ციანიდი დეზოდორანტში, წამყვანი მერი, ნარკოტიკული აქცია და მსოფლიო სიცხე

      უქმეებზე პოლიტიკური ცხოვრება შედარებით წყანრდება ხოლმე და წინა პლანზე იწევს სპორტი, კულტურა რელიგია და ა.შ. განსაკუთრებით, საკვირაო ქადაგებებს აშუქებენ წამყვანი მედია საშუალებები და პატრიარქის დადარაჯებით არიან - თითოეული სიტყვის გამოქვეყნებაზე. მაგრამ კარგი ამბავიც გავიგეთ დღეს - ჩამოცხა და ვიღაცამ წყალი შეამოწმა - კუს ტბაზე, ლისის ტბასა და თბილისის ზღვაზე ბანაობა უსაფრთხოა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /26 ივნისი, 2017/

      სწორედ, გუშინდელ საკვირაო ქადაგებაში - ილია მეორე - კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, გავაძლიეროთ ლოცვა, რათა ბოროტმა ძალამ საქართველოს დაპყრობა ვერ შეძლოს. პატრიარქმა, ასევე მადლობა გადაიხადა „სოლიდარობის ფონდს“, რომელიც ზრუნავს ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებზე.

      საპატრიარქომ დღევე გააკეთა განცხადება, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერი, რომელიც სრულად ასახავდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების საპატრიარქოში შეხვედრას, გაურკვეველი მიზეზების გამო მოულოდნელად დაიბლოკა და უკვე დილიდან იგი საპატრიარქოს საიტზე საიტზე აღარ არის. თუმცა უნდა ითქვას, რომ აუდიო ჩანაწერის ვიდეო ატვირთული იყო იუთბზე და ის ამ დრომდე იქ არის, არსად წასულა. საინტერესოა, საპატრიარქოს საიტის გატეხვის ვერსია. ცოტა მოგვიანებით საპატრიარქომ რაც გაარკვია ეს იყო - დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის შეხვედრის აუდიოჩანაწერი აზერბაიჯანში არსებული მულტიმედიური კომპანიის მოთხოვნის საფუძველზე დაიბლოკა.  საპატრიარქოს გარშემო ვიტრიალოთ და შეუძლებელია ციანიდის ამბავს გვერდი ავუაროთ - ირაკლი მამალაძემ ირაკლი ფირცხალავას მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართა. პროკურატურამ ირაკლი მამალაძეზე, როგორც მოწმეზე შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ირაკლი მამალაძის ადვოკატი ირაკლი ფირცხალავას წინააღმდეგ დღეს ქალაქის პროკურატურას მიმართავს. მამა შალვა კეკელია - დეკანოზი გიორგი მამალაძე რომ დამნაშავე აღმოჩნდეს და მოუნანიებელი ვაზიაროთ, ეს მეტად დააზიანებს. მამა შალვამ ასევე განაცხადა - ჩემთვის უთქვამთ, პატრიარქი დაბერდა, ჯობია გადადგეს და ახალგაზრდებს გვაცადოსო. ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი - დღეს აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაიკითხებიან და გამოირიცხება ციანიდის ჩადებაზე უსაფუძვლო განცხადებები. ჯარჯი წიკლაური - ირაკლი მამალაძეზე უსაფუძვლო ინფორმაციების გავრცელება მიზნად ისახავს სანახაობის მოწყობას და სასამართლოს ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლას. ციანიდის საქმის ყიჟინა ხშირია მედიაში და ამ თემის გაგრძელებაა - გიორგი ანდრიაძე - „გამოვიდა ოპონენტად მღვდელი სარია, საშუალება არ მომეცა პასუხის გაცემის. მხოლოდ ამის შემდეგ გავიგე მე, რომ ეს მღვდელი სარია დოქტურანტურაში სწავლობს საპატრიარქოს უნივერსიტეტში, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვარ მე. მივმართავ მორჩილებით და მოწიწებით პატრიარქს, თუ მღვდელი ანდრია სარია დარჩება აღნიშნული უნივერსიტეტის დოქტორანტად, მე დავტოვებ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას“. ადვოკატი მოითხოვს, დეკანოზ გიორგი მამალაძის ბარგის ამოღების და დალუქვის ვიდეომასალა გასაჯაროვდეს. ლალი აფციაური - საქმეში ჩავერთე როგორც ირაკლი მამალაძის ინტერესების დამცველი, ინფორმაცია გამოვითხოვე გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე. პროკურორი - ბრალდებულ მამალაძეს ციანიდი „დეზოდორის“თავსახურში ჰქონდა დამალული და სურდა, დაემალა, მაგრამ დაუვარდა და ყველამ დავინახეთ. ადვოკატი - როდესაც მამა გიორგი მამალაძეს ციანიდი გადმოუვარდა, ის თავადაც გაოცებული და გაკვირვებული იყო, რასაც მოწმეები ადასტურებენ. ადვოკატი, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის ბარგის გახსნას ესწრებოდა, მთავარ პროკურატურაში დაფიქსირებულ პროცედურულ დარღვევებზე საუბრობს. მიხეილ რამიშვილი - რაც ხდება, აჩვენებს, რომ მამა გიორგი მამალაძეს ციანიდი ჩაუდეს. პროკურორი - დღეს დაიკითხა ბიზნესმენი, რომელსაც გიორგი მამალაძემ, თითქოსდა პატრიარქის სამკურნალოდ, თანხა სთხოვა. 

      დაიწყო ორშაბათი, დაიწყო ივნისის ბოლო სამუშაო კვირეული - პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე - ჩვენი მიზანი იყო გრძელვადიან პერსპექტივაში ავტოკრატიის გამორიცხვა. ისევ ის - რაც უფრო მეტად შედიოდა პრეზიდენტი ჩიხში, სამწუხაროდ, მით უფრო აგრესიული ხდებოდა მისი მოქმედება. პრეზიდენტს აღარ დარჩა რესურსი, საზოგადოებას კონსტიტუციასთან დაკავშირებით ესაუბროს.

      მერობისთვის ბრძოლა აქტიურდება - ”ნაციონალურმ მოძრაობამ” თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილს დღეს წარადგინა, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კი ნიკა მელია, რომელმაც ამ წარდგენის შემდეგ, პარლამენტის მანდატი მიატოვა. ცოტ დაიგვიანეს, მაგრამ არ გადაუფიქრებიათ და კახა კალაძის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის საკითხზე პოლიტსაბჭოს სხდომას უახლოეს დღეებში გამართავს. ეგეც არ იყოს სოფო კილაძემ ისიც თქვა - "ნაცმოძრაობას" ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შანსი ნამდვილად არ აქვს. კახა კალაძე - 3 თვის განმავლობაში ჩაატარო საარჩევნო კამპანია, მე მგონია, რომ ეს არის ამომრჩევლის შეწუხება. სამაგიეროდ, ზაალ უდუმაშვილმა - მე ვარ გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატიო და მინდა გავხდე მერი, რომ თბილისი იყოს ბედნიერი ადამიანების ქალაქიო. კიდევ ერთი ამბავი ნაცმოს გადალაგებებზე - პარლამენტში ნიკა მელიას ადგილმონაცვლე ბადრი ბასიშვილი იქნება - რაზეც მკვირცხლი პასუხი გასცა ანრი ოხანაშვილმა - გამოდის, ნიკა მელია სამსახურის გარეშე დარჩენილა, ვინაიდან საკრებულოში მოხვედრის შანსიც არ აქვს. კიდევ ერთი საინტერესო განცხადება ზაალ უდუმაშვილისაგან - ღიად ვტოვებთ ველს სხვა პარტიებისთვისაც და თუ მათი არჩევანი იქნება, მათი კანდიდატიც ვიქნები. უდუმაშვილის ამბავზე, ექსპერტი ხუხაშვილიც - ზაალ უდუმაშვილს დამოუკიდებლად მეტი შანსი ექნებოდა, რადგან ”ნაცმოძრაობა” არის პოლიტიკურ ბაზარზე დაზიანებული ბრენდი. რამაზ საყვარელიძე - ზაალ უდუმაშვილის შანსები არ იქნება იმაზე მეტი, ვიდრე ”ნაციონალურ მოძრაობას” აქვს. გია ვოლსკი ნიკა მელიაზე - ვიდრე თავმჯდომარე გახდები, შესაბამისი უმრავლესობა უნდა გქონდეს საკრებულოში. 

      აშკარად ნიუსია - საქართველოში მიკრო სიმძლავრეების სადგურების სისტემა ამოქმედდა.

      და ამავე სტილში - ნიუსია მა რა არი - ტაქსის მძღოლებს საქმიანობისთვის სპეციალური ნებართვების აღება მოუწევთ. 

      ხალხის მცველი - უჩა ნანუაშვილი - მთავარი გამოწვევა სასჯელაღსრულების სისტემაში კვლავ რჩება არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოუძიებლობა. სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებული დადგენილების მიღების საკითხი, რომელიც სოფო კილაძის კომიტეტს ეკა ბესელიამ დაუწუნა, ღიად რჩება. სახალხო დამცველმა პრევენციის ეროვნული მექანიზმის წლიური ანგარიში წარადგინა.

      დღეს, შსს-სთან იყო ანტინარკოტიკული აქცია - ასე მონათლეს. დილიდან კი ჩნდებოდნენ მხარდამჭერები - „ნარკოტიკების მომხმარებელთა და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“ უერთდება კამპანიას - „მხარდაჭერა დასჯის ნაცვლად“.

      სასამართლო კვლავ აქტუალურია - დღეს საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის და მთავრობის წინააღმდეგ მოქალაქის სარჩელს განიხილავდა.

      მეტი ზრუნვა ეკოლოგიაზე - ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები შესაძლოა დღგ-სგან გათავისუფლდეს.

      მეგობრობის ქალაქთან დედაქალაქი დამეგობრებას განაგრძობს - თბილისიდან რუსთავის მიმართულებით ტრამვაი ან მიწისზედა მეტრო იმოძრავებს. „ჩნდება შესაძლებლობა, რომ თბილისი მიწისზედა სალიანდაგო ტრანსპორტით რუსთავს დაუკავშირდეს“ - განაცხადა დედაქალაქის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ. მარტო ამით არ იწურება რუსთავის ამბავი - კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში სამუშაოები მიმდინარეობს. 

      ხომ გითხარით, მეტი ზრუნვა ეკოლოგიაზე - აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა დასავლეთ საქართველოში საიუბილეო ტურნე გამართა.

      ნიკოლოზ რაჭველს საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის ელჩის წოდება მიენიჭა.

      ქართულმა ღვინოებმა პოლონეთის საერთაშორისო კონკურსზე ოქროს მედლები დაიმსახურეს. 

      კიდევ ერთი კარგნიუსი - ვიდეორგოლი Dinner with Georgia კანის ფესტივალის გამარჯვებული გახდა. 

საზღვარგარეთულები:

      უბედური შემთხვევები თუ კატაკლიზმები - კოლუმბიაში ტურისტებით სავსე გემის ჩაძირვის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაკარგულად ითვლება.

      ესპანეთში, ტყის მასივში ხანძრის გამო 1500-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

      ალბანეთში, გუშინ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი „სოციალისტური პარტია“ ლიდერობს

      ჯერ კიდევ გუშინ ღამით წერდა ტვიტერზე ტრამპი ამას - დონალდი - მთავარი კითხვაა, რატომ არაფერი მოიმოქმედა ობამას ადმინისტრაციამ არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობებთან დაკავშირებით? ეგ იქით იყოს და უკვე დაანონსდა, რომ დონალდ ტრამპი დღეს ინდოეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდება. Associated Press - ტრამპი-პუტინის შეხვედრასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უთანხმოებაა. სამაგიეროდ, რუსეთი მზადაა - დიმიტრი პესკოვი - კრემლი პუტინისა და ტრამპის შეხვედრის ნებისმიერი პროტოკოლური ფორმისთვის მზად არის. მამის საყვარელი შვილი - ივანკა ტრამპი - დონალდ ტრამპს ფენომენალური პოლიტიკური ინსტინქტი აქვს. 

      რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნატო-ს ქვეყნებს - დაუშვებელია ტერორისტებთან პარტნიორობა მაშინ, როდესაც თურქეთთან თანამშრომლობთ.

      გერმანული იმედიანობა - გერმანიის საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ თურქეთის პრეზიდენტის დაცვის წევრები, რომლებიც საერთაშორისო ძებნაში იმყოფებიან, გერმანიაში არ ჩავლენ.

      ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა თორა-ბორას რაიონზე სრული კონტროლის აღდგენა შეძლეს.

      ჰასან რუჰანი - ირანის საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო სივრცე ყოველთვის ღიაა ყატარისთვის.

      პეტრო პოროშენკო საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, ემანუელ მაკრონთან პირველ შეხვედრას გამართავს.

      ლონდონში დემონსტრანტებთან შეტაკებისას ექვსი პოლიციელი დაშავდა. ტერეზა მეიმ და არლინ ფოსტერმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში „კონსერვატიული პარტიის“ მხარდაჭერაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

      ემანუელ მაკრონი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ეუთო-ს ჩართულობით ნორმანდიული ფორმატის განახლებას. აგრძელებს ახალბედა პრეზიდენტი - ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს. 

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 231

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ივნისი, ნიუსები

Giorgi: ივნისი 27, 2017||12:57am

სულ ახალი: ირაკლი მამალაძე, ციანიდის საქმის მთავარი მოწმე აცხადებს, რომ 25 ივნისს, გამთენიისას, საქართველო დატოვა და თუ სად იმყოფება, ამას არ იტყვის. 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters