უსუფაშვილის დაბრუნება, ვენეციელი კომისრები, მაჟორიტარიზმი, რეაბილიტაცია და ხალხის მაუწყებელი

      უქმეების წინა დღე ყოველთვის ასეთი მშვიდია, ფაქტობრივად რამდენიმე საათით ადრე იწყება უქმეობა და უსაქმობა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /16 ივნისი, 2017/

      დილა დაიწყო გუშინდელი ამბების გამეორებით - პეკინზე გზა უნდა გაკეთდეს და მოძრაობა ხდება ცალმხრივი, ჰოდა, მერიამ პეკინის ქუჩაზე მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით, „თბილისის მიკროავტობუსი“ მიკროავტობუსების მოძრაობის მიმართულება გამოაქვეყნა. ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ პეკინის გამზირზე მასშტაბურ სამუშაოებს განახორციელებს. სამუშაოები უკვე დაიწყო და პეკინი უკვე გადაიკეტა, დღეს 21 საათიდან. დავით ნარმანია - პეკინის გამზირის გზის რეაბილიტაციის პროექტი 10 სექტემბრამდე დასრულდება.

      რესპუბლიკელებს გამოყოფილი უსუფაშვილი ახალ მოძრაობას ქმნის - დავით უსუფაშვილი ცენტრისტული მიმართულების ახალი პოლიტიკური ძალის პრეზენტაცია გამართა. ლევან ალაფიშვილი - დავით უსუფაშვილის საინტერესო ინიციატივას ჩემი მხარდაჭერა აქვს და სხვებსაც მოვუწოდებ, დაინტერესდნენ და მხარი დაუჭირონ. დავით უსუფაშვილის პოლიტიკურ გუნდში ნინო გურიელი და ალუდა გოგლიჩიძე იქნებიან. დავით უსუფაშვილის პოლიტიკურ გუნდში თეოლოგი ლევან აბაშიძეც იქნება. როგორც ჩანს, ანა დოლიძესაც შესთავაზა უსუფამ გუნდის წევრობა - ანა დოლიძე დავით უსუფაშვილისგან თბილისის მერის არჩევნებში კენჭისყრის შეთავაზებაზე - ამ ეტაპზე არ ვფიქრობ არავითარ პოლიტიკურ ნაბიჯზე. საბოლოოდ, დღეს დავით უსუფაშვილმა "შენების მოძრაობა" დააფუძნა ლოზუნგით ”რაც კარგია, ვუვლით, რაც ცუდია, ვცვლით, რაც გვაკლია, ვქმნით”. დავით უსუფაშვილმა ”შენების მოძრაობის” წევრები წარადგინა - ბევრნი არიან, ამიტომ მხოლოდ პროფესიებით შემოვიფარგლები - ფიზიკოსი, თეოლოგი, რელიგიის საკითხთა ექსპერტი, საერთაშორისო სამართლის მაგისტრი, განათლების პოლიტიკის ექსპერტი, მოჭადრაკე, ეკონომიკის და სახელმწიფო მართვის მაგისტრი, იურისტი, ბიზნესმენი, ეკონომისტი, ისტორიკოსი, საჯარო მმართველობის მაგისტრი, ჯანდაცვის სისტემების მენეჯერი, კიბერნეტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტილოგია - მოკლედ, თითქმს ყველა სფეროს სპეციალისტი გამოძებნა. დავით უსუფაშვილი - ჩვენთან ერთად გაიმარჯვებს ყველა ის მოქალაქე, რომელიც დაიღალა სახელმწიფობანას თამაშით, ჩვენს გამოცდილებას მომავალი თაობის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას მოვახმართ. გია ხუხაშვილი დავით უსუფაშვილის მოძრაობაზე - ქართველ ამომრჩეველს ეს ადამიანები უკვე გატესტილი ჰყავს და მაინცდამაინც მოხიბლული არ არის.

      დავუბრუნდეთ ვენეციის კომისიას, რომელსაც იმაზე მეტი მკითხველი ჰყავს, ვიდრე ვენეციელ ვაჭარს - ანა დოლიძე - ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნაში რადიკალურ ცვლილებებს არ ველოდები. თამარ ჩუგოშვილი - ჯანი ბუკიკიოს შეფასებით, საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები, ისევე როგორც სხვა ცვლილებები, სრულად შეესაბამება მათ რეკომენდაციებს. ტომას მარკერტი - დარწმუნებული ვარ, რომ ერთად კარგ გადაწყვეტილებებს გამოვძებნით საქართველოს მომავლისთვის. ირაკლი კობახიძე და თამარ ჩუგოშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტსა და მდივანს შეხვდნენ. რომან გოცირიძე - ვენეციის კომისიის კომპრომისი გამოწვეულია ხელისუფლების სიჯიუტით და ალბათ მუქარით, რომ ის პროპორციულ სისტემაზეც უარს იტყოდა. ჯანი ბუკიკიო - საკონსტიტუციო რეფორმა კარგი, წინ გადადგმული ნაბიჯია, საქართველო უახლოვდება ძალიან კარგ კონსტიტუციას. ირაკლი კობახიძე - ვენეციის კომისიამ დაადასტურა, რომ ახალი დოკუმენტი სრულ შესაბამისობაშია იმ პრინციპებთან, რომლებიც დემოკრატიულ კონსტიტუციას საფუძვლად უნდა დაედოს. ანა დოლიძე - ვენეციის კომისია მოუწოდებს საქართველოს, კონსენსუსში მონაწილეობა ყველა მხარემ მიიღოს. ჯანი ბუკიკიო - თქვენ გჭირდებათ რაც შეიძლება ფართო კონსენსუსი და ვფიქრობ, საქართველოს პარლამენტი ყველაფერს აკეთებს ამის მისაღწევად. ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, გადახედოს პარლამენტის ფორმირების წესებს, რათა პარლამენტში პლურალიზმი გაიზარდოს.

      მანდატებზე გუშინაც ხომ მოგახსენეთ - ეკა ბესელია - მანდატების გადანაწილების საკითხზე მსჯელობა სამ სხვადასახვა ფორმულაზე მიმდინარეობს. რომან გოცირიძე - ბარიერგადალახულ პარტიებზე მანდატები პროპორციულად უნდა გადანაწილდეს. მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიასთან ე.წ. გადაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესი შეათანხმა, რაც თავის მხრივ, ზედა და ქვედა ზღვარის შემოღებას გულისხმობს. ზაქარია ქუცნაშვილი - პირველ ადგილზე გასული პარტია ე.წ. ბონუსთან ერთად ჯამში 89 მანდატზე მეტს ვერ მიიღებს. არჩილ თალაკვაძე - პირველ ადგილზე გასული პარტია ”ბონუსის” გამოყენებით შევსებას მხოლოდ 89 მანდატამდე შეძლებს - ზედა ჩამკეტი არის 89 მანდატი.

      აქცია “საზმაუ ჩვენია” – პირველ ტელევიზიასთან - „პროფკავშირების“ წარმომადგენლები “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის გამართვას ითხოვენ. თამარ კორძაია - „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაწყვეტილებები ერთი პოლიტიკური გუნდის ინტერესების გახმოვანებას ემსახურება. სერგო რატიანი ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს - ბუნებრივია, ნდობა არ გექნებათ, რადგან თქვენი ტელევიზია გახდა ჩვეულებრივად პოლიტიკური პროექტი. თავდემები და რესპუბლიკელები: GPB-ის მენეჯმენტმა სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო. თავისუფალი დემოკრატებისა და რესპუბლიკური პარტიის განცხადებით, "საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ მიიღო სამარცხვინო გადაწყვეტილება, დახუროს სწორედ ის გადაცემები, რომელთა შენარჩუნება პრინციპულად აუცილებელია საზოგადოებრივი მაუწყებლის დანიშნულების შესრულებისთვის. ენძელა მაჭავარიანი - GDS-ის თანამშრომლები სიცოცხლესა და სანდოობას შემატებენ საზმაუს და ასევე ქალბატონი ენძელა - გოგი გვახარიას ადგილი ყოველთვის არის ნებისმიერ ტელესივრცეში. გოგი გოგელია - პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე გვთხოვდნენ გვახარიას გადაცემის დახურვას. ია ანთაძე - "წითელი ზონის" დახურვას კომიტეტის სტუმრები ითხოვდნენ.

      ჩვენი ფულის მთავარ საცავზეც - ეროვნულ ბანკზეც დავწეროთ რამე - ირაკლი კოვზანაძე - დღეს საქართველოს ეროვნულ ბანკს კვალიფიციური მენეჯმენტი ჰყავს. საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2016 წლის ანგარიში დაამტკიცა.

      დაშლილი ოპოზიცია აგრძელებს ოპოზიცირებას - ”ნაციონალური მოძრაობა” - კომპანიების „ჯორჯიან მანგანეზის“, „ტერაბანკის“ „ფილიპ მორისის“ „ბრითიშ ამერიქან თობაქოს“ წინააღმდეგ ზეწოლა ხორციელდება.

      დეკრიმინალიზაცა, ლიბერალიზაცია და ასეთებისკენ - პარლამენტმა კანაფის დათესვისა და მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმებას მხარი დაუჭირა. კიდევ რა გააკეთა დღეს საკანონდემბლო ორგანო და ის ქნა, რომ პარლამენტმა მიწის უცხოელებისთვის მიყიდვაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

      რას ვჭამთ და როგორს - ანგარიშის მიხედვით, სურსათის უვნებლობის რეგულირების კუთხით კვლავ არსებობს რამდენიმე სფერო, რომელზეც მეტი ყურადღების გამახვილებაა საჭირო.

      აზერბაიჯანელები ბოლო დროს ძალიან აქტიურად არიან ჩვენს ნიუსებში - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტზე აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დააკავეს. და აქვე მუხთარლის საქმეც - აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო - აფგან მუხთარლის საქმეზე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს.

      ბლუზის მოყვარულებს გავაზარებ - ბლუზვილიჯში საქართველოში პირველი საერთაშორისო ბლუზფესტივალი იხსნება. ჰო მართლა, ბლუზამდე, დღეს მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air გაიხსნა.

      "ინტერნეიშენალ სოქერ ჰაუსმა" საფეხბურთო კლუბი ქუთაისის "ტორპედო" 300 000 ლარად შეიძინა.

      ბრიტანელების გვერდშიდგომა ჩვენს სახელმწიფოს - ჯასთინ მაქენზი სმითი - დიდი ბრიტანეთის თანადგომა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ სალი კლდესავით მტკიცეა. გიორგი კვირიკაშვილი - გაერთიანებული სამეფო იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა.

საზღვარგარეთულები:

      ბრიტანელები ვახენე და ეგენიც ვერ დალაგდნენ, ამ ტერაქტებმა, მერე კორპუსის დაწვამ (ლონდონის „გრენფელ თაუერში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა), თითქოს მწყობრიდან გამოიყვანა ქვეყანაო - „ბრექსითის“ საკითხზე მოლაპარაკებების დაწყება ორშაბათიდან იგეგმება.

      გავაგრძელოთ უცხოეთის ამბები და როგორც წესი, ყველაზე ხმაურიანია ხოლმე ტერაქტები - ქაბულში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

      გუშინდელი ვისაც ახსოვს - ამერიკაში ერდოღანის დაცვის წევრები დააკავეს. ჰოდა თურქეთიდან პრეზიდენტმა შეუთვალა - რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი პასუხს გასცემს აშშ-ს ჩემი დაცვის წევრების დაკავების ორდერის გაცემის გამო.

      თურქეთის პოლიციამ დღეს „აზია ბანკის“ 42 თანამშრომელი დააკავა.

      დონალდ ტრამპი - ჩემი „რუსეთთან შეთქმულების“ გამოძიების შვიდი თვის თავზე ვერავინ შეძლო მტკიცებულებების წარდგენა - სამწუხაროა. ტრამპის ადმინისტრაციამ ობამას პრეზიდენტობის დროს მიღებული მორიგი კანონი გააუქმა.

      ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანი მზად არის ევროკავშირთან ურთიერთობები გააღრმაოს.

      უცხოეთის ამბებში, აჯერად რუსეთის ეკლესიის მეთაურიც მოხვდა - პატრიარქი კირილი - როდესაც ტაძრებს მთელი აღლუმი აქვთ ძვირადღირებული ლიმუზინებისა, ეს, რა თქმა უნდა, ადამიანებში რეაქციას იწვევს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 206

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ივნისი, ნიუსები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

Qwelly World

free counters