პრემიერის ანონსები და დარიგებული ფულები, ბაჩალიაშვილის საქმე და არჩევნობანა

      პრემიერმა გადაწყვიტა ხალხს ფული დაურიგოს. ახლა 17 წლის ჩათვლით მოზარდები, ახალგაზრდები დაფინანსდებიან 200 ლარით, ამას გარდა სხვა სოციალური პაკეტებიც მუშავდება ფულის დასარიგებლად. თუმცა ეკონომიკური პროგნოზები ერთმნიშვნელოვნად მძიმეა - ზამთარსა და მომავალ წელს უარესი იქნებაო. ცხადია არჩევნები და კორონა ლიდერობენ და ბაჩალიაშვილის საქმე კვლავ მეინსტრიმულია. აგვისტოს ამბავი - ომიდან კიდევ ერთი წელი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 6 აგვისტო, 2020

      კოვიდ ქართული სტატისტიკა - საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან 7 იმპორტირებულია, 2-ის დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია. ჯანდაცვის მინისტრი - მალე დაიწყება მასშტაბური კვლევა ქვეყნის მასშტაბით, რათა გამოვლენილი იყოს ყველა ის შესაძლო პაციენტი, ვისაც კოვიდი უსიმპტომო ფორმით აქვს გადატანილი.

      აშშ საარჩევნო და არჩევნები საამერიკოდ - გრიგოლ გეგელია - კონგრესმენების საბოლოო ვერდიქტი სრულიად მკაფიოდ წარმოაჩენს “ქართული ოცნების” უუნარობას. აჭარის უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია აბულაძე - ხელისუფლება ცდილობს კიტრითა და პომიდვრით მოიპოვოს საარჩევნო ხმები. გიორგი ვაშაძე - აშშ-მ დამსხვრეული ოცნებების მთავრობას წითელი ბარათი აჩვენა. დავით ბაქრაძე - აშშ თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შესწორება არის გაფრთხილება ხელისუფლებისთვის და მხარდაჭერა ოპოზიციისთვის. სალომე სამადაშვილი - ვფიქრობთ იმაზე, როგორ შეიძლება გამოყენებული იყოს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური რესურსი მაქსიმალურად. „თავისუფალი საქართველო“ – 18 წლის ზემოთ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს საშუალებას ვაძლევთ ქვეყნის მართვის პროცესებში აქტიურად ჩაერთოს. დავით ზალკალიანი - აშშ-ის თავდაცვის უსაფრთხოების აქტი საქართველოსთან მიმართებით ცალკე ქვეთავს მოიცავს, სადაც არის უაღრესად პოზიტიური დეფინიციები და შეფასებები. მაია ცქიტიშვილი - ოპოზიციის ბრალდება წმინდა წყლის სპეკულაციებია - მოქალაქეებზე ზრუნვას გავაგრძელებთ წინასაარჩევნო პერიოდშიც და საარჩევნო პერიოდშიც. ნინო ბურჯანაძე - მსურს მოსახლეობა გავაფრთხილო, საარჩევნო დაპირებებით არ მოტყუვდეს და ხელისუფლებას ტყუილზე აგებული ქულების ჩაწერის საშუალება არ მიეცეს.

      პრემიერის და მისი მრჩევლის ტრიბუნა - სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარკვეულ კატეგორიას სწავლის საფასური დაუფინანსდება. საერთაშორისო კვლევებით, ეკონომიკური კრიზისი საკმაოდ გრძელვადიანი იქნება. მთავრობა მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური დახმარების მესამე ეტაპს იწყებს. მთავრობა გააგრძელებს აქტიურ მუშაობას, რომ ოკუპაცია იყოს სტრატეგიული პარტნიორების დედაქალაქებში და ორგანიზაციებში ყველაზე აქტუალური საკითხი. შევდივართ ღრმა ეკონომიკურ კრიზისში - თუ ასე გაგრძელდა, მომავალი წლის დასაწყისში კიდევ ერთი სოციალური პაკეტის გამოცხადება მოგვიწევს. მთავრობის მიერ გამოცხადებული ახალი სოციალური დახმარების პროგრამების ბიუჯეტი 410 მილიონი ლარია. მოქალაქეებთან და ივანიშვილთან ერთად, შევძელით STOPCOV ფონდში ფინანსების მობილიზება, ამან შესაძლებლობა მოგვცა წლის ბოლომდე ასეთი სოციალური დახმარება გაგვეწია. არჩევნები არის მიმდინარე პოლიტიკური პროცესის ნაწილი, ჩვენ ჯერ კიდევ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ვებრძვით კრიზისს. საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაცია პირველ რიგში, არის უდიდესი რისკი ჩვენი შვილების ხვალინდელი დღისთვის. გერმანიის მიმართულებით 11 აგვისტოს რეისი განხორციელდება, რომლითაც სტუდენტების კიდევ ერთი ჯგუფი გაემგზავრება. მთავრობა მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადებს ნოემბრის, დეკემბრის, იანვრისა და თებერვალის თვეშიც აუნაზღაურებს. პრემიერის მრჩეველი - თითოეული ანტიკრიზისული ღონისძიება მთავრობამ განახორციელა მაქსიმალურად რაციონალურად, რესურსების მიზნობრივად გამოყენებით. რაციონალური პოლიტიკური კრიტიკის სივრცე ამოწურულია, იმიტომ, რომ თითოეული ღონისძიება, მაგალითად კომუნალური გადასახადების სუბსიდირება ეს არის მასშტაბით უპრეცენდენტო. თვითდასაქმებულებისთვის არც ერთ ხელისუფლებას არანაირი დახმარება, მათ შორის კრიზისების დროს, არ გაუცია, ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ კრიზისის დასაწყისშივე. ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი და მგრძნობიარე ეკონომიკური კრიზისების მიმართ არიან ბავშვები და სწორედ ეს იყო ამ გადაწყვეტილების ფუნდამენტი. მთავრობის გადაწყვეტილებით, თვითდასაქმებულები, რომლებმაც დოკუმენტაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს, 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ. მთავრობა 17 წლის ჩათვლით ბავშვებს ერთჯერადად 200 ლარით დაეხმარება. მანახეთ ერთი ადამიანი, ვინც იტყვის, რომ ეს არასწორი ნაბიჯია - თვალებში მინდა ჩავხედო!

      ეკონომიკური გამოსავლები - ივანე მაჭავარიანი - ზამთარი არ იქნება იოლი, ეკონომიკის სრულ აღდგენას არ ველოდებით. ნათია თურნავა - საკრედიტო-საგარანტიო სქემით ამ დროისთვის 17-მა საწარმომ ისარგებლა. ნათია თურნავას განცხადებით, „ფრონტერას“ ყოფილ თანამშრომლებზე ერთჯერადი 1200 - ლარიანი დახმარება გაიცემა. ნათია თურნავას განცხადებით, მიღწეულია შეთანხმება „ეგეოსის ავიახაზებთან“ და აგვისტოს ბოლომდე ათენსა და თბილისს შორის ერთი ფრენა შესრულდება. გია ხუხაშვილი - თუ გინდა ეკონომიკური განვითარება მიიღო, ადამიანს თევზი კი არ უნდა მისცე, რომელსაც შეჭამს და ისევ მოშივდება, არამედ ანკესი უნდა მისცე. რამაზ საყვარელიძე - დახმარებები რომ არ გაკეთებულიყო, ოპოზიცია იტყოდა, ხელისუფლება დაუნდობელია, ასეთი სიტუაციაა - „ჭრელო პეპელა, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები“.

      მკვლელობა თუ სუიციდი - თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან შიმშილობის დაწყებას გეგმავს. ბაჩანა ლობჟანიძემ, რომელიც აცხადებს, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო, შსს-სთვის დღეს ჩვენების მიცემა ვერ მოახერხა. თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, საგამოძიებო უწყებას გადაწყვეტილი აქვს, გამოძიება თვითმკვლელობის მიმართულებით წაიყვანოს. თამარ ბაჩალიაშვილის დედა - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ბაჩანა ლობჟანიძე შსს-ს მიერ იქნა მიგზავნილი, რომ ჩემი შვილი სახლიდან გაეტყუებინა. გენერალური პროკურორი გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს შეხვდება. თამარ ბაჩალიაშვილის დედა - პროკურატურაში მივიღე დაპირება, რომ FBI იქნება ჩართული ნებისმიერ ექსპერტიზაზე, რასაც მოვითხოვ. გიორგი გახარიას განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს გამოძიების დასრულების შემდეგ შეხვდება. შსს - ექსპერტიზით დასტურდება, რომ მანქანაში აღმოჩენილ მცირე ზომის ფურცელზე არსებული ჩანაწერი: „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“, შესრულებულია თამარ ბაჩალიაშვილის მიერ. თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, პროკურატურაში წარუდგინეს დოკუმენტები, რომ ფედერალური ბიუროს მოთხოვნის თაობაზე განცხადება გადაგზავნილია. თამარ ბაჩალიაშვილის დედა - წერილი, სავარაუდოდ, დააწერინეს, თვეების განმავლობაში ხდებოდა მზაკვრული გეგმის შემუშავება. ბაჩანა ლობჟანიძე - არც მოგზავნილი და არც საცოდავი არსება არ ვარ.

      ომის თორმეტი წელი - დავით ზალკალიანი რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოზე გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა. გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრების ერთობლივ განცხადებას „ფანტასტიკას“ უწოდებს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი - ჩვენი მოქალაქეების გატაცება არის კიდევ ერთი დესტრუქციული და ვერაგული გამომჟღავნება საოკუპაციო რეჟიმის. ირაკლი ბერაია - სასაცილოა, როდესაც ადამიანები, ვინც 2008 წელს ლამის რუკიდან გააქრო ჩვენი ქვეყანა, საქართველოს რადარებიდან გაქრობაზე საუბრობენ. სალომე ზურაბიშვილი - ვისაც არ ავიწყდება 2008 წლის ომი, ვისაც არ ავიწყდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - მადლობა ყველას!

      საავტომობილო გზების დეპარტამენტი - რაჭაში, სტიქიის ზონაში დროებითი გადასასვლელების მოწყობა და საპროექტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

საზღვარგარეთულები:

      საფრანგეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - 1 695 შემთხვევა. აშშ-ში კორონავირუსის 52 810 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 388 ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთში კორონავირუსის 233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 5 267 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 116 ადამიანი გარდაიცვალა.

      ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 157-მდე გაიზარდა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 92

ტეგები: qwellynews, აგვისტო, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters