შუაღამის ამბები უსიამოვნოდ იწყება - 15 წლის მოზარდი რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა დღეს იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ამ თემამ დღის ყველა სხვა ამბავი გადაფარა. არადა, დღეს ბარბარობაა. დღის მთავარ თემებში ასევე იყო ვაჟა გაფრინდაშვილი და ამერიკელი კონგრესმენების შენიშვნები.
საღამოს ტრაგიკული ამბავი - 15 წლის მოზარდი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, დღეს იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, 10 დეკემბერს "112“-ზე განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე თბილისში, „მწვანე სკოლის“ შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით, მშობელთან ერთად გამოიკითხა არასრულწლოვანი პირი, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელმაც უარყო „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვა. არსებული ინფორმაციით, ამის შემდეგ არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა. მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობდა. ბოლო დღეებია აქტიურად მიმდინარეობ კამპანია #ამცხოვრებისდედაც - სწორდ ეს სიტყვები ეწერა სკოლის კედლებზე. იაშვილის კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, 15 წლის მოზარდს გული გაუჩერდა. ნინო ლომჯარია 15 წლის მოზარდის გარდაცვალებაზე - ეს შემთხვევა მთლიანად საზოგადოების ტრაგედიაა, რადგან კიდევ ერთხელ ვერ შევძელით დაგვეცვა ბავშვის სიცოცხლე. 15 წლის მოზარდის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე გამომძიებელია დაკავებული. გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის ოჯახის ადვოკატი გამომძიებლის დაკავებაზე - მეეჭვება, რომ ყველა საგამოძიებო მოქმედება ბოლო 20 წუთში ჩატარებულიყო. მოძრაობა "გაბედეს" და "სირცხვილიას" წევრებმა დიღმის პოლიციის შენობაზე პლაკატი წარწერით -"ამ ცხოვრების დედაც” გააკრეს
ვაჟა გაფრინდაშვილი ჯერ კიდევ ტყვეობაში რჩება - დავით ზალკალიანი - მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში ვიმყოფებით შესაბამის სტრუქტურებთან, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის ტყვეობა რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. ზურაბ აბაშიძე - იმედი მაქვს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი უმოკლეს ვადაში გათავისუფლდება. მაგრამ ეს საკითხი სრულად გადაფარა თბილისის საკრებულოს დეპუტატის განცხადებამ და დღეს მის კაბინეტთან გამართულმა არაერთმა აურზაურმა და შეხლა-შემოხლამ.
განათებების მონტაჟი - საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, ღამის საათებში პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი გადაიკეტება.
მკაცრი კონგრესმენები - ამერიკელი კონგრესმენები გიორგი გახარიას - სიახლე, რომ ასობით პროტესტანტი, ჟურნალისტი და პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერი დაშავდა, გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობით, თავზარდამცემია. ამერიკელი კონგრესმენები - წარმომადგენელთა პალატამ ახლახანს საქართველოსადმი მხარდაჭერის დემონსტრირება მოახდინა „მხარდაჭერის აქტის“ მიღებით - ახლა ხელისუფლების ჯერია, მიჰყვეს თავის ვალდებულებებს საქართველოს ხალხის წინაშე. დავით ზალკალიანი კონგრესმენების განცხადებაზე - საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიდის ვაშინგტონამდე. ზვიად კვაჭანტირაძე ამერიკელი კონგრესმენების წერილზე - მსგავსი სიმკაცრის, ხასიათის და ტონალობის წერილი რაც მე პოლიტიკაში ვარ, არ მახსოვს. სულხან სალაძე კონგრესმენების წერილზე - თუ ქვეყანაში პროცესი ისევ ჩიხში იქნება, დიდი ალბათობით, შეფასებები კიდევ უფრო მკაცრი გახდება. ანრი ოხანაშვილი კონგრესმენების წერილზე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პარტნიორები საქმის კურსში ჩავაყენოთ, რის გაკეთებას ცდილობდნენ დესტრუქციული ჯგუფები და რა ჰქონდათ ჩაფიქრებული. არჩილ თალაკვაძე კონგრესმენების წერილზე - საქართველოს ხელშესახები პროგრესი აქვს და ის ორი საკითხი თავისი მნიშვნელობით არ შეიძლება მას გაუტოლდეს. ლევან კობერიძე - კონგრესმენების განცხადებაში ზუსტად იმ საკითხებზეა საუბარი, რის გამოც მმართველი გუნდი დავტოვეთ.
გახარიას ინტერვიუები - გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველომ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა აქტუალური საკითხების დღის წესრიგში დასაყენებლად უნდა გამოიყენოს. ჩვენი ქვეყნის ერთიანობის საბოლოოდ აღდგენისთვის, ომის გარდა ყველა ინსტრუმენტი უნდა. გამოვიყენოთ. ყურადღება უნდა გავამახვილოთ ბრიტანეთის და ჩრდილო ირლანდიის მიმართულებით, სადაც სერიოზული პერსპექტივა გვაქვს და უფრო მეტი უნდა ვიმუშავოთ. პატარ-პატარა „ქეისებისგან“ შედგება ის სურათი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს რეალურად დავანახოთ, თუ რა არის საოკუპაციო ხაზი. რაც უფრო მეტ შედეგებს ვაღწევთ, ჩვენი მეგობრები და პარტნიორები ჩვენგან მეტს ითხოვენ და მეტი მოლოდინები აქვთ.
სასამართლოს პრობლემა - ელიზაბეთ რუდი - გარკვეული შენიშვნები გვქონდა და იმისათვის, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას, საქართველოსთან გავაგრძელებთ თანამშრომლობას მომავალი მოსამართლეების შერჩევის პროცესში. ვახუშტი მენაბდე - უზენაეს სასამართლოში „კლანის“ წევრები დაინიშნენ - ველოდებით შალვა თადუმაძის დაწინაურებასაც.
დამალული ფული - შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო სამართალდარღვევის 382 ფაქტი გამოავლინა.
საზღვარგარეთულები:
ნეპოტიზმი? - აზერბაიჯანის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა არჩევნებში კანდიდატებად საკუთარი თავი, შვილები, დები, ძმები, ძმისშვილი და დისშვილი წარადგინა
კოსმოსური სამხედრო - ახალი თავდაცვის პოლიტიკის კანონპროექტის მიხედვით, შეერთებული შტატები კოსმოსურ სამხედრო ძალებს ქმნის
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია