მამალაძეები პატრიარქთან, ახალი კონსტიტუცია, პროპორციები პარლამენტში, დაკავებები და ტერორისტობანა

      გუშინ ღამით ტერორისტული აქტით დაიწყო 21 ივნისი, ამჯერად ეპიცენტრი ისევ ბრიუსელში დაბრუნდა. დღევანდელი ქველინიუსის ამბები კი მთლიანობაში ასე გამოიყურება:

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /21 ივნისი, 2017/

      ოქტომბერი არჩევნების მთავარი მიზეზი, ბოლო დღეებში ავადმყოფობსო - ვრცელდება ჭორ-მართალი. ზოგმა უკვე გაისტუმრა მიქელ-გაბრიელთან მილიარდელი, ზოგი კი პირიქით - ლოცულობს მისთვის ან კიდევ, უარყოფს ჭორებს. ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბარი აბსოლუტურად არასერიოზულია.

      დღესვე, პარლამენტის რიგგარეშე სხდომ გაიმართა. დილიდან ვრცელდებოდა ამის შესახებ ინფორმაცია - პარლამენტი რიგგარეშე სხდომას დღეს, 13:00 საათზე გამართავს. „პატრიოტთა ალიანსი“ რიგგარეშე სხდომებს ბოიკოტს უცხადებს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც პატრიოტთა ალიანსის მსგავსად იქცევა ნაციონალური მოძრაობაც - „ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტის რიგგარეშე სხდომებს ბოიკოტს უცხადებს, და მისი ერთ-ერთი ლიდერი - რომან გოცირიძე - აქვე ამატებს, რომ - გაუგებარია, რატომაა აუცილებელი კონსტიტუციური ცვლილებების ფორსირებულად განხილვა, როცა მისი დიდი ნაწილი რვა წლის შემდეგ უნდა ამოქმედდეს. ითმინეს ითმინეს და რამდენიმე საათში - ”ევროპულმა საქართველომ” პარლამენტის სხდომა დატოვა - ისინი კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვაში მონაწილეობა აღარ მიიღეს. ბოიკოტის ამბავსაც მოხვდა რეპლიკა - მამუკა მდინარაძე - თუ კვირაზე მეტი ქუთაისის პარლამენტში ჯდომა და მუშაობა გეზარება, ბოიკოტი უფრო მომხიბვლელად გამოიყურება. და მეორე რეპლიკაც - არჩილ თალაკვაძე - ისინი დაბრუნდებიან მალე, თუ არ დაბრუნდებიან, პარლამენტში ოპოზიციის ადგილებს სხვა პოლიტიკური პარტიები დაიკავებენ. ასე თუ ისე, პარლამენტის სხომა მაინც გაიმართა და კონსტიტუციის პირველი მოსმენაც შედგა. ამ თემას, უფრო ვრცელ აბზაცში გავშლით. 

      ისევ პარლამენტის თემატიკა, კონსტიტუცია და პროპორციული სისტემა, ყველაფერი ერთ აბზაცად - ზურაბ ჭიაბერაშვილი - პროპორციული სისტემის 2024 წლისთვის გადაწევამ გამოაჩინა, რომ ,,ქართული ოცნება“ ცდილობს მაქსიმალურად ჩაებღაუჭოს ძალაუფლებას. ლევან ალაფიშვილი - პროცედურული ომის წარმოების შემთხვევაში, საგაზაფხულო სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებების ორი მოსმენით მიღება ვერ მოესწრება. პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა 2023 წლის ნაცვლად, შესაძლოა, 2024 წლამდე გადავადდეს. არასამთავრობოები - მმართველი პარტიის გადაწყვეტილება მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების თაობაზე მიუღებელი და გაუმართლებელია. დავით მათიკაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარემ სპეკულაციის თავიდან ასაცილებლად მოძებნა გზა, რომ პრეზიდენტის არჩევის არაპირდაპირი წესი 2024 წელს ამოქმედდეს. არჩილ თალაკვაძე - არ ყოფილა საბოლოო მსჯელობა იმაზე, მოხდება თუ არა პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის 2024 წლამდე გადავადება. კონსტიტუციაში აღარ ჩაიწერება, რომ არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობა საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია. დავით მათიკაშვილი - ოპოზიციის წევრების მოსაზრებები კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით არგუმენტებს მოკლებულია. არჩილ თალაკვაძე - ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით პრეტენზიებს ის პარტიები აცხადებენ, რომლებსაც თავი ქუდში აქვთ. მამუკა მდინარაძე - ბარიერის 3 პროცენტამდე დაწევა ბევრ პარტიას მისცემს შესაძლებლობას, რომ 2020 წლიდან საპარლამენტო ტრიბუნა გამოიყენოს. ირაკლი კობახიძე - იმისთვის, რომ არ იყოს ძალიან დიდი გადახრა პარტიის მიერ მიღებულ ხმებსა და მიღებულ მანდატებს შორის, ”ბონუსისთვის” ძალიან მკაცრი ზღვარი წესდება. სერგო რატიანი უმრავლესობას - ხომ არ გგონიათ, რომ თვეების განმავლობაში, როდესაც კონსტიტუციაზე საუბრობდით, უბრალოდ ატყუებდით მოსახლეობას? რომან გოცირიძე - იყო ერთი კონსტიტუცია ერთი კვირის წინ, შემოგვაპარეს მეორე, კონსტიტუცია შეგვიცვალეს ხალხო. რევაზ არველაძე - მე მინდოდა, კონსტიტუციაში გაჩენილიყო ჩანაწერი, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობა არის საქართველოს დედაქალაქი. ეგრე არაო თავმჯდომარემ - ირაკლი კობახიძე - ძალაში რჩება პოლიტიკური დაპირება, რომ ჯერჯერობით პარლამენტი რჩება ქუთაისში, ვიდრე ქალაქი სხვა ფუნქციას არ შეიძენს. საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი გადასახადების დაწესებაზე სავალდებულო რეფერენდუმთან დაკავშირებულ 12-წლიან დათქმას არ იზიარებს. ირმა ნადირაშვილი ირაკლი კობახიძეს - თქვენ საარჩევნო სისტემის შეცვლის მომხრე იყავით, ეს ვერ მოხერხდა, მიიჩნევთ თუ არა ამას თქვენს პირად მარცხად? მარცხისა რა გითხრათ, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარე უფრო გამარჯვებულად გრძნობს თავს - ირაკლი კობახიძე - გუნდის გამარჯვებაა ის, რომ შევჯერდით კონსენსუსზე. გიგა ბოკერია უმრავლესობას - შემდეგი არჩევნების შემდეგ რომ ხელისუფლებაში აღარ იქნებით, ეს მე ნამდვილად ვიცი. ზურაბ ჭიაბერაშვილი - პრეზიდენტის არჩევის წესზე არ გეთანხმებათ საქართველოს მოსახლეობა, პარლამენტის შემთხვევაში კი, არ დაგეთანხმათ თქვენივე გუნდი, ამ განცხადება პასუხი მოჰყვა - ანრი ოხანაშვილი ზურაბ ჭიაბერაშვილს - თქვენ უფლება არ გაქვთ ისაუბროთ ამ ტონალობაში და მით უმეტეს უმრავლესობის სახელით. გია ვოლსკი - პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2024 წლისთვის გადასვლა უკავშირდება არა რომელიმე პარტიის და კერძო პირის ინტერესს, არამედ ქვეყნის ინტერესს. ირაკლი კობახიძე კონსტიტუციაში ეროვნული ფასეულობების დაცვის შესახებ ჩანაწერის გაკეთებაზე მსჯელობას შესაძლებლად მიიჩნევს. ფიქრია ჩიხრაძე - ეს კონსტიტუცია არ იძლევა ერთიან ხედვას, თუ რა ტიპის სახელმწიფო მმართველობას, სახელმწიფო სისტემას ვქმნით. ირაკლი კობახიძე - ვენეციის კომისია, საკუთარ დასკვნაში კონსენსუსისკენ მოუწოდებს არა მმართველ გუნდს, არამედ ყველა პოლიტიკურ პარტიას. ირაკლი კობახიძე - 94-ე მუხლი არის ის საკითხი, რაზეც ჩვენ მთავრობასთან განსაკუთრებული კონსულტაციები გვჭირდებოდა. კობახიძემ განმარტებაც გააკეთა ამ მუხლთან დაკავშირებით - რაც შეეხება 94-ე მუხლს, ახალი ცვლილებებით 67-ე მუხლს, თუ რატომ განისაზღვრა 12 წელი. ეს არის ის საკითხი, სადაც განსაკუთრებული კონსულტაციები გვჭირდებოდა ჩვენ საქართველოს მთავრობასთან, რადგან საქმე ეხება მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთ საკვანძო სფეროს - ეკონომიკურ სფეროს. მთავრობის პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ამ ვადით უნდა იყოს განსაზღვრული დროებითი რეგულაცია. საორიენტაციო 12 წელიწადში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე მიაღწევს დაახლოებით, უხეშად 10 000 დოლარს, ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი გახდება უფრო მოქნილი ეკონომიკური პოლიტიკის წარმოება - ეს არის დაახლოებით პოზიციის არსი. ამ მიდგომიდან გამომდინარე, 12- წლიანი დათქმა ჩაიდო შესაბამის მუხლში. ისევ თავმჯდმარეს ვუთმობ წინადადებას - მოქმედ პრეზიდენტს თეორიული შანსი მაინც უნდა დარჩეს, რომ კენჭი იყაროს საპრეზიდენტო არჩევნებში. დიმიტრი ხუნდაძე - კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს დემოგრაფიული პოლიტიკის შესახებ. ეკა ბესელია - დღევანდელი კონსტიტუციის ყველა ძირითადი პრინციპი ერთმანეთს ეწინააღმდეგება, სხვის ტანზე რომ სხვა თავი დაადგა, ასეთია ჩვენი დღევანდელი კონსტიტუცია. დავით ბაქრაძე კონსტიტუციის პროექტზე - ეს არის პოლიტიკურად უხარისხო დოკუმენტი. დოკუმენტი, რომელსაც დღეს ვიღებთ, დგას მხოლოდ ერთ კონსენსუსზე - ეს არის კონსენსუსი მხოლოდ ”ქართული ოცნების” შიგნით. გიგა ბოკერია - თქვენ ამბობთ, კონსენსუსი ვეძიეთ, ვერ ვიპოვეთ და ფეხებზე დავიკიდეთ ყველა. ვენეციის კომისია გადააგდეთ, ყველას დაგვიპრდით, რომ მათ სამართლიან შენიშვნებს გაითვალისწინებდით და მოატყუეთ. ეკა ბესელია - არ მგონია სწორი, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები უნდა გადავავადოთ და იქვე, კონსტიტუციურ მონარქიაზე ქილიკი არის დიდი უკულტურობა და არასერიოზულობა. ელენე ხოშტარია უმრავლესობას - თქვენს გუნდშიც კი ძალიან ცოტა ადამიანია, რომელიც მართლა ფიქრობს, რომ რაღაც შემოგვთავაზეთ ისეთი, რაც ამ ქვეყანას წაადგება. არჩილ თალაკვაძე - ჩვენ დღეს ვცვლით კონსტიტუციას, რომელიც ყოველ წინა ხელისუფლებას თავისთვის უნდოდა. 

      დილიდანვე გამოცნდა ნიუსები, ციანიდის მთავარი გმირის, დეკანოზ მამალაძის გარშემოც - პატრიარქი დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახს დღეს შეხვდება. გავაგრძელოთ მამალაძის თემა - დეკანოზი გიორგი მამალაძე - ისე მითვალთვალებდნენ, რომ აღწერილი აქვთ რამდენი ჭიქა წყალი მაქვს დალეული რომელ საათზე - ციანიდი რომ შემეძინა, ამის დადგენა არ გაუჭირდებოდათ. უკვე პირველ საათზე სააგენტოები წერდნენ - დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი პატრიარქს ხვდება. საუბრის შემდეგ - თორნიკე მამალაძე - პატრიარქთან შეხვედრას დადებითად ვაფასებ, მაგრამ მამა დავით ჭინჭარაული ცდილობდა საუბარი შეგვეწყვიტა და „ჩაეკვეხებინა“ თავისი კითხვები. თორნიკე მამალაძე - ვრჩები ჩემს პოზიციაზე, რომ უწმინდესი ე.წ. ციანიდის საქმეზე სრულ ინფორმაციას არ ფლობს. თორნიკე მამალაძე - პატრიარქს მამა გიორგის ზიარება ვთხოვეთ, უწმინდესს პასუხის გაცემა უნდოდა, თუმცა მეუფე დავით ჭინჭარაულმა გააწყვეტინა. არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული - მამა გიორგი მამალაძის ოჯახთან არავითარი კითხვები არ მქონია. პატრიარქის დავალებით, არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული და მამა კახაბერ გოგოტიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძეს მოინახულებენ. მამა კახაბერ გოგოტიშვილი - დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატრიარქისთვის რაღაც ამბის გადაცემა სურს. მიხეილ რამიშვილი - მამა გიორგი მადლიერია პატრიარქის იმ ნდობისთვის, რომელიც უთითებს, რომ უწმინდესი დარწმუნებულია მის უდანაშაულობაში. დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი - ტენდენციურია იმის თქმა, თითქოს პატრიარქთან შეხვედრაზე დეკანოზ მამალაძის ოჯახის წევრებს საუბარს აწყვეტინებდნენ. მამა მიქაელ ბოტკოველი - პატრიარქმა ე.წ. ციანიდის საქმის შესახებ იმდენი იცის, რაც საჭიროა. დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი - რატომ ვერ დაადგინა მამა გიორგიმ ბრალდება, რომ ჩვენ საპატრიარქოს ქონება სადღაც კუთხეებში გვაქვს მიმალული?

      თუ იკითხავთ, რა ხდება ჩვენს საკონსტიტუციო სასამართლოში, გიპასუხებთ - საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა გრძელდება.

      და ისევ დაკავებების ბლოკი, სამწუხაროდ დღესაც: სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

      ოპოზიციიდან - „ევროპული საქართველო“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის თანამდებობაზე ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურას მხარს დაუჭერს. იგივე თემაზე - დავით მათიკაშვილი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით, წინასწარი გადაწყვეტილება უმრავლესობაში მიღებული არ არის. მამუკა მდინარაძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევისას პოლიტიკური მოტივი შეგიძლიათ, გამორიცხოთ. პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ირმა გელაშვილი, ლევან გზირიშვილი, ზაზა ხარებავა, ნაზი ჯანეზაშვილი აირჩია. ოთარ კახიძე - იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად ნაზი ჯანეზაშვილის არჩევით დიდი ავანსია გაცემული. ეკა ბესელია - უმრავლესობა რომ სხვა პოლიტიკური ჯგუფი ყოფილიყო, ნაზი ჯანეზაშვილს ხმას არასოდეს მისცემდა. 

      მამა მიქაელ ბოტკოველს დღეს, ბერ ნიკოლოზზეც მოუწია კომენტარის გაკეთება - დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი - მამა ნიკოლოზს მრევლის სახელით შევუთვალე, არ ჩაიდინოს დანაშაული და არ დაუპირისპირდეს მოქალაქეებს. 

      ჩვენი დეტექტივებიც მუშაობენ - მთავარი პროკურატურა - ქონების იძულებით ჩამორთმევის 64 ფაქტი გაიხსნა.

      სიახლე ელის სახალხო დამცველის ინსტიტუტსაც - სახალხო დამცველს პარლამენტი ხუთის ნაცვლად, ექვსი წლის ვადით აირჩევს. 

      ვერ გამოვტოვებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ამბებსაც - ირაკლი ტაბლიაშვილი ვასილ მაღლაფერიძესა და ია ანთაძეს ღია წერილით მიმართავს და პროდიუსერად დანიშვნის შეთავაზებაზე უარის მიზეზს განმარტავს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სეზონისთვის გადაცემების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში საუკეთესო პროექტები გამოვლინდა. მცირე ჩამონათვალი: „რეალური სივრცე“, „ნაცნობი მელოდიები“, „Modem/Art“, „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“, „ფერმა“, „სუპერ გმირი“, „წიგნების თარო“ და ა.შ.

      მიწების საქმის თამასა მაღლა იწევს?! - მიწასთან დაკავშირებული ორგანული კანონის მიღების კვორუმი ორი მესამედი - სულ მცირე 100 ხმა იქნება.

საზღვარგარეთლები:

      გახსოვთ ალბათ, გუშინ უკრაინის და ამერიკის პრეზიდენტები შეხვდნენ - პეტრო პოროშენკო - დონალდ ტრამპი არ ჰგავს ადამიანს, რომელსაც რუსეთთან განსაკუთრებული კავშირი აქვს.

      ბრიუსელის ტერაქტის ამბები, breaking news-ებიდან: ბრიუსელის პოლიციამ მამაკაცი გაანეიტრალა, რომელსაც თვითმკვლელის ქამარი ეკეთა. ბელგიის შს მინისტრი - ბომბი, რომელიც გუშინ ბრიუსელში ტერორისტს აღმოუჩინეს, დიდი სიმძლავრის იყო. ბრიუსელში ცენტრალურ სარკინიგზო სადგურზე აფეთქება 36 წლის მაროკოელმა განახორციელა. 

      ახალი საფრანგეთის ფორმირება გრძელდება - თავდაცვის მინისტრის შემდეგ თანამდებობა საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმაც დატოვა.

      იან კელი - თავდაცვის სფეროში აშშ-ს ჯარის პროგრამები ემსახურება იმას, რომ საქართველოში მოხდეს აგრესიის შეჩერება

      თურქეთში უკვე აქტიურად გვიჭერენ - თურქეთში ნარკოტიკული ნივთიერების რეალიზატორთა ჯგუფი დააკავეს, რომლის ერთი წევრი საქართველოს მოქალაქეა.

      ესპანეთში ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

      კორეელები ვერ ხვდებიან ერთმანეთს - სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლომდე ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შეხვდება. 

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 170

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ივნისი, ნიუსები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters