წვიმის შედეგი, გველის შხამი, კონსტიტუცია, დაკარგული ტურისტები და დიდი ოცეოლა

      საინფორმაციო დღე შუადღიდან დავიწყოთ ამჯერად, კვირის დასასრულია და ნელ-ნელა შევავსოთ მთელი დღის თუ კვირის ნიუსებით. პირველი და მნიშვნელოვანი - მართლმადიდებელი ეკლესია დღეს უფლის წინამორბედისა და ნათლისმცემლის, წმიდა იოანე წინასწარმეტყველის შობის დღეს აღნიშნავს (წაიკითხეთ დღესასწაულის შესახებ). აქვე იმასაც გეტყვით, რომ ხვალიდან გამოდარებაა პროგნოზირებული.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /7 ივლისი, 2017/

      ბოლო დღეების წვიმებს, როგორც ხდება ხოლმე, კარგი არაფერი მოჰყოლია - გადაუღებელი წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარე ჩვეშურმა ონის რაიონში სოფელ ღებსა და გონასთან დამაკავშირებელი გზა წაიღო. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, სოფელ გვრიტოსთან შვავის ჩამოსვლის შედეგად საავტომობილო გზა ჩაიკეტა. წვიმის შედეგად ხევებიდან ღვარცოფული მასის გამოტანის გამო, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

      ვისაც დაავიწყდა შევახსენებთ, რომ საქართველოში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტია დაგეგმილი. იქამდე კი ჩვენ ვართ ამაყი, რომ თქვენთან ერთად ვემსახურებით თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ადამიანის ღირსების ღირებულებებს, - ასე მიმართა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის ელჩს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე. ამერიკის ტრფიალებაზე, კიდევ ერთიც - გიორგი კვირიკაშვილი - ამერიკა იყო და არის საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური აღმავლობის ყველაზე ერთგული მხარდამჭერი. იან კელი - პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გააგრძელებს რეფორმებს და ჩვენ ამას მხოლოდ მხარს ვუჭერთ.

      ციანიდის საქმის განხილვა, დღეისთვის იყო ჩანიშნული. დღეს დაიკითხნენ ოქრომჭედლები, რომლებიც როგორც ნატრიუმის, ისე კალიუმის ციანიდის ოქრომჭედლობაში გამოყენებას გამორიცხავენ. მიხეილ რამიშვილი - იმ ოქრომჭედლების ნამუშევრებს, რომლებიც ციანიდს არ იყენებენ, არ უნდა ენდოთ. პროკურორი - ბრალდებულ მამალაძის განმარტება, თითქოს ოქრომჭედლისთვის სჭირდებოდა ციანიდი, არ დადასტურდა. სამაგიეროდ, გველის შხამზე ადვოკატები მოწმის ჩვენებას იშველიებენ - დეკანოზი ჩვენებაში ამბობდა, რომ შორენა თეთრუაშვილის თხოვნით, ვინაიდან მას სჭირდებოდა მალამოსათვის, კითხულობდა ამას. იმ თანამშრომელმა თქვა, რომ დიახ, ამ თემაზე მოვიდა და იგივე დაადასტურა. უფრო მეტიც, თქვა, რომ გველის შხამი არაერთ სხვადასხვა მალამოში გამოიყენება და სააფთიაქო წარმოებაშიც არის გავრცელებულიო", - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

      აქამდე მუხთარლი ახლა უკვე მისი ცოლია დაწინაურებული ნიუსებში - ლეილა მუსტაფაევა მასზე შესაძლო თვალთვალის ფაქტის დროულად გამოძიებას ითხოვს. ადვოკატი - სტრასბურგის სასამართლომ საქმეს ”აფგან მუხთარლი საქართველოს და აზერბაიჯანის წინააღმდეგ” პრიორიტეტი მიანიჭა. აფგან მუხთარლის მეუღლე - გვიჩნდება ეჭვი, რომ პოლიციას მომხდარი ინციდენტის გამოძიება არ სურს.

      კონსტიტუციაზე ახალი იდეები მუშავდება - გიგა ბოკერია - თუ ხელისუფლებას ახალი წინადადება აქვს, არსებული პროექტი უნდა გამოიწვიოს და შემდეგ ოპოზიციური პარტიები ვიმსჯელებთ, სად შეიძლება იყოს კონსენსუსი. არასამთავრობოები ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართავენ, თვითმმართველი ქალაქების გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრონ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით კონსენსუსის მისაღწევად მხარეებს ორშაბათს შეხვედრას სთავაზობს. „ევროპული საქართველო“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ დიალოგში მონაწილეობის მიღების მზადყოფნას გამოთქვამს. ირმა ნადირაშვილი - მმართველი ძალა უნდა ჩამოყალიბდეს, ისევ განაგრძობს სპექტაკლს, თუ არის პოლიტიკური ნება, გაუმჯობესდეს კონსტიტუცია.

      კანონის მიღება უჭირთ, მაგრამ შეხვედრების გამართვა არა - საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ მინსკში ორმხრივი შეხვედრები გამართა.

      ექსპერტული აზრებიც მოვისმინოთ მერობის ამბებზე - ხათუნა ლაგაზიძე - ოპოზიციამ მთავარი შეცდომა უკვე დაუშვა, რადგან ვერ მოახერხა ერთ კანდიდატზე შეჯერება. ზაალ უდუმაშვილის საარჩევნო შტაბს გრიგოლ ვაშაძე უხელმძღვანელებს. გრიგოლ ვაშაძე - ვისაც მობეზრდა იმ მინდორზე ცხოვრება, რომელიც ენძელებითაა მოფენილი და გუგულები და გედები ბუდობენ, ხმას მისცემს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს.

      თბილისში მიწებს ასხვისებდნენო, ეს რა მესმის - საია - კვლევის თანახმად იკვეთება, რომ 2008 წელს სახელმწიფომ კანონდარღვევით გაასხვისა გარკვეული ტერიტორია, მათ შორის, ე.წ. ალიევის სკვერის ნაწილი.

      რამდენიმე კვირაა, ამერიკაში ქართველი სპორტსმენია დაკავებული - ავთანდილ ხურციძე - ამდენ მკვლელებსა და ნარკომანებში ერთი უმწიკვლო ბიჭიც ხომ უნდათ, კი გამოვეცხადე ანჩისხატივით.

      სპორტმა ფეხბურთის მიმართულებით, ტრადიციას არ უღალატა და გვაწყენინა - ევროპალიგას სამივე ქართული საფეხბურთო კლუბი გამოეთიშა.

      ჩვენს ვაზს უკვე თავისი საკოლექციო მონეტაც ექნება - ეროვნული ბანკი ქართული ვაზის თემაზე შექმნილი საკოლექციო მონეტის რეალიზაციას იწყებს.

      საგნები რომლებიც არ უნდათ რომ ასწავლონ თუ როგორც არის - განათლების სამინისტროსთან საგნების - ”მე და საზოგადოება” და ”ჩემი საქართველოს” სკოლებში შეტანის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა.

      იმდენი ტურისტი ჩამოვიდა, რომ უკვე იკარგებიან და პრობლემა არ არის? - კასპში, მაშველები ოთხ ადამიანს ეძებენ, რომლებიც, სავარაუდოდ, ტურისტები არიან. კასპის გარდა, 5 ტურისტს ხევსურეთშიც ეძებენ.

საზღვარგარეთულები:

      ჰამბურგში დღეს ტრამპ-პუტინის შეხვედრა შედგება - ანგელა მერკელი არ მიიჩნევს, რომ პუტინსა და ტრამპს შორის შუამავლის როლი უნდა იკისროს. ასევე ჰამბურგში - დღეს ჰამბურგში რექს ტილერსონის და სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართება. დონალდ ტრამპი - მოუთმენლად ველოდები ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას, ყალბი სიახლეების მედია არასოდეს გამაშუქებს სწორად, მაგრამ ეს ვის აღელვებს. დონალდ ტრამპი „დიდი ოცეულის“ სამიტზე პუტინთან შეხვედრის გამო, კლიმატის ცვლილების საკითხზე სხდომას არ დაესწრება.

      ჰამბურგი მსოფლიო ლიდერებს მასპინძლობს - ჰამბურგში „დიდი ოცეულის“ ქვეყნების ლიდერები შეიკრიბნენ. „დიდი ოცეულის“ სამიტზე, ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს მცირე ხნით გაესაუბრნენ. ჰამბურგში პოლიციამ მანიფესტანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გამოიყენა. შეგახსენებთ, G20-ს ჰამბურგელები მაინცდამაინც დიდი სიყვარულით არ შეხვედრიან.

      ეგვიპტეში თავდასხმის შედეგად 10 სამხედრო და 40 ტერორისტი დაიღუპა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 328

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ივლისი, ნიუსები

Giorgi: ივლისი 7, 2017||4:01pm

ზოგი დაიკარგა, ზოგი კი უკან ვერ ბრუნდება - შატილში ასული ტურისტები, უგზოობის გამო სოფლის დატოვებას ვერ ახერხებენ. #qwellynews

ლაშა: ივლისი 7, 2017||4:14pm

შემოგაშველებთ ერთ ცუდ ნიუსს - დაუზუზსტებელი ინფორმაციაა ვრცელდება, საქართველოსა და სომხეთის სასაზღვრო ზოლის დადგენასთა დაკავშირებით:

ორ ქვეყანას შორის სადავო ტერიტორიად აქამდე ხუჯაბის სამონასტრო კონპლექსი სახელდებოდა. ახალი დადგენილებით კი იგი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ოფიციალურად აღმოჩნდება, ისევე როგორც არპის ნაციონალური ტყე-პარკი.

საგარეო უწყება კი ოფიციალურად აცხადებს, რომ მუშაობა ჯერ არ დასრულებულა.

#qwellynews

Giorgi: ივლისი 7, 2017||10:46pm

დღის ბოლოსკენ რამდენიმე #qwellynews კიდევ დაგროვდა. მაგალითად ტერიტორიების საკითხზე: დავით რაქვიაშვილი - რუსეთმა მორიგი აგრესია განახორციელა, შემაშფოთებელია, ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ერთი მეტრი იქით თუ აქეთ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. დიმიტრი ცქიტიშვილი - ოკუპაცია ერთჯერადი აქტი არ არის - ეს არის პროცესი, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. დავით ზალკალიანი - საოკუპაციო ხაზზე ბანერის უკანონოდ აღმართვაზე საგარეო უწყებამ მყისიერად განახორციელა ქმედებები საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირების მიზნით. იან კელი - საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ნებისმიერი ცვლილება არის მიუღებელი. საპატრიარქო - აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციებისა ძალისხმევის გააქტიურება, რომ საზღვრის გადმოწევის პროცესი შეჩერდეს და გამოსწორდეს. დავით რაქვიაშვილი - როდესაც ვხედავთ რუსული აგრესიის მორიგ ნაბიჯებს და ამას ვერ ვუპირისპირებთ ქმედით პოლიტიკას, მაშინ პოლიტიკა უნდა გადაიხედოს. თინა ხიდაშელი - საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხის უნდა გააქტიურდეს.

კონსტიტუციაზეც გაისმა რამდენიმე განცხადეა - “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” იურისტი - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ პრესონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კონტროლი არასაკმარისია. რომან გოცირიძე - თუ საკონსტიტუციო რეფორმაზე მოხდება საშინაო და საგარეო აზრის იგნორირება, დიდ საპროტესტო აქციებსაც არ გამოვრიცხავთ. მამუკა მდინარაძე - საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგი და შეთანხმება პოლიტიკურ ძალებს შორის უნდა შედგეს და აქ პრეზიდენტი არაფერ შუაშია. ლევან კობერიძე - თუკი პრეზიდენტს დიალოგი უნდა, პარლამენტის თავმჯდომარე მზად არის მასთან ერთი ერთზე ტელევიზიით ისაუბროს.

ასევე, წვიმებით გაჩენილი უგზოობის მოწესრიგების ამბებიც გავრცელდა - მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 54-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღდგა.

ეგრედწოდებულ ციანიდის საქმეზე პატრიარქის დაცვის ყოფილი წევრი სოსო ელიზბარაშვილი დაიკითხა. გიორგი ფანცულაია - მოწმეების ჩვენებები დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებას სიტყვა-სიტყვით დაემთხვა. გიორგი ანდრიაძე - სასამართლო პროცესზე ექსპერტებად შეეძლოთ მოეწვიათ ნებისმიერი ოქრომჭედელი და არა საპატრიარქოს ოქრომჭედელი. გიორგი ფანცულაია - გამომძიებლები, რომლებიც ბრალდების მხარემ მოწმეებად წარმოადგინა, დაცვის მხარის შეკითხვებს არ პასუხობდნენ. ზვიად გუბელაძე - მოწმეებმა დაადასტურეს, რომ გიორგი მამალაძეს შორენა თეთრუაშვილთან დაკავშირებთ მკვეთრად უარყოფითი და ცინიკური დამოკიდებულება ჰქონდა.

ამერიკის ელჩმა კიდევ რამდენიმე განცხადება გააკეთა, მაგალითად - იან კელი - მთავრობასთან გვქონდა თხოვნა, მუხთარლის ოჯახის უსაფრთხოებაზე და დაგვპირდნენ, რომ მიღებული იქნება დამატებითი ზომები. იან კელი - მნიშვნელოვანია, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის საკითხზე არსებობდეს საფუძვლიანი მტკიცებულებები. (შეგახსენებთ, მუსტაფა ემრე დემირელის კოლეჯის დირექტორია, რომელიც თურქული მხარის თხოვნით არის დაკავებული და მისი ექსტრადირების საკითხი განიხილება. დღეს მან ლტოლვისი სტატუსი ითხოვა, მაგრამ სამინისტრომ უარი განუცხადა. შემდეგ, ემრე ჩაბუქის პერსონალური მონაცემების დაცვისა და კონფიდენციალურობის მოტივით სამინისტრომ გადაწყვეტილების დეტალური შინაარსი და არგუმენტაცია არ გაასაჯაროვა.). შოთა რეხვიაშვილი - ჩაბუქის ექსტრადირების შემთხვევაში, ჩვენს დიპკორპუსს ეძლევა საშუალება, საქმეზე მონიტორინგი განახორციელოს.

30 წუთი იყო დაგეგმილი, მაგრამ შეხვედრამ 2 საათზე მეტი გასტანა - ვგულისხმობ ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრას ჰამბურგში - ვლადიმერ პუტინი - მწვავე საერთაშორისო საკითხების გადასაჭრელად ამგვარი პირისპირი შეხვედრები საჭიროა. დონალდ ტრამპთან უკრაინის, სირიის, ტერორიზმისა და კიბერუსაფრთხოების საკითხები განვიხილეთ.

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Mass-Generated World

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: დეკემბერი 10, 2024.
საათი: 9:00pm 0 კომენტარი







In the globe dominated by mass production, there’s some thing deeply fulfilling about possessing a handcrafted merchandise. Irrespective of whether it’s a bit of home furniture, a leather-based wallet, or maybe a ceramic mug, substantial-high-quality handcrafted merchandise keep a Specific put inside our lives. They tell a Tale of care, creative imagination, and custom — a considerably cry from the uniform, equipment-produced products which flood today’s…

გაგრძელება

The first phase Arrive

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: დეკემბერი 5, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

A Deep Dive into the Upcoming Aeternum

As New World: Aeternum approaches its highly anticipated October launch, Amazon Games has ramped up efforts to prepare both new and returning players for the latest iteration of their popular MMORPG. In a move that underscores their commitment to player engagement and education, Amazon Games has relaunched its previous video series, Touring Aeternum, under the new banner Discovering Aeternum. This expansive 34-episode YouTube video…

გაგრძელება

Batteries: Trustworthy Power

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: დეკემბერი 4, 2024.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი







In today's Electrical power-driven earth, having a dependable, successful, and long-lasting electric power resource is essential for several purposes. 36V LiFePO4 batteries, constructed with reducing-edge Lithium Iron Phosphate technology, are swiftly starting to be a top choice for gadgets and programs necessitating a secure and strong energy provide. From electrical autos and golfing carts to solar units and industrial equipment, these batteries deliver exceptional…

გაგრძელება

Alternative Methods to Get Currency

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: დეკემბერი 4, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

Unveiling Path of Exile: Affliction - A Journey into the Viridian Wildwood

Path of Exile, the beloved ARPG by Grinding Gear Games, continues its tradition of expansion and innovation with the highly anticipated release of Path of Exile: Affliction. Scheduled to launch on December 8, 2023, this expansion promises to deepen the game's immersive experience and provide players with exciting new challenges and opportunities. As we eagerly await the arrival of Affliction, let's delve into…

გაგრძელება

Qwelly World

free counters