მძიმე კვირის მძიმე დასასრული პოლიტიკურ ველზეც. მძიმე სანიკიძემ ჯერ იყოდა მძიმე გინება გამოუწერა პრემიერს, შემდეგ კი თავადაც არანაკლები გინება და ცემა-ტყეპა იგემა. ასეთია ჩვენი პოლიტიკური ელიტის სახე უმაღლესი ტრიბუნებიდან. დღის მთავარი თემაც ეს იყო - პრემიერის საპარლამენტო გამოსვლა და პასუხებით კინკლაობა, მერე ჩხუბები, მერე საგარე საქმეთა მინისტრების ბლოკები - ჩვენის პარლამენტში და გერმანიისა უმაღლეს შეხვედრებში და ა.შ. დღეს 1 აშშ დოლარის…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 24, 2023 წელი. 11:24pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღეს ძალიან ოპოზიციური დღე გამოდგა - კრიტიკა, ლანძღვა, მუქარა, ზოგჯერ შიდა გაურკვევლობებიც, მოკლედ, ვრცელი ოპობლოკი შეგვხვდა. ამას გარდა, აქტუალური იყო პრემიერის ინტერვიუ, ოლიგარქიაზე კანონი, კეზერას მსჯავრი, აგენტურა და სხვა ამბები, ზოგი ევროპიდან ზოგი შინიდან. პუტინის და სი ძინპინის შეხვედრაც მსოფლიო აქტუალურობის წრეშია. ახლა კი ტრამპის დაკავება ფეთქდება. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5762 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 21, 2023 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ახალი კვირა ახალი მინისტრით უნდა დაიწყოო ჩვენს წინაპარ პოლიტიკოსებს უთქვამთ რიტორიკაში. განათლების მინისტრი შეიცვალა და ამიერიდან ჩხენკელის ნაცვლად ამილახვარი გვიმინისტრებს. მიშას ჯანმრთელობის აქციებიც დაბრუნდა და სხვა აქციებიც დაანონსდა - 9 აპრილს. პროკურატურაც მეინსრიმობდა დღეს და ოცნებიდან წასული დეპუტატებიც. ჯანდაცვა და ტრადიციულად პოლიტიკური საკინკლაო ამბებიც მრავლად არის. ჩინეთის პრეზიდენტი რუსეთში ვლადიმერ პუტინს შეხვდა. დღეს 1 აშშ…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 20, 2023 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
წლის მთავარ კინომოვლენა-კინოდაჯილდოება, ოსკარი 2023, გასულ კვირას შედგა. არაფრით გამორჩეული, დასამახსორებელი და აჟიოტაჟგამომწვევი არ გამოდგა. მეტნაკლებად წინასწარგანსაზღვრული შედეგებით დასრულდა ნომინანტებს შორის გამარჯვებულების გამოვლენა, თუმცა რაც არ კარგავს აქტუალობას, ვარსკვლავთა ტანზე მორგებული კაბები - ტრადიციულად, ლუის ვიტონი, არმანი, დოლჩე გაბანა, ელი სააბი, დიორი, ვალენტინო და ა.შ. და ა.შ. ტრადიციულად ვიწყებთ ნიკო კიდმანით:…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: მარტი 18, 2023 წელი. 7:49pm —
არ არის კომენტარები
_______________
თითქმის საუკუნოვანმა კინოდაჯილდოების ამერიკულმა ცერემონიამ დღეს გამთენიისას 95-ედ გამოავლინა საუკეთესოები. ყველაფერი ტრადიციულად შედგა - ამერიკა, კალიფორნია, ლოს ანჯელესი, დოლბის თეატრი. წამყვანის შერჩევაზე, მავერიკის სტილში, რაღაც სახუმარო ვიდეოც კი გადაიღეს, თუ როგორ შეარჩიეს წამყვანად ჯიმი კიმელი. ომი…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 13, 2023 წელი. 7:36pm —
3 კომენტარი
________________
აგენტების ამბავი ისევ გამოურკვეველი დარჩება, რადგან გამჭვირვალობის კანონპროექტი ჯერ გაიწვიეს, მერე პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს და ჩააგდეს. ახლა კიდევ ერთი თვე, არ უნდა შეაბრუნონ, თორემ განახლდება განხილვები უპრობლემოდ. ვიღაც გამარჯვებას ზეიმობს, ვიღაც დამარცხებას. ევროკავშირში ცხადია არ შეგვიყვანეს, მაგრამ ტაში დაგვიკრეს. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5925 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 10, 2023 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
„გამჭვირვალე“ კანონის უკან გაწვევას დაპირდნენ აქციის მონაწილეებს და დღევანდელი დღე გამარჯვებად მოინათლა. მაგრამ პარლამენტის წინ აქცია მაინც დაანონსდა და ამ წუთებშიც კი იმართება, რადგან დაპირების შესრულებას სახლში ვერ დაველოდებით, ვაითუ მოგვატყუონო. დღის მთავარი ამბავი, ცხადია 7-8 მარტის აქციები იყო, მისი დარბევები და მიღებული შედეგები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5933 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 9, 2023 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
მარტი აქციების და გამოუსადეგარი კანონის მიღების და მერე გაპროტესტების თვე იქნება. ასეთია ბოლო ორი დღის ქრონიკით დანახული უახლოესი დღეები. გუშინ და დღეს გამართული აქცია, ჯერ-ჯერობით კვლავ სპეცრაზმის ძალით, წყლის ჩავლით, სპრეით და მისთანებით იშლება. დღის მთავარი თემაც სწორედ ესაა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6009 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 8, 2023 წელი. 11:30pm —
2 კომენტარი
________________
როცა გაუგებარი მოტივის კანონის მიღებას გადაწყდა, ხმა ძალიან შორს გაისმა და დავიდარაბა ატყდა პარლამენტშიო. ასეთი ბოლო დღეების საერთო შეფასება. დიახ, „აგენტები კანონად“ მონათლული პროექტი საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა და არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, მთელი მსოფლიოს ყურადღებაც კი მიიპყრო (იმ მსოფლიოსი, რომელიც ისედაც ყურადღებით გვიყურებს ხოლმე). იყო კომენტარები, ვითომ გახილვა, იყო ჩხუბი, ცემა-ტყეპა, გამოძევება და აქციები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 6, 2023 წელი. 11:00pm —
2 კომენტარი
________________
გაზაფხული შემოვიდა ლენ-ის გარეშე რადგან მთელი დღის მოღრუბლულობას წვიმა აკლდა მხოლოდ. სიახლეებში კი აგენტების თუ გრანტისმიმღებლების გამომზეურების კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის დაწყება მეინსტრიმობდა. ცოტა ომბუდსმენის კანდიდატი იოსელიანი, საქსტატი და პოლიციის მუშაობის მცირე ანგარიში. პარლამენტში ჯარისკაცების ბედზეც წუხდნენ და ცოტა განათლებაზეც იფიქრეს - ეროვნულებზე რეგისტრაცია იწყება ხვალ. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6127…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მარტი 1, 2023 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ზამთარი მიილია. კიდევ ერთი ხანდახანსიცივეშეპარული ზამთარი. მომდევნო დღეები კი შედარები შხაპუნა იქნება, გაზაფხული წვიმებით დაიწყებაო ამბობენ სინოპტიკოსები. ქვეყნის გარეთ თუ უკრაინის ამბავია აქტუალური, ქვეყნის შიგნით, უკრაინის მოქალაქე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის გარშემო განვითარებული მოვლენების და გამოთქმული კომენტარების შეფასებების დღეა და ასევე, ხალხის ძალებშემოკრებილი პარტიის ინიციატივის განხილვები - აგენტები. დღეს 1 აშშ…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 28, 2023 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ომის წლისთავი მოვიდა. მოლოდინები - ორ თვეში რუსეთი ყველაფერს აიღებს ან სანქციები მაქსიმუმ სამ-ოთხ თვეში რუსეთს თვითონ დაშლის - არ გამართლდა. ომის წლისთავის აღნიშვნა კვლავ ომში მოუწია უკრაინას და მის გულშემატკივარ მსოფლიოს. ცხადია, დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს იყო საქართველოში და პოლიტიკური განცხადებებიც მთლიანად ამ თემის გარშემო ტრიალებდა და მომიჯნავედ - ევროკავშირის გზა. ცხადია, ბოლო კვირის რეზონანსული ამბავიც - აგენტებად რეგისტრაციების…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 24, 2023 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ადრე გადაჭრილ ხეებსა და მორებზე ზოლებს ითვლიდნენ ხის ასაკის დასადგენად, ახლა თუ სადმე მორის ნაჭრი შეხვდა დღევანდელ მასპინძელ ხელოვანს, ყველაფერს შედევრების შესაქმნელად იყენებს. უნდა გაგაცნოთ ჩიკაგოში მცხოვრები ხელოვანი ზოი ფისტი (Zoe Feast), რომელიც თავის ნამუშევრებს ხის გულზე ქარგავს (არაპირდაპირი მნიშვნელობით). მჭიდროდ შეფუთული ბოტანიკური ნიმუშებიდან დაწყებული ცხოველების მხიარული სახეებით თუ პერსონაჟების დიზაინით…
დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 19, 2023 წელი. 10:41pm —
არ არის კომენტარები
_______________
გუშინ, მირქმის დღესასწაულის წინადღეს წმინდა სინოდის კრება ჩაინიშნა და წესისამებრ დილის 12 საათზე დაიწყო, თუმცა უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს ჯანმრთელობის პრობლემის გამო, სხდომა რამდენიმესაათიანი დაგვიანებით დაიწყო. სხდომა სულ 40-იოდე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. სხდომის ოქმი კი დღეს საღამოს გამოქვეყნდა.
მისასალმებელი სიტყვით სხდომა გახსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,…
დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 15, 2023 წელი. 11:27pm —
არ არის კომენტარები
_______________
უკვე ბოლო წლების ტრადიციად გვექცა რომ თებერვლის შუა რიცხვებში ზამთარი უნდა დაგვიდგეს - სინოპტიკოსებიც ამბობენ, რომ საქართველოში უამინდობა 18 თებერვლამდე გაგრძელდება. დღის მთავარი ამბავი სინოდის სხდომა იყო, რომელიც უკვე ძალიან დიდი ხაინა არ ჩატარებულა და დღესაც ძალიან სწრაფად, ორმოციოდე წუთში დასრულდა, თუმცა ოქმი ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა. ასევე ევროკავშირის და რუსეთი გზა, ახალი ელჩი და სხვა ამბები შეგვხვდა მეინსტრიმში. დღეს 1 აშშ დოლარის…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 14, 2023 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
უცნაური, უჩვეულო ამინდით დაიწყო ორშაბათი - თოვდა და მზე დაგვნათოდა. ფაქტია რომ ძალიან აცივდა და უახლოესი დღები ასეთი იქნება. დღის მთავარი ამბავი კულტურას და მის მინისტრ წულუკიანს უკავშირდებოდა, ასევე პრემიერის ფართო, საერთაშრორისო ტრიბუნიდან გამოსვლები და შეხვედრები, ცოტა ოპოზიციური სიჭრელე და ანონსები აქციებზე, მიშა და ა.შ. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6619 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 13, 2023 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
თებერვლის სრული კვირიაკე მიილია. დღის მთავარ ამბავს თავდაცვის მინისტრის ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრა და განცხადებები წარმოადგენდა, ცხადია ფართო გამოხმაურება მოჰყვა ამ თემას. ჩვენი პოლიტიკური კულტურისთვის დამახასიათებელი ერთმანეთის საკინკლაო ამბებიც მრავლად იყო. ასევე საპარლამენტო განხილავ ჟურნალისტების საკანონმდებლო ორგანოში მოღვაწეობის შესახებ. ტრაგედია და უკრაინის ომიც ასევე მეინსტრიმში იყო. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6670…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 10, 2023 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
მთელი მსოფლიო თურქეთ-სირიის ტრაგედიით არის მოცული და შესაბამისად, სიახლეების მთავარი ამბავი ისევ იქიდან ისმის. ქვეყნის შიგნით, ოპოზიციური განწყობების, პოზიციური რუსული ფრენა-სიკეთეების, სააკაშვილის გამოსაშვები აქციების და ამერიკის ელჩის განცხადებებია პოპულარული. ცოტა ცესკო, ცოტა უგულავა და დაჭერილი ტერორისტის უდანაშაულობებიც აქტუალურია. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6702 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 9, 2023 წელი. 11:30pm —
1 კომენტარი
________________
როცა პარლამენტი ამუშავდება, დღის ნიუსფიდი უფრო მრავალფეროვანი ხდებაო, ნათქვამი არ არის, მაგრამ დაკვირვებაა. აქტუალობა ცხადია ყველაზე მძიმე და ტრაგიკულ თემას ჰქონდა - თურქეთში მომხდარ მიწისძვრებს. რაც შეეხება ქვეყნის შიდა ამბებს, აქ ბოიკოტი, აქციები, მიშას ჯანმრთელობა და ევროპულ მომავალზე კომენტარები იყო. პრეზიდენტის ვრცელი განცხადებაც გავრცელდა დღის ბოლოს. მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო გზებზე სპეციალური რეჟიმები მოქმედებს. დღეს 1…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 7, 2023 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
თებერვალი დადგება და თოვლი ძალას მოიკრეფსო, ამბობენ სინოპტიკოსები და მაღალ მთაში 2 თებერვლიდან დიდთოვლობა გველის. ეს იანვარიც ასე მიილია. თვის ბოლოს კვლავ ოპოზიციური პარტია იყო მეინსტრიმის წამმართველი - ნაციონალურ მოძრაობაში არჩევნები ჩატარდა და მასში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. დღის ერთ-ერთი მთავარი ამბავი არჩევნების შეფასებები იყო, ცხადია სააკაშვილის თემაც არ კარგავს აქტუალობას და ასევე ეკონომიკური პროგნოზები, კორუფცია, ომი უკრაინაში და…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 31, 2023 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
1999
Welcome to
Qwelly
მარტი 4, 2023 6pm_დან მარტი 31, 2023 7pm_მდე – New York City
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა alicesandra_მ.
თარიღი: მარტი 27, 2023.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Das Spiel wird auf Paramount+ gestreamt und wird auch im lokalen Fernsehen in Portland auf FOX 12 PLUS ausgestrahlt Fussball Trikots online kaufen . Nach ihrer Teilnahme an einem Vorbereitungsturnier, bei dem Cheftrainer Mike Norris die Möglichkeit hatte, in drei verschiedenen Spielen mehrere Spieler einzusetzen, ist das Portland-Team nun gut auf die kommende reguläre Saison vorbereitet. Die Siege des Teams gegen Louisville und die USWNT U-23 sowie ihre Niederlage gegen OL Reign haben…
გაგრძელება
გამოაქვეყნა dakunlee_მ.
თარიღი: მარტი 26, 2023.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When Rocket League is taking part with Formula 1 or James Bond, it makes sense because the focal point (as a minimum partly) is on Rocket League Items cars. However, whilst Psyonix pronounces a new partnership with the WWE, you surely have to take a more in-depth appearance.
Sure, with Knockout, we have at the least one mode in Rocket League in which you can grab your warring parties and knock them out of the arena. But I can not think about any more parallels to wrestling. Anyway,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 24, 2023.
საათი: 11:24pm
0 კომენტარი
2 მოწონება
მძიმე კვირის მძიმე დასასრული პოლიტიკურ ველზეც. მძიმე სანიკიძემ ჯერ იყოდა მძიმე გინება გამოუწერა პრემიერს, შემდეგ კი თავადაც არანაკლები გინება და ცემა-ტყეპა იგემა. ასეთია ჩვენი პოლიტიკური ელიტის სახე უმაღლესი ტრიბუნებიდან. დღის მთავარი თემაც ეს იყო - პრემიერის საპარლამენტო გამოსვლა და პასუხებით კინკლაობა, მერე ჩხუბები, მერე საგარე საქმეთა მინისტრების ბლოკები - ჩვენის პარლამენტში და გერმანიისა უმაღლეს შეხვედრებში და ა.შ. დღეს 1 აშშ დოლარის…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 23, 2023.
საათი: 4:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
© 2023 George.
•