ჯერ კიდევ წვიმებია ბევრი, ყოველშემთხვევაში, ხვალ და ზეგ, აღმოსავლეთში იწვიმებს, ხოლო დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი გვექნებაო სინოპტიკოსებმა. სამაგიეროდ პოლიტიკურად აქტიური შემოდგომის ქარმა დაუბერა თბილისში, კერძოდ, შუშებიანი შენობიდან გაავრცელეს რომ სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება წლის ბოლოს. დღის მთავარი ამბავიც ეგ იყო. ასევე ფარცხალაძის სანქციების თემაც კიდევ აქტიურობს, პრეზიდენტიც…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 18, 2023 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღეს სწავლა დაიწყო თუ განახლდა, როგორც უნდა ითქვას ან იკითხებოდეს, თქვენ ისე წაიკითხეთ. ფაქტია, მოსწავლე-ახალგაზრდობა სასწავლო გარემოში დაბრუნდა და ცხადია, დღის ერთ-ერთი მთავარი ამბავი ესეც იყო, მით უფრო რომ პერმიერმა 30K სტუდენტს „ვალები გადაუხადა“. სხვა არანაკლებ თუ უფრო მნიშვნელვანი ამბავი იყო ფარცხალაძის ამერიკული სანქციები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6333 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 15, 2023 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღეიდან რომ გამოდარებას ველოდით, ბუნებამ არც მასეა საქმეო და ახლა სინოპტიკოსებმა ცოტა შეცვალეს პირვანდელი ჩვენება - 13-15 სექტემბრის პერიოდში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდებაო. ამინდი აირია პოლიტიკაშიც - ნაცები ვერ გამორკვეულან ნაცობის საფუძვლებში და ღირებულებებში, ქოცები ვერ გამორკვეულან პრემიერი დაიცვან თუ პრემიერის მამა, პრეზიდენტი იმპიჩმენტს ელოდება და არსაიდან გაჩნდა ამერიკის ბაზების საქართველოში…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 13, 2023 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
მომდევნო სამი დღე შეიძლება წვიმიანი იყოს ან შიგადაშიგ წვიმიანი მაინცო, სინოპტიკოსებმა. პარალელურად ქალბატონი პრეიზდენტი მშობლიურადსაყვარელ საფრანგეთში მაკრონს შეხვდა, აქეთ ნაცებში გაურკვევლობაა და იქით ოცნება თავის მოწონებულ პრეზიდენტს აიმპიჩმენტებს. კალაძე თბილისის „მიხედვას“ განაგრძობს. ცესკოსთვის პარლამენტში კიდევ ახალ რეგულაციებს იღებენ. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6268 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 6, 2023 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ესეც ეშხში შესული შემოდგომა - ჯერ ერთი რომ ქალაქში საცობები ძველებური სიდიადით დაბრუნდა და ასე ყოველნაბიჯგადათხრილ ქუჩებში, ფაქტობრივად, შეუძლებელია სადმე გადაადგილება - ე.ი. ხალხი დაბრუნდა, მეორეც დღეს უკვე პარლამენტიც ამუშავდა და ნიუსებიც მოგროვდა, უფრო კომენტარები ვიდრე საინტერესო ფაქტები ან რაიმე სასარგებლოდ გამოსადეგი. პრეზიდენტის იმპიჩმენტი კვლავ დღის მთავარი ამბავია და ასევე ბორელის მოახლოებული ვიზიტი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 5, 2023 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
საპირველსექტემბროდ ცუდი სპორტული დღე გამოდგა, დღეს ჩვენმა კალათბურთელებმა, მსოფლიო ჩემპიონატზე, გერმანიასთან 100:73 თითქმის სრულად დაკარგეს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი. ამ დროს, ქართლმა ოცნებამ პრეზიდენტის იმპიჩმენტი დაიწყო - მიზეზი, ჩვენ ავუკრძალეთ წასვლა და ის მაინც წავიდა ევროპაშიო. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6293 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 1, 2023 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ვიდრე აგვისტო მიიწურა, თბილისის ზოგიერთ უბანში მაინც მოაწყო წვიმის ტბორები და ქალაქის ქუჩების დიდი ნაწილის პარალიზება გამოიწვია. ძირითადად გლდანი დაიტბორა, მაგრამ დაშავებულებზე ინფო არ გვაქვსო - მერია აცხადებს. დღის მთავარი ამბავი, ევროკავშირის 2030 წლის გაფართოების მოლოდინსა და მიშელის „დაიმედებას“ ეხებოდა, ასევე კარასინის განცხადებას - აფხაზეთისა და ოსეთის საერთაშორისო აღიარებაზე. დეგნანის წერილი გვქონდა…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 29, 2023 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
მედვედევის გამოხტომას ოსეთის და აფხაზეთის მიერთებაზე, ცხადია, ცხინვალიდან მიუჭახუნეს და ბანი მისცეს, საპასუხოდ, ჩვენთანაც გაკეთდა განცხადებები და დღის მთავარ თემად შეიძლება სწორედ ეს ამბავი მოვიაზროთ. შოვით შეშინებულზე რიკოთის აუდიტის მოთხოვნა იყო ამბავი, ასევე ცოტა ჯანდაცვა და ცოტაც 2023 მოსავლიანობა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6334 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 23, 2023 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ამ აგრილებულ საღამოს ლეგენდამ დაგვტოვა - ტოტო კუტუნიო 80 წლის ასაკში, მილანში, ჰოსპიტალში გარდაიცვალა. აგვისტო იწურება და დღის მთავარ ამბებში მიშას პოლიტიკური დაბრუნება, შოვის ტრაგედიის გამოძიებები, ამერიკის ელჩთან ბრალ-აპოლოგეტიკა და უკრაინის გახანგრძლივებული ომია. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 22, 2023 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ფერისცვალებას რომ გადააგორებ და პირველ გრილ საღამოს იგრძნობ, ეგ არის შვება, რომელსაც გვერდს ვერ აუვილი. #qwellynews რეკორდული სიცხეების შემდეგ, ჯერ კიდევ მიძინებული პოლიტ ამბებით მობრუნდა. თან წვიმაა ნაწინასწარმეტყველები - 21-22 აგვისტოს, საქართველოში წვიმა, მდინარეებზე კი წყლის დონის მატებაა მოსალოდნელიო. ვიდრე…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 21, 2023 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
მართალია ჯერ სრულად არ გადაუვლია ცხელ დღეებს, აგვისტო კი იმდემად მძიმედ დაიწყო, რომ ჯერ კარგი ამბები არ ჩანს. პოლიტიკური სიახლეების ველიც თითოქს უმოქმედო გახდა სიცხის პროპორციულად. ამიტომ დღის მთავარი თემა თბილისის მერიის გეგმები და შოვის ტრაგედია იყო. ტრაგედია, რომელმაც პოლიტიკური დაპირისპირებების (ძირითადად კომენტარების) ახალი ველი გახსნა და გააფართოვა. ამასთან, ნიუსლენტს ახალი მსხვილი მოთამაშე -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 15, 2023 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ალბათ ძლიერი სიცხის ბრალია, რომ დღის ამბები მეტნაკლები მრავალფეროვნებით და აქტუალობით აღარ გამოირჩევიან - ან უბრალოდ დასასვენებლად წავიდა პოლიტიკური დღის წესრიგი, ამიტომ ახლა ოპოებში გაერთიანებების და გუნდებად ჩამოყალიბების ამბებს განიხილავენ. ქვეყნის გარეთ კვლავ უკრაინა არის მთავარი თემა, ყირიმის ხიდი და ახლა უკვე ევროპაში მომატებული სიცხე, კატასტროფული პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან ხანძრები მოედო ტყეებს. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 18, 2023 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
უნალექო ამინდები მიეწყობაო ამ კვირაში. დღეს ქორეოგრაფი ომარ მხეიძე გარდაიცვალა - 88 წლის ასაკში. რაც შეეხება ვრცელ ამბებს, რომელიც დღეს მედიაში ტრიალებდა - პირველი იყო სტუმარი უზბეკეთიდან და მისი მასპინძლობა. შემდეგ, ოპოზიციის გეგმები და გაერთიანებები თუ ახალი პალტფორმები გამარჯვებისთვის. ცხადია, ვრცელი იყო მიშასთან დაკავშირებული ნიუსი - პოლონელი ექიმის მიერ „კონტრაბანდულად“ გატანილი ნიმუში. დილა ომიანად დაიწყო უკრაინაში, ხოლო შავ-ზღვაზე…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 17, 2023 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ვიდრე რამე ახალი ხმაურიანი თემა არ იქნება დღის წესრიგში, ვილნიუსის სამიტის გარშემო უნდა ვიტრიალოთ და ევროპარლამენტარები ან უნდა ვაქოთ ან ვაკრიტიკოთ კრიტიკის პასუხად. ასეთია დღის წესრიგი ჩვენს ქვეყანაში და ამას ერთვის ოპოზიციის გეგმები ვაშაძით თუ მის გარეშე. უკრაინაში ომი ისევ მთელი სიმძაფრით მიმდინარეობს და დასასრული არ უჩანს. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5803 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 13, 2023 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
თბილი ამინდებით დავიწყებ და გეტყვით, რომ კიდევ 2-3 დღე წვიმა არ ჩანს. მთავარი ამბავი ცხადია კვლავ ვილნიუსიდან არის და ამჯერად, ზელენსკის არ უთქვამს, მაპზე უკეთესი მოგვცესო, რადგან მაპი საერთოდ არ დაგჭირდებათო უთხრეს, მაგრამ იქამდე არ მიგიღებთ, სანამ ეს ომი იქნებაო. ანუ არაფერიც არ შეიცვალა უკრაინისთვის. ცხადია, ჩვენი ადგილი იქ საერთოდ არ ჩანს და ესეც ოპო-პოს კამათის საგანია. ასევე დღეს მიიღეს თავდაცვის კოდექსი. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 12, 2023 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
როცა გარშემო ომია, მთავარი ამბავი თავდაცვა და მშვიდობაა. თავდაცვის თემა დღეს ძალიან აქტუალური იყო, როგორც საერთაშორისო დონეზე, ასევე ქვეყნის შიგნით. საერთაშორისოდ - ვილნიუსში დღეს ნატოს წევრები შეიკრიბნენ და გაფართოებებზე და რუსეთზე, თავდაცვასა და ომიანობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს და დააკომუნიკეს. საქართველოში კი კოდექსის განხილვა იყო მეორე მოსმენით და რიგ გარეშედ. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5870 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 11, 2023 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ცხელი დღეები ცოტა გაგრილდება ხანმოკლე წვიმებით, ასეთია უახლოესი დღეების პროგნოზი. იქამდე კი სტუმარი გვყავს სომხეთიდან - ნიკოლ ფაშინიანი საქართველოშია. მას ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა. თუმცა სტუმარ-მასპინძლობამდე იყო სუსის დახურული ანგარიში და მისი შეფასებები დეპუტატების მიერ, ასევე ფრანკოფონიის ანსამბლეა, რომელსაც არაწევრმა საქართველომ უმასპინძლა, იყო მშვილდაძის თემა და ბოლო დღეების აქტუალური - მეუფე შიოს მოწამვლის ამბავი, რომელზეც გამოძიება…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 7, 2023 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
სასწავლო წლის ბოლო გამოცდებივით, ანგარიშების და პასუხების კვირეული გვაქვს. პრემიერის დაწყებული, ჯერ კობახიძემ გააგრძელა, ახლა კი სუსმა და რა თქმა უნდა, სუსის ანგარიში საკმაოდ ხმაურიანი და ვრცელი კომენტარების მიზეზი გახდა - ცხადია, ნაკლებშინაარსიანი. აქტუალური იყო შეხლა-შემოხლა საგარეჯოში, სადაც ნაციონალები კიდევ ერთხელ გაიალხნენ, ასევე მეუფე შიოს სისხლის ცუდი ანალიზები და ფონდის ხელმძღვანელის კრიპტოსიმდიდრე. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 6, 2023 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ისევ წვიმა, ისევ თქეში - ლექსის ან რომანტიკული სიმღერის ტექსტის დასაწყისს ჰგავს, მაგრამ რას ვიზამთ, დღის საამინდო ნიუსი სწორედ წვიმიან დასასრულს და წვიმით დაწყებული ივლისზე მოგვითხრობს. გაცილებით ვრცელი და საინტერესო გამოდგა ზელენსკის მიერ ელჩის „დაბარება“ სააკაშვილის პატიმრობის გამო და მთავარი მეოცნების ბრიფინგი 12 პუნქტზე და სხვა რამეებზეც. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6055 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 4, 2023 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღეს მინდოდა პოზიტიური qwellynews დამეწერა, კარგი ამბებით მაგრამ რეალობა ცოტა გულსატკენია, თუმცა არა ყველა რეალობა. მაგალითად, დღის მთავარი ამბავი, რომელიც ამ წუთებშიც კი ყველა ტელევიზიის მეინსტრიმს იკავებს, პრემიერის წლიური ანგარიში და პარლამენტის ბოლო სესია იყო. პრემიერის საქართველოში მართლაც ყველაფერი იდეალურად არის. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6131 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 30, 2023 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Creswellda_მ.
თარიღი: სექტემბერი 27, 2023.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
However the sound quality is just like wellknown Diablo great that consists of a pleasant surroundings heritage tune buy Diablo 4 Gold, and brilliant voice acting.
I am now not mad at Diablo Immortal. I will imagine that some gamers may. It is a minor title in a storied series, and the F2P gameplay mechanics are as disturbing as they appear. However, if (and this is an full-size "if") you can get past that, there is an extremely…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: სექტემბერი 26, 2023.
საათი: 7:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Thermal interface materials are integral to any thought of thermal administration answers. They not just make improvements to dependability and longevity of factors without any sacrifice in general performance, and also lessen thermal administration costs Over-all by making elements simpler to awesome. In more compact marketplaces together with, around the one particular hand, organization customers in search of to Enhance the performance and longevity of higher-functionality…
გამოაქვეყნა Ekaterine_მ.
თარიღი: სექტემბერი 23, 2023.
საათი: 10:30pm
3 კომენტარი
2 მოწონება
ჯემალ ქარჩხაძის შესახებ აბიტურიენტობის პერიოდში შევიტყე 4-5წლის წინ. მისი ნაწარმოები „იგი“, როგორც მოგეხსენებათ, მე-12 კლასის პროგრამაშია შეტანილი. შესაბამისად, პირველი გადაკვეთა ავტორთან იმ პერიოდში მქონდა. რატომღაც ქარჩხაძის ამ ნაწარმოებმა დიდად ვერ მომხიბლა და რომ არა იმდროინდელი საჭიროება, ალბათ ჩემს მეხსიერებაში არც ჩარჩებოდა ეს გაადაკვეთა. ასეთი შთაბეჭდილებები შესაძლოა დატვირთული წლის და გადაღლილობის ბრალიც იყო... ამ გადმოსახედიდან მხოლოდ ეს თუ შემიძლია…
გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 23, 2023.
საათი: 8:21pm
0 კომენტარი
3 მოწონება
© 2023 George.
•