მესამე პრეზიდენტის დაბრუნების პირობები, ვირუსის რეკორდები, ცესკოს ამბები და რუსული გაზი გერმანიას

      როცა მესამე პრეზიდენტი პრემიერობას თანხმდება, ოპოზიცია ერთიანდებაო, ქართული პოლიტიკური სახელმძღვანელოს შესავალში წერია (ჯერ არ დაბეჭდილა, მაგრამ ალბათ ჩაწერენ). დღის მთავარი ამბები, სწორედ მოახლოებულ არჩევნებს, ცესკოს გადაწყვეტილებებსა და საარჩევნოდ პარტია-კოალიციების ამბებს ეხებოდა. ასევე ყოფილი პრეზიდენტის ტრიუმფით დაბრუნების გეგმებს. გვირგვინოსანმა ვირუსმაც თავი გამოიჩინა და აჭარა გაწითლდა (ამბობენ ინფექციონისტები). დოლარი კვლავ გარბის და 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0890 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 8 სექტემბერი, 2020

      ვირუსის ქართული რეკორდები - კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევიდან 21 აჭარაში გამოვლინდა, საიდანაც 3 ე.წ. ხოფას ბაზრობის კლასტერს უკავშირდება. მარინა ეზუგბაია - დაავადებამ ინტენსიური გავრცელება მიიღო და ზომიერი, კონტროლირებადი მატება ეჭვქვეშ დგება - აჭარა უკვე წითელი ზონაა. კორონავირუსის 45 შემთხვევიდან 2 იმერეთში გამოვლინდა, 5 კი ცაგერის მუნიციპალიტეტში. კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევიდან 2 „ავერსის" რუსთავის კლინიკის მედპერსონალს დაუდასტურდა. ამირან გამყრელიძე - აუცილებელია ყველა დახურულ შენობაში პირბადის გამოყენება, დისტანციის დაცვა და სანიტარული წესრიგის დაცვა. „პარაგრაფი“ - პიროვნება, რომელსაც Covid-19 დაუდასტურდა, არ არის შტატში რიცხული თანამშრომელი და სასტუმროში დროებით იმყოფებოდა. ამირან გამყრელიძე - ყველა მშობელს ვთხოვ, დაიცვან რეკომენდაციები. კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევიდან 5 თბილისში ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება, 3-ის ინფიცირების წყარო უცნობია. ამირან გამყრელიძე - სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობა, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, მოეშვა - შევიქმენით ილუზია, რომ საქართველოში თითქოს დავამარცხეთ კორონავირუსი. თამარ გაბუნია - კორონავირუსის ვაქცინის თაობაზე ინტერესის წერილი გადავგზავნეთ, მოსახლეობის 20% -ის ვაქცინაციისთვის 20 მილიონი დოლარია საჭირო. თამარ გაბუნია - თუ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჯამურად კორონავირუსის 370 შემთხვევა გვექნება, „მწვანე ზონაში“ დავრჩებით.

      კორონაჯარიმა - 12 ივნისიდან 31 აგვისტოს პერიოდში, პირბადის ტარების წესის დარღვევის 9884 შემთხვევა დაფიქსირდა.

      არჩევნების ამბები #არჩევნები2020 - ცესკო რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს მიმართავს. ქუთაისში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ოთარ კახიძის ღია ოფისი გაიხსნა. სერგო რატიანის განცხადებით, ხელისუფლებამ ჭიათურაში სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისთვის პროდუქტი რეალურზე უფრო ძვირად შეიძინა. ცესკო-ს პრესსპიკერის განცხადებით, ჯერჯერობით, უცხო ქვეყნის მოქალაქის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის ფაქტი არ დადასტურებულა. ირაკლი ოქრუაშვილი - თუ არ იქნება გამაერთიანებელი ძალა, კოალიცია დაიშლება. ანა დოლიძე პარლამენტს საარჩევნო უბნებზე ტელეფონების აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. დავით მათიკაშვილი - ჩვენი ვალდებულებაა, რომ სწორად გადავდგათ ნაბიჯები როგორც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე არჩევნების მაღალი ხარისხით ჩატარებისთვის. დავით ბაქრაძე - ქვეყანას უნდა ჰყავდეს მთავრობა, რომელიც არა ბატონი, არამედ მსახური იქნება, ხალხი მოიყვანს და გაუშვებს მთავრობას. დავით მათიკაშვილი - მარტივი შედარებაა, რა იყო 2012 წლამდე და რა არის დღეს, ამიტომ ასარჩევი არაფერია. 31 ოქტომბერს საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველს პირბადით უზრუნველყოფს. გიორგი ვაშაძე - ჩემი პრემიერობის დროს ანგარიშსწორებას დავასრულებთ და სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა ექნება. დავით ბაქრაძე - ჩვენი გეგმაა, ნაკლები ფული მთავრობას, მეტი ფული, მეტი კეთილდღეობა და ეკონომიკური განვითარება ხალხს. დავით მათიკაშვილი - არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ პანდემიის მიუხედავად, არჩევნების გადავადებაზე, ან სხვა გადაწყვეტილებაზე ვიმსჯელოთ.

      სააკაშვილის მობრუნების ამბები - სერგი კაპანაძე სააკაშვილის მიმართვაზე - მარტო სადღეგრძელო და იმაზე საუბარი, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყანა, საკმარისი არ არის. ბექა ნაცვლიშვილი - მიხეილ სააკაშვილი თავისი დაპირებებით „ქართულ ოცნებას" ეხმარება. ირაკლი ოქრუაშვილი - რეალურად რომ შევხედოთ, მიშას უფრო აქვს პრემიერობის შანსი, ვიდრე ვაშაძეს. დავით მათიკაშვილი მიხეილ სააკაშვილზე - უკვე მერამდენედ ტირის ნიანგის ყალბი ცრემლებით. ანა დოლიძე - სააკაშვილის ერთ პოლუსზე გამოჩენა, მეორე პოლუსზე ივანიშვილის ძალებს აძლიერებს. ზვიად ძიძიგური - ყველამ ვნახეთ, რომ არც ზღვით, არც გვირაბით და არც თვითმფრინავით მიხეილ სააკაშვილი არ დაბრუნებულა. მამუკა მდინარაძე - სააკაშვილის "ნიანგის ცრემლებით ტირილი", რომ თურმე მის დროს სასამართლო კარგი არ ყოფილა, ფარისევლობაა. რომან გოცირიძე - მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, როდის ჩამოვა - ეს იქნება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ნოემბერში, ეს არის პასუხი. დავით მათიკაშვილი - მიხეილ სააკაშვილი არსად ჩამომსვლელი არაა, ის არის მხდალი, ჩვეულებრივად კარიკატურული ფიგურა.

      მრავალტონიანი ყურძენი კახეთში - 8 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 11 ათას ტონამდე სხვადასხვა ჯიშის ყურძენია გადამუშავებული.

      ხელფასის კანონი - ბექა ნაცვლიშვილი - „მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ" კანონპროექტის მიღებით 300 000 დასაქმებულის მდგომარეობა გაუმჯობესდება.

      ეკონომიკის სტატისტიკა - საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ მეორე კვარტალში 237.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ნათია თურნავა - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ეკონომიკური და ანტიკრიზისული პოლიტიკის ეფექტიანობას. ნათია თურნავა - რეინვესტირების მაჩვენებლის ზრდა აჩვენებს, რომ ინვესტორები მოგებას ქვეყანაში ტოვებენ და ახალ სამუშაო ადგილებს ქმნიან. ბექა ლილუაშვილი - პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა მიუთითებს, რომ ინვესტორები ენდობიან ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პოლიტიკას. ნათია თურნავა - საქართველოს ეკონომიკამ ვარდნის პიკი გაიარა და გამოცოცხლებისკენ მიდის.

      შაქარაშვილის და ბაჩალიაშვილის საქმეები - გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ-ს მამა პროკურატურასთან ბენზინით მივიდა და თავის დაწვით იმუქრებოდა. შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით დაკავებულმა ვერონიკა არონიამ პენიტენციური დაწესებულება გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა. შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამა პროკურორთან შეხვედრას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავის მოკვლით იმუქრება. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს მამას პროკურატურის წარმომადგენლები ხვდებიან. შაქარაშვილის საქმის პროკურორი - ბრალდებულებმა არა მხოლოდ ტანსაცმელზე, არამედ ტელეფონებშიც წაშალეს ინფორმაცია და ყველა შესაძლო მტკიცებულება, რაც მათ ხელთ იყო. ადვოკატი - ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები ნახავენ საქმის მასალებს, ვიდეომასალებს და დრონის ჩანაწერებს, ვითომ სამძებრო სამუშაოები 72 საათი მიმდინარეობდა და ვიდეოზე მხოლოდ 30 წუთია. ბაჩანა ლობჟანიძე - თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში სხვა პირის დნმ-იც აღმოჩნდა, ცხადია, ეს სუიციდი არ არის. თამარ ბაჩალიაშვილის დედის განცხადებით, მისი მოთხოვნაა, რომ საქმეში FBI-ს ექსპერტები ჩაერთონ. თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი - გამოძიება ახლა მკვლელობის ვერსიაზე მუშაობს, მიდის მტკიცებულებების მოპოვება.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - აშშ-ში კორონავირუსის 24 362 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 265 ადამიანი გარდაიცვალა. ბელარუსის პრემიერი კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინით აცრეს. სომხეთში კორონავირუსის 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 5 099 ადამიანი დაინფიცირდა და 122 ადამიანი გარდაიცვალა. სი ძინპინი - ჩინეთი კორონავირუსთან ბრძოლის დროს გამჭვირვალედ და პასუხისმგებლობით მოქმედებდა.

      რუსული გაზი გერმანიას - დონალდ ტრამპი - გერმანიამ უარი უნდა თქვას „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გაყვანაზე. ჩრდილოეთის ნაკადი-2“ 1 200 კილომეტრის სიგრძის მილსადენი იქნება, რომელიც ბალტიის ზღვის გავლით რუსულ გაზს პირდაპირ გერმანიას მიაწვდის. პროექტის მშენებლობის დასრულება 2021 წელს არის დაგეგმილი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ნავალნისთან დაკავშირებულმა სიტუაციამ „ჩრდილოეთის ნაკადი -2“-ზე უარყოფითად არ უნდა იმოქმედოს.

      ბელარუსი - სვეტლანა ტიხანოვსკაია - ალექსანდრე ლუკაშენკოს, როგორც პრეზიდენტს, არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია, ის ბელარუსს აღარ წარმოადგენს. მედიის ინფორმაციით, მარია კოლესნიკოვა ბელარუსის ხელისუფლებამ მას შემდეგ დააკავა, რაც მან ქვეყნიდან გაძევებისგან თავის დასაღწევად პასპორტი დახია. ალექსანდრე ლუკაშენკო ქვეყანაში საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ ვადამდელ არჩევნებს არ გამორიცხავს. დიმიტრი პესკოვი - კრემლი არ არის მზად აღიაროს, რომ ბელარუსში პოლიტიკური პატიმრები არიან. ლუკაშენკო - შესაძლოა, პრეზიდენტის სკამზე ყოფნისას გადავაჭარბე, შესაძლოა, მაჩვენებენ არა მხოლოდ ტელევიზორში, არამედ უთოდან და ჩაიდნიდანაც, თუმცა ახლა ბელარუსების დაცვა მხოლოდ მე შემიძლია.

      ინდო-ჩინური ომი - ჩინეთი ინდოელ ჯარისკაცებს სადავო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და „პროვოკაციული“ გასროლის განხორციელებაში ადანაშაულებს. თამარ ბაჩალიაშვილის დედა - მანქანაში სისხლის კვალი, სავარაუდოდ, თამუნას ეკუთვნის.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 139

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი, სიახლეები

ლაშა: სექტემბერი 9, 2020||12:13am

#qwellynews: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი - მსოფლიო მზად უნდა იყოს შემდეგი პანდემიისთვის. 

მგონი მოსწონს ჩვენი შეშინება. 

ლაშა: სექტემბერი 9, 2020||10:10pm

ჩანს, სეტყვამდე აღებული მოსავალია. ისე, ამ გაგანია შემოდგომას, ეს უქორწილობა იქნებოდა? (( 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

While the decision to eschew

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 24, 2024.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

Embracing the Unknown

While the decision to eschew PTRs may result in more bugs and glitches, it also paves the way for unexpected delights and unforgettable moments. In a world where information is readily available and secrets are few and far between, the allure of the unknown holds a special charm. By allowing players to stumble upon WoW Classic SoD Gold new content organically, the Season of Discovery rekindles the spirit…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters