მეფის აღზევება, პრეზიდენტ-პარლამენტის კინკლაობა, ვენეციური დაგვიანება, ციანიდი და ჟურნალისტი მერად

      კვირის დასაწყისი, გასული უქმეების ამბების გამოძახილებით დაიწყო და მთელი დღის მთავარი მოტივი და საინფორმაციო ამბების თუ სოციალური ქსელების განხილვის თემატიკა გახდა. ასევე ახალდაწესებულია ჩვენს ქვეყანაში, უფრო სწორედ, სულ ორჯერ აღინიშნა და გეტყვით, რომ 19 ივნისი მამის დღეა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /19 ივნისი, 2017/

      გუშინ, საკვირაო ქადაგებისას, პატრიარქი ილია მეორე, რამდენიმე თემას შეეხო, მაგრამ მათ შორის ყველაზე რეზონანსული გახდა მონარქიის აღდგენის თუ შექმნის იდეა - კონსტიტუციურ მონარქიას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში. ამ თემის გარშემო იმდენი მოსაზრება გამოითქვა მთელი დღის განმავლობაში რომ ერთ დიდ აბზაცად წარმოგიდგენთ: გია ვოლსკი - მონარქიის აღგენა საქართველოსთვის პოზიტივის მომტანი იქნება, საკონსტიტუციო მონარქიასთან დაკავშირებით პლებისციტზე, ან საკონსტიტუციო პროექტში შეტანაზე დღესდღეობით საუბარი არ არის. მამუკა მდინარაძე - საკონსტიტუციო მონარქიის აღდგენასთან დაკავშირებით პატრიარქის დამოკიდებულება პატივისცემას იმსახურებს - არაფერია გამორიცხული. საკონსტიტუციო მონარქია ხიბლს, ინდივიდუალობას შეგვმატებს. ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო მონარქიაზე - ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა გვექნება, რაც ბრძანა პატრიარქმა, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტებაა. მმართველი გუნდი საკონსტიტუციო მონარქიის თემაზე პატრიარქთან შეხვედრას გეგმავს. ალექსანდრე ჯეჯელავა - საკონსტიტუციო მონარქიის საკითხზე მთავრობის პოზიცია იქნება ქართველი ხალხის ნებიდან გამომდინარე. რომან გოცირიძე - ხელისუფლება მოიცვა სიბნელემ და საქართველოს მმართველობას შეიძლება ვუწოდოთ ქაჯურ-დემოკრატიული და ასევე რომანი - უმრავლესობამ იკითხოს, თორემ გოცირიძეები რაჭის აზნაურები იყვნენ და 200 ყმა გვყავდა. ირაკლი კობახიძე და ეკა ბესელია პატრიარქს შეხვდნენ. გიგი უგულავა - ასეთი მზარდი ხარჯის შემოღება არის ამორალური - ჩვენს დღევანდელ პრობლემებს ვერც მეფე უშველის და ვერც ამირსპასალარი. 10-15 მილიონი დასჭირდება ამ წმინდა ოჯახის შენახვას. მმართველ გუნდში არ გამორიცხავენ, რომ საკონსტიტუციო მონარქიასთან დაკავშირებით პლებისციტი ჩატარდეს. ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის პატრიარქის თითოეულ სიტყვას, თითოეულ მოწოდებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. გიორგი კვირიკაშვილი - პატრიარქის განცხადების საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირება არასწორად მოხდა. ზაზა ხუციშვილი ირწმუნება, რომ მომდევნო 2 კვირის განმავლობაში პარლამენტში საკონსტიტუციო მონარქიასთან დაკავშირებული საკითხი არ წამოიწევს. ეკა ბესელია - საკონსტიტუციო მონარქიებში ვიცით თუ როგორი სტაბილურობაა. დავით დარჩიაშვილი - მონარქიის აღდგენით ქვეყანაში ჩემი ცოლის დაქალების პერსონაჟი გაჩნდება. სალომე ზურაბიშვილი - მონარქია ევროპაში შესვლის, ტერიტორიათა შემოკრების ერთადერთი გზაა. ენძელა მაჭავარიანი - ისე იქნება, როგორც ხალხი, პატრიარქი და უფალი გადაწყვეტს. დეკანოზი თამაზი - მეფე უნდათ იმიტომ, რომ საკუთარი პასუხისმგებლობა მიწაში ჩაფლან. მამა ილია - ხალხი გაჭირვებული, უყველაფრო და უსამსახუროა, რა დროს მეფობანაა?! პრემიერი კონსტიტუციურ მონარქიაზე - ნაჩქარევი ნაბიჯები არ გვმართებს.

      კონსტიტუცია კარგად არ განხილულაო და პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსტიტუციური პროექტის პრეზიდენტის სასახლეში განხილვის ინიციატივით გამოდის. კატა-თაგვობანას თუ კატა-ძაღლობანას თამაშია, მაგრამ რა ვქნა, პრეზიდენტი იტყვის და პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს ხოლმე ან პირიქით და აქაც, ეს რეჟიმი უნდა გავაგრძელო - პრეზიდენტის ადმინისტრაცია VS პარლამენტი. პრეზიდენტის მთავარი ოპონენტი, ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტი არ არის მოწოდებული, ხელი შეუწყოს კონსენსუსის ჩამოყალიბებას. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა უარი თქვა შეთავაზებაზე, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ღია ეთერში საზოგადოების წინაშე ერთად ემსჯელათ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ. ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებების პირდაპირ ეთერში განხილვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტმა თავი აარიდა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ შეთავაზებას. ფიქრია ჩიხრაძე - ჩვენ მზად ვართ, რომ კონსენსუსისკენ გადავდგათ ნაბიჯები, ამ დროს ვისმენთ კომკავშირულ ტონალობაში გაკეთებულ განცხადებებს. ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტი შევიდა ჩიხში და ამის შედეგია ის, რომ მან უარი თქვა ჩვენს შეთავაზებაზე. ირაკლი კობახიძე - ბუნებრივია, პრეზიდენტს გაუჭირდება, დაჯდეს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად და ისაუბროს, რა მართალი იყო პარლამენტი. ალექსანდრე ჯეჯელავა - მე მომეწონა ინიციატივა, რომ პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა ღია ეთერით მომხდარიყო. გია ვოლსკი - ნუ დაარქმევს პრეზიდენტი ტელეშოუს პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზებას, რადგან ასეთი „ტელეშოუ“ მიღებულია განვითარებულ დემოკრატიაში.

      მთელი დღის კიდევ ერთი მთავარი სიახლე იყო ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნები, რომელიც როგორც წინა დღეებში ანონსდებოდა, სწორედ დღეს უნდა გამოქვეყნებულიყო. მთელი დღის განმავლობაში, დასკვნა ვერ ვნახეთ - მხოლოდ შეფასებები ისმოდა. ამ ბლოკის საკითხები: ვენეციის კომისიის მდივანი - არის საკითხები, რომელიც ჩვენთვის დამაფიქრებელია. ირაკლი კობახიძე - ვენეციის კომისია საკონსტიტუციო პროექტზე საბოლოო დასკვნას ოქტომბერში გამოაქვეყნებს. ირაკლი კობახიძე - ვენეციის კომისიამ დაადასტურა, რომ ჩვენი კონსტიტუციის ახალი რედაქცია კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან შესაბამისობაშია. ჩვენ შევასრულეთ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების წინაშე ჩვენი დანაპირები. რომან გოცირიძე - საპარლამენტო უმრავლესობამ ვენეციის კომისიის დასკვნა გადამალა. ზვიად კვაჭანტირაძე - ვფიქრობ, არ გვექნება არანაირი გადახვევა იმისგან, რაც უკვე შევათანხმეთ ვენეციის კომისიასთან. ვენეციის კომისიის დასკვნა ვერა, მაგრამ კიდევ ერთი განცხადება ვნახეთ - ვენეციის კომისია - ყველა დაინტერესებულმა მხარემ უნდა სცადოს, ამ მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო რეფორმისთვის ფართო კონსენსუსს მიაღწიოს. ლევან ბოძაშვილი - ვენეციის კომისიის არც ერთ მანამდე არსებულ დასკვნაში ასეთი დადებითი შეფასება საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ჰქონია. ირაკლი კობახიძე - ვენეციის კომისიის დასკვნაში აისახა, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია ძალიან დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას აყალიბებს. საბოლოოდ, ვენეციის დასკვნებს ოქტომბერში გავიგებთო კობახიძემ. 

      როგორც ხშირად ხდება, ჰიპერაქტიურ პარამენტის თავმჯდომარეს, ცალკე ბლოკი უნდა დაეთმოს - ირაკლი კობახიძე - პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა შეიძლება მოხდეს არა 2020, არამედ 2024 წლიდან. ბონუსი იმოქმედებს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. ისევ კობახიძე - მოსამართლეთა გამოსაცდელი - ე.წ. პრობაციის ვადა 2025 წლამდე იმოქმედებს, შემდეგ კი, სრულად უვადოდ გამწესების წესი ამოქმედდება. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსენსუსის მიღწევას ჩვენი თანაგუნდელების ხარჯზე ვერ დავიწყებთ. კონსტიტუციის გარშემო კონსენსუსი აუცილებლად შედგება. მას არც აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დავიწყებია - აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, ყველა საპარლამენტო ფორმატი იქნება გამოყენებული. ირაკლი კობახიძე - ჩამოვყალიბდით, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით.

      პრემიერიც მოხვდა ობიექტივში - გიორგი კვირიკაშვილი - დღეს უკვე ყველა ხედავს იმ სიკეთეებს, რაც ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს მოაქვს. ევროპული ინტეგრაცია არის ქართველი ხალხის არჩევანი, რომელმაც სიკეთე და კეთილდღეობა უნდა მოუტანოს თითოეულ მოქალაქეს. კიდევ რაზე ისაუბრა დღეს კვირიკაშვილმა - მიწის საკუთრებაზე გარკვეული შეზღუდვები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს საფრთხეს არავითარ შემთხვევაში არ შეუქმნის. მუხთარლის საქმეზე - დავაცადოთ სახელმწიფო ინსტიტუციებს, ჩაატარონ საჭირო პროცედურები, წინასწარი დასკვნების გაკეთება არ იქნება სწორი. პატრიარქის განცხადებაზე - ვფიქრობთ, ძალიან დადებითი იქნება, ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით ასეთი მსჯელობა რომ შედგეს.

      გვისმენენ თუ არა, ან უნდა გვისმენდნენ თუ არა - კანონპროექტთან დაკავშირებით - პრეზიდენტი ე.წ. მოსმენების კანონის პაკეტთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის სტატუსით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. ხვდებით ალბათ, ამ განცხადებას ვინც გამოეხმარებოდა - ირაკლი კობახიძე - ”სასამართლოს მეგობრის” სტატუსი პრეზიდენტის ინსტიტუტთან შეუთავსებელია - პრეზიდენტი რომ გამოდის სასამართლოს მეგობრის სტატუსით, ეს არის შეუთავსებელი სამართლებრივ პრინციპებთან.

      ციანიდიანი ხმაური ისევ ბრუნდება დღის წესრიგში - თორნიკე მამალაძე - დღეს ვაცლით და მერე საპატრიარქოსთან დავდგებით ოჯახის ყველა წევრი მამა გიორგის მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, ვიდრე არ მიგვიღებენ. დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი პატრიარქთან შეხვედრის მოთხოვნით თბილისში. დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატრიარქი დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახს 21 ივნისს შეხვდება. მამა მიქაელ ბოტკოველი - დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების განცხადებები უკიდურეს კადნიერებად მიგვაჩნია და კატეგორიულად მიუღებელია. თორნიკე მამალაძე - პატრიარქს მამა გიორგის შეწყალებას არ ვთხოვთ. სიახლეებია თავად საქმის წარმოებიდან - დაკავებული დეკანოზის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გიორგი მამალაძე ამბობს, რომ ციანიდის სახელით ცნობილი საქმე, პატრიარქის მდივან რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის და ქორეპისკოპოსის იაკობის მიერაა დადგმულო, ხოლო სცენარის განხორციელებაში მათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე იოსებ გოგაშვილი დაეხმარა.

      ემოციურად წავიდა ჟურნალისტიკიდან ზაალ უდუმაშვილი და შეერთო იგი ნაციონალურ მოძრაობას - ზაალ უდუმაშვილი - ვაპირებ თბილისის მერის არჩევნებში დავამარცხო ივანიშვილის კორუმპირებული და ანტიდემოკრატიული რეჟიმი.

      კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის საქმიდან - სოსო ოსორაულის მეგობრის ინფორმაციით, ქართველი მფრინავის სანაცვლოდ ამბოხებულები ერთ-ერთი გენერლის გათავისუფლებას ითხოვენ.

      აუდიტი კვლავ გამოჩნდა ნიუსებში - ლაშა თორდია - პარტიების დაფინანსების მონიტორინგი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფუნქცია არ უნდა იყოს. პარლამენტის თავმჯდომარე - პარტიების ფინანსური მონიტორინგი აუდიტის სამსახურში უნდა დარჩეს და ამ კუთხით ცვლილებებს არ მივესალმები.

      ქვეყნის მთავარი სტატისტიკოსის მონაცემები - საქსტატი - 2017 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5,1 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა. საქსტატი - 2017 წლის იანვარ-მაისში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.9%-ით მეტი შეადგინა.

      როგორც იქნა, სააპელაციოს თავმჯდომარეც დანიშნეს - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ მერაბ გაბინაშვილი დაინიშნა.

      სპორტული საქართველოდან - ავთანდილ ხურციძეს დროებითი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს.

      სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე მომზადებულ პროექტს დღეს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს.

      საბაჟოზე დაკავებები გრძელდება - საბაჟო წესების დარღვევით დიდი ოდენობით საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

      ლუქსემბურგში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძე დანიელ კოლეგას შეხვდა.

      ერთობა პარლამენტიც - GIPA-სა და საქართველოს პარლამენტის წევრებს შორის ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გაიმართა.

საზღვარგარეთულები

      ევროკავშირიდან კი გავიდა და ყურადღების ცენტრიდან ვეღარ - ლონდონში მომხდარი შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა. ტერეზა მეი - ლონდონის პოლიცია მომხდარ შემთხვევას განიხილავს, როგორც "პოტენციურ ტერაქტს". ლონდონის მერი - ეს იყო აშკარა და განზრახ განხორციელებული თავდასხმა უდანაშაულო ლონდონელებზე. ლონდონის პოლიცია მეჩეთთან ახლოს მომხდარ შემთხვევას ტერაქტის კვალიფიკაციას აძლევს.

      ამასობაში საფრანგეთმა კიდევ ერთი არჩევნები გადააგორა - საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონის პარტიამ აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა. მარინ ლე პენი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატად პირველად აირჩიეს. საფრანგეთის მთავრობა გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებს.

      იტალიის პოლიციამ „ისლამური სახელმწიფოს“ იდეების პროპაგანდისთვის 29 წლის ერაყელი დევნილი დააკავა.

      მეზობელ დათვს ევროპა ისევ არ წყალობს - ევროკავშირის საბჭომ რუსეთის მიმართ შემზღუდველი ზომების მოქმედება გაახანგრძლივა. არც ამერიკა - აშშ-ის სენატმა კანონპროექტი მიიღო, რომლითაც ევროპაში, მათ შორის, საქართველოში რუსეთის ქმედებებს გმობს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 202

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ივნისი, ნიუსები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters