მინსკსი ასიათაობით ადამიანი გამოვიდა ლუკაშენკოს გაპრეზიდენტების გასაპროტესტებლად. როგორც წესი მთელი მსოფლიოს ყურადღება ასეთი მასობრივი ამბებისკენ არის მიმართული. არც ქართველები ჩამორჩნენ და ქართული ყოვლისმცოდნეობით ბელარუსის შიდა საქმეების შეფასებებთან ერთად, განსხვავებული პოლიტ-გუნდების კრიტიკაც შეძლეს. ქვეყნის მთავარი ამბავი ეს იყო. მასთან ერთად კორონას ახალი შემთხვევები, არჩევნების სიახლოვე და სამწუხარო ამბები - გარდაცვლილი ადამიანების პოვნა.
საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 3 აჭარაში გამოვლინდა, აქედან ორი ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 2 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 1 იმპორტირებულია, ხოლო 2-ის წყარო ჯერჯერობით უცნობია.
თურნავას ეკონომიკა - ნათია თურნავა - პანდემიისას განხორციელებული ინვესტიცია დასტურია, რომ ინვესტორებს ჩვენი ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღების და ეკონომიკური პოლიტიკის სჯერათ. FitchRatings-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის უცვლელად დატოვებამ დაადასტურა, რომ ჩვენი ეკონომიკა სწრაფად შეძლებს აღდგენას. ბექა ლილუაშვილი Fitch-ის რეიტინგზე - ეს ძლიერი სიგნალია საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოებისთვის, რომ ქვეყანაში მაღალი ხარისხის მაკროეკონომიკური მენეჯმენტია. ნიკოლოზ გაგუა - Fitch-ის რეიტინგი არის აღიარება, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა მზად შეხვდა გამოწვევებს. კობა გვენეტაძე - Fitch მიიჩნევს, რომ სებ-ის თანმიმდევრული და სანდო პოლიტიკის პრაქტიკა შემდგომშიც ხელს შეუწყობს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას.
არჩევნების წელი - კელი დეგნანი - მაჟორიტარულ კანდიდატებს ეცნობიან, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, ვინ არის წარმოდგენილი პროპორციულ სიაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბერში საქართველოში არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და თავისუფლად. კიბერთავდასხმა მნიშვნელოვანი გამოწვევაა ყველა იმ ქვეყნისთვის, სადაც წელს არჩევნები ტარდება. თამარ ჟვანია - არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების ვიზიტთან დაკავშირებით კონკრეტული პროტოკოლი შემუშავდება. მიხეილ სააკაშვილი - საქართველო ივანიშვილმა 90-იანი წლების რუსეთს დაამსგავსა - არ მივატოვებ ჩვენს ხალხს და ახალგაზრდობას გასაჭირში.
ჯარის ალტერნატივა - რეზერვი - 18-დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ, სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლება. აქტიურ რეზერვში მიიღებიან 18-დან 50 წლამდე ასაკის მოქალაქეები, როგორც ქალბატონები, ასევე მამაკაცები. საბრძოლო მომზადება თითოეული წლის განმავლობაში გახლავთ არაუმეტეს 45 დღისა, ხოლო რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება შეადგენს 2700 ლარს.
შაქარაშვილის საქმე - ექსპერტი შაქარაშვილის საქმეზე - მაღალი ალბათობით, დასაშვებია, რომ დაზიანება განვითარებულიყო ხელკეტის მსგავსი საგნის ზემოქმედებით. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული მორაგბის ადვოკატები დამოუკიდებელი საგამოძიებო მოქმედებებისა და ექსპერიმენტების ჩატარებას გეგმავენ.
ბაჩალიაშვილის საქმე - თეონა თამაზაშვილი - თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობის საქმეს პროკურატურა გამოიძიებს. თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი - თვის ბოლოს უცხოელი ექსპერტები ჩამოვლენ, რომლებიც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას გაეცნობიან. თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. რამიშვილი - თვის ბოლოს ჩამოვლენ უცხოელი სპეციალისტები და სამედიცინო ექსპერტიზას გაეცნობიან.
გარდაცვალების ახალი ფაქტები - ურეკში ზღვაში დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მაშველებმა მტკვარში, ბარ „ბაუჰაუსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ბარის ორივე თანამშრომლის გვამები იპოვეს, რომლებიც 15 აგვისტოს, გამთენიისას გაუჩინარდნენ.
ნატოში ფინიშიც გადავკვეთეთ - ფილიპ ბრიდლოვი - საქართველომ ყველა მოლოდინს გადააჭარბა და ნატოში წევრობის „ფინიშის ხაზი“ დიდი ხნის წინ გადაკვეთა.
ზარალის ანაზღაურება - „ირაომ“ ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალი ყველა დაზარალებულს აუნაზღაურა.
საზღვარგარეთულები:
კორონა სამეზობლოში - სომხეთში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 4 892 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 55 გარდაიცვალა. აზერბაიჯანში კორონავირუსის 124 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 ადამიანი გარდაიცვალა.
ბელარუსის პროტესტი - ნატო ბელარუსის საზღვართან სამხედრო ძალების მობილიზებას უარყოფს. სვეტლანა ტიხანოვსკაია - მზად ვარ ვიმოქმედო როგორც ეროვნულმა ლიდერმა. დომინიკ რააბი - დიდი ბრიტანეთი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს. სერგი კაპანაძე ხელისუფლებას - ბელარუსის ისტორიაში ასეთი მნიშვნელოვანი დღეების დროს, როგორ მოახერხეთ, რომ საქართველოს ელჩი ისვენებდა და თურმე ადგილზე არ იმყოფებოდა?! ნათია თურნავა - ჩვენი ელჩი ბრუნდებოდა ბელარუსში, დანიშნულების ადგილზე, რაც ბუნებრივია - არ მესმის, ამ საკითხზე ატეხილი აჟიოტაჟი რა მიზანს ისახავდა. გიორგი ვაშაძე - საპრეზიდენტო არჩევნები ბელორუსში არ იყო გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი. ალექსანდრე ლუკაშენკო - ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ იქნება. გერმანიის პრეზიდენტი - მოვუწოდებ ბელარუს სამხედროებს, არ გამოიყენონ ძალა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. კელი დეგნანი - აშშ თვლის, რომ ბელარუსში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდა. ევროსაბჭოს წევრები ბელარუსში არსებულ სიტუაციას განიხილავენ. ვანო მაჭავარიანი - რაც ბელარუსში ხდება „ხავერდოვანი რევოლუციაა“, რადგან ხალხს ლუკაშენკოსთან უძრაობის პერიოდში ყოფნა არ უნდა. ლევან ბოძაშვილი - არ არის გამორიცხული ლუკაშენკოს წინააღმდეგ მოვლენებში პუტინის ხელიც ერიოს, რათა ბელარუსზე გავლენა გარანტირებულად მიიღოს. მარია ზახაროვა ემანუელ მაკრონის განცხადებას ბელარუსი დემონსტრანტების მხარდაჭერის შესახებ „თვალთმაქცობად“ აფასებს. „დოიჩე ველე“ - ბელარუსმა გროდნოს რეგიონში სამხედრო წვრთნები დაიწყო, ლიეტუვა და პოლონეთი საზღვარზე სიტუაციას აკონტროლებენ. სალომე ზურაბიშვილი - ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას - გვჯერა, რომ ბელარუსი და მისი ხალხი შეძლებს საკუთარი მომავლის დემოკრატიულად გადაწყვეტას. ევროპარლამენტარები ბელარუსში ხელახალი არჩევნების ჩატარებას უჭერენ მხარს და ლუკაშენკოს ევროკავშირში პერსონა ნონ გრატად მიიჩნევენ. დონალდ ტრამპი - საშინელი სიტუაციაა ბელარუსში, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს. ალექსანდრე ლუკაშენკო მოწოდებით გამოდის, სახელისუფლებო უფლებამოსილების გადანაწილება საკონსტიტუციო გზით მოხდეს.
კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ლიბიისა და სირიის კონფლიქტები განიხილეს.
ანტალიის მერს კორონავირუსი დაუდასტურდა.
სიცხე რეკორდით - კალიფორნიის შტატში 54.4 გრადუსი დაფიქსირდა, რაც ბოლო 90 წელიწადში, შესაძლოა, დედამიწაზე ყველაზე მაღალი ტემპერატურა იყოს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია