ტურიზმი და ეკონომიკა თბილისში, კორონას მწვერვალი და საარჩევნო საქმე

      კორონა ვირუსის ახალი მწვერვალები დაპყრობას ახერხებს საქართველოში - უკვე 196 შემთხვევაა. ქვეყნის მთავარი ამბავი სწორედ ამ გაზრდილი შემთხვევების მკურნალობის შესაძლებლობის გარკვევას ეძღვნება, ასევე არ ივიწყებენ საარჩევნოდ ხმების დაგროვების მცდელობას და აქტიური კამპანიები მიმდინარეობს. ტურიზმის აღდგენისთვის უკვე საერთაშორისო სხდომები იმართება თბილისში და რჩევა-დარიგება-დაპირებებიც მრავლად ისმის. რთველი კვლავ პრობლემდება და რაგბისტები უკვე ტყვიებს ესვრიან ერთმანეთს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 16 სექტემბერი, 2020

      #Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 196 ახალი შემთხვევიდან 8 ქუთაისში დაფიქსირდა, 144 ბათუმში. მარინა ეზუგბაია - ახალ-ახალი წერტილები გაჩნდა, ინფიცირების ძირითადი ნაწილი აჭარაშია, დანარჩენ რეგიონებში თითქმის ლოკალიზაციისკენ მივდივართ. ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებული 9 ფეხმძიმე მკურნალობს. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე - აჭარა კორონავირუსის გაზრდილ შემთხვევებს უმკლავდება. მარინა ეზუგბაია - შესაბამისი საწოლფონდი არის, მინიმუმ 3000 საწოლი გვექნება, ეს არ არის პრობლემა, თუ საჭირო იქნება საწოლფონდი გაიზრდება. ექიმის ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 143 პაციენტიდან 4-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის მე-2 ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა. კახეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საბერიოს ე.წ. კლასტერი გაფართოვდა. არჩილ თალაკვაძე - საქართველო რჩება "მწვანე ზონაში" და მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ პანდემიის პერიოდი მინიმალური ზიანით გავიაროთ. ბათუმში, კლინიკა "მედალფაში" კორონავირუსით ინფიცირებული 53 პაციენტიდან 15-ს პნევმონია აღენიშნება. შსს-ს 2 თანამშრომელს და 1 დამხმარე მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ნათია მეზვრიშვილი - საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და სრული კარანტინი ქვეყნის მასშტაბით არ იგეგმება, მათ შორის სრული კარანტინი არ იგეგმება ამ ეტაპზე არც ბათუმში. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში მასობრივი თერმოსკრინინგი იწყება. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, აჭარაში 400-მდე საწოლია მობილიზებული, 48 საათის განმავლობაში კიდევ 170 დაემატება. კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 3 შიდა ქართლში დაფიქსირდა. ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის ინფექცია ჯერჯერობით უკან არ იხევს, პანდემია გრძელდება. ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენ ერთად ვართ წინა ხაზზე და ერთად უნდა გადავჭრათ ყველა საკითხი. აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - აჭარაში კოვიდის მართვაში 6 კლინიკაა ჩართული, ხვალ 170 საწოლით ახალი საავადმყოფო დაგვემატება.

      არჩევნებისთვის რას არ იზამს კაცი?! - ალეკო ელისაშვილმა საარჩევნო ბანერზე საკუთარი ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნა. „ევროპულმა საქართველომ“, „ნაცმოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ერთიანმა საქართველომ“ და „გირჩმა“ მართლმსაჯულების სისტემაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი. „ლელომ” ისნის რაიონის მოსახლეობას მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების გეგმა გააცნო. რომან გოცირიძის განცხადებით, კვლევები აჩვენებს, რომ ხელისუფლება იცვლება ოპოზიციის გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბებული კოალიციით. სერგი კაპანაძე - როგორც ჩანს, ძალადობის გამოყენება, დაშინება, მოსყიდვასთან ერთად არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც დარჩა ბიძინა ივანიშვილს. „ქართული ოცნება“ ნაცვლად იმისა, რომ ფულს ზოგავდეს, ფულს ბიუროკრატიას და თავის პარტიულ აქტივს ახმარს. ნინო ბურჯანაძე პარტიის ცენტრალური შტაბის გახსნის პრეზენტაციაზე - მოგვეცით ნორმალური არჩევნები! ცესკომ პარტიებთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან ერთად კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლის განსაზღვრაზე იმსჯელა. გია ვოლსკი - მთავარი კვლევის ადგილი არის საარჩევნო ყუთი და იქ გადავწყვეტთ ყველაფერს. ლევან იოსელიანი - ალეკო ელისაშვილის საარჩევნო კამპანია ყველაზე მეტად აჩვენებს მის სახეს. კახა კუკავას განცხადებით, „თავისუფალი საქართველო“ ყოფილი სახელისუფლებო პარტიების შეთანხმებას არ შეუერთდება. გიორგი ვაშაძე პრემიერს - სად წავიდა ის 5 მილიარდი დოლარი, რომელიც საქართველომ სესხად აიღო? ქართულ ბიზნესს ამ ფულიდან არაფერი მიუღია.

      დირექტორის სიყვარული - განათლების სამინისტროსთან მე-10 სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა სკოლის რეაბილიტაციის დროულად დასრულებისა და ყოფილი დირექტორის თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. განათლების სამინისტროს განმარტებით, მე-10 სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება შრომითი ხელშეკრულების გასვლას უკავშირდება.

      ნარკოპარლამენტი - გურამ მაჭარაშვილი - თუ პირი პარლამენტის წევრი გახდება, მას ვალდებულება ექნება ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა წარადგინოს.

      რა ხდება თბილისში?! - კახა კალაძის განცხადებით, ზონალურ-საათობრივი პარკირება პეკინის შემდეგ ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზე ამოქმედდება. შემუშავებულია განრიგი, რომ საკვების გატანის დროს საბავშვო ბაღებში რიგები არ იყოს. კალაძე - ინფორმაცია, რომ მერია კონცერტებსა და კულტურულ ღონისძიებებს უკეთებს ორგანიზებას, სიმართლეს არ შეესაბამება. თბილისის მერიამ კონკურსის - „შემოქმედებითი თბილისის“ მეორე ეტაპზე განაცხადების მიღება დაიწყო. ბოტანიკური ბაღის 2021-2030 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმას დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დაამტკიცებენ. კახა კალაძე - ნელ-ნელა საზოგადოებას უნდა ავუხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია ფეხით, ველოსიპედით სიარული, დღეს ქალაქში 650 ათასამდე კერძო ავტომობილი გადაადგილდება. კახა კალაძე ქავთარაძის ბაზრის მოვაჭრეებზე - მათთან კომუნიკაცია იყო, არანაირი კერძო საკუთრების უფლება არ ირღვევა. კახი კალაძე - კერძო საკუთრებას არ ვეხებით, უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟი მოვახდინეთ.

      ტურიზმი და ეკონომიკა თბილისში - თბილისი გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას მასპინძლობს. ზურაბ პოლოლიკაშვილი - ეს დღეები ისტორიული იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. ნათია თურნავას განცხადებით, საქართველომ „მწვანე ქვეყნის“ სტატუსი ეფექტურად გამოიყენა. ლარის კურსის „რყევები ზომიერია" და ნეგატიური ტენდენციის გაღრმავების ნიშანი არ არსებობს. ოპოზიცია ხედავს, რომ მათი რეიტინგი საკმაოდ დაბალია, ჩვენ მათ ბევრი სათქმელი არ დავუტოვეთ. რომან გოცირიძე - ლარის ბედი მთავრობისა და ეროვნული ბანკის ძალიან სწრაფ მოქმედებებზეა დამოკიდებული. კობა გვენეტაძე ლარის გაუფასურებას სავალუტო ბაზარზე „წინასაარჩევნო დაძაბულობით“ ხსნის. საბერძნეთის ტურიზმის მინისტრი - საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ, განიხილოს, რა გზებითაა შესაძლებელი საზღვრების უსაფრთხოდ გახსნა. ფინანსთა მინისტრი ვარაუდობს, რომ 2021 წლისთვის საქართველოს 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ექნება. ზურაბ პოლოლიკაშვილი - საბჭოს სხდომაზე მივიღებთ „თბილისის დეკლარაციას“, რომელიც ითვალისწინებს ტურიზმის განვითარებას მომავალი თვეების განმავლობაში. MasterCard-ის ვიცე-პრეზიდენტი - გვსურს საქართველოს დავეხმაროთ ტურიზმის სექტორის გამოცოცხლებაში, რომელიც პანდემიამდე დიდი ტემპით ვითარდებოდა.

      შაქარას საქმე - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების პროცესზე ბრალდებულებს - გიგა ტატიაშვილსა და ნიკა ჟვანიას დაკითხავენ. შაქარაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, გიგა ტატიაშვილსა და ნიკა ჟვანიას გამოძიების ეტაპზე მნიშვნელოვანი ჩვენება აქვთ მიცემული და ისინი მათ თანხმლებ პირებს ამხელენ. დამოუკიდებელი ექსპერტის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილი დაზიანებებს დაცემის, ფერდობზე ჩაგორების, სიმაღლიდან ვარდნისას ვერ მიიღებდა. შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატის განცხადებით, გიგა ტატიაშვილმა დაადასტურა, რომ ჟვანიას რკინის ხელკეტი ჰქონდა, თუმცა, მისი გამოყენება არ დაუნახავს.

      ბაჩალიაშვილის საქმე - ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გენერალურ პროკურატურაში ირაკლი შოთაძის სახელზე, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე 11 შუამდგომლობა შეიტანა.

      სროლა რაგბისტებში - რაგბის კავშირში სროლა იყო, დაჭრილია მორაგბე. შსს-მ რაგბის კავშირში სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მორაგბე სანდრო საკანდელიძე სროლის ფაქტზე - არ ვიცი რა მოხდა დღეს, რამაზ ხარაზიშვილი და მერაბ ბესელია ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ. საინიციატივო ჯგუფი - „კლანი“ ეწინააღმდეგება მორაგბეთა თემს და სახელმწიფოს, მოვითხოვთ რაგბის გამგეობის გადადგომას. მორაგბის დაჭრის ბრალდებით რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, მერაბ ბესელია დააკავეს. საკანდელიძე: ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი რამაზ ხარაზიშვილის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.

      რთველის ბედი - ლევან დავითაშვილი - ამ რთულ პერიოდში ჩაუბარებელი არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება. ლევან დავითაშვილი რთველზე - გარკვეული პოლიტიკური ძალების ქმედებები უპასუხისმგებლოა, პოლიტიკური პოპულიზმი, სამწუხაროდ, მდარე პოპულიზმია. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანში მევენახეებმა აქცია გამართეს - ისინი ხელისუფლებას საწარმოებთან შუამდგომლობას და ფასის 2.50 თეთრამდე გაზრდისკენ მოუწოდებენ, ყველაფერი გაძვირდა, დოლარის კურსი იწევს, მაგრამ ყურძნის ფასს ყოველ წელს აკლდება. ვითხოვთ, დაგვეხმაროს მთვარობა,სასაცილოდ აგდებაა, რასაც ახლა იხდიან.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - სომხეთში კორონავირუსის 257 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 5 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 132 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო საფრანგეთმა 81 სკოლა დახურა. აზერბაიჯანში კორონავირუსის 141 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 3 ადამიანი გარდაიცვალა.

      ისრაელმა ღაზას სექტორში საპასუხო სარაკეტო დარტყმა განახორციელა.

      ვლადიმერ პუტინი იოშიჰიდე სუგას - მზად ვართ, ორმხრივი და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე კონსტრუქციული ურთიერთობისთვის.

      ურსულა ფონ დერ ლეიენი - ნავალნის ქიმიური აგენტით მოწამვლა ერთადერთი შემთხვევა არაა, ჩვენ ამის მაგალითი ვნახეთ საქართველოსა და უკრაინაში, სირიასა და სოლსბერიში.

      ევროკომისიის პრეზიდენტი - ჩვენი გლობალური სისტემა მცოცავ დამბლად გადაიქცა, ცვლილება გვჭირდება.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 117

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

6 Advantages Of Great deal CLEARING FOR A BUSINESS

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:57am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

MMOexp:Make great RPGs even better

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:23am 0 კომენტარი

I've had this thought – or a less metaphorical version of this thought – a lot this year. 2023 was an amazing year for playing games, and maybe an even better year for waiting to play games. The comeback-cementing release of Cyberpunk 2077: Phantom Liberty and its accompanying 2.0 update is probably the most extreme example of waiting for improvements. But even for games that were initially released this year, waiting even a month or two could lead to a dramatically improved first… გაგრძელება

One of the most intriguing features

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 6:55am 0 კომენტარი

Beyond Combat: A Story to Unfold:

While Throne and Liberty offers large-scale player versus player (PvP) and player versus environment (PvE) combat experiences, the developers emphasize the importance of the narrative. The game features a "story-driven adventure," weaving a captivating storyline into the core gameplay. This integrated Throne and Liberty Lucent narrative adds purpose and direction to the player's…

გაგრძელება

With the support of their loyal

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 6:32am 0 კომენტარი

Featuring a rich and atmospheric setting, diverse character classes, and a wide array of weapons and abilities to master, Dark and Darker offers endless possibilities for customization and strategy. Whether you prefer to Dark And Darker Gold brave the depths of the dungeons alone or team up with friends to conquer formidable foes, there's something for every adventurer in this epic fantasy adventure.

Building a Brighter…

გაგრძელება

Qwelly World

free counters