ერთდღიანი მონარქია, დაუწერელი კონსტიტუცია, საზმაუ და მსოფლიო

      სამშაბათი კვირის ის სამუშაო დღეა, როცა უქმეების დასვენებიდან ორშაბათს უკვე სამუშაო განწყობა ბრუნდება და სამშაბათს კარგად არის გახურებული გული და გონება და აქტიურად ერთვება პროცესებში. დღევანდელი პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური სიახლეებიც მეტნაკლებად აქტიური იყო.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /20 ივნისი, 2017/

      ჯერ კიდევ, გუშინ ღამით, საინფორმაციო სააგენტოებმა დაიწყეს ვენეციის კონვენციის თარგმანი. რამდენიმე საკითხი დასკვნებიდან: ვენეციის კომისია - სასურველია მეორე პალატის შემოღება და ოპოზიციის როლის გაძლიერება. ვენეციის კომისია პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის მოდელს აკრიტიკებს. ვენეციის კომისია მართლმსაჯულებაში შესატან ცვლილებებზე რეკომენდაციებს იძლევა. ვენეციის კომისია - ყველა დაინტერესებულმა მხარემ უნდა სცადოს, ამ მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო რეფორმისთვის ფართო კონსენსუსს მიაღწიოს. შეფასებები დღეს დილიდან უკვე კეთდებოდა - მამუკა მდინარაძე - ეს არის ყველაზე პოზიტიური დასკვნა, რაც კი შეიძლებოდა ყოფილიყო ვენეციის კომისიის მხრიდან. ეკა მიშველაძე - მონარქიის თემის ერთდღიანი განხილვა, ალბათ, ერთდღიანი გაუგებარი პიარაქცია იყო.

      ვენეციის კომისიის დასკვნებთან, პირდაპირ არის მიბმული საარჩევნო სისტემაში დაგეგმილი სიახლეები - მამუკა კაციტაძე - საარჩევნო ბარიერის დაწევა პარლამენტში მრავალპარტიულობას გაზრდის, თუმცა შერეული სისტემა ხელისუფლებას მაჟორიტარების წყალობით დაუმსახურებელ უმრავლესობას უნარჩუნებს. ბაქრაძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე - შექმნილია ჩიხი, გვაქვს სრული ანტიკონსენსუსი. ამ შემთხვევაში ბარიერის დაწევა ემსახურება ტკივილის შემსუბუქებას. გია ხუხაშვილი - ბარიერის 3%-მდე დაწევა მოფიქრებულია იმისთვის, რომ პარტიებს ძვალი გადაუგდონ, რათა მთავარი სკანდალი გადაიფაროს. ისევ გია ხუხაშვილი - მაჟორიტარები არიან მიგრაციულ დეპუტატთა კოჰორტა, რომლებიც ერთადერთი მიზნით არიან პარლამენტში - თავისი ინტერესები გაატარონ. შალვა შავგულიძე - პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვას ფასი და წონა არ გააჩნია. „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს. დავით ბაქრაძე - საუბარი იმაზე, რომ ბარიერი ქვემოთ იწევს, ვერ ცვლის მთავარ სურათს, მთავარი სურათი კი ისაა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 8 წლით გადაიდო. დავით უსუფაშვილი - “ოცნებამ“ კონსტიტუციური პროცესი ბავშვურ ახირებას გადააყოლა - ესაა ვენეციის კომისიის მთავარი და მკაფიო დასკვნა. ისევ ყოფილი თავმჯდომარე - თუ “ოცნების” ლიდერებმა არ გაიაზრეს საით მიექანება პროცესები, საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლების მორიგ ხისტ ცვლილებას მივიღებთ. პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განსახილველად პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე უარს აცხადებს. უარის გარდა პრეზიდენტმა ესეც თქვა - სახელიდან „კონსტიტუციის ფუნდამენტური ცვლილებები“ ფუნდამენტური ცვლილება მივიღეთ მარტო პრეზიდენტის ინსტიტუტის შეკვეცის თვალსაზრისით. რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე პრეზიდენტის უარის მიუხედავად, პარლამენტს აქვს შესაძლებობა მომდევნო 48 საათის განმავლობაში შეიკრიბოს. პრეზიდენტი პარლამენტს მოუწოდებს, კონსტიტუციის უკეთესი ვერსია დაწეროს. გუშინ ხომ პარლამენტის თავმჯდომარე ამბობდა, პრეზიდენტი უარზეა, დღეს პირიქით ხდება - ეკა მიშველაძე - პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარესთან დებატებზე თანახმა იყო, თუმცა მათივე შემოთავაზებაზე მივიღეთ უარი. არჩილ თალაკვაძე - 2020 წლის არჩევნების შემდეგ აუცილებლად მოხდება გადასვლა პროპორციულ სისტემაზე. ისევ პრეზიდენტის ხმა - ეკა მიშველაძე - მთელმა პროცესმა გამოაჩინა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსესუსი მმართველ გუნდშიც კი არ არსებობდა. დავით მათიკაშვილი - სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ხელს არ უწყობს კონსტიტუციური ცვლილებების მიღების პოზიტიური პროცესის დასრულებას. სოზარ სუბარი - მთლიანობაში რეფორმები არის მოწონებული. რომან გოცირიძე - მთელი ის პროცესი, რომელიც ახალი კონსტიტუციის პროექტის მიღებას დასჭირდა, წყალში ჩაყრილია. რომან გოცირიძე - მთელი ის პროცესი, რომელიც ახალი კონსტიტუციის პროექტის მიღებას დასჭირდა, წყალში ჩაყრილია.

      არ დასრულებულა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე - აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით უმრავლესობა შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გეგმავს. ირაკლი კობახიძე - აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, ყველა საპარლამენტო ფორმატი იქნება გამოყენებული. გიორგი კვირიკაშვილი მუხთარლის საქმეზე - დავაცადოთ სახელმწიფო ინსტიტუციებს, ჩაატარონ საჭირო პროცედურები, წინასწარი დასკვნების გაკეთება არ იქნება სწორი. ლევან გოგიჩაიშვილი - გამოძიება აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით ძალიან მალე განცხადებას გააკეთებს. ზაქარია ქუცნაშვილი - შს მინისტრმა ბრძანა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არც ერთი ქვედანაყოფი აფგან მუხთარლის საქმესთან კავშირში არ არის. კობა ნარჩემაშვილი - იმ ეტაპზე, რა ეტაპზეც გამოძიებაა, მინისტრის პასუხები დამაკმაყოფილებელია. არჩილ თალაკვაძე - მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება არანაირი ფორმით არ იყო ჩართული აფგან მუხთარლის საქმეში. და ისევ - თუ დავრწმუნდებით, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიებამ რაღაც სამუშაო არ გასწია, შემდეგ შეგვიძლია ნებისმიერ სხვა ფორმატზე ვიმსჯელოთ.

      პრემიერი, ასევე აკეთებდა განცხადებებს მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით - გიორგი კვირიკაშვილი - მიწის საკუთრებაზე გარკვეული შეზღუდვები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს საფრთხეს არავითარ შემთხვევაში არ შეუქმნის.

      გუშინაც იყო აქციები და არ მიჩუმათებულა საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ მიმდინარე პროცესები. დღესაც - ეკა ბესელია - მაუწყებლობის კანონპროექტზე არასამთავრობოების გავრცელებული განცხადება იყო არაკორექტული, არასწორი და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი. ნინო ჯანგირაშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებელი ცდილობს, კომერციული ტელევიზიების მინდორზე გადმოვიდეს - კი ბატონო, მაშინ შეუწყდეს ბიუჯეტიდან დაფინანსება. არასამთავრობოებისა და კერძო მაუწყებლების ნაწილი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით კანონში დაგეგმილ ცვლილებებს აკრიტიკებს.

      ცხადია, მონარქიის თემა ერთდღიანი ვერ აღმოჩნდებოდა - ზაქარია ქუცნაშვილი - კონსტიტუციურ მონარქიასთან დაკავშირებით მსჯელობა პრემიერთან არ ყოფილა. მამუკა მდინარაძე - კონსტიტუციური მონარქიის საკითხი დღის წესრიგში არ დგას და პატრიარქის განცხადებას არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა. ირაკლი კობახიძე - გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება, ვიფიქროთ კონსტიტუციურ მონარქიაზე.

      ეკონომიკიდან ასეთი ამბებია, რომ კობა გვენეტაძე აცხადებს - ჩვენი ქვეყნისა და საფინანსო სისტემის მიმართ უცხოელ ინვესტორთა და საფინანსო ინტიტუტების ნდობა იზრდება.

      იუსტიციაშიც არის სიახლეები - "ევროპული საქართველო" იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს.

      კიდევ ერთი აქტუალური საკითხია ციანიდი - ადვოკატი - დეკანოზ გიორგი მამალაძესთან გუშინ მამა იაკობი იყო შესული, მისი მოთხოვნა ზიარების თაობაზე სავარაუდოდ დაკმაყოფილდება.

      დაკავებულებზე კი, მაგრამ კაი ხნია დაკავებებზე აღარ დაგვიწერია. სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 4 საჯარო მოხელე და კერძო კომპანიების ხელმძღვანელები დააკავა. და ამათ გარდა, ყალბი დასკვნის გაცემის ფაქტზე, ექსპერტებიც მიაყოლა. პროკურატურამ პირს, რომელმაც ცხოველი სასტიკად აწამა, ბრალი წარუდგინა. იყო საზღვარგარეთ დაკავებაც - სტამბოლის პოლიციამ საქართველოს კიდევ ხუთი მოქალაქე დააკავა.

      ჯერ კიდევ გუშინ ვსაუბრობდით ევროპა-ამერიკის მიერ, რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებზე. ეს თემა კიდევ გრძელდება - საგარეო საქმეთა სამინისტრო - ჟენევის მოლაპარაკებების მთავარი საკითხები იქნება რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღება და შესრულება.

      თავის მხრივ, რუსეთი - დიმიტრი პესკოვი - კრემლი იმედოვნებს, რომ დონალდ ტრამპი ოფიციალურ კიევს მინსკის შეთანხმებების შესრულების საჭიროებაზე მიუთითებს. შეგახსენებთ, დღეს ტრამპის და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა. პეტრო პოროშენკო - აშშ-ს მხრიდან მივიღეთ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მტკიცე მხარდაჭერა.

      ამერიკა და ჩრდილოეთ კორეა (დაიძაბა) დონალდ ტრამპი - ოტტო უორმბირის სიკვდილზე პასუხისმგებლობა ჩრდილოეთ კორეის მთავრობას ეკისრება. ვინ რის ოტო და - ჩრდილოეთ კორეაში დაკავებული 23 წლის ამერიკელი სტუდენტი ოტტო უორმბირი, რომელსაც „მძიმე სამუშაო“ ჰქონდა მისჯილი, გარდაიცვალა. რექს ტილერსონი - პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ჩრდილოეთ კორეას ოტტო უორმბირის დაპატიმრებაზე და სხვა სამი ამერიკელის გათავისუფლებას მოვითხოვთ.

      ისევ არეულობაა ვენესუელაში - ანტისამთავრობო აქციაზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

      საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ემანუელ მაკრონს მიმართა, არ მოხდეს ახალ მთავრობაში მისი ხელახლა დანიშვნა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 203

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ივნისი, ნიუსები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters