გრილი შემოდგომის პირველი კვირაც მიიწურა და აი, რატომ არის სიგრილე კარგი. ფარშევანგის კუდივით გაიშალა დღის ამბები, რა გინდა სულო და გულო, ჯანდაცვაც იყო, მოსმენებიც, ომბუდსმენის არჩევის წესის ცვლილების დამტკიცებაც, ამერიკაც და ვაშინგტონ პოსტიც, სანქციებიც, ავიაკომპანიის ბედიც და ცოტა სტატისტიკური მონაცემებიც. მნიშვნელოვანი იყო სუსის უფროსის საპარლამენტო ანგარიში. პუტინის მომდევნო ბოროტება მოქალაქეობაზე აფხაზეტში. კარგი ამბავიც - ქართველი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 9, 2022 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
როგორც ადრეც ვწერდით, ჩვენი პოლიტიკური მეინსტრიმი ევროპის 12 რეკომენდაციის შესრულებისკენ იქნება მიმართულიო - ასეც ხდება. მხოლოდ ეს საკითხები ისმის დღეს პარლამენტში და მის გარეთ, პოზიციისა და ოპოზიციის გაუთავებელ კინკლაობაში. ასევე მოსმენების კანონი, ომბუდსმენის არჩევის წესის ცვლილება და დღეს ასოცირების საბჭოს გუშინდელი შეკრების რეპორტი. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8657 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 7, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
პარლამენტმა საშემოდგომო სესია გახსნა და თავბრუდამხვევი კომენტარების დღეც მოეწყო. აქტუალური თემები გაიშალა - ომბუდსმენის არჩევა-დანიშვნის წესი, მოსმენების კანონი, სანქციები, იქით თორმეტპუნქტიანი გეგმა ევროკავშირის გზაზე. პარალელურად ევროსაბჭოს სხდომა და ა.შ. და ა.შ. კეთილი იყოს შემოდგომის დაწყება. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8705 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 6, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
სინოპტიკოსები მართლები აღმოჩნდნენ, თქვეს წვიმა იქნებაო და იწვიმა. ახლა იმასაც ამბობენ, ასე გრილად და წვიმიანად გაგრძელდება 8 სექტემბრამდე საქართველოშიო. საქართველოში კიდევ ევროპის გზისკენ სიარულის პოზიციურ-ოპოზიციური მიდგომები ადარდებთ და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას განიხილავენ. მთავრობა მომავალს გეგმავს. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8795 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 5, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ყველაზე აქტიური სეზონი დაიწყო და შემოდგომის პირველი დღის პირველი ქველინიუსიც აქტიურობას იმედოვნებს. ამინდი მაინც რჩება თავისი მოწოდების სიმაღლეზე და 3 სექტემბერს ტემპერატურამ შესაძლოა, 40 გრადუსს გადააჭარბოსო, 4 სექტემბრიდან კი აცივდება და აგრილდებაო. იქამდე ქვეყნის მთავარი ამბავი რეკომენდაციების შესრულება და ომბუდსმენის დანიშვნის ოცნებისეული იდეა იყო. ასევე საღამოს პრეზიდენტის ბრიფინგი. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9036…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 1, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
როგორც ჩანს, საშემოდგომო აგრილება ზუსტად შემოდგომისთვის იგეგმება - პირველ სექტემბრამდე მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელიო. ტემპერატურამ პოლიტიკურ ველზე დაიწია, ახლა მხოლოდ არჩევნების გარშემო ტრიალებდა მედია - საარჩევნო კოდექსი, არჩევნების ხელმძღვანელობა და ა.შ. აქტუალურია ოცნებიდან წასულების ეპისტოლარული კინკლაობა ამერიკის ელჩთან. და უკვე საღამოს, ვენეციის კომისიამ დასკვნა დადო და დაგვიწუნა მუშაობა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 26, 2022 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ხანძარი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემაა, ამიტომ ამ სტიქიასთან ბრძოლა წელიწადგამოშვებით გვიწევს და დიდი მასშტაბებით - ბორჯომი ჯერ კიდევ „ანთია“. რაც შეეხება თბილისისს, აქ კონსტიტუციის დღე იზეიმეს, უკრაინას დამოუკიდებლობა მიულოცეს, ამერიკის ელჩზე და ისფედზე რაღაცეები აკომენტარეს და დღე ასე განლიეს - არაფერი ხელშესახები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8192 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 24, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ვინც დასასვენებლად დასავლეთს და მთის ნაცვლად, ზღვას მიაშურეთ, გაითვალისწინეთ რომ ზღვა ადუღებას აპირებს - სინოპტიკოსები ამბობენ, რომ დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს. სიცხის ფონზე, გაფრთხილებამ, ხანძრებთან დაკავშირებით არ გაჭრა და უკვე მეოთხე დღეა ბორჯომში ხანძარს ებრძვიან. პოლიტიკურ ველზე, კვლავ ამერიკის საელჩო, არასამთავრობოები და სამართლიანი არჩევნების და რეფორმების ამბები ისმის - ევროპის გზითვის. უკრაინაში…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 23, 2022 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ისე ცხელა, მედიამ რისთვის მოიცალოს აღარ იცის და ისიც კი აქტუალურია, ერთ-ერთ არხზე გადაცემის წამყვანი როგორ გაუშვეს სამსახურიდან იმის გამო, რომ ოჯახში ძალადობდა. ჰო, ესაა ქვეყნის მეინსტრიმი. ასევე დღის მთავარი ამბავი იყო კელი დეგნანის და ამერიკის საელჩოს რეკომენდაციები, რომლებიც ზოგიერთმა პოლიტიკოსმა რეკომენდაციად კი არა, თითის ქნევად აღიქვა და მუშტი მაგიდაზე ბრახუნად. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8019 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 17, 2022 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
აგვისტოში ისე დაცხება, რომ გარეთ გასვლას, სადმე ცეცხლის ანთებას და მერე უყურადღებოდ მიტოვებას, ბუნება არ გაპატიებთო, საგანგებო სამსახურმა დღეს განაცხადა. მოსალოდნელია ტემპერატურის კიდევ უფრო მატება. პარალელურად, საქართველოში კვლავ ევროპის კარზე მდგომი პოზიციიდან ხდება გადაწყვეტილებების შეფასება. უკრაინა კვლავ ომობს. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7877 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 15, 2022 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ტრადიციად ქცეული კითხვის დღე - 08.08.08 - ვინ დაიწყო ომი? და დაუსრულებელი ბრალდებები ერთმანეთის რუსეთუმეობაზე, ასეთია აგვისტოს პირველი დღეების პოლიტიკური ცხოვრება საქართველოში. დღესაც 08.08.22-ში, კვლავ გმირების საფლავები შეამკეს, დაგმეს ოკუპაცია და პარალელურად ქსენოფობიაც, ასევე განიხილებოდა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7141 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 8, 2022 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
როცა საქმე წერილებს ეხება, ყველა მკითხველ-კრიტიკოსი ხდება. მოკლედ, ერთ დიდ გაურკვევლობაში ცხოვრობს ქვეყანა და ინტერესის სფეროებიც საშინლად დავიწროებულია. მაგ. შეხვდა თუ არა ივანიშვილი დეგნანს, თუ შეხვდა რატომ არ ვიცოდით და თუ შეხვდა რაზე ისაუბრეს და თუ ისაუბრეს რა შედეგი მივიღეთ და ა.შ. ტელესერიალებში გადავცხოვრდით. მეორე ხალხი - ჩვენ დრო მოვა და ყველაფერს ფარდას ავხდით და ვიტყვით. მესამე ხალხი - რა სპექტაკლებს დგამთ, ჩვენ არ ვმონაწილეობთო,…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 28, 2022 წელი. 10:00pm —
1 კომენტარი
________________
როგორც კი ცოტა აგრილდა, უფრო მრავლისმთქმელი ან მწერი დღე გამოდგა. შესავალ ნაწილს დავიწყებ პრეზიდენტის რამდენიმე წუთის წინანდელი ინტერვიუდან - სალომე ზურაბიშვილი ამბობს: არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ხან ამერიკის ელჩს, ხან სხვა ელჩებს - არ მინახავს, პრემიერი წერდეს კომისიის თავმჯდომარეს, რომ გაემიჯნოს ევროპარლამენტს.“ - როგორც ხვდებით, დღის მთავარი თემა სწორედ ეს იყო -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 21, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ივლისის სიცხის მთავარი ამბები დეოლიგარიზაციას უკავშირდება და ამ საკითხზე მომუშავე პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც ჯიუტად აძახებს ოპოზიციას რატომ არ უერთდებით პროცესსო. პარალელურად პრემიერი ეპისტოლეს უგზავნის ურსულა ფონ ლაიენს და კონკრეტიკისკენ მოუწოდებს. გარამიას აპელაცია უშედეგო გამოდგა და ოქტომბრამდე მოცდა უწევს. უკრაიანში ისევ იღუპებიან. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8281 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 19, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
მგონი წინა შესავალში უკვე დავწერე, რომ კიდევ დიდხანს მოგვიწევს ისეთი ამბების კითხვა, რომლებშც ბევრი ევროპა, ევროინტეგრაცია, ევროკომისია, ევროკავშირი და ა.შ. ეწერება, რადგან ახლა ძალიან აქტუალურია. პარალელურად აქტუალურდება ამერიკა და მისი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი. დღეს მოსამართლეც გაპოპულარულდა და მეისნტრიმში მოხვდა თავისი „მწუხარე“ განაცხადით ამერიკაში ვერ წასვლის შესახებ. პრეზიდენტმა დასასვენებლად წასული დეპუტატები უკან მოიხმო და…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 15, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
დასავლეთში დასასვენებლად წასვლის იდეა ცოტა გადაწიეტო - სინოპტიკოსების პროგნოზით, 20 ივლისამდე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელიო. დღევანდელი დღის ნიუსრუმი ორი ძირითადი თემის გარშემო ტრიალებდა - გადაწული ვადა ევროკომისიის „დავალებების“ შესასრულებლად და ევრომეგობრების ვრცელი ინტერვიუები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8559 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 14, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
გასული კვირა ბედნიერად დასრულდა - საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა იტალია დაამარცხა. ამხანაგურად და მეგობრულად, მაგრამ მაინც - იტალია დაამარცხა. ახალი კვირა კი ეროკავშირის მოთხოვნილი რეფორმების სამუშაო ჯგუფების მომზადების თუ დაკომპლექტების მცდელობით დაიწყო. მომდევნო თვეები ალბათ სულ მსგავს ამბებს უნდა ველოდოთ, ვიდრე ის 12 პუნქტი არ შესრულდება და ისიც არ ვიცით ვინ უნდა შეასრულოს. პრემიერი ტრადიციულად ამაყობს მიღწევებით, ხოლო პენიტენციის…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 11, 2022 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
წინ ცხელი კვირა გველოდება. აქციებმა განსაკუთრებული შედეგი ვერ გამოიღო, ამიტომ პოლარიზაციის შემცირებაზე სხვაგვარი საუბრები მიდის. მთელი დღე, ქართულ პოლიტიკაში სწორედ ამ საკითხს მიეძღვნა - ევროკავშირის სტატუსის მისაღებად ყველაფერზე ვართ წამსვლელები - ეს ხუმრობით, მაგრამ არც მთლად. ამასთანავე აქტუალურდება კოვიდი. ნატო გართოვდება, უკრაიანში ბომბები არ სრულდება. წყალტუბოს მომავალი იწერება. ცოტა ლარიც გამყარდა და ახლა 1 აშშ დოლარის ოფიციალური…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 5, 2022 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ეს ორი დღე ისევ აცივდებაო, წვიმებიც იქნება, სეტყვა-ქარბორბალაც, ჭექაც და ქუხილიც. მოკლედ, ზაფხული დაიწყო და ცხელი ივლისიც, „ამერიკაში“ ქართველების ჩხუბით გაიხსნა - გუშინ იჩხუბეს, დღეს განიხილეს. პარლამენტარი და ტელევიზიის დამფუძნებელი პირდაპირ საელჩოში დაეტაკნენ ერთმანეთს - კადრები ჯერ არ გასაჯაროვებულა. ცხადია, მთელი დღე ამ თემას დაეთმო. ასევე საფრანგეთის ელჩის განცხადებას წასვლაზე და ევროპული აგიტაციის დახვედრას რეგიონებში. ლარის ამბავი - 1…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 1, 2022 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ნატომ მოსაწვევები დააგზავნა, მაგრამ არც კი უფიქრია ჩვენთვის გამოეგზავნა - შვედეთი და ფინეთი არიან მიწვეულები ჩახო-ში გასაწევრიანებლა. ნატოს სამიტზე ჩვენი პრემიერიც იმყოფებოდა და დღის ამბებში ეგეც აქტუალური იყო. ცხადია ოცნება ხმაურიანად დატოვო და მეორე დღეს მეინსტრიმი არ მიიღო, არ გამოდის - ასე მოხდა სამ დეპუტატსაც. დღეს ასევე აქტუალური იყო უკრაინაში ომი და მესა პეტრეს ტაძარში. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 2.9289 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 29, 2022 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
1999
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.
A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium
While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.
Knowing Existence Insurance policy Principles
Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…
© 2024 George. •