რაჭის სტიქია, 4 წელი პატიმრობა რურუას, კორონა და ანაკლიის საჩივარი

      ივლისის ბოლოა და სტიქიები უკვე დღის მთავარი ამბავია. ამჯერად რაჭა მოექცა დღის მეინსტრიმში. არჩევნების მოახლოება ჯერ თითქოს არ უნდა იგრძნობოდეს, მაგრამ ყველაფერი რაც ქვეყანაში ხდება სწორედ არჩევნებს მიწერება, მათ შორის რურუას 4 წლიანი პატიმრობა, ამერიკული წერილები და ანაკლიის კონსორციუმის სარჩელიც კი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 30 ივლისი, 2020

      ფეხმოკიდებული კორონა საქართველოს ტერიტორიაზე - საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან ერთი აჭარაში გამოვლინდა. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 2 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია. სოფელ ყარაჯალარიდან ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი 196 პირის ტესტირების შედეგი უარყოფითია. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სკოლებსა და ბაღებში სწავლის დაწყების თარიღის შეცვლა არ იგეგმება.

      ანაკლიის საჩივარი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა" და მთავარ უცხოელ ინვესტორს საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი შეაქვთ. საქართველოსგან 1 მილიარდ დოლარზე მეტს ითხოვენ. „ანაკლიის კონსორციუმის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი - ივანიშვილი და "ოცნება" ძალიან მგრძნობიარეა რუსეთიდან მომდინარე ზეწოლის მიმართ. რომან გოცირიძე - „ანაკლიის კონსორციუმის“ საარბიტრაჟო დავა ნეგატიურად აისახება საინვესტიციო იმიჯზე - ივანიშვილს ამ ზარალის საკუთარი ჯიბიდან დაფარვა მოუწევს. დავით ბაქრაძის შეფასებით, ანაკლიის პროექტის ჩაგდებით, საქართველომ მიიღო უზარმაზარი რეპუტაციული ზიანი მსოფლიოს ბიზნეს სამყაროში. გიგლა მიქაუტაძე - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეჩერება არის გარე ძალების დავალება. ნათია თურნავა - „ანაკლიის კონსორციუმის“ და ერთ-ერთი მთავარი ინვესტორის საარბიტრაჟო დავას არანაირი სამართლებრივი პერსპექტივა არ გააჩნია.

      4 წლიანი მსჯავრი რურუას - გიორგი რურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. გიგი უგულავა გიორგი რურუას განაჩენზე - რას ველოდით ამ მოსამართლისგან? ეს არის მონსტრებისა და „ჩმორების“ კორპორაცია. ანნა ფოტიგა საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, შეწყალების თაობაზე თავისი უფლებამოსილება გიორგი რურუას შემთხვევაშიც გამოიყენოს. გიგა ბოკერია - რურუას საკითხი ივანიშვილმა მოიტოვა სიმბოლოდ, გააკეთა დემონსტრაცია, რომ ბოლომდე ვერ გატეხეს. დავით მათიკაშვილი გიორგი რურუას განაჩენზე - ეს არის 8 მარტის შეთანხმების ზედმიწევნით შესრულება. სალომე სამადაშვილი - გიორგი რურუა უდანაშაულოა, სახელმწიფო, რომელმაც საქმე შექმნა მის წინააღმდეგ, დამნაშავეა. სასამართლოსთან აქცია-პერფორმანსი სახელწოდებით "თავისუფლება გიორგი რურუას" გაიმართა. ელენე ხოშტარია - გიორგი რურუას ჩაუდეს იარაღი, წერტილი! ეს არის მოცემულობა, ეს არის რეალობა. პრემიერი - ის, რომ ადამიანი ტელევიზიის მფლობელია, არ უნდა იყოს ალიბი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისთვის - შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციაა. ადვოკატი - გიორგი რურუა ღიმილით შეხვდა გადაწყვეტილებას, რადგან წინასწარ ვიცოდით, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ. სალომე სამადაშვილი - ოქტომბრის ბოლოს ხელისუფლება შეიცვლება და პოლიტიკური პატიმარი გიორგი რურუა გათავისუფლდება. რატი იონათამიშვილი რურუას განაჩენზე - წერტილი დაესვა ხელმოცარული ოპოზიციის კამპანიას, რომლებიც ცდილობდნენ, მათი კრიმინალური ლიდერი უდანაშაულოდ წარმოეჩინათ. დავით ბაქრაძე - ჩვენი ამოცანა იქნება არა მხოლოდ გიორგი რურუას გათავისუფლება, არამედ იმ სისტემის დანგრევა, რომელიც ხელისუფლებას ეხმარება უდანაშაულო ადამიანები ციხეში გაუშვას. სოფო კილაძე ოპოზიაციაზე - როცა მათთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, იწყება საუბრები კლანზე, ივანიშვილის გავლენებზე. პროკურორი გიორგი რურუას მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს სწორ გადაწყვეტილებად აფასებს. დავით ბაქრაძე რურუაზე - „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ამომრჩევლებს „სიძლიერე“ აჩვენოს - იმედი მაქვს, პრეზიდენტი გამოიჩენს გონიერი გადაწყვეტილების მიღების უნარს.

      სტიქია რაჭაში - არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, რაჭაში, სტიქიის ზონიდან ამ დროისთვის 150-მდე ადამიანი გამოიყვანეს. საავტომობილო გზების დეპარტამენტი - რაჭაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. საგანგებო სიტუაციების სამსახური - რაჭაში სამ ლოკაციაზე მოეწყო საბაგირო მაგისტრალები და შესაძლებელია სოფლებში ჩარჩენილი მოსახლეობისთვის პირველადი მოხმარების საგნების მიწოდება. ონს წყალი ალტერნატიული ქსელით მიეწოდება, ძირითადი მაგისტრალის რეაბილიტაციისთვის სამუშაოები მიმდინარეობს. გოჩა ენუქიძის განცხადებით, რაჭაში, სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალი მასშტაბურია, თუმცა კონკრეტულ ციფრებზე დღეს ვერ ისაუბრებს. მაია ცქიტიშვილი - რაჭაში გზის აღდგენის შემდეგ სრულად აღდვადგენთ წყალმომარაგების სისტემას, რათა მოსახლეობას უსაფრთხო სასმელი წყალი მიეწოდებოდეს. ირაკლი ქარსელაძე რაჭაში სტიქიაზე - ჯერ შეუძლებელია რიცხვებზე საუბარი, თუმცა ზარალი დიდი იქნება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 4 სოფელს ონიდან უწერამდე საავტომობილო მიმოსვლა აღუდგა. პრემიერის განცხადებით, რაჭაში სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლოა, 50 000 000 ლარამდე დასჭირდეს. პრემიერის ინფორმაციით, რაჭაში 4 სოფელი 1 თვე იქნება გარესამყაროს მოწყვეტილი, მაგისტრალურ გზაზე სერიოზული ჩამონგრევებია, 4 ხიდი კი სრულად აღსადგენია.

      არჩევნების თემა და წერილები ამერიკიდან - სერგო რატიანი - წარმომადგენელთა პალატის რამდენიმე წევრის მიერ პომპეოსთვის მიწერილი წერილი დასტურია, რომ ამერიკელი პარტნიორებისთვის „ოცნების“ ხელისუფლება მიუღებელია. ეკა ბესელია მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს. ელენე ხოშტარია - თუ ჩვენ არ გვინდა ვიცხოვროთ ქვეყანაში, რომელსაც რუსეთის ოლიგარქის სივრცეს ეძახიან, ამისთვის არის არჩევნები. რატი იონათამიშვილი კონგრესმენის მიერ სახელმწიფო მდივნისადმი გაგზავნილ წერილს "ფრონტერას" უკავშირებს და აცხადებს, რომ ის ლობისტებს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს. დავით ბაქრაძე - გამოვიყენოთ ოქტომბრის არჩევნები და ნორმალური განვითარების გზაზე დავაყენოთ საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობა. დავით ჭიჭინაძე - წითელია ანთებული და „ქართულმა ოცნებამ“ 100%-იანი მხარდაჭერაც რომ დაწეროს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მათ მხარდაჭერას აღარ აპირებენ. მაია ცქიტიშვილი - აშშ-საქართველოს ურთიერთობა არის ძალიან მაღალ დონეზე და არაფერი მას არ ემუქრება. „სტრატეგია აღმაშენებელი“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი ვაშაძეს ასახელებს. პრემიერი - ახლა უნდა დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ - ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი გაგვაკრიტიკებს, მაგრამ მთავარია, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას არაფერი ემუქრება.

      ფეხბურთელის საქმე - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატი - არ შეიძლება სასამართლომ ვინმეს ზეწოლის შედეგად იმოქმედოს. შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ფეხბურთელის ადვოკატი - ირაკლი წაქაძე ჯგუფურად ძალადობის მუხლითაა დაკავებული და საგამოძიებო უწყებები მას სხვა მუხლით არ ედავებიან. შაქარაშვილის საქმეში ფიგურანტის ადვოკატის განცხადებით, საბა ჭანკვეტაძის მანქანა რუსთავის ბაზრობაზე იყო გაჩერებული, ამდენად, შემთხვევის ადგილზე ვერ იქნებოდა.

საზღვარგარეთულები:

      მსოფლიო კორონა - ინდოეთში კორონავირუსის 52 123 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. რუსეთში კორონავირუსის 5 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 129 ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთში, 24 საათში, კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 5 ადამიანი გარდაიცვალა. ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი - ხედავთ, რომ ევროპაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო, ქვეყანაში უსაფრთხოების დასაცავად ყველაფერს გავაკეთებთ. ირანში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით 226 ადამიანი გარდაიცვალა. ბორის ჯონსონი - თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ პანდემია დასრულდა.

      დონალდ ტრამპი - ფიქრობენ, რომ გერმანია, რომელიც რუსეთს ენერგორესურსებისთვის ყოველ წელს მილიარდობით დოლარს უხდის, ჩვენ უნდა დავიცვათ რუსეთისგან - რას ნიშნავს ეს?

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 141

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივლისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Qwelly World

free counters