შემოდგომის პირველი თვეც იწურება და ჯერ კიდევ ფარცხალაძის და პრეზიდენტის მოგზაურობების თემებია აქტუალური. ევროკავშირისგან ველოდებით რამეს, მაგრამ თან წინასწარ ვაფრთხილებთ, რომ თუ სტატუსი ან რაიმე მსგავსი არ გვექნება, ეს უსამართლობაა და უფრო მეტად არ მოგვეწონება ევროპა, ვიდრე აქამდე არ მოგვწონდა. პრემიერმა მდიდარი ვიყავი ყოველთვის და რა გიკვრით ჩარტერით რომ დავფრინავო. ლავროვმა ჩვენ ღარიბაშვილთან დავალაგეთ ფრენების ამბებიო. მოკლედ, გაწამაწიაა და ამასობაში დოლარიც გარბის და საწვავის ფასიც. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6832 ლარია.
ევროკავშირი ჩვენთვის - შალვა პაპუაშვილი - ის შეცდომა, რომელიც ევროკავშირმა შარშან დაუშვა, აღარ უნდა განმეორდეს, სტატუსზე გადაწყვეტილება, ამავე დროს, გზავნილია, თუ რა დამოკიდებულება აქვს ევროკავშირს ქართველი ხალხის მიმართ. ბექა დავითულიანი - 31 ოქტომბრამდე ყველაფერი მოესწრება, არც ევროკავშირს და არც საქართველოს არ აქვს ფუფუნება სტატუსი არ გაიცეს - იმედია, ყველა კეთილგონივრულად მოიქცევა. შალვა პაპუაშვილი - კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც ევროკავშირზე პოზიტიური წარმოდგენა აქვთ 11 %-ით შემცირდა - ეს ზუსტად ასახავს იმედგაცრუებას, რაც ქართულ საზოგადოებაში გამოიწვია შარშანდელმა უსამართლო გადაწყვეტილებამ. საქართველო იყო და რჩება ლიდერად სამეულში - ქართველ ხალხს აწუხებს, რომ ლიდერი დაიჩაგრა და მნიშვნელოვანია, წელს ევროკავშირმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს. ირაკლი ღარიბაშვილი - სტატუსზე ნეგატიური გადაწყვეტილება ჩვენი ხალხისა და ქვეყნისთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი იქნება - მიუღებელია მცდელობა, ვიღაცამ დაგვჩაგროს და უკანა რიგებში გადაგვსვას - ჩვენ ამას არ შევეგუებით!
ფრენები რუსეთთან ანუ ლავროვის გამოსვლები - ლავროვი - როდესაც დავინახეთ, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, თუნდაც უბრალო ადამიანების ინტერესების გამო, რომლებსაც სურთ ერთმანეთთან ურთიერთობა, ის, რომ ერთმანეთს ეწვიონ, ეწვიონ ჩვენს ქვეყნებს, როგორც ტურისტები, სურთ ბიზნესის კეთება, ჩვენ შევთანხმდით ბატონი ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებაზე და გაუქმდა სავიზო რეჟიმი, ვინაიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი უკვე საკმაოდ დიდი ხანია არსებობდა და ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ გამოიყენა იგი. ანა ნაცვლიშვილი - სტუმარი რომ მოდის, თუ კარზე დაგიკაკუნებთ და კარს არ გააღებთ, ვერ შემოვა თქვენს სახლში - რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა იყო ორი სახელმწიფოს შეთანხმება. მიხეილ სარჯველაძემ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ხატია დეკანოიძის მიერ კითხვის დასმას „ხულიგნობა“ უწოდა და ოპოზიციონერ დეპუტატს მიმართა, რომ „ლავროვი როცა უჭირთ, „პადაჩას“ აწვდის“. გრიგოლ გეგელია - სერგეი ლავროვის განცხადება ადასტურებს, რომ საქართველოს მართავს რუსეთის მსახური ხელისუფლება, რომელიც კრემლთან სრულ ჰარმონიაშია. ლევან გოგიჩაიშვილი - ლავროვის განცხადებას კლასიკური გაგებით „საქართველოს ხელისუფლების ჩაშვება“ ჰქვია. ირაკლი ნადირაძე - ლავროვის განცხადებით, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ქვეყანას ივანიშვილის სახით, კრემლის ფილიალის წარმომადგენელი ჰყავს. ხატია დეკანოიძე - ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ღარიბაშვილის, ფარცხალაძის და „ეფესბეს“ აგენტების დახმარებით საქართველო გადააქციოს რუსეთისთვის ერთადერთ პლატფორმად რეგიონში - არსებობს ფარული მოლაპარაკებები. ალუდა ღუდუშაური - საერთოდ არ არის საინტერესო და მე გირჩევდით, სულ უფრო და უფრო ნაკლები დრო დაუთმოთ ლავროვის განცხადებებს. ალუდა ღუდუშაური ხატია დეკანოიძეს - 80-ვე დეპუტატი დავიგინებით, რომ, დიახ, თქვენ აკეთებდით რუსულ საქმეს! სანდრო რაქვიაშვილი - მიკვირს, როგორ გამოსდის „ქართულ ოცნებას“, რომ ჯერ რუსეთთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართოს და მერე იმის იმედად იყოს, რომ ამას თვითონ რუსები არ იტყვიან. გიგა ბოკერია სერგეი ლავროვის განცხადებაზე - რუსეთს აწყობს ის, რასაც ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს. ირაკლი ღარიბაშვილი - რუსეთთან არავითარი რაიმე ტიპის ფორმალური მოლაპარაკება და მითუმეტეს, მთავრობის სახელით არ გამართულა - ყველაფერი ღიად გავაკეთეთ, ვთქვით, რომ „დიახ, ჩვენ დავეთანხმებით ფრენებს“ და შეთანხმება გავაფორმეთ. მიხეილ სარჯველაძე - გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ კონსულტაციებსა და შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია - ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, თავის საქმეს მიხედოს!
პრემიერის ნათქვამი - პრემიერი - შეიძლება იყოს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობები, ეს ბუნებრივი პროცესია იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი ინტერესები გვაქვს, ამერიკას - თავისი - ჩვენთვის ამერიკა ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორია. პრემიერი ჩარტერზე - მიზანმიმართულად გადავახდევინე ოჯახს, რომ მეჩვენებინა კონტრასტი და განსხვავება ჩვენი ხელისუფლების ხელწერის - მე მყავს შეძლებული ოჯახი, არასდროს ვიყავი გაჭირვებული. ირაკლი ღარიბაშვილი - არ დავუშვებთ არარაობებმა და ქვეყნის მტრებმა არეულობა შემოიტანონ, ყველა სამაგალითოდ დაისჯება - სუს-ი და სპეცსამსახურები სიტუაციას აკონტროლებენ და ნებისმიერი გადაცდომაზე ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება. ათასზე მეტი სტუდენტი დავაფინანსეთ ბიუჯეტიდან, სააკაშვილმა საკუთარი შვილი დააფინანსა - ჩემი შვილის და ოჯახის წევრისთვის არცერთი თეთრი არ დამიხარჯავს ბიუჯეტიდან, ეს არის განსხვავება. ლუზერი ადამიანია ზურაბ გირჩი-ჯაფარიძე, ლაზარე გრიგორიადისი კი გამოიყენეს და „მოლოტოვის კოქტეილი“ ასროლინეს პოლიციელზე - უკომპრომისო ვიქნებით, ერთი კი არა ათასი რომ იყოს, ათასივე ციხეში წავა. არავის გაგხსენებიათ, გამოგეძიებინათ, საიდან გამდიდრდა სააკაშვილის მთავრობის ყველაზე გაჭირვებული წევრი, კეზერაშვილი - მარტო მისი კორუფცია გადაწონის 30 წლის განმავლობაში მომხდარ სკანდალურ ფაქტებს. ვიღაცებს მართლა უნდათ უკრაინიზაცია, ავღანეთიზაცია, შეიძლება სირიის სცენარის გამეორება, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ყველას გავცემთ საკადრის პასუხს. თვითონ ამერიკელებმა, ევროპელებმა, ბრიტანელმა კოლეგებმა თქვეს, რომ სამაგალითო სისტემა აქვს აწყობილი მთავრობას, ეფექტური სისტემა - სანქციების დარღვევის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. გიორგი ქადაგიძე არის ბანდიტი და ადეიშვილის ხელის ბიჭი, პროკურორი, რომელიც ადეიშვილმა ეროვნულ ბანკში გადაიყვანა - ვის დამოუკიდებლობაზე მელაპარაკებით თქვენ, როგორ ბედავთ საერთოდ მაგის ლაპარაკს? მინდა გაკვირვება გამოვხატო, რატომ დაასანქცირეს ფარცხალაძე, აუხსნელია ჩემთვის - არ არის ცნობილი არცერთი ფაქტი, რომ მან ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ რაიმე ჩაიდინა, ის ბიზნესმენია
პროტესტი კულტურაში - ანა ნაცვლიშვილი - წულუკიანი „რუსული ოცნებისთვის“ კულტურის იდეალური მინისტრია, რომელიც უნიკალურ ქართულ კულტურას და ხელოვნებას ანადგურებს.
პრეზიდენტის ფენომენი - შალვა პაპუაშვილი - პრეზიდენტის ვიზიტები დამაზიანებელია - ნაცვლად იმისა, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უპირობო განცხადებები მოგვესმინა, საყვედურნარევი განცხადება მოვისმინეთ, რომ საქართველომ რუსეთს სანქციები უნდა დაუწესოს. პრემიერი - ერთადერთი, ვინც ჩვენი ქვეყნის მიმართ გეოგრაფიის ჭრილში დასვა კითხვა, საფრანგეთის პრეზიდენტი იყო - ქალბატონმა სალომემ თავისი მეორე თუ პირველი სამშობლოს დარწმუნება ვერ შეძლო იმაში, რომ გეოგრაფია უადგილოა. მიხეილ სარჯველაძე - იმ სახელმწიფოთა ლიდერები, სადაც სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა, ლაპარაკობდნენ არა კანდიდატის სტატუსის მონიჭებაში მხარდაჭერაზე, არამედ სანქციების დაწესების მუქარაზე - ამით ყველაფერი ნათქვამია! Edison Research - გამოკითხული მოსახლეობის 62% პრეზიდენტის იმპიჩმენტს ეწინააღმდეგება. პრემიერი - ქალბატონ პრეზიდენტს ჩემი ხელმოწერით ვერ გავაგრძელებინებდი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს, მას არაფერი გაუკეთებია ევროინტეგრაციის გზაზე - მინიმალური ნდობა, რომელიც ჩვენს შორის იყო, დაიკარგა. შალვა პაპუაშვილი - პრეზიდენტმა თავისი შეხვედრით, სანქციების დახურული თემა გააცოცხლა, ეს არის სწორედ იმის შედეგი, რომ არეული საქმიდან დალაგებული შედეგი ვერ გამოდის. დიმიტრი ცქიტიშვილი - სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ.
სწავლის დაფინანსება - ბექა დავითულიანი - იმედი მაქვს, თავისუფალი უნივერსიტეტი და აგრარული უნივერსიტეტი ადრე თუ გვიან მიხვდებიან, რომ უკეთესია სტუდენტებს ანგარიში გაუწიონ და პროგრამაში ჩაერთონ, ვიდრე საბოტაჟი მოაწყონ. გიორგი კაკაურიძე - სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან მიმართებაში გამოსყიდვის ხარჯებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაიღებს. პრემიერი სტუდენტებისთვის დავალიანების ჩამოწერაზე - მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა უნივერსიტეტს, რომელიც ჩაერთო ამ ინიციატივაში.
საქართველო 2024 წელს „საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის“ მიერ ორგანიზებულ გენერალურ ასამბლეის მასპინძელი ქვეყანა იქნება.
მკვლევარი ედისონი - Edison Research - გამოკითხულთა 67%-ს პარლამენტში მმართველად ახალი პარტიები ურჩევნია. საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას გამოკითხული მოსახლეობის 83% უჭერს მხარს, ხოლო ევროკავშირში - 90%. გამოკითხულთა 60% ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობას მხარს უჭერს. დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს გამოკითხულთა 37% „ქართული ოცნებას“ მისცემდა ხმას, „გამარჯვების პლატფორმას“ - 22%, „საქართველოსთვის“ - 10%.
ეროვნული ბანკი - შალვა პაპუაშვილი - ის თავდასხმები, რომელიც ახლა ეროვნულ ბანკზეა, სწორედ ის თავდასხმებია, რაც პარტნიორებს აყოვნებს ხოლმე ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისას.
აკუსტიკური ხმაურის დასაშვებ ნორმებზე გადამეტებისთვის ჯარიმა შესაძლოა გაიზარდოს.
ირაკლი ლექვინაძე - ოქტომბერშიც შეიძლება ველოდოთ ფასების კორექტირებას ზრდის მიმართულებით - საწვავის გაძვირების მთავარი მიზეზი მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებია.
საზღვარგარეთულები:
მიხაილო პოდოლიაკი - ყირიმი თანდათან უკრაინის საცეცხლე კონტროლის ქვეშ ექცევა. სერგეი ლავროვი - მოსკოვი მზადაა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებისთვის, მაგრამ რეალობის გათვალისწინებით. უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაშვებული 44 დრონიდან 34 გავანადგურეთ. მიტჩ მაკკონელი - ამერიკელები შეცდომაში შეიყვანეს - უკრაინის მხარდაჭერა აშშ-ის ინტერესებშია. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ახალი მინისტრი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა. ნატო-ში აშშ-ის ელჩი - ნატო უკრაინისთვის საბრძოლო მასალის წარმოებას გაზრდის - გვესმის, რა დევს სასწორზე. რობერტა მეცოლა - ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკება ოფიციალურად 2023 წლის დასრულებამდე უნდა დაიწყოს - მილიონებით ადამიანისთვის, რომლებიც ევროპას თავის სახლად მიიჩნევენ, იმედის გაცრუება არ ღირს. უკრაინის თავდაცვის მინისტრი ბრიტანელ კოლეგასთან შეხვედრაზე - ზამთარი გვიახლოვდება, მაგრამ მზად ვართ. იენს სტოლტენბერგი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. რუსების მიერ ხერსონის დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. შალვა პაპუაშვილი - უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საქართველოს მხარდაჭერა მტკიცე და ურყევია - საქართველო პირველი იყო, ვინც რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია, საკუთარ თავზე გამოცადა. იენს სტოლტენბერგი - ყოველი მეტრი, რომელსაც უკრაინული ძალები მოიპოვებენ, არის მეტრი, რომელსაც რუსეთი კარგავს - რაც უფრო ძლიერი ხდება უკრაინა, მით უფრო ვუახლოვდებით რუსეთის აგრესიის დასრულებას.
ევროკავშირი 36 ქვეყნამდე შესაძლო გაფართოებისთვის მომზადებაზე მსჯელობს. რუმინეთის საგარეო სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ევროპის საკითხებში - რუმინეთი მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოების პროცესს - მხარს ვუჭერთ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს. ოლივერ ვარჰეი - მომდევნო კვირების განმავლობაში დაინახავთ გაფართოებაზე ჩვენს ახალ ხედვას და პაკეტს, რომელიც ახლა მოიცავს კანდიდატ და ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყნებს.
ტაშკენტში, საერთაშორისო აეროპორტთან ძლიერი აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები.
ჩრდილოეთ კორეამ კონსტიტუციაში ცვლილება დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, ჩრდილოეთ კორეა ავითარებს ბირთვულ იარაღს, "რათა უზრუნველყოს თავისი არსებობის უფლებები და ომის შეკავება". მეთიუ მილერი - რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა იარაღის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებებს განაგრძობენ - მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეას თავი შეიკავოს რუსეთში შეიარაღების მიწოდებისგან.
რამზან კადიროვი პუტინს - ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, თუ თქვენი ბრძანება არ შესრულდა, მაშინ ამ სახელმწიფოში ვერ გვიცხოვრია, თქვენს ბრძანებას 100%-ით შევასრულებთ!
მდგრადი გერმანია - გერმანიის თავდაცვის მინისტრი - ბალტიის ქვეყნებს ბერლინის იმედი შეიძლება ჰქონდეთ, როდესაც საუბარი რუსეთის ფედერაციის შეკავებას ეხება - ომში პუტინი ვერაგულ, დანაშაულებრივ და არაადამიანურ მეთოდებს იყენებს.
ყარაბაღიდან სომხეთში 65 000-ზე მეტი ეთნიკურად სომეხი მოქალაქე ჩავიდა. არაღიარებული ყარაბაღის ე.წ. ხელისუფლება - მიღებულია გადაწყვეტილება მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის შესახებ. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა გადაწყვეტილება მიიღო, აზერბაიჯანის ხელისუფლებას ჩაბარდეს. ნიკოლ ფაშინიანი - უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში სომეხი აღარ დარჩება - ეს არის ეთნიკური წმენდის ფაქტი. სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი - მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში 74 400 იძულებით გადაადგილებული პირი შემოვიდა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Waitman Papelbon_მ.
თარიღი: ნოემბერი 30, 2023.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
If on your own advised me a lot of many years in the past that one particular of the Colorado Rockies' maximum worthwhile exchange chips in just 2022 would be a 37-12 months-outdated pitcher that experienced discovered fresh new everyday living with the staff members just after a 7-12 months hiatus, I would include informed your self toward near your mouth and reduce performing insane. Still, daily life is stranger than fiction, and that basically comes about toward be the circumstance…
გამოაქვეყნა Waitman Papelbon_მ.
თარიღი: ნოემბერი 30, 2023.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Mickey Mantle bunted. Mickey Mantle bunted a whole lot. Mickey Mantle bunted within the All-Star sport and the Globe Sequence. It is made up of absolutely nothing towards do with the transfer and something toward do with manufacturing defenders get the job done. There are considerably less balls within perform than at any time This implies defenders pay much less electricity shifting. This is correct earlier mentioned the training course of a match, a collection, and a time. Investing…
გამოაქვეყნა Waitman Papelbon_მ.
თარიღი: ნოემბერი 30, 2023.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
The present-day offseason will watch Crawfish Containers critique each and every of the 316 avid gamers in direction of appear to be at some place of the Astros method within just 2022. Even though the monthly time doesn conclude for a different 2 months, I was established upon starting up early due to the fact even profiling 2 gamers for every working day, I would nevertheless not include them all performed via the start off of spring doing exercises. I compromised by way of starting…
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ნოემბერი 29, 2023.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
We are glad to welcome you back to the channel my title is Skye and today we're going to review pre raid the best slot to play Arcane Mage in Wrath of the Lich King. I want to quickly discuss some of the most important details regarding hit ratings since you are a range caster DPS, you will want to have a total of 17% hit score, also known as 446.
You can take off three percent if you're in an attack with one of the Shadow Priest or a Moonkin with verifier spec, if you're an…
გაგრძელება
© 2023 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია