მუშაობა პარლამენტის თავმჯდომარესთან და ომბუდსმენი პენიტენციური პრობლემებით

      გასული კვირა ბედნიერად დასრულდა - საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა იტალია დაამარცხა. ამხანაგურად და მეგობრულად, მაგრამ მაინც - იტალია დაამარცხა. ახალი კვირა კი ეროკავშირის მოთხოვნილი რეფორმების სამუშაო ჯგუფების მომზადების თუ დაკომპლექტების მცდელობით დაიწყო. მომდევნო თვეები ალბათ სულ მსგავს ამბებს უნდა ველოდოთ, ვიდრე ის 12 პუნქტი არ შესრულდება და ისიც არ ვიცით ვინ უნდა შეასრულოს. პრემიერი ტრადიციულად ამაყობს მიღწევებით, ხოლო პენიტენციის პრობლემებზე ომბუდსმენი საუბრობს. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8830 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 11 ივლისი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, ივლისი

      ევროპის გზა 12 ბილიკად - ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა - დიახ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და დეოლიგარქიზაციის შესახებ მოწოდება მას ეხება, თუმცა ვგულისხმობთ ისეთი სისტემის შექმნასაც, რომლის შელახვასაც კონკრეტული პირები ვერ შეძლებენ. მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი მიიღო, რადგან მას პროევროპული ხელისუფლება ჰყავს, რაც ვერ დავინახეთ საქართველოში - „ომთან შეერთების“ შესახებ განცხადებები აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ომბუდსმენი - უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა და ფორმატი, რათა ევროკავშირს დავანახოთ, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი დაბრუნებულია - ამ პროცესში, სადაც საჭირო იქნება, მზად ვარ მივიღო მონაწილეობა. პაატა მანჯგალაძე - ბიძინა ივანიშვილი თავის გადასარჩენად ევაჭრება დასავლეთს და ეუბნება - „მე უფრო ცუდად მოქცევაც შემიძლია“. ბექა დავითულიანი - ოპოზიციას ხელისუფლების ექსტრემალური გზით, არჩევნების გარეშე შეცვლის შანსი არ მიეცემა - დროა, ადრე თუ გვიან ჭკუა ისწავლონ, მოვიდნენ, დასხდნენ და ქვეყნისთვის იმუშაონ. გიორგი ვაშაძე შალვა პაპუაშვილს მიმართავს, აშშ-ს ელჩსა და დასავლელ პარტნიორებზე შეტევას გაემიჯნოს და ოლიგარქიული რეჟიმისგან მიღებული დავალებები „არ გააპრავოს“. ოლიგარქიულმა რეჟიმმა რუსეთიდან მიიღო დავალება, რომ არ მოხდეს რუსეთის ალტერნატიული კორიდორის რეალიზება, რომლის ერთადერთი გზა არის საქართველოს გავლით კასპიური ნავთობისა და გაზის მიწოდება ევროპის მიმართულებით. რატი იონათამიშვილი მარკეტა გრეგოროვას განცხადება არის ძალიან უსამართლო - მსგავსი განცხადებები შეიძლება შედიოდეს რუსეთის და რადიკალური ოპოზიციის ინტერესებში. შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის ნაწილის მხრიდან არის მცდელობა, საქართველოს წინააღმდეგ რაღაც ზომები გამოიწვიონ - ეს არის ჩვეულებრივი ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ. შალვა პაპუაშვილი ლექსო ლაშქარავაზე - რამდენადაც ვიცი 6 ადამიანია სწორედ ცემის ფაქტზე გასამართლებული - რაც შეეხება სიკვდილის მიზეზს, დადგენილია და ცემასთან უშუალო კავშირში არ არის. შალვა პაპუაშვილი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე - ქართული ჯარის მოტივაცია და ბრძოლისუნარიანობა კითხვის ქვეშ არასდროს დაყენებულა. პარლამენტის თავმჯდომარე - მას, ვინც ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებაში არ ერთვება, არ უნდა ევროკავშირი, ოპოზიციამ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად დაასახელა მე-13 წინაპირობა - აქედან დასკვნა ხომ ნათელია? გრიგოლ გეგელია - არსად, არავის ჩაუწერია, პაპუაშვილთან ისეირნეთ ყავის დასალევადო, ჩაგვიწერეს: „გაატარეთ რეფორმა“ - რეფორმების სურვილი აჩვენეს უკრაინამ და მოლდოვამ, ჩვენ ვაჩვენეთ ყაველაშვილი და ზარქუა. ბაჩო დოლიძე - მინდა მზა პროდუქტით მისვლა და არა სურათები გადაგვიღონ, რომ ვიღაცამ თქვას: თურმე “ოცნებას“ სამუშაო გარემო შეუქმნია - მოლაპარაკების მაგიდას მოვუსხდებით, როდესაც კონკრეტულ დოკუმენტს წარვადგენთ. ნათია მეზვრიშვილი - ქვეყანას სჭირდება ერთ მაგიდასთან ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, რადგან ევროკავშირის 12 პუნქტი ცალმხრივად ვერ შესრულდება. პაატა მანჯგალაძე - ქვეყანას აკარგვინებენ ევროპაში ინტეგრაციის შანსს, პირში წყალი ჩავიგუბოთ? ეგრე არ გამოვა დეპოლარიზება - ყოველთვის „გადაგვყარეს“, ჯერ რაც გაქვს წაღებული, ის დააბრუნე, თუ გამოსწორდი, შემდეგ ვილაპარაკოთ.

      პრემიერის „ამაყობები“ - ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ღია ბიუჯეტის ინდექსით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა. გლობალური მშვიდობის ინდექსის მიხედვით, საქართველო მშვიდობიანობის ათწლიანი პროგრესით მეორე ადგილზეა - ბატონი ივანიშვილის და ჩვენი გუნდის, მის მიერ დატოვებული „ქართული ოცნების“ სწორი პოლიტიკის შედეგია ეს ყველაფერი. მთავრობის კეთილსინდისიერების 2022 წლის ინდექსით, საქართველო მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში დაწინაურდა. ამ ფონზე, როდესაც ევროპაში და მსოფლიოში ეკონომიკის რეცესიისკენ მიემართება პროცესები, ჩვენ ვინარჩუნებთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, მშვიდობას, სტაბილურობას.

      სასამართლოს პრობლემა - ვახტანგ მეგრელიშვილი - სასამართლოში მთავარი პრობლემა ნდობაა - პარლამენტს რომ ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს და ამ პარლამენტში რომ ხალხი დადის, ის ხალხი ნიშნავს 30 წელია მოსამართლეებს. ანრი ოხანაშვილი - სასამართლო სისტემის მიმართულებით პროგრესი თვალსაჩინოა. მიხეილ სარჯველაძე - მგონია, რომ სასამართლო ხელისუფლებას ბოლო 10 წლის განმავლობაში აქვს უზარმაზარი პროგრესი. ლევან იოსელიანი - მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნებისას, გარედან ვერც ერთი მოსამართლე ვერ მოხვდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სისტემა დაკეტილია - დღეს საშუალება გვაქვს, ამ ყველაფერს წერტილი დავუსვათ. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

      ინფოები - ელენე ხოშტარიას განცხადებით, აშშ-ს ორმა უწყებამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც წერია, რომ საქართველო სხვა ქვეყნებთან ერთად რუსეთ-ბელარუსისთვის არის საზღვაო-სავაჭრო გზა, რათა მოხდეს სანქცირებული ტვირთების გადაზიდვა.

      პენიტენცია - ომბუდსმენი - „წამების საწინააღმდეგო კომიტეტი“ საუბრობს ქართულ ციხეებში ე.წ. მაყურებლების პრობლემაზე, ე.წ. ობშიაკის აგროვების პრაქტიკაზე, პატიმრების იძულების სხვადასხვა მეთოდზე, ძალიან საეჭვო ფიზიკურ დაზიანებებზე. შალვა პაპუაშვილი - საშემოდგომო სესიაზე იგეგმება სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენა და მოხდება იმ მტკიცებულებების გაანალიზება, რომელიც სახალხო დამცველის აპარატმა პენიტენციურ დაწესებულებებში სიტუაციასთან დაკავშირებით მოიპოვა. იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, გლდანის ციხეში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. აქტიურ ფაზაში შევიდა პატიმრობის ახალ კოდექსზე მუშაობის პროცესი, რომელიც საშემოდგომო სესიისთვის პარლამენტს უნდა წარედგინოს. მიხეილ სარჯველაძე - გამოთქმული ვარაუდები, რომ ციხეებში სუბკულტურის გავლენა შეიძლება იყოს სისტემური, ამ შემთხვევაში საჭიროებს ყურადღებას, თუმცა მთავარი მებრძოლი ამ მანკიერ მოვლენასთან სპეციალური პენიტენციური სამსახურია. იუსტიციის მინისტრის მოადგილე - პატიმარს შეუძლია შეიძინოს გარკვეული ნივთი, რომლითაც კეთილმოაწყობს საკანს - მე-17 დაწესებულებაში ხელმისაწვდომი იყო ე.წ. ლამინატი, რომლის შეძენაც სავარაუდოდ, წესების დაცვით მოხდა. არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტი - არაერთმა პატიმარმა დაუდასტურა დელეგაციას იერარქიის არსებობა და ფულის შეგროვება პატიმართა უკანონო ფონდისთვის, „ობშჩიაკისთვის“. იუსტიციის მინისტრის მოადგილე - პენიტენციურ სისტემაში არავითარი „ობშჩიაკი“ ვერ იქნება და არ არის მარტივი მიზეზის გამო, თანხა მატერიალური სახით პატიმრებს არ აქვთ - სისტემაში ნაღდი ფული არ ტრიალებს.

      ოცნებიდან წასვლები - სანდრო რაქვიაშვილი - თუ ვიღაც მოგვიწოდებს ომში ჩართვას, თქვი სახელი, გვარი, როდის და რა გარემოში თქვა ეს - თუ ასეთი პატრიოტი ხარ და პარტიაც კი დატოვე ამის გამო, თქვი ბოლომდე. შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის სამი წევრის მიმართ, რომელიც „ქართული ოცნებიდან" გავიდა, ვხედავთ სტიგმატიზების, ადამიანის დისკრედიტირების მცდელობის ტალღას. რამაზ საყვარელიძე „ოცნებიდან“ დეპუტატების გასვლაზე - მეეჭვება, რომ ეს შემთხვევითი პროცესი იყოს - შეიძლება „ქართული ოცნების“ წიაღში რაღაც კონტურები ჩნდება. რამდენიმე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრებმა პარტია დატოვეს. დიმიტრი ხუნდაძე „ქართული ოცნებიდან“ გასულ საკრებულოს დეპუტატებზე - მაშინ, როცა ოპოზიციის ნაწილი ქვეყანას საკუთარი თანამდებობებისთვის წირავს, „ოცნების" წევრები თანამდებობებს ქვეყნის დასახმარებლად ტოვებენ, მადლობა მათ. გია ხუხაშვილი „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოების წევრების გასვლაზე - თუ რეჟისორს მოვიწვევდით, სერიოზულ კომედიას გადაიღებდა - პარტიას რა უნდა დაარქვან, „ოცნების ბუსტერი“?

      მიშიანობა - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართულობაზე მოთხოვნა უწყებაში არ შესულა. იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილთან დღეს ვაპირებ მისვლას, ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია არ ვიცი, მაგრამ „არ შევხვდები“ და „არ მცალიას“ არ ველოდები. სწრაფად უნდა მორჩეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები და ევროინტეგრაციის ვადის დასრულებამდე, მისი ექსტრადირება მოხდეს უკრაინაში. მიხეილ სააკაშვილს არ გააჩნია ეჭვები, რომ „გირჩი“„ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობს, რაც მისმა გუნდელებმა დაგვაბრალეს - შევპირდი, რომ ყველაფერს გავაკეთებ ჩვენი გეგმის განსახორციელებლად, რომლის ერთი ნაწილია მისი პატიმრობიდან გათავისუფლება. გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე - უკვე დიდი ხანია მიმაჩნია, რომ დრო აღარ გვაქვს, არ ვიცი რამდენი ხანი შეიძლება მისმა ჯანმრთელობამ გაუძლოს.

საზღვარგარეთულები:

      ვოლოდიმირ ზელენსკი - სასჯელი გარდაუვალია ყველა რუსი მკვლელისთვის. უკრაინის ვიცე პრემიერი ხერსონისა და ზაპოროჟიეს მოსახლეობაზე - იქნება ბრძოლები, დაბომბვა, ამიტომ სასწრაფოდ ევაკუაციისკენ მოვუწოდებთ. ოკუპანტებმა ხარკოვში მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, ადგილზე მაშველები მუშაობენ. უკრაინის გენერალური პროკურატურა - რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 22500-ზე მეტი ომის დანაშაული ჩაიდინა. ოლექსი რეზნიკოვი - ზელენსკიმ უკრაინის სამხრეთის დეოკუპაციის ბრძანება გასცა. უკრაინის გენშტაბი - შეიარაღებულმა ძალებმა კრასნოპილასა და მარინკას მიმართულებებით მტრის შტურმი მოიგერიეს. უკრაინელმა სამხედროებმა, ომის დაწყების შემდეგ, 37 400-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს. გუბერნატორი - რუსულმა ძალებმა მიკოლაივს ექვსი რაკეტა ესროლეს - ოლქში ნათესები იწვის. ხარკოვის დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა. ზურაბ ბატიაშვილი - ეს ის მომენტია, რომელსაც დიდი ხანია ველოდით - დაგროვდა იარაღის ის კრიტიკული მასა, რომელიც საჭიროა სიტუაციის გადასატეხად, ახლა დავინახავთ უკრაინის კონტრშეტევას. მიხაილო პოდოლიაკი - რუსეთი ტრაბახობდა „მსოფლიოს მეორე არმიით“ - ვნახეთ, რომ С-400 ისე იჭერს რაკეტებს, როგორც რუსი ფეხბურთელები იჭერენ ბურთებს. მარკ რუტეს განცხადებით, ნიდერლანდები უკრაინას მეტ მძიმე იარაღს მიაწვდის და სხვა ქვეყნებსაც ამისკენ მოუწოდებს. ვოლოდიმირ ზელენსკი - რეჯეფ თაიფ ერდოღანთან განვიხილეთ უკრაინული პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის საკითხები.

      რუსეთი ომის პარალელურად - რუსეთი, სარემონტო სამუშაოების გამო, „ჩრდილოეთ ნაკადის“ გავლით გაზის მიწოდებას წყვეტს. ევროკომისია - „ჩრდილოეთ ნაკადისთვის“ ტურბინის დაბრუნება ევროკავშირის სანქციებს არ არღვევს. თურქეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ აუცილებელია „მარცვლეულის დერეფნის“ გაკეთება. ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინელებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებულად მიღების შესახებ.

      ლიზ ტრასი გაერთიანებული სამეფოს პრემიერობისთვის იბრძოლებს.

      BBC - შრი-ლანკის პრეზიდენტი გადადგომას ადასტურებს.

      ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენი რეგიონის ქვეყნები დიდი სახელმწიფოების მხრიდან ჭადრაკის ფიგურებად გამოყენებისგან უნდა დავიცვათ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 57

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივლისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters