გააქტიურებული პრემიერმინისტრი, მაკრონის გამოსვლები, ციანიდი და კანონები

      ზაფხული ძალას იკრებს, მიუხედავად ამინდების შეუსაბამობისა, ივნისის მიწურულია და სამუშაო განწყობა კლებულობს, ამის ნათელი დადასტურება იყო დღევანდელი დილის პირველ ნიუსად განთავსებული ინფომაცია - მგზავრთა გაზრდილი ნაკადის გამო, „საქართველოს რკინიგზა“ თბილისი-ბათუმისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით ახალ რეისებს დაამატებს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /22 ივნისი, 2017/

      პრემიერ მინისტრი კვირიკაშვილი დღეს შედარებით აქტიურად მოხვდა მას-მედიის კალმებში - გიორგი კვირიკაშვილი - ქუთაისი გახდება საერთაშორისო განათლების ძალიან მნიშვნელოვანი კერა, როგორც ეს იყო ისტორიულად. მოდით, ერთი ბლოკი კვირიკაშვილს დავუთმოთ - პრემიერი - შავი ზღვის აკვატორიაში მოპოვებული ქართული თევზი დაშვებულია ევროპის ბაზარზე, რაც ძალიან ზრდის ჩვენი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს. გიორგი კვირიკაშვილი - 400-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი სახლები საკუთარებაში გადაეცემა. გიორგი კვირიკაშვილი კომპანია „უინდფორსს“ კანის კინოფესტივალზე მეექვსემემილიონე ტურისტის შესახებ ვიდეორგოლის წარმატებას ულოცავს. მთავრობას ქარის ელექტროსადგურის აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე გასაყიდად გამოაქვს და მოქალაქეებს მათ შეძენას სთავაზობს - ეს ამბავიც კვირიკაშვილისგან გავარკვიეთ. პრემიერ-მინისტრი - საკონსტიტუციო ცვლილებებით ბალანსდება და მკაფიოდ ნაწილდება პასუხისმგებლობები ხელისუფლების შტოებს შორის. გიორგი კვირიკაშვილი - შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა მხოლოდ ერთ კონკრეტულ საკითხზე - პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღზე. გიორგი კვირიკაშვილი - არგუმენტებს მოკლებულია ოპოზიციის მცდელობა, მოახდინოს საზოგადოების კონსოლიდირება საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ. კიდევ მომიწევს ხსენება - პრემიერი - ერთხელ და სამუდამოდ, ქვეყანა გადავა პროპორციულ სისტემაზე. გიგი უგულავა - პრემიერის დღევანდელი განცხადება იყო უკან დადევნებული ლამპარი.

      პრემიერის ეს აქტიურობა, ექსპერტების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა (პრინციპში, მოსალოდნელიც იყო) - გია ხუხაშვილი - პრემიერი პოლიტიკაში აღარ ერევა - როგორც ჩანს, განუსაზღვრეს ვიწრო კომპეტენცია და დრო და დრო მხოლოდ პოზიტიური გზავნილები უნდა გაისროლოს საზოგადოებაში. სალომე სამადაშვილი - ნორმალურ ვითარებაში პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს მთავარი მოთამაშე ისეთ ფუნდამენტურ საკითხში, როგორიც არის კონსტიტუციის ცვლილება. გიგი უგულავა - კონსტიტუციის პროექტიდან გამქრალია მუხლი, როდესაც 6-7 მინისტრის ცვლილების შემდეგ ხელახლა უნდა მომხდარიყო მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება. 

      პარლამენტი, კომიტეტები და ა.შ. რასაც განიხილავენ და რომ ვერ დააყენეს საშველი, იმ თემას ერთ აბზაცად მოვაქცევ - ეკა გიგაური - საკომიტეტო მოსმენებში მონაწილეობა აზრს კარგავს, არასამთავრობო ორგანიზაციები აღარ ჩავერთვებით ამ აბსურდში - არჩილ თალაკვაძე - არ ვიცი სიტყვა „აბსურდი“ რამდენად არის ის სიტყვა, რომელიც არასამთავრობო სექტორმა თავის დასკვნებში უნდა გამოიყენოს. მიხეილ ბენიძე - საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებს ვენეციის კომისიას და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მივაწვდით. თინა ხიდაშელი - ეს კონსტიტუცია შექმნის პრობლემას - ჩვენ დავდგებით მორიგი საკონსტიტუციო ქარტეხილის წინაშე, როგორც კი „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება. პარლამენტმა 115 ხმით ერთხმად, პირველი მოსმენით, საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილების პროექტი მიიღო. ირაკლი კობახიძე დეპუტატებს - მადლობას გიხდით ერთსულოვნებისთვის და ნამდვილად ისტორიული დოკუმენტის მხარდაჭერისთვის. გია ვოლსკი - ასეთი კონსტიტუცია უზრუნველყოფს სტაბილურობას განვითარებისთვის. დასანანია, რომ პრეზიდენტი პოლიტიკური ბრძოლის ასეთ გზას დაადგა. პროკურატურას კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულება ექნება, პარლამენტს ყოველწლიურად ანგარიში წარუდგინოს. ეკა ბესელია - ისტორიული მომენტია, როდესაც ქვეყნის ძირითად კანონში ცვლილებებს მთელმა საკონსტიტუციო უმრავლესობამ მხარდაჭერა გამოუცხადა. გუნდში კონსენსუსის მიღწევა, ერთიანი პოზიციის დემონსტრირება არის პრემიერ-მინისტრის დიდი დამსახურება. გიგი უგულავა - გადაუჭარბებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას კონსტიტუცია თავზე გადაახია. 

      მარტო დარჩენილ ოცნების პარლამენტს - პრეზიდენტი უმრავლესობას - ნუ იძალადებთ პოლიტიკურ პროცესზე თქვენი პულტებით. 

      როგორც ჩვევიათ ხოლმე, ნატო-ევროკავშირელებს, ისევ გვაგულიანებენ და გვაიმედებენ, დენიელ ფრიდი - ქართველები შეიძლება იმედგაცრუებულნი იყვნენ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ჯერი აუცილებლად მოვა.

      მერობისთვის ბრძოლა აქტიურ ფაზაში შედის - გიგი უგულავა - ელენე ხოშტარიას და ალეკო ელისაშვილს აქვთ ყველაზე დიდი შანსი, თბილისის მერის არჩევნებზე მიიღონ პარტიებისგან დამოუკიდებელი ხმები. 

      როცა ავტომობილით არღვევ, ვიდეო კამერა გიღებს და გაჯარიმებს იგზავნება სმს - ეს ყველა მძღოლმა უკვე იცის, სიახლე ისაა, რომ ვიდეოჯარიმის სმს-შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა 20%-ით შემცირდება.

      ციანიდის მთავარი გმირის ადვოკატიც გამოჩნდა დღეს კამერებთან შემდეგი განცხადებით - გიორგი ფანცულაია - დეკანოზს უნდა გამართლება და არა შეწყალება. (საინტერესოა, აქ კანონის წინაშე გამართლება იგულისხმება თუ უფლის? თუმცა, ეს კითხვა ჟურნალისტებს არ დაუსვამთ). სახალხო დამცველიც ამ თემაზე - უჩა ნანუაშვილი - დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებას მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს. ადვოკატი - დეკანოზი გიორგი მამალაძე კმაყოფილია იმით, რომ პატრიარქს მისი უდანაშაულობის სჯერა. გიორგი ფანცულაია - დეკანოზი გიორგი მამალაძე იმედოვნებს, რომ მისი ზიარების გადაწყვეტილება არ შეიცვლება, როგორც ხდება ხოლმე. ადვოკატი - დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის არ იყო მოულოდნელი მისი ძმის განცხადება, რომ არ აძლევდნენ საშუალებას ბოლომდე ესაუბრა. ადვოკატი - დეკანოზის პოზიცია პატრიარქთან შეხვედრის ვიდეოსთან დაკავშირებით არის ის, რომ ფრაგმენტ-ფრაგმენტ არ მოხდეს მისი გასაჯაროება. სასამართლომ ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ დეკანოზ გიორგი მამალაძის საჩივარი წარმოებაში არ მიიღო. მიხეილ რამიშვილი - ედიშერი ბევრს ლაპარაკობს - საქმის წარმოებაში არმიღება არ ნიშნავს, რომ მან გაიმარჯვა. 

      გემახსოვრებათ ალბათ, მოსმენების შესახებ კანონის მიღება/გადახალისება და ა.შ. ჰქონდა დაგეგმილი ამჟამინდელ მთავრობას. პრეზიდენტი მეგობრის სტატუსითაც კი მზად იყო დახმარებოდა მათ. კანონპროექტის განხილვა გრძელდება. ე.წ. მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებულ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლო დღეს სუს-ის არგუმენტებს მოისმენს. საია-ს იურისტი - მოსმენის ტექნიკური საშუალება საგამოძიებო ორგანოს ხელში არ უნდა იყოს. ე.წ მოსმენების შესახებ კანონის განხილვა გადაიდო. 

      კონსტიტუციაზეც ითქვა დღესაც ორიოდ სიტყვა - თამარ ჩუგოშვილი - კონსტიტუციის შემუშავების პროცესში პარტიებთან მიმართებაში ბევრი რამ იყო დათმობილი. არასამთავრობოების სურვილი იყო, გაგრძელებულიყო პოლიტიკური მოლაპარაკებები, თუმცა ამის აზრს ჩვენ ვერ ვხედავთ. ანა ნაცვლიშვილი - ხელისუფლებას სურს, მხოლოდ ერთი პარტიის ნება-სურვილს დაარქვას „კონსტიტუცია“. ყველა კომენტარის მიუხედავად, ჩვენი უმაღლესი საკანონმდებლო სისტემა აგრძელებს მუშაობას - პარლამენტმა, პირველი მოსმენით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციური კანონის პროექტი განიხილა. 

      სახალხო დამცველის ან მისი ახლობლების კიდევ რამდენიმე კომენტარით - უჩა ნანუაშვილი - შშმ პირებისთვის დამოუკიდებელი ცხოვრების გარანტიების არ არსებობა, პრობლემაა. ომბუდსმენის წარმომადგენელი - ტექნიკურ-ოპერატიული სააგენტო სახელმწიფოებრივ კონტროლს ექვემდებარება. 

      სოზარის ბლოკი - სოზარ სუბარი - „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონსენსუსი შეუძლებელია, რომ ვთქვათ, ხვალ აფხაზეთს ვიბრუნებთო, ის გავა დარბაზიდან. სოზარ სუბარი ოლივერ სტოუნის ფილმზე - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია რუსეთის მიერ და რომელიმე ფილმში რას იტყვის რეჟისორი, ამით რეალობა არ იცვლება. 

      საზმაუ გუშინაც და დღესაც, თუ ასე გაგრძელდა გაურკვევლობები, ალბათ კიდევ დიდხანს. ხალხის მცველი - უჩა ნანუაშვილი - საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კანონის მოთხოვნები უნდა გაითვალისწინოს. ეკა ბესელია - საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მომზადებულ ცვლილებებზე სამუშაო ჯგუფი ექვსი თვე მუშაობდა. არჩილ თალაკვაძე - საზოგადოებამ, რომლის გადასახადებიდან ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებელი, უნდა იცოდეს, რა ცვლილებები და რეგულაციები განხორციელდება. 

საზღვარგარეთულები:

      მგონი ევროპაში ამჯერადაც უფრო ნაკლებს ისვენებენ. ცხადია, ის ფაქტიც არის - ვინ ასვენებს ტერორისტების ცეცხლში. მაგრამ ამის გარდა, საფრანგეთის პრეზიდენტი დღეს ძალიან აქტიური იყო - ემანუელ მაკრონი - ბაშარ ალ-ასადის გადადგომა სირიაში კონფლიქტის გადაჭრის წინაპირობა არ არის. ისევ ახალი პრეზიდენტი -ემანუელ მაკრონი - ნუთუ პუტინი ცდილობს ჩვენს შესუსტებას ან გაქრობას? - არა მგონია. ემანუელ მაკრონი - თურქეთი ზიანს აყენებს ჩვენს ღირებულებებს, მაგრამ ასევე იზიარებს ჩვენს ინტერესებს. ემანუელ მაკრონი - ტრამპის პოლიტიკა არაპროგნოზირებადია და ეს მსოფლიოსთვის დისკომფორტის წყაროა. ემანუელ მაკრონი - საფრანგეთს დიდ ბრიტანეთთან „ბრექსითის“ შემდეგ პრაგმატული ურთიერთობები ექნება. 

      ოკეანის გადაღმიანაც რამე დავდოთ - თეთრი სახლი - აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის თაობაზე ამ ეტაპზე არაფრის თქმა არ შეგვიძლია. ნიკოლას მადურო - მზად ვართ მოლაპარაკებები გავმართოთ აშშ-ის ხელისუფლებასთან თუ ვაშინგტონი პატივს სცემს ვენესუელას სუვერენიტეტს. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ჩრდილოეთ კორეისთვის დაწესებული სანქციების მოქმედების ვადა ერთი წლით გახანგრძლივდება. 

      დონალდ ტუსკს ჯერ კიდევ სჯერა, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის შემადგენლობაში დარჩება. 

      მეგობარი უკრაინიდან - პეტრო პოროშენკო - სააკაშვილს არაფერი მნიშვნელოვანი არ გაუკეთებია. მიხეილ სააკაშვილი - პოროშენკომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უკრაინის მოქალაქეებმა არ იცოდნენ, რით ვართ დაკავებულები.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 123

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ივნისი, ნიუსები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dungeoneering talents

გამოაქვეყნა MacMillanwu_მ.
თარიღი: ოქტომბერი 5, 2022.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

I've stopped for breaks, usually while I'm playing a brand new sport, that is,  throughout the years. The longest break was taken off when I was playing Evolution of Combat (additionally called EoC) transformed into a launch by the talent and motion bars were against the RuneScape portion of my brain.



RuneScape is, however, constantly finds a way to entrap me and this time it was Legacy Combat Mode, which revived the tick-primarily based totally combat from the days of. EoC and I…

გაგრძელება

დაკეცილი ქანდაკება ანუ სკულპტურა კუბიკში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 2, 2022.
საათი: 10:41pm 0 კომენტარი

      სკულპტორები გამიბრაზდნენ, დიდი ხანია ჩვენზე არ დაგიწერიაო, - მომივიდა წერილები. ამიტომ ყველაზე თანამედროვე ამბავი ვიპოვე ინტერნეტში და უნდა გაგიზიაროთ. კლასიკოსები ალბათ ვერც წარმოიდგენდნენ მათ შედევრებს ასეთი ბედი თუ ეწეოდათ, მაგრამ ადამ პარკერ სმიტს (Adam Parker Smith) სხვა გეგმები აქვს. ამ ცნობილმა, თანამედროვე სკულპტორმა, ახალი ხაზის კოლექცია წარადგინა სახელწოდებით „მსხვრევა“ Crush. რომში ნასწავლ-დახელოვნებული…

გაგრძელება

თამაშებით შეცვლილი ცხოვრება

გამოაქვეყნა MacMillanwu_მ.
თარიღი: სექტემბერი 29, 2022.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

While you're making your way to Lumbridge and begin to explore the town, all of the stage-playing addicts could be your in the future. It's intoxicating. "More than the other games I've played, the avatar is me - it's an amalgamation from the entire that I've accomplished in and is important to us gamers."

A variety of online games attempt to take over your life, but RuneScape is the maximum sincere about it. The magic isn't the quests or stories. If people talk about the…

გაგრძელება

ლუკაშენკოს ხავერდოვანი სეზონი და სამასპინძლო აქციები ლარსთან

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 28, 2022.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      გუშინ რომ სოხუმის დაცემა გაიხსენეს, დღეს ბელარუსის პრეზიდენტი სწორედ აფხაზეთში ჩავიდა ოფიციალური ვიზიტით და დაარღვია საქართველოს სახელმწიფოს კანონი. აქამდე ჯერ კიდევ მეგობართა სიაში იმყოფებოდა ოფიციალურ დონეზე მაინც. დღეს ასევე აქციები მოეწყო ლარსთან და ხოშტარიას დროამ „მასპინძლობა“ გაუწია რუსეთიდან გამოქცეულებს, რომლებაც რატომღაც დეზერტირებს ეძახიან ანუ ჯობდა ეომათ?! დღის მთავარ ამბებში კვლავ ომბუდსმენიც ფიგურირებს და კალაძის თბილისიც. დღეს…

გაგრძელება

Qwelly World

free counters