ეგზიტპოლებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, მაგრამ წინასწარ კვლევებს უკვე დებენ კარგად დაფინანსებული კომპანიები - ამჯერად აირაიმ დადო კვლევა ვის რა უნდა, ვინ ვის ირჩევს, რა აწუხებს და ა.შ. როგორც ხდება ხოლმე, ამ კვლევის შედეგებიც საპოლიტიკუროდ სალაპარაკო გახდა. ოპოზიცია ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბებულა საკუთარ კანდიდატზე პრემიერის თანამდებობაზე, მაგრამ გაერთიანების ილუზია მაინც იქმნება. კორონა 179 ახალი შემთხვევით არ კარგავს აქტუალობას. დოლარი 3.20…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 17, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
კორონა ვირუსის ახალი მწვერვალები დაპყრობას ახერხებს საქართველოში - უკვე 196 შემთხვევაა. ქვეყნის მთავარი ამბავი სწორედ ამ გაზრდილი შემთხვევების მკურნალობის შესაძლებლობის გარკვევას ეძღვნება, ასევე არ ივიწყებენ საარჩევნოდ ხმების დაგროვების მცდელობას და აქტიური კამპანიები მიმდინარეობს. ტურიზმის აღდგენისთვის უკვე საერთაშორისო სხდომები იმართება თბილისში და რჩევა-დარიგება-დაპირებებიც მრავლად ისმის. რთველი კვლავ პრობლემდება და რაგბისტები უკვე ტყვიებს…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 16, 2020 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ახალ წელს გილოცავთ! თუმცა, როცა კოვიდი 165 ახალ ქართულ შემთხვევას ითვლის, ჩვენს ქვეყანაში ყველა ნიუსი მის გარშემო ტრიალებს. და მასთან ერთად ჩვენი ქვეყნის პოლიტიკოსებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავიც არ ცხრება - არჩევნები 2020 კარზე გვადგება და დღითიდღე აქტიურდებიან ხმების მსურველები. დოლარი სადღა მიფრინავს - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1308 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 14, 2020 წელი. 10:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
კორონამ ისე ივაჟკაცა, რომ დღის მთავარი თემა სრულად მის გარშემო ტრიალებდა. ჩაკეტილი სკოლები, სიმკაცრე, ახალი რიცხვები, დაპირებები და მზადყოფნით დამშვიდება, მოწოდებები თავშეკავებისა და უსაფრთხოებისკენ და მრავალი სხვა. ასევე საარჩევნო წარდგენები და ოცნების ოცეული იყო საღამოს მთავარი ამბავი.
#Covid19GEO - კორონა იზრდება და როგორც პრემიერიგიორგი გახარია…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 10, 2020 წელი. 11:00pm —
1 კომენტარი
________________
მართალია ეპიდემილოგები ჯერ არ საუბრობენ დაბრუნებაზე, მაგრამ ფაქტია, რომ მინიმუმ ტრეილერი უკვე გამოჩნდა და აკრძალვებიც ნელ-ნელა იწყება. კორონა ვირუსის ახალი რიცხვები ათეულობით იზომება და ბოლო დღის განმავლობასი 44 შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში. დღის მთავარი ამბავი სწორედ კორონას გარშემო დაწესებული ახალი შეზღუდვები იყო. არჩევნებს ჯერ საფრთხე არ ემუქრება, ამიტომ საარჩევნო კამპანია კვლავინდებურად გრძელდება. დოლარი კი ისევ მაღლა მიიწევს - 1 აშშ…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 9, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
როცა მესამე პრეზიდენტი პრემიერობას თანხმდება, ოპოზიცია ერთიანდებაო, ქართული პოლიტიკური სახელმძღვანელოს შესავალში წერია (ჯერ არ დაბეჭდილა, მაგრამ ალბათ ჩაწერენ). დღის მთავარი ამბები, სწორედ მოახლოებულ არჩევნებს, ცესკოს გადაწყვეტილებებსა და საარჩევნოდ პარტია-კოალიციების ამბებს ეხებოდა. ასევე ყოფილი პრეზიდენტის ტრიუმფით დაბრუნების გეგმებს. გვირგვინოსანმა ვირუსმაც თავი გამოიჩინა და აჭარა გაწითლდა (ამბობენ ინფექციონისტები). დოლარი კვლავ გარბის და…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 8, 2020 წელი. 11:00pm —
2 კომენტარი
________________
როცა კორონა მატულობს, დღის ყველა ამბავი მის გარშემო ბრუნავს. ურწმუნოებაცა და მორმწუნეობაც ვირუსის რეალურობასა და გამოგონილობაზე. ცხადია, პოლიტიკური აქტიურობა და ქულების წერა თავისუფალ მიმოსვლაზე თუ დარიგებულ ფულებზეც. ამას გარდა, საარჩევნოდ დამკვირვებლების ჩამოსვლის თემაც აქტუალურია და ჩვენი ქვეყნისთვის მსოფლიო მხარდაჭერაც რუსეთთან „ომობანაში“. როგორც ჩანს კიბერ ომშიც არ ვართ მაინცდამაინც ძლიერები.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 4, 2020 წელი. 11:00pm —
1 კომენტარი
________________
საშემოდგომო ამბებში, ვიდრა სკოლა და სწავლა აქტუალური გახდება და ნიუსებშიც რამე მსგავსი გამოჩნდება, დაწინაურებულია კორონას შემოძახილები, მომატებული შემთხვევები და შეშინებები, რომ ის სულ ჩვენთან იქნება. ცხადია არჩევნები და პოზიორობა და გარდაცვლილი ახალგაზრდები. კიბერშეტევები ლუგარზე.
კორონას შემოძახილები - კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 3, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
აგვისტომ განსაკუთრებული სიცხეების გარეშე დაგვტოვა, შემოდგომის პირველი დღე კი საკმაოდ ცხელი იყო - ბარხატოვან სეზონს რომ უხდება, ისეთი. მეტიც, ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელიო, წერენ სინოპტიკოსები, რამაც შესაძლოა, ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობი პირობები შექმნას. განახლებები, ახალი სეზონები, ახალი ამბები მისთანანი სწორედ 1 სექტემბერს იწყება ხოლმე და დღევანდელი დღეც არ იყო გამონაკლისი - პარლამენტი ამუშავდა, არჩევნებისთვის მოლოდინმა მოიმატა,…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 1, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა საქართველოში, მე-19. ეს ამბავი და შესაბამისად, კორონავირუსის ნიუსები დღის ერთ-ერთ მეინსტრიმს წარმოადგენდა. მასთან ერთად შატილის ტრაგედიის გლოვის დღე, პატრიოტების დაფინანსების წყაროები რუსეთიდან, მაწყებლობის კანონის ცვლილებების კომენტირება, არჩევნებისთვის ოპოზიციონერების პოზიციები. ბანკებმა ამოისუნთქეს და მილიონ-მილიარდებიც მოიგეს.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 25, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
შაბათ-კვირის უქმეები, კვირის მძიმე ტრაგედიამ სრულად გააუფერულა. გუშინ საღამოს, საზარელი ამბავი გავრცელა მედიის საშუალებით - 17 ადამიანი გარდაიცვალა შატილის გზაზე ხევში გადავარდნილ მიკროავტობუსში, 3 კი მძიმედ დაშავდა და ამ დრომდე სიკვდილს ებრძვის. ხვალინდელი დღე გლოვის დღედ გამოცხადდა საქართველოში. დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს იყო და ასევე ოპოზიციის გაერთიანება და მემორანდუმი ურთიერთდაცვაზე. დღესვე შაქარაშვილის საქმის სასამართლოც…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 24, 2020 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
აგვისტო უჩვეულოდ გრილი და წვიმიანი გამოდგა. დღის წვიმიან ამბებს შორის გამორჩეულის სვანეთის შემთხვევა - პანდემიისგან ჩაკეტილი სვანეთი, ახლა მდინარემ ჩაკეტა და ლენტეხის ოთხი სოფელი მოსწყვიტა დანარჩენ საქართველოს. დღის მთავარია ამბავი გახმაურებული სასამართლოც იყო, ამჯერად შაქარაშვილის საქმის. ასევე მოახლოებული არჩევნები და მისი დამკვირვებლების რაოდენობა, UNICEF-ის კვლევის შედეგები და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 21, 2020 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ორი მთავარი ამბავი იყო დღეს მეინსტრიმული და ორივე მათგანი ახალგაზრდების გარდაცვალებიდან გამომდინარე. ერთი თეთრიწყაროში, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამოძიებას ეხებოდა, ხოლო მეორე შაქარაშვილის საქმის გამოძიების შედეგებისა და სასამართლოს ამბებს. ცხადია არც საარჩევნო თემა დაკარგულა და მის გარშემო მითქმა-მოთქმა. სოციალური პროგრამების ახალი ანონსებიც ვიხილეთ პრემიერის მთავრობის მხრიდან.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 20, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
მნიშვნელოვნად აქტუალური თემები ცოტა მიწყნარდა და სამთავრობო-საოპოზიციო ანუ საარჩევნო ამბები გააქტიურდა. დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა საერთო დეკლარაციაც კი გააფორმეს ერთმანეთის ხმების დაცვაზე და საერთო კანდიდატებსაც უყარეს კენჭი. პირველი არხის დირექტორი გადადგა, მიზეზი კი თქვა, მაგრამ მაინც ბუნდოვნად და საოცრად გადადგა. ბელარუსის გამოსვლები ისევ მეინსტრიმულია მთელი მსოფლიოსთვის - ლუკაშენკოს არ სცნობენ.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 18, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
მინსკსი ასიათაობით ადამიანი გამოვიდა ლუკაშენკოს გაპრეზიდენტების გასაპროტესტებლად. როგორც წესი მთელი მსოფლიოს ყურადღება ასეთი მასობრივი ამბებისკენ არის მიმართული. არც ქართველები ჩამორჩნენ და ქართული ყოვლისმცოდნეობით ბელარუსის შიდა საქმეების შეფასებებთან ერთად, განსხვავებული პოლიტ-გუნდების კრიტიკაც შეძლეს. ქვეყნის მთავარი ამბავი ეს იყო. მასთან ერთად კორონას ახალი შემთხვევები, არჩევნების სიახლოვე და სამწუხარო ამბები - გარდაცვლილი ადამიანების…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 17, 2020 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
აგვისტო სადაცაა წელში გადატყდება. დღეს აფხაზეთის ომში პირველი ტყვია გავარდა 28 წლის წინ. ცხადია, დაღუპულთა საფლავები შეამკეს და აფხაზეთის დაბრუნებაც პარტიებმა თავიანთი პროგრამის ნაწილად წარმოგვიდგინეს. დღის მთავარი ამბავი კი ქართულ-ბელარუსიულია, ქვეყნის შიგნით კორონას მომძლავრებასა და ამ პირობებში სწავლის საკითხს განიხილავდნენ, რეკომენდაციებსა და რჩევებს წერდნენ, ხოლო ბელარუსის ამბავი კი საერთაშორისოდ აქტუალური იყო და ჩვენც არ ჩამოვრჩენილვართ…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 14, 2020 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
წინათ გასაჭირისა და შეჭირვების დროს ხალხი მთაში გარბოდა, ამჯერად ყველაზე მაღალი მთა ჩაიკეტა და იქიდან გამოქცევას ლამობენ. ის ორი კინკილა ტურისტიც კარანტინის ზონებში გადაიყვანეს - სვანეთში კორონას გავრცელებამ მისი ჩაკეტვა გამოიწვია. თბილისში კანდიდატებს ერთმანეთს აჯიბრებენ. ბაჩალიაშვილის საქმე ისევ პირადი ინფორმაციების გამომზეურებას მიყვება.
კორონა მაღალ…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 10, 2020 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
როგორც ტრადიციულად აგვისტოში ხდება - დღევანდელი დღე სრულად მიეძღვნა 2008 წლის ომს, გახსენებებს, ურთიერთ ბრალდებებს, ოკუპანტის ლანძღვას, მუქარას და თითის ქნევას, ევროპელების შეგულიანებასა და სიტყვიერ მხარდაჭერას.
საკორონე ამბები - საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. მარინა ეზუგბაიას…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 7, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
პრემიერმა გადაწყვიტა ხალხს ფული დაურიგოს. ახლა 17 წლის ჩათვლით მოზარდები, ახალგაზრდები დაფინანსდებიან 200 ლარით, ამას გარდა სხვა სოციალური პაკეტებიც მუშავდება ფულის დასარიგებლად. თუმცა ეკონომიკური პროგნოზები ერთმნიშვნელოვნად მძიმეა - ზამთარსა და მომავალ წელს უარესი იქნებაო. ცხადია არჩევნები და კორონა ლიდერობენ და ბაჩალიაშვილის საქმე კვლავ მეინსტრიმულია. აგვისტოს ამბავი - ომიდან კიდევ ერთი წელი.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 6, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ცხელი აგვისტო ცხელი ამბებით დაიწყო - ოკუპაციის პრობლემაზე საზღვარგარეთული გამოხაურებები, კორონას ახალი შემთხვევები და კორონას ხანის მოსწავლეობა, სტუდენტობა და პოსტკორონული პირველი ტურისტები თბილისში, თბილისის ამბებში - ჭავჭავაძეზე გადაადგილების გაურკვევლობა ჭარბობდა. ცხადია სასამართლოები და გამოძიებები გაუჩინარება-დაკარგვა-გარდაცვალებაზე კვლავაც აქტუალურია. ბეირუთის ტერაქტშიც საქართველო გაჟღერდა - აფეთქებული ტანკერი ბათუმიდან…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 5, 2020 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:03am
0 კომენტარი
0 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტილია II-ის
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს, იცოცხლებს“ (ინ.11.25).
აღსრულდა უფლის განკაცების დიადი საიდუმლოს მთავარი მიზანი, - ქრისტე აღდგა!
ენით გამოუთქმელი და მიუწვდომელი ეს…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.
Knowing Existence Insurance policy Principles
Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.
Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…
გაგრძელება© 2024 George. •