ევროტურნე იმპიჩმენტის პარალელურად, არეული ნაცები და რუსული დახვედრა ბლინკენს

მომდევნო სამი დღე შეიძლება წვიმიანი იყოს ან შიგადაშიგ წვიმიანი მაინცო, სინოპტიკოსებმა. პარალელურად ქალბატონი პრეიზდენტი მშობლიურადსაყვარელ საფრანგეთში მაკრონს შეხვდა, აქეთ ნაცებში გაურკვევლობაა და იქით ოცნება თავის მოწონებულ პრეზიდენტს აიმპიჩმენტებს. კალაძე თბილისის „მიხედვას“ განაგრძობს. ცესკოსთვის პარლამენტში კიდევ ახალ რეგულაციებს იღებენ. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6268 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 6 სექტემბერი, 2023

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

იმპიჩმენტი და პრეზიდენტის ტურნე - გია ვოლსკის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყების მთავარი მიზანია საზოგადოებამ გაიგოს, რომ კონსტიტუცია ქვეყანაში მთავარი კანონია და ის არ უნდა დაირღვეს. დავით ხაჯიშვილი - დიდი ხანია ვთხოვთ პრეზიდენტს და მოვითხოვთ, რომ სააკაშვილი შეიწყალოს და მგონი, რომ ეს ასე უნდა მოხდეს, თუმცა, იმპიჩმენტის საკითხს მასთან „სავაჭროდ“ არ გამოვიყენებთ. გიორგი ვაშაძე - ახლა კიდევ სალომე ზურაბიშვილი დამაცვევინეთ, თუ დაცვა უნდა, ჯერ თავად გადადგას ნაბიჯი და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი - თუ გინდათ, ულტიმატუმად ჩათვალეთ. ანა ნაცვლიშვილი - იმპიჩმენტის წამოწყების ამოცანაა გზავნილი მოსკოვთან, რომ ყველაფერზე არიან წამსვლელი, რათა საქართველოს ევროპული გზა დააკარგვინონ და გზავნილი ბრიუსელთან, რომ ეს ის მთავრობა არაა, რომელსაც ევროინტეგრაცია უნდა. არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტის ვიზიტზე - სჯობს, კონსტიტუციის და კანონმდებლობის დაცვით განხორციელდეს თითოეული საერთაშორისო ვიზიტი, ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი უხერხული მომენტი გამოირიცხებოდა. სალომე ზურაბიშვილი - მოგესალმებით პარიზიდან - საფრანგეთის პრეზიდენტთან ძალიან სასარგებლო საუბარი მქონდა. ემანუელ მაკრონი - როგორც ყოველთვის, სასიამოვნო საუბარი მქონდა ქალბატონ პრეზიდენტთან - ბედნიერი ვარ, რომ მას ვუმასპინძლე, რათა გვესაუბრა საქართველოზე, ევროკავშირის კანდიდატურაზე, ქვეყნისა და რეგიონის მომავალზე. მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილის ვიზიტზე - ევროპელი ლიდერებიც ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან - რა უნდა თქვას ლიდერმა, რომელსაც სხვა ქვეყნის პრეზიდენტი თავზე დაუკითხავად დაადგება?! თეონა აქუბარდია - პრეზიდენტი გაპარულია ევროკავშირის ქვეყნებში, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ არ გაუშვა, როგორ უნდა ირწმუნოს დასავლეთმა, რომ ხელისუფლებას ნამდვილად უნდა ევროპული მომავალი? - ვფიქრობ, ბორელის განცხადებები მკაცრი იქნება.

წელგამართული ევროპელები - გია ვოლსკი - მიუხედავად გამოწვევებისა, მყარად ვდგავართ პოზიციაზე და წელგამართულები ვართ, როცა ვსაუბრობთ ევროკავშირისა და საქართველოს მომავალ ურთიერთობაზე. პაატა მანჯგალაძე - „ყველა გაერთიანდით“ დიპლომატიური გზავნილია, მე და კობახიძე სად უნდა გავერთიანდეთ? - ის მირბის მოსკოვში! - „ოცნებისთვის“ სტატუსი არის ღორის დინგზე ოქროს რგოლი. არჩილ თალაკვაძე - მილიონობით დოლარია გადახდილი, რათა დასავლეთში ეგონოთ, რომ საქართველო ევროპულ ორბიტას დაშორდა. მაკა ბოჭორიშვილი - ძალისხმევა არ დაუშურებია ხელისუფლებას საგარეო ფლანგზე ძალების მობილიზებისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო მაშინ, როდესაც უნდა მიეღო. ლევან ხაბეიშვილი - ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და რუსული რეჟიმის დამარცხების გარეშე, ევროინტეგრაციაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელია.

შოვის ტრაგედია - კახა ქემოკლიძე - საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ჩვენი პოზიცია არ ნიშნავს, რომ „გვეშინია, რადგან გიორგი გახარიას პრემიერობის დროს შოვში რაღაც ვერ გაკეთდა“ – 10:0-ს მოვუგებთ ნებისმიერს არგუმენტებით.

ამბები ნაცობაზე ან ნაცობაში - გია ვოლსკი - სააკაშვილი ბოკერიას აბრალებს, რომ დასცილდა ქართულ, ტრადიციულ ფასეულობებს, სისასტიკე და სადიზმი ვანო მერაბიშვილის ბრალია და სააკაშვილის ბრალი არაფერია - კარიერას ძიძგილაობაში დაამთავრებენ. თინა ბოკუჩავა - „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა ფორმით დაშლის მცდელობა, რომელიც ყოველთვის ორკესტრირებული იყო, არის და იქნება ივანიშვილის მხრიდან, იყო, არის და იქნება წარუმატებელი. ლევან ხაბეიშვილი - პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა, პარტიას ნუ გალანძღავთ, ორიენტირი გაასწორეთ და მთავარი ჩვენი მტერი, ივანიშვილი არისო - ადამიანები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ტალახს ესვრიან, კონკრეტულ შედეგზე ვერ გავლენ. გიორგი ვაშაძე - ამ შემთხვევაში, მთავარი საკითხი არის სააკაშვილის წერილის მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი - ხედავთ, რომ აქ ვდგავარ და განულებისგან ძალიან შორს ვარ. შალვა ხაჭაპურიძე - სააკაშვილი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პატიმარია - სიტუაცია არ უმჯობესდება, პირიქით, უარესდება. ბაჩო დოლიძე - მიხეილ სააკაშვილის გზავნილი ძალიან მკაფიო იყო მენეჯმენტის მიმართულებით, ვინ როგორ გაიგო, ეს უკვე მათი საქმეა - თუ საერთო ენა ვერ გამოვნახე პარტიასთან, არ ვაპირებ მუდმივ პაექრობაში ყოფნას. აკაკი ბობოხიძე - როდესაც მიხეილ სააკაშვილი ციხეში იყო, „დიდ გიგას“ წერდა წერილებს, ხვალ რომ დასჭირდეს, ისევ მიწერს და დაივიწყებს, რაც დღეს თქვა - ეს კაცი უღირსად იქცევა - მიშა, სად არის შენი გმირობა?

ცესკოსში კიდევ ახალი ნორმა - იაგო ხვიჩია ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესზე - ეს არის ვითომ პრეზიდენტის უფლებების გაფართოება, მაგრამ სინამდვილეში გზა არსაითკენ - შემოაქვთ ახალი ნორმა, რომლითაც მიღებულ კანონს გადაფარავენ. „საქართველოსთვის“ - „ოცნების“ მიერ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები მორიგი პოლიტიკური თაღლითობაა - პარტია აღნიშნულ ფიქტიურ პროცესებში მონაწილეობას არ მიიღებს. მმართველი უმრავლესობით ინიციატივით, ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება - მათი არჩევის პროცესში ხმათა 3/5-იანი კვორუმი შემოდის.

ღვინის ეროვნული სააგენტო - 6 სექტემბრის მდგომარეობით, რთველი 2023 წლის ფარგლებში, ჯამში გადამუშავებულია 20 ათასამდე ტონა ყურძენი.

თბილისური ამბები - კახა კალაძე - 29 აგვისტოს თბილისში მოსულმა ნალექმა 300-მდე მისამართზე ინფრასტრუქტურა დააზიანა. აღმაშენებლის გამზირზე არსებული 50-მდე კაფეს უნებართვო კონსტრუქციის დემონტაჟი განხორციელდა. გვეუბნებიან, თუ ხარ „ოცნების“ მხარდამჭერი არ უნდა მოგეცეს ბიზნესის კეთების უფლება, ანუ საბა ბუაძის ლოგიკით მამუკა ხაზარაძეს უნდა მივადგეთ და დავუნგრიოთ ყველაფერი. დიდ სუპერმარკეტებს და მარკეტებს მივმართავ, გონივრული ვადა გეძლევათ იმისთვის, რომ „თბილსერვისთან“ ხელშეკრულებები გააფორმოთ, რათა არც თქვენ შეგექმნათ პრობლემები და არც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობისთვის ჯარიმები შესაძლოა, გაიზარდოს. კალაძე ოპოზიციას - ვერც იაზრებთ, რატომ ხართ იქ, სადაც ხართ - მერწმუნეთ, ასე იქნებით მანამ, სანამ სწორ ანალიზს არ გააკეთებთ. ირაკლი ხმალაძე - 29 აგვისტოს თბილისში მოსული უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული ზარალი 5 მილიონ ლარამდეა. თბილისის მერიის ინიციატივით, ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების დაფინანსების პროგრამა იწყება. გიორგი ტყელამაძე - დედაქალაქის განაშენიანების პროექტის წინააღმდეგ ოპოზიციის მიერ აგორებული კამპანია, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის აქტიური მცდელობაა. ირაკლი ხმალაძე - თითოეულ პროექტს, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ საკრებულოში, თან ახლავს ყველა ის კომპონენტები, რაც საჭიროა ჯანსაღი, თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად. გიორგი ტყემალაძე - „ლაგუნა ვერეს“ პროექტის მშენებლობა განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ყველა საექსპერტო და გეოლოგიური დოკუმენტი გათვალისწინებულია. საბა ბუაძე - კალაძე თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერია და სწორედ, მის მიერ დამტკიცებულმა ბოლო პროექტებმა დაადასტურა ეს ყველაზე კარგად.

სასარგებლო კონკურენცია - კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მომხმარებლის სასარგებლოდ 100 საქმეზე პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა.

ჩინეთი საქართველოში - ჩინეთის ელჩი - ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩინეთი და საქართველო დამოუკიდებელი ქვეყნებია, ჩვენ გვაქვს უფლება თავად ავირჩიოთ პარტნიორები. ჩინეთის ელჩი ანაკლიის პორტზე - სათანადო პირობების შემთხვევაში, ჩინურ კომპანიებს ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩართვაზე პრობლემა არ ექნებათ.

საზღვარგარეთულები:

ომი და ქვეყნები - კიევს ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეწვია. რუსულმა არმიამ კონსტანტინოვკა დაბომბა, დაღუპულია 16 ადამიანი. დიდი ბრიტანეთი „ვაგნერს“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს. ალექსანდრ სირსკი - აღმოსავლეთის ფრონტზე მძიმე ვითარებაა. უკრაინის თავდაცვის ახალი მინისტრის პოსტზე რუსტემ უმეროვის დანიშვნას რადამ მხარი დაუჭირა. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მეუღლე კიევში ჩავა. ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსული ტერორის დამარცხება ამოცანაა ყველა ჩვენგანისთვის. ენტონი ბლინკენი - ვხედავთ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც კონტრშეტევაში მიიღწევა და ეს ძალიან, ძალიან გამამხნევებელია. აშშ უკრაინას 175 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გადასცემს.

საბერძნეთში, ბულგარეთსა და თურქეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოყვა.

11-20 სექტემბერს სომხეთის რესპუბლიკაში სომხეთ-აშშ-ს ერთობლივი წვრთნები - ARTSIV PARTNERS-2023 ჩატარდება.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 37

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

truly worth it?

გამოაქვეყნა Waitman Papelbon_მ.
თარიღი: ნოემბერი 30, 2023.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი



If on your own advised me a lot of many years in the past that one particular of the Colorado Rockies' maximum worthwhile exchange chips in just 2022 would be a 37-12 months-outdated pitcher that experienced discovered fresh new everyday living with the staff members just after a 7-12 months hiatus, I would include informed your self toward near your mouth and reduce performing insane. Still, daily life is stranger than fiction, and that basically comes about toward be the circumstance…

გაგრძელება

Philosophical Bunting Vol. II

გამოაქვეყნა Waitman Papelbon_მ.
თარიღი: ნოემბერი 30, 2023.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი



Mickey Mantle bunted. Mickey Mantle bunted a whole lot. Mickey Mantle bunted within the All-Star sport and the Globe Sequence. It is made up of absolutely nothing towards do with the transfer and something toward do with manufacturing defenders get the job done. There are considerably less balls within perform than at any time This implies defenders pay much less electricity shifting. This is correct earlier mentioned the training course of a match, a collection, and a time. Investing…

გაგრძელება

Oops! All Astros

გამოაქვეყნა Waitman Papelbon_მ.
თარიღი: ნოემბერი 30, 2023.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი



The present-day offseason will watch Crawfish Containers critique each and every of the 316 avid gamers in direction of appear to be at some place of the Astros method within just 2022. Even though the monthly time doesn conclude for a different 2 months, I was established upon starting up early due to the fact even profiling 2 gamers for every working day, I would nevertheless not include them all performed via the start off of spring doing exercises. I compromised by way of starting…

გაგრძელება

We'll look at some of the best equipment you can get the trinkets

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ნოემბერი 29, 2023.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

We are glad to welcome you back to the channel my title is Skye and today we're going to review pre raid the best slot to   play Arcane Mage in Wrath of the Lich King. I want to quickly discuss some of the most important details regarding hit ratings since you are a range caster DPS, you will want to have a total of 17% hit score, also known as 446.

You can take off three percent if you're in an attack with one of the Shadow Priest or a Moonkin with verifier spec, if you're an…

გაგრძელება

Qwelly World

free counters