მაჟორიტარების სიმრავლე, რამდენიმე აქცია და ევროპარლამენტი მუხთარლის საქმეზე

      გახსოვთ ალბათ, შარშან ვარძიაში ფრესკები დაზიანდა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ვარძიის ღვთისმშობლის ტაძრის დაზიანებული კედლის მხატვრობის რესტავრაციის პროცესს „მონოლით ჯგუფი“ დააფინანსებს.

      ასე დავიწყოთ ჩვენი ქველინიუსის დღევანდელი მიმოხილვები.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /15 ივნისი, 2017/

      შემდეგ, რა ხდებოდა დღეს ქვეყანში და ქვეყნის გარეთ?!

      გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებდა, რომ საკრებულოებში დაგეგმილია მაჟორიტარების გაზრდა. კახა ოქრიაშვილი - ძალიან კარგი იქნება თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, რადგან მაჟორიტარული სისტემის გაუქმება არ უნდა მოხდეს არც 2024 წელს და არც არასდროს. დავით უსუფაშვილი - საკმარისია უმრავლესობის წევრის სავარძელში ჩაჯდომა და ყველა მაჟორიტარული სისტემის მომხრე ხდება, საკმარისია ამ სავარძლიდან ადგომა და ყველა მისი წინააღმდეგია. ზაქარია ქუცნაშვილი - ერთ-ერთ ვარიანტად რეგიონულ-პროპორციულ სისტემაზე გადასვლა განიხილება, რათა პარლამენტი მხოლოდ თბილისელების ორგანო არ აღმოჩნდეს. საქართველოს მასშტაბით საკრებულოებს კიდევ 78 მაჟორიტარი დაემატება. გია ხუხაშვილი - მაჟორიტარები პარტიიდან პარტიაში ბარგდებიან იმის მიხედვით, თუ ვინ არის ხელისუფლებაში - მათ უნდათ საკუთარი ადგილის შენარჩუნება მზის ქვეშ. გია ვოლსკი - ბევრს მიაჩნია, რომ უმჯობესია იყოს შერეული საარჩევნო სისტემა, სადაც გამარჯვებულ პარტიას ექნება რესურსი, რასაც მაჟორიტარების გამარჯვება ჰქვია. რომან გოცირიძე - კონსტიტუციის მთავარი ცვლილება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო, რომელიც თურმე პარლამენტს არ უნდა - დამთავრდა კონსტიტუცია! (აქვე, გადავუხვიოთ, მაგრამ გოცირიძის რეპლიკაც - კარგი იქნება თუკი კონსტიტუციაში „ქოცის“ განმარტებას ჩაწერენ).

      დაპატიმრებების ბოლო დროის აქტიური საქმე იყო, სამშენებლო კომპანია "სვეტი" და მის მეპატრონეები - სამშენებლო კომპანია “სვეტის” ხელმძღვანელის გატაცებაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ, ხოლო გატაცებაში ბრალდებული პირების ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, განჩინების ჩაბარებისთანავე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

      ეკოლოგიურ პრობლემებსაც მივხედოთ - „მწვანე ალტერნატივა“ – „ჯორჯიან მანგანეზში“ სპეციალური მმართველის დანიშვნა გარემოს დაცვითი მდგომარეობის გამოსწორებისთვის საჭირო ქმედებაა.

      დღესვე ევროპარლამენტში აფგან მუხთარლის საქმეზე რეზოლუციის პროექტის კენჭისყრა გაიმართა. ადვოკატი - ევროპარლამენტში აფგან მუხთარლის საკითხზე რეზოლუციის პროექტის მიღებით ორი ქვეყნის ხელისუფლებაზე საერთაშორისო ზეწოლა გაძლიერდება. ეკა ბესელია - ევროპარლამენტი ყოველთვის რეაგირებს მნიშვნელოვან ფაქტებზე, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებს. სახალხო დამცველის აპარატი - ამერიკულმა მხარემ ომბუდსმენს მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით კითხვები დაუსვა. ჩარლზ ტენოკი - მოვუწოდებთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, მოუხსნას ყველა ბრალდება აფგან მუხთარლის და ის დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს. რებეკა ჰარმსი - შოკისმომგვრელია ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება საქართველოს მიწაზე მისწვდა აფგან მუხთარლის. სორაია პოსტი - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, აფგან მუხთარლის საქმეზე ჩაატაროს სწრაფი და სრულყოფილი გამოძიება. ევროპარლამენტის წევრთა ნაწილი აფგან მუხთარლის საქმეზე მომზადებული რეზოლიციის კენჭისყრის გადადებას ითხოვს. ჰაიდი ჰაუტალა - პრეზიდენტმა მარგველაშვილმა აფგან მუხთარლის საქმეზე სწორად აღნიშნა, რომ საუბარია საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაცვაზეც. საქართველო აზერბაიჯანულ მხარეს მიმართავს, აფგან მუხთარლის დაკითხვის უფლება მისცეს. ევროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. ადვოკატი - ევროპარლამენტის მიერ აფგან მუხთარლის საკითხზე რეზოლუციის მიღება დადასტურებაა, რომ ამ საქმეზე არ მიდის ობიექტური გამოძიება. ირაკლი სესიაშვილი - ევროპარლამენტმა თქვა ის, რასაც ჩვენი ხელისუფლება და პრემიერი ამბობს - მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით სრულყოფილი გამოძიება სწრაფად უნდა ჩატარდეს. ირმა ინაშვილი - მოსალოდნელი იყო, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია ძალიან მკაცრი იქნებოდა. ალექსანდრე ჯეჯელავა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე - ვიზიარებ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად გამჭვირვალედ და დროულად უნდა ჩაატაროს გამოძიება. „ევროპული საქართველო“ აფგან მუხთარლის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. თამარ კეკენაძე - მუხთარლის საქმეზე ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ თავმოყვარე მთავრობა გადადგებოდა. თენგიზ ფხალაძე - უაღრესად მნიშვნელოვანია ევროპარლამენტის მიერ აფგან მუხთარლის საქმეზე მიღებულ რეზოლუციაში ნახსენებ ყველა შეკითხვას დროზე გაეცეს პასუხი. იან კელი - დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა აფგან მუხთარლის საქმეს სერიოზულად ეკიდება. სოზარ სუბარი - აფგან მუხთარლის არ მოუმართავს არც ჩვენთვის და არც ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისთვის, რაც მაფიქრებინებს, რომ მის მიმართ დევნა არ არსებობდა.

      ერთდროს სახალხო დამცველი - სოზარ სუბარი - ბერა ივანიშვილი ამ ქვეყნის მოქალაქეა და მასაც ისევე აქვს უფლება გამოხატოს თავისი პოზიცია - ერთწინადადებიანი ან მრავალწინადადებიანი, როგორც სხვას.

      აზერბაიჯანს საპატრიარქომაც მიწერა წერილი, თუმცა სულ სხვა თემაზე - გამოვთქვამთ ჩვენს გულისტკივილს იმ დამოკიდებულების გამო, რაც საინგილოში, კახის რაიონში, მდებარე ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიის მიმართ განხორციელდა, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი. კერძოდ, საპატრიარქოს ინფორმაციით, აზერბაიჯანული გასართობი ტელეკომპანია arb-ის ეთერში გავიდა გადაცემა „ფერნანდო ქალაქშია“, რომლის ერთ-ერთი სიუჟეტი გადაიღეს ქურმუხის ტაძარში, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი ტაძრის საკურთხეველში შეუფერებელი მანერით „ასრულებს“ შუბერტის „ავე მარიას“. „სამწუხაროდ, ეს უკვე ჩვენთვის ცნობილი მეორე შემთხვევაა, როდესაც ამ ძეგლს უდიერად ექცევიან. შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ტელეკომპანია atv-მ მკრეხელური შინაარსის კლიპი სწორედ აქ გადაიღო. ზაზა გაბუნია - შეწუხებული ვარ კახისა და ზაქათალას რაიონში არსებული ქართული ძეგლების მიმართ ზოგიერთი კერძო პირის მხრიდან გამოხატული უაღრესი უპატივცემულობის გამო.

      მიწების თემას ეხმიანება ასევე ოთარ დანელია - საუბარი იმის შესახებ, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მიწების გაიაფებას გამოიწვევს, საფუძველს მოკლებულია. ირმა ინაშვილი - პატივს ვცემთ ყველა ქვეყნის მოქალაქეს, თუმცა ქართული მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ უნდა გასხვისდეს. ბექა ნაცვლიშვილი - მიწა ამოწურვადი რესურსია, კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს მიწის უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვა. სერგი კაპანაძე ”ქართული ოცნების” დეპუტატებს - განა გული გტკივათ მიწაზე და მართლა რაღაც სენტიმენტები გაგაჩნიათ - თქვენ უბრალოდ პოპულისტობთ, ეს არის და ეს. გიგა ბოკერია უმრავლესობას - ვერ გავიგე, არასასოფლო-სამეურნეო მიწა დედასამშობლო არ არის?! - მაგ ნაწილს რატომ ყიდით ან დედასამშობლოს იჯარით გაცემა შეიძლება?! ზაქარია ქუცნაშვილი - საქართველოს ოკუპირებული და პრივატიზებული მიწების ჯამი, რომელიც დღეს უცხოელთა ხელშია, 25%-ზე მეტია. დავით საგანელიძე - 12 ჰექტარი მიწის ფართობი, სადაც ”ქართული ჩაის აღორძინების პროექტის“ განხორციელება იგეგმება, სახელმწიფოს ეკუთვნის და მის საკუთრებაში დარჩება.

      ვენეციის კომისიის ამბებიდან ჯერ კიდევ ვერ გამოვსულვართ და ალბათ კაი ხანს ვერ გამოვალთ - ეკა ბესელია - ვენეციის კომისიის სხდომა მნიშვნელოვანია, რადგან რეკომენდაციები მიიღებს ოფიციალურ ფორმას. აქვე, დღესვე ცნობილი გახდა, რომ 16-18 ივნისს ირაკლი კობახიძე და თამარ ჩუგოშვილი ვენეციის კომისიის სესიას დაესწრებიან. ანა დოლიძე ვენეციის კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტის პოზიციაზე ისაუბრებს. თამარ ჩუგოშვილი - გათვალისწინებული იქნება ყველა ის შენიშვნა, რომელიც ვენეციის კომისიას ექნება

      ოპოზიციაში შეშფოთებაა - ”ევროპული საქართველო” უაღრესად საგანგაშოდ მიიჩნევს, საერთაშორისო სავაჭრო პალატის განცხადებას, უცხოურ კომპანიებზე თავდასხმებისა და იმ ”უკონტროლო სუბიექტების” შესახებ, ვინც აღნიშნული თავდასხმების უკან დგანან, - ამის შესახებ ”ევროპული საქართველოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

      ბირჟა მაფიის ამბები ახალი ჩავლილია და ნარკოპოლიტიკა მაინც აქტიურად განიხილება - დიმიტრი ხუნდაძე - ნარკოპოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს სისტემურ ხედვას - დეკრიმინალიზაცია უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ სტატუსს.

      ეკონომიკა არ ვარგაო, არადა - ეკონომიკის სამინისტრო - European Chamber-ის კვლევის მიხედვით, ბიზნესის წარმოების კუთხით საქართველოს რეიტინგი 4 პოზიციით გაუმჯობესდა.

      პროტესტები ბრუნდებიან - ქუთაისის მერიასთან ბუხაიძის ქუჩის მოსახლეობა სკვერში კაფეს მშენებლობას აპროტესტებს. კიდევ ერთი აქცია - „ცენტრ პოინტის“ მშენებლობისგან დაზარალებულები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციას მართავენ. პროკურორი - გურამ რჩეულიშვილის მიერ შეთავაზებული დაზარალებულთა დაკმაყოფილების გეგმა პროკურატურისთვის მისაღები არ არის.

      ბარემ ოპოზიციაში ვართ და - ნუგზარ წიკლაური - ჩეჩენი მებრძოლის იბრაგიმოვის აღიარება მოწმობს, რომ ლაფანყურის სპეცოპერაცია კრემლის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია იყო საქართველოს წინააღმდეგ. ნუგზარ წიკლაური - ბლეფია, რომ "ქართულ ოცნებას" პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უნდა.

      2016 წელს საქართველოში 86 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა. რაზე მეტყველებს ეს რიცხვი? სხვა სტატისტიკური ან რიცხვითი ამბებიც - მაისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12 ლარით და 60 თეთრით გაიზარდა და 173.2 ლარი შეადგინა.

      თალაკვაძე გუშინდელიდან აქტიურია - არჩილ თალაკვაძე - არსებული საარჩევნო სისტემა აუცილებლად შეიცვლება და ის უფრო დემოკრატიული გახდება.

      გუშინ, რუსთავში ავარიაში 7 წლის გოგონა მოყვა. დილიდან ვრცელდებოდა ნიუსები ამ თემაზე - ავარიის შედეგად დაშავებული 7 წლის გოგონა რუსთავის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

      კიდევ ერთი საავადმყოფო ამბები - გუშინ, დავით როსტომაშვილი ცემეს - ბესო ბერულაშვილი - დავით როსტომაშვილი თავდასხმის მომენტში შვილთან ერთად იმყოფებოდა.

      უკრაინული ამბებიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ხოლმე - დავით საყვარელიძე - პეტრო პოროშენკო დიდი ხანია აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს ბიძინა ივანიშვილთან.

      სამართალდამცველებმა კიშინოვის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს.

      1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4101 ლარი გახდა.

      ამ ნიუსებით გადავიდეთ უცხოეთზეც.

საზღვარგარეთულები:

      ამერიკის ამბებიდან - The Washington Post - სპეციალური პროკურორი იძიებს, შეუქმნა თუ არა ტრამპმა რუსეთის მხრიდან საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო ჩარევის შესახებ გამოძიებას შეფერხება. მოდით, აშშ-ს სხვა ამბებს აქვე მოვაქცევ - აშშ-ის სენატმა რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა. ვაშინგტონის პოლიცია რეჯეფ თაიფ ერდოღანის დაცვის 12 წევრს ბრალდებას წაუყენებს.

      თურქეთის „სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ“ ანკარაში საპროტესტო მსვლელობა დაიწყო. თურქეთში ოპოზიციური პარტიის დეპუტატს 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

      ესენიც პოეზიაში გადავიდნენ - ვლადიმერ პუტინი პეტრო პოროშენკოს გამოეხმაურა, რომელმაც რუსეთს ლერმონტოვის ლექსით, „მშვიდობით, დაუბანელო რუსეთო“ მიმართა. დღეს პუტინი აქტიური იყო, რადგან ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ ტელევიზიას - ვლადიმერ პუტინი - თუ ჯეიმს კომის პრობლემები ექნება, ჩვენ მზად ვართ, თავშესაფარი მივცეთ. ისევ ვლადიმერ პუტინი - რუსეთი და აშშ დაინტერესებულები არიან ურთიერთობების ნორმალიზებით.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 196

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ივნისი, ნიუსები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters