისო ვიზიტის მასპინძლობა, ბრიფინგი ნაციონალურ მოძრაობაში და ახალი თავმჯდომარის გამოვლენა ან/და დაპირისპირებების წარმოჩენა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7261 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 10 ნოემბერი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, ნოემბერი

      ჯანი - ბოლო 3 წელში, სერტიფიკატის გარეშე საქმიანობისთვის 60-მდე ექიმი დაჯარიმდა.

      გამოსწორების გზა - 2022 წლის მესამე კვარტალში ტელევიზიებისა და რადიოების სარეკლამო შემოსავალი წინა წელთან შედარებით 9.3%-ით შემცირდა და 16,3 მილიონი ლარი შეადგინა.

      პენსია - საპენსიო სააგენტო - საპენსიო ფონდმა მონაწილეებს 400 მილიონი ლარის სარგებელი მოუტანა. 2022 წლის 9 ნოემბრის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.78 მილიარდი ლარია.

      ვიზიტები - ილია დარჩიაშვილი - იან ლიპავსკის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის გამორჩეული ურთიერთობების ნათელი დასტურია და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისადმი ჩეხეთის მტკიცე მხარდაჭერას უსვამს ხაზს. საქართველოს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - პუტინის საშინელმა აგრესიამ დაგვანახა, რომ ჩვენ უფრო მეტი დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ საქართველოს. ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის ახალ ელჩს აშოტ სმბატიანს შეხვდა. ვიქტორ ყიფიანი საქართველოში სომხეთის ელჩს შეხვდა. შალვა პაპუაშვილი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა.

      რეზოლუციის შეფასება - კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე - არანაირი ფასი არ აქვს - გარკვეული ადამიანების დაჯგუფებას არ სურს ისეთი ხელისუფლება, რომელიც თავისი ქვეყნის პატრიოტია. არჩილ თალაკვაძე - რეზოლუციაში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც გახდა და გახდება კიდევ სპეკულაციების საგანი, ვერ შეცვლის იმ რეალურ ისტორიას, რაც დგას ბიძინა ივანიშვილის უკან. დავით მათიკაშვილი - იმედია, გაზიარებული არ იქნება კუბილიუსების და მსგავსი არაკეთილმოსურნეების გზავნილები და ქვეყანა დამსახურებულად მიიღებს კანდიდატის სტატუსს. გია ვოლსკი - უკვე პირდაპირ ითხოვენ ხელისუფლების გადადგომას მხოლოდ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილთან არიან კონკრეტული პირები დაკავშირებული, ამას ნიშნავს ვითომ კომპრომისული ცვლილება ევროპარლამენტის დოკუმენტში. შალვა პაპუაშვილი - ევროპარლამენტი გვთავაზობს ამოტრიალებულ რეალობას: მეცენატს ვუწოდოთ ოლიგარქი, ჯარის გაქურდვით გაოლიგარქებულ ადამიანს - მედიამენეჯერი და ჩაგვრის სისტემის შემქმნელ სააკაშვილს - „დემოკრატიის შუქურა“. გიორგი კახიანი - ჩვენი გუნდის მხრიდან იქნება ძალისხმევა, რომ ის არაადეკვატური შეფასებები, რომელიც ევროპარლამენტის ანგარიშში გაკეთდა, დეკემბრის სხდომამდე შეიცვალოს - ჯერ ადრეა საუბარი, რომ პარტნიორებს ვერ ვარწმუნებთ.

      ნაციონალებში არეულობა - ლევან ხაბეიშვილი - მოგიწოდებთ, ვისაც პრეტენზია გაქვთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ძლიერი, წამოაყენეთ პარტიის თავმჯდომარეობაზე კანდიდატურები და შედით გადამწყვეტ ბრძოლაში - მნიშვნელოვანია, ეს მოხდეს სწრაფად. რატი იონათამიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ იმდენად უნდოდა ვადამდელი არჩევნები, რომ საკუთარ პარტიაში ჩანიშნა - კვალი კეზერაშვილამდე მიდის. ანა წითლიძე - „ოცნება“ ვერასდროს გაიგებს, რა ხდება „ნაციონალურ მოძრობაში“, რადგან ეს ივანიშვილზე დამოკიდებული, მონურ მდგომარეობაში მყოფი პარტიაა, რომელმაც არ იცის, რა არის შიდა დემოკრატია. კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია, გადააყენებენ თუ არა მელიას - ერთი რამ ცხადია, დაპირისპირება აქვთ. პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, შიდაპარტიული არჩევნების დანიშვნის საკითხთან, მათ შორის, თარიღთან დაკავშირებით პოლიტსაბჭო იმსჯელებს. ირაკლი ნადირაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტსაბჭოსა და თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების თაობაზე მოთხოვას პარტიის ასობით წევრი უერთდება. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი - საგანგებო ბრიფინგი რამდენად საჭირო იყო, აღარ ვიცი - პარტიაში ბევრი ოთახი გვაქვს, ვილაპარაკოთ. დიმიტრი ბიძინაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ დაშლა არ ემუქრება - ამ პროცესებიდან გამოვა იმაზე ძლიერი, ვიდრე იყო. აკაკი მინაშვილი - ჩვენი პოზიცია იყო, რომ ამ ეტაპზე, როცა მთავარი თემა სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხია, არ ღირდა არჩევნებზე საუბარი, თუმცა გარკვეულმა ჯგუფმა ბრიფინგი გამართა, რამაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. მიხეილ დაუშვილი - ირონიაა - „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც მთავრობის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვდა, ახლა საკუთარი პარტიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს. პეტრე ცისკარიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში ჩემი კანდიდატურის დაყენებას არ ვაპირებ. ხატია დეკანოიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ჩემი კანდიდატურა არ განმიხილავს და არც განვიხილავ, რადგან ვთვლი, რომ პარტიაშიც და პარლამენტშიც ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია მაქვს. ნუგზარ წიკლაური - რაც გუშინ მოხდა, როცა ცალკე ბრიფინგი ჩატარდა, ამან არაფერი შეგვმატა, გარდა იმისა, რომ „ქოცებს" მისცა ამ თემაზე უგერგილო ღლიცინის შესაძლებლობა. ირაკლი ნადირაძე - ნიკა მელიას გარდა, ჯერჯერობით სხვა კანდიდატები დასახელებული არ არიან - იმედი გვაქვს, მალე გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც ამ ტვირთს თავის თავზე აიღებენ, იმიტომ, რომ ამ პარტიას ჰყავს ბევრი ლიდერი. გოგა ონიანი - ჩემთვის გაუგებარია ისტერია საკითხზე, რაზეც წინააღმდეგობას არავინ გიწევს, რაც დღეს ხდება, ეს არის ღია კარის მტვრევა - როცა შენს გუნდში არაკეთილსინდისიერი ადამიანები არიან, მესმის ნიკა მელიას გადაწყვეტილების, რომ მან კიდევ ერთხელ მიიღოს ლეგიტიმაცია.

      კომენტარები ქოლ ცენტრებზე - იაგო ხვიჩია - ვინც არ უნდა იდგეს „ქოლ-ცენტრების“ უკან, „ქართული ოცნების“ სათანადო „კურთხევის“ გარეშე, ეს სქემა ვერ იმუშავებდა. არჩილ თალაკვაძე - „ნაცმოძრაობის“ ყოფილი ლიდერების განცხადებებს, რომ კეზერაშვილი „შავი ფულით“ აფინანსებდა პარტიაში სხვადასხვა ჯგუფს, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმე გარკვეულწილად კითხვის ნიშნებს კიდევ უმატებს. კახა ოქრიაშვილი - ჩნდება კითხვა: „ქოლცენტრებში“ კრიმინალური მეთოდებით გამომუშავებული ფული ხომ არ მიდის „ქართული ოცნების“ და მათი ტელევიზიების დასაფინანსებლად?!

      პროფკავშირები -„აირაის“ კვლევის მიხედვით, პროფკავშირების საქმიანობას საზოგადოების 26% დადებითად აფასებს - პროფკავშირების მიმართ საზოგადოების კრიტიკული დამოკიდებულება პოზიტიურით იცვლება.

      ბოროტება - ასლან ბჟანია - თუკი ბელარუსის სავაჭრო ბრუნვა კონკრეტულ ქვეყანასთან წელიწადში 50 მილიონ დოლარს აღემატება, მაშინ იქ მისი საელჩო იხსნება - ვფიქრობ, მივიღებთ ჩვენი ურთიერთობის პოლიტიკურ ასპექტებს.

საზღვარგარეთულები:

      იენს სტოლტენბერგი - გამამხნევებელია იმის ნახვა, როგორ ათავისუფლებენ მამაცი უკრაინელი ჯარისკაცები მეტ უკრაინულ ტერიტორიას. ვოლოდიმირ ზელენსკი - არავინ არსაიდან უბრალოდ არ მიდის, თუ არ გრძნობს ძალას - მტერი არ გვასაჩუქრებს, ბრძოლით ვიბრუნებთ. უკრაინელებმა ხერსონში ორი სოფელი გაათავისუფლეს. ჯო ბაიდენი რუსების ხერსონიდან გასვლაზე - ეს იმის მტკიცებულებაა, რომ რუსებს რეალური პრობლემები აქვთ - აშშ-მა იცოდა, რომ ამას გააკეთებდნენ. საფრანგეთი უკრაინას თვითმავალ ჰაუბიცებს უახლოეს კვირებში გადასცემს. ამერიკელი გენერალი - უკრაინაში ომის შედეგად რუსეთის 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა - სავარაუდოდ, ამ მასშტაბის დანაკარგი აქვს უკრაინასაც. უკრაინის გენშტაბი - რუსები ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებებით შეტევით ოპერაციებს ახორციელებენ. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო - რუსებმა ოკუპირებული ხერსონიდან უკან დახევისას, ხიდები გაანადგურეს და სავარაუდოდ, ტერიტორიები დანაღმეს. უკრაინელი სამხედროები სნიჰურივკას დასახლების ოკუპანტებისგან გათავისუფლებას ადასტურებენ. მიხაილო პოდოლიაკი - რუსეთი ნაღმავს ხერსონს, რათა ის „სიკვდილის ქალაქად“ აქციოს - ასე გამოიყურება „რუსული სამყარო“: მოვიდა, გაძარცვა, იზეიმა, მოკლა „მოწმეები“, დატოვა ნანგრევები და წავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკი - გვსურს, რომ უკრაინის მიმართ აშშ-ის ორპარტიული მხარდაჭერა არჩევნების შემდეგაც გაგრძელდეს. რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ხერსონიდან რუსეთის ჯარების გაყვანა პოზიტიური ნაბიჯია. ვალერი ზალუჟნი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში 40-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს. ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა ომში 10-ჯერ მეტი დანაკარგი განიცადა, ვიდრე უკრაინამ. აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. იენს სტოლტენბერგი - აშკარაა, რომ რუსეთი ახლა დიდი ზეწოლის ქვეშაა.

      ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ 207 ადგილი, „დემოკრატებმა“ კი 184 მანდატი მოიპოვეს.

      CNN - ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასასწრებად ინდონეზიაში არ ჩავა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 78

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

EA’s AI Controversy: Why Developers Are Pushing Back Against the Future

გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2025.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

Electronic Arts has always stood at the intersection of creativity and technology, pioneering new experiences across decades of gaming evolution. But as the industry pushes aggressively into generative AI, a growing rift is emerging within EA between leadership’s enthusiasm and employees’ lived realities. A recent wave of internal reports paints a sobering picture of AI integration that is far more chaotic and counterproductive than originally advertised.

The broader gaming landscape…

გაგრძელება

გახარებს და გადარდებს

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ... 

15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე. 

გალა კონცერტი

ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…

გაგრძელება

Master the New Moves

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and  how to effectively utilize them on the pitch.

1. Big Feint (2 stars):

The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters