დასავლეთში დასასვენებლად წასვლის იდეა ცოტა გადაწიეტო - სინოპტიკოსების პროგნოზით, 20 ივლისამდე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელიო. დღევანდელი დღის ნიუსრუმი ორი ძირითადი თემის გარშემო ტრიალებდა - გადაწული ვადა ევროკომისიის „დავალებების“ შესასრულებლად და ევრომეგობრების ვრცელი ინტერვიუები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8559 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 14 ივლისი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, ივლისი

      კოვიდმა იმატა - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე „ბუსტერ“ დოზით აცრას მოქალაქეები 18 წლიდან შეძლებენ. თამარ გაბუნია - 18 წლის ზევით პირებში, მსოფლიოს არცერთ წამყვან დაავადებათა კონტროლის ცენტრს, მეორე „ბუსტერ“ დოზის უნივერსალურ გამოყენებაზე რეკომენდაცია არ გაუცია.

      გადაწეული გრაფიკი - ევროკომისიამ საქართველოს სტატუსთან დაკავშირებული საკითხის განხილვა გადადო და პირობების შესრულების ანგარიშს არა მიმდინარე წლის ბოლოს, არამედ 2023 წელს განიხილავს. ლევან ბეჟაშვილი - არ უნდა დაველოდოთ 2023 წელს და უახლოეს ვადაში, პირობების შესრულების კვალდაკვალ მოვიპოვოთ კანდიდატის სტატუსი. უმრავლესობა ცდილობს ჩამოაშოროს ოპოზიციას კონკრეტული დეპუტატები ისე, რომ შემდგომ უფლებამონაცვლით ჩანაცვლების საკითხის გადაწყვეტა არ ხდება. შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე - 6-თვიანი ვადა გადაჭარბებულად ცაიტნოტური იყო, თავი დაიზღვიეს და თავადაც დრო აიღეს - ჩვენი გეგმები არ იცვლება, გვაქვს მკაფიო გრაფიკი, 12 პუნქტიდან ყველა საკითხი დეკემბერში სრულდებოდა. გურამ მაჭარაშვილი - 6- თვიანი ვადა ნამდვილად არ იყო რელევანტური - კარგია, რომ ეს საკითხი დადგა ევროკავშირში, ვადა უნდა იყოს რეალური, რათა ქვეყანამ შეძლოს პირობების მაქსიმალურად შესრულება. იაგო ხვიჩია - ოპოზიციას თავის გაჭირვება ეყოფა, ის, რომ ვშორდებით ევროპას და ინტეგრაციის პროცესი გაჩერებულია, „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. ჩემი მიზანია ადამიანებს გავაგებინო, რა კონცერტს დგამს ხელისუფლება და ოპოზიცია ევროინტეგრაციის მიმართულებით - ეს არის „ქართული ოცნების“ სიმფონიური ორკესტრი, ერთად უკრავენ და დირიჟორი არ ჩანს. გია ვოლსკი - ევროკომისია სწორ და პრაგმატულ გადაწყვეტილებას იღებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ იმ გრაფიკიდან. დავით უსუფაშვილი - ორ ირაკლის აქვს პოტენციალი ზრდილობიან ევროპელ პოლიტიკოსებს ბრიუსელიდან ქვების სროლა დააწყებინონ - დებიძინიზაცია კი არა, შეიძლება ჩამოვიდნენ და პერფორმანსები გამართონ, რომ გაგვაგებინონ, რაზეა საუბარი. პაატა მანჯგალაძე - შესაძლებლობის ფანჯარა, რაც უკრაინის ომმა გააჩინა, შეიძლება ნებისმიერ დროს დაიხუროს - უნდა ვიჩქაროთ, 2023 წლის ბოლომდე დასაკარგი დრო არ გვაქვს! გია ხუხაშვილი - მოკლე ვადები იწვევს იმას, რომ ოპოზიცია უფრო კატეგორიული, ხელისუფლება კი უფრო აგრესიული ხდება, ამას კი „მოჩქარეს მოუგვიანდეს" პრინციპით შესაძლოა საბოლოოდ ჩაეკეტა გზა ევროკავშირისკენ - ვადა გაიზარდა, რომ დაძაბულობის ტემპერატურა დაიწიოს. ბექა დავითულიანი - ის, რომ ოპოზიციას დეპუტატები აკლდება, მხოლოდ მათი ბრალია და არა ჩვენი - მათ ეს შედეგი უნდა იწვნიონ, ჩვენ რა შუაში ვართ?! ბექა დავითულიანი - ჩვენ, დეკემბრის თვემდე, როგორც ეს ნათქვამი გვქონდა, ყველა პირობას შევასრულებთ და გავუგზავნით ევროკომისიას. ზურაბ ბატიაშვილი - ევროპელებმა კიდევ ერთი წელი გვაჩუქეს, ამ ერთ წელიწადში კი ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, მათ შორის ხელისუფლება. ილია ვერძაძე - 2023 წლის ბოლომდე ევროკავშირის კანდიდატობისთვის აღებული ვალდებულებების შესრულება საქართველოსთვის დღეს უმნიშვნელოვანესია. გიორგი ვაშაძე - საქართველოსთვის არაფერი შეცვლილა, რეფორმები დეკემბრამდეა გასაკეთებელი - ჯერი ახლა ქართველ ხალხზეა და არა ევროპელ პარტნიორებზე. ლევან იოსელიანი - „ქართული ოცნების" განცხადებებმა ბოლო პერიოდში ანტიდასავლური ფორმა მიიღო და ეს აშფოთებთ ჩვენს მეგობრებს დასავლეთში. შალვა პაპუაშვილი - ჩაერთვება თუ არა ოპოზიცია, ჩვენი პასუხისმგებლობაა, 12-ვე რეკომენდაცია შესრულდეს და ამას გავაკეთებთ - „ნაცმოძრაობის“, „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხრიდან, ვხედავთ საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟს.

      ევროპელი მეგობრები - ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირლანდია ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მომხრეა და ეს გულისხმობს საქართველოსაც, რომელსაც სტრატეგიული მდებარეობა აქვს და მას ჩვენი დახმარება სჭირდება. კარლ ჰარცელი - მეტი სამუშაოა ჩასატარებელი, რომ საქართველომ გამოავლინოს უნარი, დაიცვას ის ძირითადი ღირებულებები, რომელზეც ევროკავშირია დაფუძნებული - ესენია: დემოკრატია, თანასწორობა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. 12 პრიორიტეტის შესრულებით საქართველო მძლავრ გზავნილს გაუგზავნის ევროკავშირს, რომ ქვეყანა დაბრუნდა სწორ გზაზე და შესაძლებელია მასზე დაყრდნობა. ჰარცელი საქართველოს ომში ჩართვაზე - ძალიან ვწუხვარ, როცა ვხედავ მათ, ვინც ასეთი ცრუ განცხადებების გაკეთებას ცდილობს - ყველამ დაინახა, როგორ თავდაუზოგავად მუშაობს ევროკავშირი. ბევრი ხიდი იქნება გადასაკვეთი, პირველ რიგში, იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები ვერ გაიმარჯვებს საქართველოს სტრატეგიულ, ეროვნულ ინტერესებზე. ჰარცელი მოსახლეობას - ოთხ წელიწადში ერთხელ, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, ხმა მისცეთ იმ პარტიებს, რომლებიც ამართლებენ თქვენს მოლოდინს და უარი თქვათ მათზე, ვინც მოლოდინს გაგიცრუებთ. ევროკავშირი საქართველოსგან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ ითხოვს. 19 აპრილის შეთანხმება კარგ საწყის წერტილად რჩება, როგორც პროცესისთვის, ასევე შინაარსისთვის - ევროკომისიის მხრიდან ამ შეთანხმების სულისკვეთებაზე საუბარი შემთხვევითი არ არის. მჯერა, რომ 12 პრიორიტეტის წარმატებით განხორციელება დეპოლარიზაციის მცდელობებით უნდა დაიწყოს და დასრულდეს - ამ პროცესზე პასუხისმგებლობა ყველა მხარემ უნდა აიღოს. კანდიდატის სტატუსი არ გულისხმობს დამატებით დაფინანსებაზე ავტომატურ წვდომას. დაჟინებით მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან, რომ დაიცვას სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებები, უზრუნველყოს მისი სათანადო მკურნალობა და სამართლიანი სასამართლოს უფლება - გვარამიას საქმეც იგივე პრინციპებს ეფუძნება. გერმანიის ელჩი - რაც უფრო ნაკლებად სურთ პოლიტიკოსებს გამოწვევებზე მუშაობა, მით მეტად საუბრობენ შეთქმულებების, საიდუმლოებების, ომის შესახებ ან ცდილობენ თავს დაესხან ამ თუ იმ პიროვნებას მისი დისკრედიტაციის მიზნით. ჰუბერტ ქნირში პოლიტიკოსებს ურჩევს, იპოვონ გამბედაობა, საკუთარი „სვანური კოშკიდან“ ჩამოვიდნენ და ერთმანეთთან ითანამშრომლონ.

      თვალთვალი - გიგი წერეთელი - ამ მასშტაბის საყოველთაო მოსმენები ტოტალიტარული რეჟიმის გამოვლინებაა და ევროინტეგრაციის პროცესისთვის კიდევ ერთი საწინააღმდეგო ნაბიჯია. გიორგი გაბუნია საერთაშორისო პარტნიორებს, ორგანიზაციებს და ელჩებს მიმართავს, დაინტერესდნენ „მთავარ არხზე” ჟურნალისტებზე თვალთვალის ფაქტით. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „მთავარი არხის“ თანამშრომელთა საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

      საგარეო უწყება - აშშ-ის კონგრესში ინიცირებული საკანონმდებლო აქტი შავი ზღვის რეგიონისა და საქართველოს მიმართ აშშ-ის მზარდ ინტერესსა და მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებს.

      განმარტება - საგარეო უწყება განმარტავს, რატომ არ შეუერთდა საქართველო 40-ზე მეტი ქვეყნის განცხადებას, რომელიც უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს - გამომდინარე ფაქტიდან, რომ საქართველოს თავად აქვს სარჩელები შეტანილი რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოებში, ასეთ ტიპის ვალდებულებების წინასწარ აღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს საქართველოს მიერ წარმართულ პროცესებზე, რაზეც საქართველოს მაქსიმალური ძალისხმევა აქვს მიმართული. 40-ზე მეტი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს. განცხადების ხელმომწერი ქვეყნები რუსეთს უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას ხელს 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები აწერენ, მათ შორის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, საფრანგეთის იტალიის, იაპონიის, ჩეხეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ესპანეთის, შვედეთის, მოლდოვის, ასევე ევროკავშირის.

საზღვარგარეთულები:

      ტერორისტული ომი - გენშტაბი - უკრაინელებმა მტრის შტურმი ორი მიმართულებით მოიგერიეს. ბრიტანეთის დაზვერვა - დონბასში რუსული ძალები ფართო ფრონტზე საარტილერიო დარტყმებს აგრძელებენ, თუმცა, მათ ბოლო 72 საათის განმავლობაში მნიშვნელოვან ტერიტორიულ წინსვლას ვერ მიაღწიეს. გუბერნატორის ინფორმაციით, მიკოლაევში რუსული დაბომბვის შედეგად 2 საგანმანათლებლო დაწესებულება, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაწესებულება და სასტუმრო დაზიანდა. უკრაინელებმა 24 თებერვლიდან 37 870 რუსი სამხედრო მოკლეს, აქედან 300 - ბოლო 24 საათში. დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ლიდერის ინფორმაციით, „აზოვის“ პოლკის 100-ზე მეტი მებრძოლი სასამართლოს წინაშე წარდგება. მიხაილო პოდოლიაკი - ყველა, ვინც ამბობს: „დათმე მიწა მშვიდობისთვის“, მზადაა, თვალი დახუჭოს გენოციდზე. დმიტრო კულება - ჩვენ გავასამართლებთ რუს ომის დამნაშავეებს უკრაინული სისხლისა და ცრემლის თითოეული წვეთისთვის. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა - რუსეთმა ვინიცას შავი ზღვის წყალქვეშა ნავიდან კალიბრის რაკეტებით დაარტყა. ვიტალი კლიჩკო - დღევანდელი შემაშფოთებელი კადრები ვინიცადან არის იმის დასტური, რომ რუსეთი ბარბაროსობას არ შეაჩერებს. ვოლოდიმირ ზელენსკი ვინიცაში რუსულ სარაკეტო თავდასხმაზე - რა არის ეს, თუ არა ღია ტერორისტული აქტი? მკვლელი ქვეყანა, ტერორისტული ქვეყანა. ვინიცაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია.

      გერმანიის მარეგულირებელი კომპანია - გათბობის გადასახადები შესაძლოა, გასამმაგდეს. „როიტერსი“ - ევროკომისიამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აზერბაიჯანთან ბუნებრივი აირის იმპორტის გაზრდის შესახებ გარიგება შესთავაზა. მაია სანდუ - არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას იმისთვის, რომ იაფი გაზი გვქონდეს. ემანუელ მაკრონი - რუსეთი ენერგეტიკას, ისევე როგორც სურსათს, ომის იარაღად იყენებს - უნდა მოვემზადოთ რუსული გაზის გარეშე ყოფნის სცენარისთვის.

      ესტონეთის მთავრობა გადადგა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 67

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივლისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Prepare for Rykard’s Boss Fight

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Second Contract: Rileigh the Idle

After completing the first contract, return to the drawing-room and collect the second letter.

This contract sends you to Altus Plateau to assassinate Rileigh the Idle. His red summon sign is located north of the Bridge of Iniquity Site of Grace.

Invade his world, defeat him, and return to Tanith for another reward.

Third Contract: Juno Hoslow

The third and final contract involves killing Juno Hoslow, who can be found in Mountaintops…

გაგრძელება

The Ultimate Weapon of Destruction

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: სექტემბერი 19, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი

The Lands Between are a perilous realm, filled with Elden Ring Runes relentless enemies. To survive, you need every advantage you can get. The Red Lightning Can, a new throwing potion introduced in the Elden Ring DLC, is a potent weapon that can turn the tide of battle.

This potent potion, a close relative of the Heavy Red Lightning Can, harnesses the destructive power of lightning. However, the Red Lightning Can distinguishes itself with its unique chain lightning effect, making it a…

გაგრძელება

Each NPC presents players with a series of quests

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: სექტემბერი 19, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი



Unveiling Path of Exile: Affliction - A Journey into the Viridian Wildwood

Path of Exile, the beloved ARPG by Grinding Gear Games, continues its tradition of expansion and innovation with the highly anticipated release of Path of Exile: Affliction  this expansion promises to deepen the game's immersive experience and provide players with exciting new challenges and opportunities. As we eagerly await the arrival of Affliction, let's delve into everything we know about this…

გაგრძელება

Progressing Through the Game

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: სექტემბერი 19, 2024.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

Progressing Through the Game

Path of Exile offers a wealth of content to explore, from the early levels to the end-game challenges. Here’s how to effectively progress through the game:

Complete Quests and Acts: Follow the main story quests and complete acts to Path of exile currency advance through the game’s narrative. Each act introduces new challenges and rewards, helping you build your character’s strength.

Level Up Efficiently: Focus on leveling up your character by…

გაგრძელება

Qwelly World

free counters