საშემოდგომო ამბებში, ვიდრა სკოლა და სწავლა აქტუალური გახდება და ნიუსებშიც რამე მსგავსი გამოჩნდება, დაწინაურებულია კორონას შემოძახილები, მომატებული შემთხვევები და შეშინებები, რომ ის სულ ჩვენთან იქნება. ცხადია არჩევნები და პოზიორობა და გარდაცვლილი ახალგაზრდები. კიბერშეტევები ლუგარზე.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 3 სექტემბერი, 2020

      კორონას შემოძახილები - კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბათუმში მუნიციპალური ავტობუსის მოსაცდელების სპეციალური ხსნარებით დამუშავება დაიწყო. საქართველოში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მგზავრთა ნაწილის ინფორმაციით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარებისა და უსაფრთხოების წესების დაცვის კუთხით კვლავ პრობლემებია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო - გუშინ კარვებს უფასო PCR ტესტისთვის ჯამში 1494-მა მოქალაქემ მიმართა, პოლიკლინიკებს - 642-მა პირმა. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევიდან 1 სამედიცინო პერსონალია, 4 ინფიცირებულის წყაროს კვლევა კი მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრი - როგორც ჩანს, კორონავირუსთან ცხოვრება შემდეგი წელიწადი-წელიწადნახევარი მოგვიწევს. პირბადეები უნდა ვატაროთ არა ფორმალურად, არამედ ისე, როგორც ეპიდემიოლოგები უწევენ რეკომენდაციას. კორონავირუსით ინფიცირებული მედპერსონალი „ავერსის“ კლინიკის თანამშრომელია. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსზე ტესტირება „ავერსის“ კლინიკის ქსელის ყველა თანამშრომელს უტარდება. „დონას“ კლასტერიდან 600-ზე მეტი ტესტი ავიღეთ და მხოლოდ 1 შემთხვევა გამოვლინდა, ვარაუდია, რომ „დონას“ კლასტერის ლიკვიდირება მოხდა. მთავრობა ცესკოსა და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს იმისთვის, რომ ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა უსაფრთხო იყოს. „ავერსის“ კლინიკების ქსელის რუსთავის ფილიალში, სადაც 2 ექიმს კორონავირუსი დაუდგინდა, 50-მდე თანამშრომელს ტესტირება ჩაუტარდა. ეკატერინე ტიკარაძე - რეკომენდაციების დარღვევის შემთხვევაში, დაიხურება სკოლა და ყველა სანიტარული ნორმა გადაიხედება. ამირან გამყრელიძე - ამჟამინდელ ვითარებას მეორე ტალღას ვერ დავარქმევდი, მაგრამ ფაქტია, მატება გვაქვს. ჩაქვში, „ოაზისში“ გამოკვლეულ 900-ზე მეტ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა და სასტუმრო გაიხსნა.

      შეტევა ლუგარზე - შსს - ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე უცხო ქვეყნიდან კიბერშეტევა განხორციელდა, რომლის მიზანი იყო ლუგარის ლაბორატორიაში დაცული დოკუმენტაციის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება. ირაკლი სესიაშვილი - დიდი ალბათობით, რუსული სპეცსამსახურების მიერაა კიბერშეტევა ორგანიზებული - ეს ჰიბრიდული ომის ნაწილია, მთავარი ამოცანაა პროპაგანდა და დეზინფორმაცია. პაატა იმნაძე - კიბერშეტევა რუსეთის მხრიდანაა, აბა, ბურკინა ფასო ხომ არ იქნებოდა დაინტერესებული, დასამალი არაფერი გვაქვს, ტყუილად გაისარჯნენ. სერგი კაპანაძე - უნდა ვაჩვენოთ ყველას, რომ რუსეთი მიზანმიმართულად ეწევა ჯანდაცვის კუთხით საქართველოს მნიშვნელოვანი ინსტიტუციის დისკრედიტაციას. ამირან გამყრელიძე - არამგონია, თავდასხმის ინტერესი ინფორმაცია ყოფილიყო, რადგან ყველა ჩვენი ინფორმაცია გამჭვირვალეა. რუსეთს ლუგარის ლაბორატორიის მუშაობაში შეშფოთების და ეჭვის გაჩენის მიზეზი არ აქვს, უბრალოდ, ეს არის ტიპიური პოლიტიკა.

      საარჩევნო აქტიურობა - #არჩევნები2020 - დავით ბაქრაძემ წალენჯიხაში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლელა ქებურია წარადგინა. რომან გოცირიძე გია ვოლსკის - დაითვალე 60 დღე, 2 თვე დაელოდე და კოალიციური მთავრობა იქნება. თეონა აქუბარდია - გახარიას გორში გამოსვლით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ სრულიად მოწყვეტილია იმ რეალობას, რასაც რუსული ოკუპაცია ჰქვია. გურამ მაჭარაშვილი - მოლოდინი გვაქვს, რომ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს მხარდაჭერა ექნება, რადგან საქართველოს ინტერესებს ემსახურება. რომან გოცირიძე - თუ ვინმეს ჰგონია, რომ „ოცნებას“ გონება გაუნათდება და არ დაიწყებს მოსყიდვას, მუქარას და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ცდება. „ევროპული საქართველოს" ოფისში ოპოზიციის გაერთიანებული შტაბის სხდომა გაიმართა. ანრი ოხანაშვილი რომან გოცირიძეს - მგონი, არჩევნების ჩატარება თქვენ საერთოდ არ გინდათ! თინა ბოკუჩავას განცხადებით, ვერ დაადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ზუგდიდში „ნაცმოძრაობის“ მაჟორიტარ კანდიდატად, შესაძლოა, გიული ალასანია დასახელდეს. ლევან კობერიძე - ვაკის ოლქი იქნება ის ოლქი, სადაც „აფსაიდში“ აღმოჩნდება „ოცნების“ კანდიდატი და ორთაბრძოლა გაიმართება ჩემსა და ელენე ხოშტარიას შორის. „ნაციონალური მოძრაობა“ პლენარულ სხდომაში, სადაც „საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებს უყრიან კენჭს, მონაწილეობას არ მიიღებს. პაატა დავითაიას განცხადებით, ოპოზიციის შტაბი, რომელიც არჩევნებამდე შეიქმნება, ერთიანი სისტემით დაიწყებს მუშაობას. გია ვოლსკი - კომედიური ჟანრიდანაა, როცა ხელისუფლება მოწინააღმდეგეებს სახლში ჩაკეტავს პანდემიის მიზეზით და მომხრეებს გამოუშვებს ხმის მისაცემად. ბათუმის საკრებულოში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა არჩილ მამულაძემ პარტია დატოვა. სერგი კაპანაძე - კოალიციურ მთავრობაში, „ევროპულ საქართველოს“ ცენტრალური როლი ექნება. „ევროპულ საქართველოს“ პრემიერობის რამდენიმე თანაბარი ზომის ლიდერი ჰყავს.

      პრემიერის პროგრამები, ეკონომიკა და ფრენები - პრემიერის განცხადებით, პროგრამამ „იმუშავე საქართველოდან“ მოლოდინს გადააჭარბა და ამ დროისთვის, სხვადასხვა ქვეყნიდან, 200-ზე მეტი ადამიანი დაინტერესდა. ტურიზმის ადმინისტრაცია - პროექტის, „იმუშავე საქართველოდან“ შექმნიდან რამდენიმე დღეში, ვებ-გვერდზე 40-მდე ქვეყნის 200-ზე მეტი მოქალაქე დარეგისტრირდა. ნათია თურნავას განცხადებით, სექტემბერში უკვე 70 ფრენაა დადასტურებული, რომელთაგან 30 რეგულარული ხასიათისაა. მთავრობა ვაშლის სუბსიდირებას იწყებს და ერთი კილოგრამი არასტანდარტული ვაშლი მინიმუმ 22 თეთრი ეღირება. ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ვაშლის გადამამუშავებელი კომპანიებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი გაჩნდა.

      გარდაცვლილი ახალგაზრდები - პროკურატურა - ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის თავზე არსებული დაზიანებები, დიდი ალბათობით, მას მოძრაობისა და გადაადგილების შესაძლებლობას შეუზღუდავდა. პროკურორის ინფორმაციით, ვერონიკა არონია არა მხოლოდ არ შესწრებია შაქარაშვილთან დაკავშირებით 4 პირის საუბარს, არამედ ის თავის საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა. პროკურორის განცხადებით, შაქარაშვილის საქმეში ბრალდების მხარე გადამწყვეტ ნივთმტკიცებულებად ჩანთას არასდროს ასახელებდა. მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული არასრულწოვნების სასამართლო პროცესი გაიმართა. შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატის განცხადებით, პროცესების 6-7-საათიანი მიმდინარეობა არასრულწლოვნებისთვის დამთრგუნველია. ექსპერტის განცხადებით, იმ დაზიანებებისა და სისხლჩაქცევების გათვალისწინებით, რაც შაქარაშვილს ჰქონდა, ტკივილის სინდრომი განუვითარდებოდა, რაც მას დამოუკიდებლად მოძრაობაში ხელს შეუშლიდა. ნინო ლომჯარია - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს ჰქონდათ თხოვნა, პროკურატურასთან სატელიტიდან გადაღებულ ფოტოებზე გვესაუბრა. არჩილ გაგნიძის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გიორგი შაქარაშვილთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია. პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის ერთი პირი დააკავა. გიორგი შაქრაშვილის საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთ ბრალდებულს, საბა ჩხარტიშვილს ბრალი დაუმძიმდა. სახალხო დამცველი თამარ ბაჩალიაშვილის და გიორგი შაქარაშვილის საქმეებთან დაკავშირებით ირაკლი შოთაძეს შეხვდა. ომბუდსმენი - პროკურატურაში ბაჩალიაშვილის და შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეებზე ვისაუბრეთ, დავსვი ყველა ის შეკითხვა, რაც ბაჩალიაშვილის ოჯახმა ჩემთან გააჟღერა. თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ჩვენება მისცა. მიხეილ რამიშვილი - ვითხოვთ, გამოაქვეყნონ FBI-ის რა წერილი, რა მოთხოვნა, რა ინფორმაცია გადაუგზავნა გენერალურმა პროკურატურამ. პროკურორის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის დედა მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დაიკითხება - ცნობისთვის, ის ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა გაშიფრა სქემა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით. მიხეილ რამიშვილი - ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება პრეპარატებმა გამოიწვია. პროკურორის განცხადებით, დნმ ექსპერტიზის დასკვნით, ცხედარი თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის. ომბუდსმენი ბაჩალიაშვილის საქმეზე - FBI აცხადებს, რომ მათი კომპეტენცია არ არის სხვა ქვეყანაში გამოძიებაში ჩაერთოს, როგორც პროკურატურაში მითხრეს, FBI-ს ეს მზაობა არ აქვს.

      კარგად ნათქვამი - გენერალი ბენ ჰოჯესი - საქართველო ნატო-ს წევრი ახლა უნდა გახდეს.

      თბილისში, ერთ-ერთ ბარში დაცვის თანამშრომლების მიერ ორი პირის ცემის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.

      თვითდასაქმებულთა კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია 251 690 პირმა გაიარა.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - თურქეთში მესამე დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 1 500-ს აჭარბებს. ბრაზილიაში კორონავირუსის 46 934 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 184 ადამიანი გარდაიცვალა. აშშ-ში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით 480 000 ბავშვი დაინფიცირდა. აშშ-ში კორონავირუსის 39 670 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 056 ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით 4 995 ადამიანი დაინფიცირდა და 114 ადამიანი გარდაიცვალა. ისრაელში კორონავირუსის 3 074 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. ინდოეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის რეკორდული, 83 883 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 043 ადამიანი კი გარდაიცვალა. იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 397 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

      მოწამლული ნავალნი - შარლ მიშელი - უკიდურესად ვგმობ ოპოზიციონერი ლიდერის, ნავალნის სამხედრო ხარისხის ნერვული აგენტით გაჩუმების მცდელობას. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - შოკირებული ვარ ინფორმაციით, რომელიც ნავალნის მოსაწამლად „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვული აგენტის გამოყენებას ადასტურებს. ურსულა ფონ დერ ლაიენი - ალექსეი ნავალნიზე განხორციელებული თავდასხმა საზიზღარი და მხდალი ქმედებაა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 79

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters