ცხელი ზაფხულის ყველაზე ცხელი თვე და სიმბოლო - ივლისი, გასულ უქმეებზე დადგა, მაგრამ სიცხემ უქმეებიც არ დაინდო და ორშაბათსაც გამოჰყვა. ივლისის პირველი #qwellynews იწყება საგანმანათლებლო ციებ-ცხელებით - ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო!
გუშინ კი, დღევანდელი ნიუსების მთავარი ბლოკის ამბავი მოხდა - ყველასთვის ცნობილი, ასე წოდებული, ელიავას ბაზრობა დაიწვა - ეს სათაური გაზვიადებულია, ელიავას ბაზრობის 15-მდე მაღაზიაა დამწვარიო, დილიდან წერდნენ. მაგრამ ცხელი ამბავი, გუშინ პირდაპირ ეთერშივე ვრცელდებოდა და შესაბამისად, მღელვარებაც თემამ, გვიან ღამიდან დაიწყო. ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად 2300 კვადრატული მეტრია დამწვარი. ელიავაზე ხანძრის გაჩენის შემდეგ ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზებული. გამგებელი ელიავაზე ხანძრის განზრახ გაჩენას გამორიცხავს. შსს-მ ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარზე გამოძიება დაიწყო. დავით გელაშვილი - აღნიშნულ ობიექტზე სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები დარღვეული იყო. დავით ნარმანია - "ბავშვთა სამყაროს" მსგავსად ამ შემთხვევაშიც ბიზნესის დიდი ნაწილი დაზღვეული არ ყოფილა. გუშინვე, თითქოს მერობისთვის ქულებს იწერდნენ კანდიდატებიო - ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ზაალ უდუმაშვილსა და დიდუბის გამგებელს შორის შელაპარაკება მოხდა. “ჯიპიაი ჰოლდინგი“ - ელიავას ავტობაზრობაზე ზარალის დარეგულირების პროცესი უკვე დაიწყო. ზაალის და გამგებლი შელაპარაკება არ ყოფილა ერთადერთი - დიდუბის გამგეობის წარმომადგენელსა და მოქალაქეთა ჯგუფს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მეხანძრის მდგომარეობა, რომელსაც ხანძრის ჩაქრობისას თვალში ქაფი შეესხა, დამაკმაყოფილებელია. თბილისის მერია - ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ზარალს ჩამოაწერენ. ნარმანიასგან განსხვავებით, ელიავას ბაზრობის პირველი სექტორის დირექტორი ამბობს, რომ მოვაჭრეების ძირითად ნაწილს საქონელი დაზღვეული ჰქონდა. დიდუბის გამგებლის ინფორმაციით, ელიავას ბაზრობაზე 15-მდე მაღაზიაა დამწვარი. ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად, 30-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 150-მდე მეხანძრე მუშაობდა. ელიავას ბაზრობის პირველი სექტორის დირექტორი - ხანძრის მომენტში ტერიტორიაზე ელექტროენერგია გათიშული იყო. ლაშა აბაშიძე - ელიავას ბაზრობაზე საქონლისა და მაღაზიების დიდი ნაწილი გადარჩენილია - ამიტომაც დავწერე ზემოთ, გაზვიადებულია ელიავას დაწვის სათაურითქო. აბაშიძემ ისიც თქვა - ხანძრის შედეგად დაზიანებული შენობის უმეტესი ნაწილი დაზღვეულია და ზარალსაც სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს. გამოკითხვის თანახმად, დონალდ ტრამპის საქმიანობით 57% უკმაყოფილოა. ერთ-ერთი დაზარალებული აცხადებს, რომ დაზღვევა ელიავას ბაზრობის გადატანის გამო არ გააგრძელა. კობა ნარჩემაშვილი - სახანძრო უსაფრთხოების წესები უამრავ საცხოვრებელ სახლში დაცული არ არის. განსაკუთრებით საინტერესოა, როდესაც უბედური შემთხვევები პოლიტიკური სპეკულაციაბის მიზეზი ხდება - არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციამ ახალი სამსახური - სახანძრო-პოლიტიკური დახმარება ჩამოაყალიბა და სადაც ხანძარი ჩნდება, მიდის და ცეცხლზე ნავთს ასხამს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური - ელიავას ბაზრობაზე დაზარალებულ მეწარმეებს საგადასახადო ვალდებულებები არ წარმოეშვებათ. პრინციპში, არც არავის უფიქრია სხვაგვარად, ყველამ ვიცოდით, რომ ჭირნახულზე სიცილი თუ არა, პოლიტიკური დაპირისპირებები დაიწყებოდა. მაგალითად, ელიავას ბაზრობის დაწვის საქმე, პოლიტიკური დივიდენდების მოპოვების საშუალებად გადაიქცა. ბლოკის გაგრძელება: ეკა ბესელია - უზნეობად მიმაჩნია, როდესაც პოლიტიკოსები, ასეთი ტრაგედიის დროს იწყებენ პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას. ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები სახელმწიფოს ზარალის ანაზღაურებას სთხოვენ. ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაშავებული 5 პირიდან საავადმყოფოში მხოლოდ ერთი პაციენტი რჩება. შს მინისტრმა მეხანძრე-მაშველებს ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარზე ოპერატიული რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა. ელიავას ბაზრობაზე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებიც ადგილზე სიტუაციას შეისწავლიან. ნინო ბურჯანაძე - წარმოუდგენელია, რომ ყოველ ორ თვეში ერთხელ იწვებოდეს ბაზრობები, სადაც ასობით ადამიანი მუშაობს. სპეციალური კომისიის წევრების მიერ ელიავას ბაზრობის ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ, გამორიცხული არ არის, რომ შენობაში დაზარალებულები შეუშვან. გამორიცხული არ იყო და შეუშვეს კიდეც - შემდეგ - ხანძრის ტერიტორიაზე არსებული მაღაზიების მფლობელების განცხადებით, მათი ნივთები მთლიანად დამწვარია. და საბოლოოდ, საკრებულოს წევრი ჯაბა სამუშია - ელიავას ბაზრობა არ დარჩება იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არის.
გამოცდების თემაზე, მხოლოდ ის არ კმარა რომ დაიწყო - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე აბიტურიენტების მშობლებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს - „წელს რაიმე გამორჩეული სიახლე არ გვაქვს. გამოცდები ტარდება კვლავ ნახევრად ელექტრონული ფორმით, როგორც წინა წელს“. ტრადიციული გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, მაია მიმინოშვილი - ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, რამდენჯერმე წაიკითხონ საგამოცდო ბარათი დაკვირვებით. საგამოცდო ბარათზე მითითებულია საგამოცდო ცენტრი, დააკვირდნენ ცენტრის მისამართს და, რაც მთავარია, დროულად გამოცხადდნენ რეგისტრაციაზე. რჩევების გარდა, პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა. გიორგი მარგველაშვილი - ძვირფასო აბიტურიენტებო, თქვენ ცხოვრებაში საპასუხისმგებლო დღეები დაიწყო.
აწ უკვე მერობის კანდიდატი და მინისტრადყოფილი კახა კალაძე - გარკვეული ძალები ავრცელებენ ჭორებს, თითქოს ბიძინა ივანიშვილი მართავს ხელისუფლებას, ეს არის დიდი ტყუილი. ასევე, ენერგეტიკის მინისტრის განცხადებებიდან, რომელიც უკვე მერის მოვალეობებიდან გამომდინარე საუბრობს - კახა კალაძე - სამშენებლო მიმართულებით რეგულაციები აუცილებლად გამკაცრდება. კახა კალაძე - იურისტებმა კარგად უნდა შეისწავლონ ”სითი პარკთან” გაფორმებული ხელშეკრულება, რამდენად შესაძლებელია მისი გაუქმება. მერობის კანდიდატები ოპოზიციიდანაც - ელენე ხოშტარია - ყველას ყურადღება უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ დაზარალებულთა ზარალი ანაზღაურდეს. ალეკო ელისაშვილი - ელიავას ბაზრობასთან მიმართებაში ყველაფრი ერთმანეთს ძალიან უცნაურად ემთხვევა.
საბერძნეთში მიმავალი გივი მჭედლიშვლი თურქეთში დაიაკრგა და 4 დღეა გაუჩინერებულია. საქართველოს მოქალაქე, რომელიც თურქეთის გავლით საბერძნეთში მიემგზავრებოდა, 4 დღეა დაკარგულია. გაუჩინარებული გივი მჭედლიშვილის დედა - ტელეფონიდან მომწერა: დედა თურქეთში ჩავრჩი და ვკვდები, მიშველეო.
ფარული კამერები და ფარული ჩანაწერები კომპრომატებად კი არა, სასჯელად იქცევა - ფარული კადრების მოპოვება-შენახვაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. მაგრამ მსჯავრდებულების ადვოკატები გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ.
დაპირისპირებიდან კინკლაობაში გადადიან უკვე - გიორგი ანდრიაძე - მღვდელი ანდრია სარია ცდილობს ჩემი პოზიცია ედიშერ ქარჩავას და მეუფე იაკობის პოზიციასთან გააიგივოს, რაც პროვოკაციაა.
საეკლესიო საკითხებში პარლამენტარებიც ერთვებიან, თან ანსამბლეის სახით - 2019 წელს საქართველოში პირველად მართლმადიდებელ პარლამენტართა გენერალური ასამბლეა ჩატარდება.
კონსტიტუციას როდესაც ცვლი, ჯეროვნდაც უნდა გაწვალდეო, ჯერ არ დაწერილი ანდაზაა - ირაკლი აბესაძე - არის მოლოდინი, რომ სტრასბურგში ისევ მოგვიწოდებენ საკონსტიტუციო საკითხებზე კონსულტაციისკენ. ფიქრია ჩიხრაძე - საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესი უნდა გაჩერდეს. პრეზიდენტს რაც შეუძლია ესაა ვეტოს დადება - ანა დოლიძე - ვეტოსთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების არგუმენტები საკმაოდ დამაფიქრებელია. გიორგი აბაშიშვილი - არ არის სწორი, როცა ხდება ერთი დოკუმენტის შემუშავება, მეორის ვენეციის კომისიაში წარდგენა და მესამის პარლამანეტის მიერ მიღება.
ახალი გუბერნატორი - მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორად ლევან ზაუტაშვილი დაინიშნა. წინა გუბერნატორმა, სულ რამდენიმე დღის წინ, გამოსამშვიდობებელი წერილი დაწერა.
საზღვარგარეთულები:
ამერიკაში გამოკითხვებისთვისაც სცხელათ და ამ გამოკითხვების შედეგად, დონალდ ტრამპის საქმიანობით 57% უკმაყოფილოა. და ვის ადარდებს? ამერიკული მედია აანონსებს - CNN - დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას სირიისა და უკრაინის საკითხზე ისაუბრებს. კრემლი - სირიისა და უკრაინის გარდა, პუტინი-ტრამპის შეხვედრაზე, საერთაშორისო ტერორიზმის თემის განხილვაც აუცილებელია.
ბავარიაში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული 11 ადამიანის ცხედრის იდენტიფიცირება მოხდა, 7 ადამიანი კი, დაკარგულად ითვლება.
აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს ვლადისლავ სურკოვს შეხვდა. ამ შეხვედრაზე - პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი - ვხედავთ, როგორ გამოიყენება რუსული ფული აფხაზეთში და ჩვენ პრეტენზიები არ გაგვაჩნია.
ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პარლამენტის წევრთა რაოდენობის ერთი მესამედით შემცირების ინიციატივით გამოდის. საფრანგეთის პრეზიდენტი 2015 წლის ტერაქტების შემდეგ შემოღებული საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას შემოდგომაზე აპირებს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
#qwellynews - ბლოკები, რომელიც მთავარ თემებში არ მოხვდა: თბილისის მერია - მონიტორინგისას გამოვლინდა, რომ გაგრილების სისტემები მიკროავტობუსების მხოლოდ 20%-შია ჩართული. ამავე თემას ეხმიანება პროფკავშირების გაერთიანებაც - 32.5 გრადუსს ზემოთ ყველა ტიპის სამუშაო უნდა შეიზღუდოს.
აღდგენა და რეაბილიტაციაც ასეთი უნდა - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო აცხადებს, რომ ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ფრესკები ხანძრამდე არსებულზე უკეთეს მდგომარეობაში აღდგება. #qwellynews
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: სექტემბერი 6, 2024.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
2. Survive: Navigating the Challenges
Once players have arrived in Aeternum and familiarized themselves with the basics, the Survive phase will kick in. This phase is designed to help players navigate the many challenges that Aeternum presents. From deadly creatures to hostile players, the world of New World is unforgiving, and survival often depends on preparation and knowledge.
While specific episodes in the Survive phase have yet to be released, players can anticipate content…
გაგრძელება
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: სექტემბერი 5, 2024.
საათი: 7:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The release of Cataclysm Classic introduces nine dungeons on normal and heroic difficulties, offering daring adventurers the chance to cheap Cataclysm Classic Gold test their mettle against formidable foes. Among these dungeons are reimagined versions of classic favorites such as The Deadmines and Shadowfang Keep, now presented in heroic-level reworks to challenge even the most seasoned of heroes.
Embracing Diversity
In addition to the plethora of content awaiting players in…
გაგრძელება
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2024.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
3. Thrive: Mastering the World of Aeternum
The final phase, Thrive, is where players will transition from merely surviving in Aeternum to mastering its many intricacies. This phase is expected to cover advanced gameplay strategies, including high-level PvP tactics, endgame content, and how to New World Coins build and maintain a powerful in-game economy.
The Thrive phase will likely delve into the complexities of territory control, a key feature of New World that allows players to…
გაგრძელება
გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2024.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
It's crucial for any potential player in a vast world such as RuneScape to be prepared in the event of sudden events and plots in their games. For example, a is suddenly taken on a quest or travel plan because of interactions with another player. In such instances that arise, the players might not have the funds to fund their gaming habits, such as purchasing from the innkeepers, or paying for their own repairs.While it is possible for players to go back to a quick farm to obtain enough OSRS…
გაგრძელება© 2024 George. •
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია