ჟურნალისტური სტანდარტები შეყვარებულს, ბეირუთის აფეთქება და პირველი ტურისტები

      ცხელი აგვისტო ცხელი ამბებით დაიწყო - ოკუპაციის პრობლემაზე საზღვარგარეთული გამოხაურებები, კორონას ახალი შემთხვევები და კორონას ხანის მოსწავლეობა, სტუდენტობა და პოსტკორონული პირველი ტურისტები თბილისში, თბილისის ამბებში - ჭავჭავაძეზე გადაადგილების გაურკვევლობა ჭარბობდა. ცხადია სასამართლოები და გამოძიებები გაუჩინარება-დაკარგვა-გარდაცვალებაზე კვლავაც აქტუალურია. ბეირუთის ტერაქტშიც საქართველო გაჟღერდა - აფეთქებული ტანკერი ბათუმიდან გასულა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 5 აგვისტო, 2020

      კორონის ქართული ამბები - საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან 6 აჭარაში გამოვლინდა. მარინა ეზუგბაია -კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან 4 გაჩიანიდანაა, 3 შემოტანილია, 4 არის ინფიცირებულების კონტაქტებიდან, 1 სამედიცინო პერსონალია და 3-ზე კვლევა გრძელდება. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ლილოს, დინამოსა და ელიავას ბაზრობებზე ტესტირების შედეგად კორონავირუსით ინფიცირების სულ 6 შემთხვევა გამოვლინდ. დიმიტრი ხუნდაძე - ჯანმოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კოვიდ-19-თან ბრძოლის გზაზე საქართველო არის წარმატებული.

      სწავლა და კორონა - მიხეილ ჩხენკელი - დღევანდელი ეპიდსიტუაციით, სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებში დაიწყება. ამირან გამყრელიძე - პირველი შემთხვევა იყო, პანდემიის პირობებში ერონული გამოცდები და ჩვენ ეს გამოცდა წარმატებით ჩავაბარეთ, ინფექცია არ გავრცელებულა. ამირან გამყრელიძე - შემუშავდება სტანდარტი, როგორ უნდა დასხდნენ ბავშვები სკოლებში, სტუდენტები - აუდიტორიებში.

      პროგრამისტი გოგონას გარდაცვალება თუ მკვლელობა - თამარ ბაჩალიაშვილის დედა - საქმეში ფედერალური ბიუროს მხოლოდ კონსულტანტის როლში ჩართვა ოჯახისთვის მიუღებელია და FBI-მ საქმე დეტალურად უნდა გამოიძიოს. თამარ ბაჩალიაშვილის დედის განცხადებით, ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც აცხადებს, რომ მისი შვილის შეყვარებული იყო, „ციდანაა მოფრენილი“. მიხეილ რამიშვილის განცხადებით, თუ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის გახსნა და ექსპერტიზა FBI-ს ექსპერტების გარეშე მოხდება, ამას ოჯახის მხრიდან პროტესტი მოყვება. ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თავს თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ „საქმეს კერავენ“, რის გამოც შვედეთისთვის თავშესაფრის მოთხოვნას გეგმავს. ბაჩანა ლობჟანიძე - მე მაქვს თამარ ბაჩალიაშვილთან ერთად გადაღებული ფოტოები და ვიდეოები, ამას აუცილებლად გავასაჯაროებ - მგონი, არ ვარ ფსევდო შეყვარებული. მიხეილ რამიშვილი - ბაჩანა ლობჟანიძე დაკითხულია მრავალჯერ და კიდევ გაგრძელდება მისი სუბიექტის დადგენა. შსს-ს განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარების წინა დღეს საკუთარი კომპიუტერიდან გაეცნო ინფორმაციას, "რა მოსდის ფეისბუქ გვერდს გარდაცვალების შემთხვევაში", ერთი თვით ადრე კი ინტერნეტში ეძებდა სტატიებს თვითმკვლელობის გზების შესახებ. თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში აღმოჩენილი მედიკამენტები და გაუჩინარების წინა დღეს, GOOGLE-ის საძიებო სისტემაში მის მიერ მოძიებული მედიკამენტების ნაწილი ემთხვევა ერთმანეთს. თამარ ბაჩალიაშვილის დედა - დამიდოს FBI-მ დასკვნა, რომ თვითმკვლელობაა და მაშინ დავიჯერებ, შსს-სი არ მჯერა.

      დაკარგული მოზარდი - შსს-ს ინფორმაციით, სვანეთში დაკარგული მოზარდის საძიებო სამუშაოების ფარგლებში, შემოწმებულია 38 სოფელი, დათვალიერებულია 7 მდინარე.

      საარჩევნო ამბები - ანრი ოხანაშვილი სააკაშვილზე - რაც უფრო მეტ პოლიტიკურ სისულელეს იტყვის, მით უფრო დაეცემა მისი და მისი პარტიის რეიტინგი. გვაქვს მოლოდინი, რომ დესტრუქციული კრიმინალური ოპოზიციური ჯგუფები შეეცდებიან საარჩევნოდ ძალიან ბინძური კამპანია აწარმოონ. პარტიებმა 6 თვეში 7-მილიონიანი შემოწირულება მიიღეს, საიდანაც 67% „ქართულ ოცნებაზე“, ხოლო 21% „ლელოზე“ მოდის. ამომრჩეველთა მოსყიდვის შესაძლო ფაქტების შესწავლა სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან მთლიანად საგამოძიებო უწყებაში გადადის. სოზარ სუბარი - იქ, სადაც ოპოზიციას ეყოლება ერთი კანდიდატი, „ქართული ოცნება“ ერთ კანდიდატს დაამარცხებს, იქ, სადაც ბევრი ეყოლება - ბევრს დაამარცხებს, ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოვიგებთ! ბადრი ჯაფარიძე - „ლელო საქართველოსთვის“ სტრატეგია და პრინციპები უცვლელია. გიორგი ვაშაძე - სხვა თუ აპირებს პრემიერობას, უნდა თქვას, მაგრამ თავისი გეგმა უნდა წარადგინოს. გედევან ფოფხაძე - ყველა განცხადება, რომელსაც სააკაშვილი აკეთებს, არის ივანიშვილის მხარდაჭერა და „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დატოვების მცდელობა. პარტიამ „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი” წინასაარჩევნო პროგრამა წარადგინა. სერგო ჩიხლაძე - „სტრატეგია აღმაშენებელს“ გვაქვს ამბიცია, რომ საქართველო ჯანდაცვის რეგიონული ცენტრი გახდეს. გია ვოლსკი ოპოზიციაზე - ერთად დააყენებენ კანდიდატურებს თუ ცალ-ცალკე, არაფერს რომ დაუმატო არაფერი, ჯამში გამოვა არაფერი. არჩილ თალაკვაძე - როგორც ჩანს, სააკაშვილს სამი „არა” სჭირდება, რომ საქართველოს პოლიტიკას გამოეთიშოს, - ორი უკვე აქვს.

      პირველი ტურისტები პოსტკორონა პერიოდში - ნათია თურნავა - არ შემიძლია სიხარულით არ აღვნიშნო, რომ ქუჩებში გამოჩნდნენ პირველი უცხოელი ტურისტები. მარიამ ქვრივიშვილი - ტურისტები, რომლებიც მიუნხენისა და პარიზის რეისებს ჩამოყვნენ, საქართველოში კარანტინის გავლის გარეშე შემოვიდნენ.

      გამოცდების შედეგები - ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე ოსურ ენაში ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდა. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ორ საგანში უმაღლესი შეფასება 32-მა აბიტურიენტმა მიიღო.

      მთავარი ბანკირი - კობა გვენეტაძის განცხადებით, არსებული პროგნოზით, 2020 წელს ტურიზმიდან შემოსავლები 80%-ით შემცირდება. პანდემიის გამო კომერციულმა ბანკებმა 1.2 მილიარდი ლარით იზარალეს. განახლებული პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა არა 4%-ით, არამედ 5%-ით შემცირდება.

      ოკუპაციის ამბავზედ - ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა რაისი - არახელსაყრელი საერთაშორისო გარემოებების მიუხედავად, საქართველომ საკუთარი დემოკრატია და ეკონომიკა თავად უნდა ააშენოს. ანრი ოხანაშვილი - ჩვენ ვართ ფხიზლად და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ვდგამთ ნაბიჯებს. ამერიკელი კონგრესმენი - საქართველოს ტერიტორიის ანექსია და ოკუპაცია დემოკრატიულ მოკავშირეებთან პარტნიორობის საჭიროებას გვახსენებს. ჰუბერტ ქნირში საქართველოს ოკუპაციაზე - არ არსებობს ჯადოსნური ღილაკი, რომელსაც შეგიძლია დააჭირო და ეს კონფლიქტი გადაჭრა.

      გაურკვეველი ჭავჭავაძე - ამბიციური კალაძე - კახა კალაძე - ჭავჭავაძის გამზირზე ნაგვის მიწისზედა ურნები აღარ იქნება. მაქვს იმის ამბიცია, რომ ყველაფერი საუკეთესო, რაც განვითარებულ ევროპულ ქალაქებშია, ჩემ ქალაქშიც განხორციელდეს. არ უნდა გაიგოთ ისე, რომ კერძო ავტომობილებს ვებრძვით, მეც მყავს ჯიპი და მეც მანქანით გადავაადგილდები. ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც შაბათს გადაადგილდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე და მოუწია საცობში დგომა - მესმის თქვენი, მეც რიგითი მოქალაქე ვარ.

საზღვარგარეთულები:

      Reuters - მსოფლიოში კორონავირუსით ყოველ 15 წამში, საშუალოდ, 1 ადამიანი იღუპება. აშშ-ში კორონავირუსის 57 540 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 399 ადამიანი გარდაიცვალა. იაპონიაში კორონავირუსის 1 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 6 ადამიანი დაიღუპა. სომხეთში კორონავირუსის 288 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 5 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 139 ადამიანი გარდაიცვალა. აზერბაიჯანში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 3 ადამიანი გარდაიცვალა.

      ბეირუთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა. გიორგი გახარია - ლიბანელ ხალხს გამძლეობასა და სიმტკიცეს ვუსურვებ გლოვის ამ მძიმე პერიოდში. ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად 200 000-ზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად ჰოლანდიის ელჩის მეუღლე მძიმედ დაშავდა. რომის პაპი - ვილოცოთ ლიბანისთვის, რომ ქვეყანა მედგრად დახვდეს უკიდურესად ტრაგიკულ მომენტს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 106

ტეგები: qwellynews, აგვისტო, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…

გაგრძელება

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters