საინფორმაციო დღე შუადღიდან დავიწყოთ ამჯერად, კვირის დასასრულია და ნელ-ნელა შევავსოთ მთელი დღის თუ კვირის ნიუსებით. პირველი და მნიშვნელოვანი - მართლმადიდებელი ეკლესია დღეს უფლის წინამორბედისა და ნათლისმცემლის, წმიდა იოანე წინასწარმეტყველის შობის დღეს აღნიშნავს (წაიკითხეთ…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 7, 2017 წელი. 3:30pm —
3 კომენტარი
________________
ჯერჯერობით, სიგრილე ნარჩუნდება და დღეს უკვე წვიმამაც ააგრილა ქალაქი. მეტიც, აუხლოეს დღეებში ცვლილებები არ იგეგმება ამ მხრივ. მაგრამ პოლიტიკური სპექტრი, კვირის დასასრულის ფერებით იმზირება, მაგრამ რამდენიმე აქტუალური თემა - მათ შორის ოკუპაცია, ისევ შემოგვრჩა.
რუსეთის „უსაზღვრობას“ და ჩვენი მიწების მიტაცებას რადგან სასრული არ გამოუჩნდა, არასამთავრობოები ხელისუფლებას მცოცავ…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 6, 2017 წელი. 8:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ბოლო პერიოდში, რამდენიმე ინტერნეტ ბოტი შეიქმნა, რომელიც დამოუკიდებლად პასუხობს ადამიანების შეკითხვებს - ანუ, ხელოვნური ინტელექტის მცირე გამოვლინებანია. ჯერ თიბისი ბანკმა შექმნა, შემდეგ ილიაუნის სტუდენტებმა მოიგონეს უნიბოტი - უნა, და ახლა უკვე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა, BTU-მ ხელოვნური ინტელექტის განათლებასთან ინტეგრირება მოახდინა.
სინოპტიკოსებმა ივლისი ჯერ…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 5, 2017 წელი. 9:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ცხელი ზაფხულის ყველაზე ცხელი თვე და სიმბოლო - ივლისი, გასულ უქმეებზე დადგა, მაგრამ სიცხემ უქმეებიც არ დაინდო და ორშაბათსაც გამოჰყვა. ივლისის პირველი #qwellynews იწყება საგანმანათლებლო ციებ-ცხელებით - ერთიანი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 3, 2017 წელი. 10:30pm —
2 კომენტარი
________________
სამუშაო კვირა განსრულდა. და გვიწევს კვირის ბოლო ამბების შეგროვება და გადმოცემა. საერთო ჯამში, კვირის მთავარი მოვლენები ისევ ცინიდი, კონსტიტუცია და მერობის კანდიდატები იყვნენ. ასევე, აქტიური სამუშაო თვეებიც მიილია დღეს და გავავიკითხოთ, რა ხდებდა ზაფხულის პირველი თვის ბოლო დღეს:
ხდებოდა ის, რომ ევროკომისია და ვენეციის დასკვნები თუ რეკომენდაციები გვიტენევ ან ჩვენ ვუტევთ,…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 30, 2017 წელი. 11:00pm —
1 კომენტარი
________________
ძლიერმა სიცხემ ნაყოფი გამოიღო და უკვე აქტიურად განიხილება საკურორტო მოგზაურობები. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზას ინტერნეტ სივრცეში გაუვრცელეს ნიუსი - ბათუმამდე მგზავრობა 60 ლარი გახდებაო.
დღის სხვა ამბებს რაც შეეხება, ტრადიციისამებრ დავიწყოთ ვრცელი ბლოკებით და ყველაზე ვრცელი თემა ისევ საპატრიარქოდან არის. გუშინ ცნობილი გახდა რომ მამა გიორგი მამალაძეს შეუჩერეს…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 28, 2017 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ტემპერატურა საზაფხულოს ემსგავსება და როგორც სინოპტიკოსები აანონსებენ, ხვალ უკვე 35 გრადუსამდე ჩამოცხება დედაქალაქში, მაგრამ მერე ისევ აცივდებაო. პოლიტიკურ სიცხეს, ზღვის სიო უბერავს და ნიუსებიც ვიწროვდება.
მაგალითად, ვაპირებ რომ საღამოს მთავარი მიმოხილვა დავიწყო ყველის აკრძალვით! საქართველოს პარალმენტის დადგენილებით, რძის ფხვნილის ყველი არ არის ყველი, ამიტომ 1 ივლისიდან…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 27, 2017 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
უქმეებზე პოლიტიკური ცხოვრება შედარებით წყანრდება ხოლმე და წინა პლანზე იწევს სპორტი, კულტურა რელიგია და ა.შ. განსაკუთრებით, საკვირაო ქადაგებებს აშუქებენ წამყვანი მედია საშუალებები და პატრიარქის დადარაჯებით არიან - თითოეული სიტყვის გამოქვეყნებაზე. მაგრამ კარგი ამბავიც გავიგეთ დღეს - ჩამოცხა და ვიღაცამ წყალი შეამოწმა - კუს ტბაზე, ლისის ტბასა და თბილისის ზღვაზე ბანაობა უსაფრთხოა.
…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 26, 2017 წელი. 11:30pm —
1 კომენტარი
________________
ზაფხული ძალას იკრებს, მიუხედავად ამინდების შეუსაბამობისა, ივნისის მიწურულია და სამუშაო განწყობა კლებულობს, ამის ნათელი დადასტურება იყო დღევანდელი დილის პირველ ნიუსად განთავსებული ინფომაცია - მგზავრთა გაზრდილი ნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ თბილისი-ბათუმისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით ახალ რეისებს დაამატებს.
პრემიერ მინისტრი კვირიკაშვილი დღეს შედარებით აქტიურად…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 22, 2017 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
გუშინ ღამით ტერორისტული აქტით დაიწყო 21 ივნისი, ამჯერად ეპიცენტრი ისევ ბრიუსელში დაბრუნდა. დღევანდელი ქველინიუსის ამბები კი მთლიანობაში ასე გამოიყურება:
ოქტომბერი არჩევნების მთავარი მიზეზი, ბოლო დღეებში ავადმყოფობსო - ვრცელდება ჭორ-მართალი. ზოგმა უკვე გაისტუმრა მიქელ-გაბრიელთან მილიარდელი, ზოგი კი პირიქით - ლოცულობს მისთვის ან კიდევ, უარყოფს ჭორებს. ირაკლი კობახიძე -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 21, 2017 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
სამშაბათი კვირის ის სამუშაო დღეა, როცა უქმეების დასვენებიდან ორშაბათს უკვე სამუშაო განწყობა ბრუნდება და სამშაბათს კარგად არის გახურებული გული და გონება და აქტიურად ერთვება პროცესებში. დღევანდელი პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური სიახლეებიც მეტნაკლებად აქტიური იყო.
ჯერ კიდევ, გუშინ ღამით, საინფორმაციო სააგენტოებმა დაიწყეს ვენეციის კონვენციის თარგმანი. რამდენიმე საკითხი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 20, 2017 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
კვირის დასაწყისი, გასული უქმეების ამბების გამოძახილებით დაიწყო და მთელი დღის მთავარი მოტივი და საინფორმაციო ამბების თუ სოციალური ქსელების განხილვის თემატიკა გახდა. ასევე ახალდაწესებულია ჩვენს ქვეყანაში, უფრო სწორედ, სულ ორჯერ აღინიშნა და გეტყვით, რომ 19 ივნისი მამის დღეა.
გუშინ, საკვირაო ქადაგებისას, პატრიარქი ილია მეორე, რამდენიმე თემას შეეხო, მაგრამ მათ შორის ყველაზე…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 19, 2017 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
უქმეების წინა დღე ყოველთვის ასეთი მშვიდია, ფაქტობრივად რამდენიმე საათით ადრე იწყება უქმეობა და უსაქმობა.
დილა დაიწყო გუშინდელი ამბების გამეორებით - პეკინზე გზა უნდა გაკეთდეს და მოძრაობა ხდება ცალმხრივი, ჰოდა, მერიამ პეკინის ქუჩაზე მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით, „თბილისის მიკროავტობუსი“ მიკროავტობუსების მოძრაობის მიმართულება გამოაქვეყნა. ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 16, 2017 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
გახსოვთ ალბათ, შარშან ვარძიაში ფრესკები დაზიანდა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ვარძიის ღვთისმშობლის ტაძრის დაზიანებული კედლის მხატვრობის რესტავრაციის პროცესს „მონოლით ჯგუფი“ დააფინანსებს.
ასე დავიწყოთ ჩვენი ქველინიუსის დღევანდელი მიმოხილვები.
შემდეგ, რა ხდებოდა დღეს ქვეყანში და ქვეყნის გარეთ?!
გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებდა, რომ საკრებულოებში…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 15, 2017 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ვინ იფიქრებდა, რომ 13 ივნისის გათენება იქნებოდა სასიხარულო, მაგრამ ფაქტია - დილის პირველი ნიუსი - ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონია!
დღეს 13 ივნისია. ორი წლის წინ თბილისში ამ საღამოს წყალდიდობა დაიწყო. 13 ივნისის გარშემო ინტერნეტ ნიუსები: თბილისის მერია - 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგების აღდგენითი სამუშაოები 40 მლნ ლარზე მეტი დაჯდა. ზაზა ფაჩულია - ვამაყობ, რომ ქართველი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 13, 2017 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
წვიმებითა და წყალდიდობებით გატარებული უქმეების შემდეგ, შეიძლება ითქვას რომ შედარებით მშვიდი კვირა დაიწყოთ, თუმცა ეს ყოველივე არ ეხება საინფორმაციო სამყაროს და ნიუსებს. ერთი ამბავი ისაა, რომ დღეიდან მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო.
ამინდების თემაზე - სინოპტიკოსების პროგნოზით, არამდგრადი ამინდები გაგრძელდება, თუმცა ძლიერი წვიმის საშიშროება არ…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 12, 2017 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
მართალია საინფორმაციო ხასიათის სტატიებს ვდებ ქველინიუსის ფარგლებში, მაგრამ დღეს ამბების ეპიცენტრში ერთ-ერთი ტელევიზია და მისი ჟურნალისტები მოექცნენ. საქმე რუსთავი ორს ეხება და მის გარშემო მიმდინარე განხილვებს ვრცლად, სხვა ამბებთან ერთად წაიკითხავთ.
ჯერ კიდევ გუსინ ღამე ვწერდით, რომ ნიკა გვარამია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის პოსტიდან გადადგა. დღეს მთელი დღე, ათასი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 9, 2017 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ივნისი ძალას იკრებს ან უფრო სწორად, სიცხე იკრებს ძალას და საინფორმაციოც აქტიურდება. სულ რამდენიმე წუთია რაც ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ნიკა გვარამაიმ რუსთავი 2-ის დირექტორის თანამდებობა დატოვა. ზუსტ ცნობებს ხვალ დავწერ ალბათ. თუმცა, არა, ახლა ამოვიკთხე, რომ „რუსთავი 2“-ში ნიკა გვარამიას გადადგომის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ.
დავიწყოთ, ტრადიციულად დილის…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 8, 2017 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ყოველი დღის ბოლოს, მთელი დღის შეფასება და გადაკითხვა კვლავინდებურად გრძელდება და დღევანდელი ნიუსლისტიც არ იყო მცირერიცხოვანი. საქმე ისაა, რომ დღეს რამდენიმე მიმართულებთ ვითარდებოდა მოვლენები. დღის ბოლოს კი ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა ჩვენს ქვეყანაში და ყველა ერთიანად შეგვარყია.
დილიდან დაიწყო აქტიური განხილვები და საუბრები ინტერნეტში. მაგალითად, სიონის ღვთისმშობლის…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 7, 2017 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ახალი კვირის დასაწყისი, მძიმე სამუშაოს და ბევრ სიახლეს გულისხმობს, თუმცა ზაფხულის მოსვლასთან ერთად, სამუშაო პროცესიც უფრო ზანტი ხდება. მესამე კვირას ვიწყებთ #qwellynews-ებით და ტრადიციულად,…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 5, 2017 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Shelie Paley_მ.
თარიღი: მაისი 31, 2024.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Following its final year, players will then have to EA FC 24 Coins turn to the current generation and the library presented by EA Access if they want to continue to feed that sports itch. It's not too late to pick up your Season Ticket if you still haven't made the generational jump yet, though. Clocking in with a lower price of entry, buying into the service's final year will come with the following perks for Xbox 360 and PS3 users:
This discounted price is available now for Xbox 360…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 29, 2024.
საათი: 6:52pm
0 კომენტარი
0 მოწონება
დღიურის მთელი იდეა ხომ იმ მონიშვნების გაკეთებაა, რომელიც გონების გაფიქრებებს შეინახავს? ჰოდა, იყოს აქ. გზადაგზა მივამატებ ხოლმე, განვაახლებ...
შეიძლება საღლიცინოდ სამყოფიც არ არის, მაგრამ იქნებ მართლა არსებობს „გლობალური ომის პარტია?“ აი, როგორც დორნში (უკიდურეს სამხრეთში) არ ეჯერათ თეთრი მოსიარულეების არსებობა და საბოლოოდ, ხომ გამოჩნდნენ?
ეს ზამთარიც…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Ludwighench_მ.
თარიღი: მაისი 29, 2024.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
In the expansive world of TL Lucent, the pursuit of wealth and resources is a constant endeavor for adventurers seeking to enhance their characters. One of the most efficient methods of accumulating both Sollant resources and gold is through dedicated farming. In this comprehensive guide, we will explore the art of Sollant and gold farming, focusing on the use of Sword and Shield. This classic combination offers a balanced approach, blending offense and defense to create a formidable farming…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 28, 2024.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Within the electronic age, getting a romantic link has not been simpler, because of the myriad of relationship web sites readily available. However, Lots of individuals are delay by the wearisome signal-up processes and unlimited questionnaires that the majority platforms need. For anyone trying to dive straight in to the courting pool without the headache of creating an account, free dating web sites without having signal-up provide a convenient and fast way to begin…
© 2024 George. •