ტრადიციად ქცეული კითხვის დღე - 08.08.08 - ვინ დაიწყო ომი? და დაუსრულებელი ბრალდებები ერთმანეთის რუსეთუმეობაზე, ასეთია აგვისტოს პირველი დღეების პოლიტიკური ცხოვრება საქართველოში. დღესაც 08.08.22-ში, კვლავ გმირების საფლავები შეამკეს, დაგმეს ოკუპაცია და პარალელურად ქსენოფობიაც, ასევე განიხილებოდა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7141 ლარია.
აგვისტოს მძიმე დღეები - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გამთლიანების გზად მშვიდობიანი, გონივრული პოლიტიკა ავირჩიეთ და გვჯერა, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს - საქართველო გაერთიანდება. პრემიერი - ჩვენ უდიდესი ტრაგედია გამოვიარეთ აგვისტოს ომის დღეებში - ჩვენმა სამხედროებმა გვაჩვენეს სამაგალითო გმირობა და ღირსეულად დაიცვეს ჩვენი სამშობლო. თარიღებზე საუბარსა და სპეკულაციას თავი დავანებოთ - სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ და პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ ტრაგიკული ომი თავიდან ვერ აიცილეს, ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი. თორნიკე რიჟვაძე - ჩვენ მშვიდობიანი, გონივრული პოლიტიკით აუცილებლად გავაერთიანებთ ჩვენს ქვეყანას. გორში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალთან სანთლების ტრადიციული აქცია მოეწყო. თავდაცვის უწყებაში აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშები დაშვებულია. თავდაცვის მინისტრი - ცივილურმა სამყარომ 14 წლის შემდეგ გაიაზრა, რომ 2008 წელს უნდა შეენარჩუნებინა პრინციპული პოზიცია - უნდა დაჩქარდეს საქართველოს ინტეგრაცია ცივილური სამყაროს მიმართულებით. ლიეტუვის პრემიერი - საქართველოში ომი სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდა, მაგრამ მშვიდობა არასოდეს დამდგარა, რადგან დაშოშმინება მხოლოდ აგრესორის მადას ასაზრდოებს. თორნიკე რიჟვაძე შეკითხვაზე: „ვინ დაიწყო ომი?“ - ამ კონტექსტით კითხვის დასმა, სამარცხვინოა. რატი იონათამიშვილი - თავადაც 8 აგვისტოს აკეთებდნენ იგივეს წლების განმავლობაში, უბრალოდ ბოლო წლებია „ნაცების“ „პიარმა“ ასე გადაწყვიტა და ასეთი დავალება გასცა - სულ ასეთი „მართლები“ და „პატრიოტები“ არიან. გიორგი გახარია - ომი დაიწყო ზუსტად მაშინ, როცა პირველმა რუსმა ჯარისკაცმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი - მილიონჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შენს ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებ. პატივის მიგება საკმარისი არ არის, უნდა გვესმოდეს ჩვენი მოვალეობა, დავიცვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა - არ არსებობს არცერთი ძალა, ვისაც შეუძლია ქვეყანა მარტომ გაიყვანოს სამშვიდობოს. შალვა პაპუაშვილი - ვნახეთ, რა მოჰყვა 2014 და 2022 წლებში უკრაინაში იმას, რომ საერთაშორისო საზოგადოებას, შესაძლოა, 2008 წელს სათანადო რეაგირება არ ჰქონდა - ეს არის ერთი მთლიანი აგრესიის ნაწილი. თბილისის 15 ქუჩას საქართველოს ეროვნული გმირების და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლთა სახელები ოფიციალურად 9 აგვისტოდან მიენიჭება. ბადრი ჯაფარიძე - რუსეთის აგრესიიდან მე-14 წელს ჩვენ გვყავს ანტიევროპული ხელისუფლება, რაც ქვეყნისთვის საფრთხეებს ზრდის. შალვა პაპუაშვილი - ეს ომი არ დაწყებულა არც 8-ში, არც 7-ში ან 6-ში, ეს ომი დაიწყო 90-იან წლებში და არ დასრულებულა არც 12 აგვისტოს, ეს ომი დღემდე გრძელდება. სოზარ სუბარი - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მუხათგვერდის სასაფლაოზე 7 აგვისტოს იმიტომ მოიპარებიან, რომ დაღუპულთა ოჯახებს თვალებში ვერ უყურებენ. ბათუ ქუთელია - მნიშვნელოვანია, რომ საქართველო პოზიციონირებდეს, როგორც 14-წლიანი, განგრძობითი ომის უშუალო მხარე, თუმცა „ქართული ოცნების“ პირობებში ჩვენი ქვეყანა გაქრა დემოკრატიული სამყაროს დღის წესრიგიდან. ირაკლი ქადაგიშვილი - სააკაშვილის განკარგულებაში შავით თეთრზე წერია, რომ რუსეთის ძალებმა საქართველოს საზღვარი 8 აგვისტოს გადმოლახა - პრეზიდენტის განკარგულებაა, ირაკლი ქადაგიშვილის კი არა. გია ვოლსკი ჟურნალისტებს - 8 აგვისტო წერია რუსეთის ჯარების შემოსვლად თქვენი პრეზიდენტის ბრძანებულებაში - აქ უნდა ამოვიდეთ მაშინ, როდესაც ჭირისუფალი მოდის. ნინო ბურჯანაძე - არ შევეგუებით ოკუპაციას - მხოლოდ ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა, გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რომ საქართველო იყოს კვლავ ერთიანი. საელჩო - საფრანგეთი და ევროკავშირი გმობენ რუსეთის უკანონო ყოფნას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონებში. დავით მათიკაშვილი - სტრასბურგის სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებაში, ჩაიწერა, რომ რუსეთი 2008 წლიდან ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს ორ რეგიონზე - მანამდე რუსული ჯარი ამ რეგიონებში, სამწუხაროდ, სამშვიდობოების სტატუსით იდგა. ჯიმ რიში - რუსეთის საქართველოში შეჭრის 14 წელი შესრულდა, სუვერენიტეტის ამ დარღვევამ და მსოფლიოს სუსტმა პასუხმა მიგვიყვანა დაუსჯელობამდე, რომელიც პუტინმა იგრძნო. ხავიერ კოლომინა - ნატო მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოდან. ენტონი ბლინკენი - თუ საშუალებას მივცემთ დიდ ქვეყანას დააბულინგოს პატარა ქვეყანა, შეიჭრას და მიითვისოს ტერიტორიები, ამით სეზონი გაიხსნება არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში.
08.08.08 მედვედევისთვის - დიმიტრი მედვედევი - თავდასხმა ცხინვალსა და სხვა დასახლებებზე ამაზრზენად დაიწყო და ვალდებული ვიყავით, გვეპასუხა - არ შეგვეძლო უბრალოდ ცრემლები მოგვეწმინდა, თავი დაგვეხარა სისხლიანი სულელის წინაშე და მიგვეშვა ის ხალხის ნაწილებად დასაგლეჯად.
ცესკოს კანდიდატები - ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა. შალვა პაპუაშვილი გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურაზე - პრეზიდენტის ქმედება არის სიგნალი, რომ კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი არ ფასდება და გადაწყვეტილება იმის მიხედვით მიიღება, პოლიტიკურად რამდენად ჩათვლის ვინმე საჭიროდ. სოზარ სუბარი - სალომე ზურაბიშვილი რა ლოგიკას მიყვება, გაუგებარია - გიორგი კალანდარიშვილის მიერ ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით კითხვა არ არსებობდა. ცესკოს შეფასებით, პრეზიდენტმა თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატების შერჩევისას „პოლიტიკური მოტივებით“ იხელმძღვანელა. ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ ცესკო- ს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებს მმართველი გუნდის მხარდაჭერა არ ექნებათ.
ტურისტების მასპინძლობა - ბადრი ჯაფარიძე - საუბარი თითქოს ვინმეს ტურისტების შეზღუდვა ან მათთვის დაბრკოლების შექმნა უნდა, არის დემაგოგია და უსინდისო ტყუილი. გიორგი გახარია - სტუმრის მიღებას ვერავინ გვასწავლის, მაგრამ სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს - სავიზო რეჟიმის საკითხი განხილული უნდა იყოს. პრემიერ-მინისტრი ოპოზიციაზე - ვინაიდან მიზანს ვერ მიაღწიეს და მეორე ფრონტი საქართველოში ვერ გადმოიტანეს, უნდათ, ჩვენი მოქალაქეები რამენაირად დააზიანონ და ტურისტების შემოდინება შეაფერხონ. შალვა პაპუაშვილი - ადამიანების გამორჩევა მათი ეთნიკურობის გამო არის ქსენოფობია - ე.წ ენჯეოების ნაწილმა მხოლოდ PowerPoint-ით და სემინარებზე ყავის სმის დროს იცის ადამიანის უფლებებზე საუბარი. ლევან დავითაშვილი - ყოფილი პრეზიდენტი თვითონ მოუწოდებდა რუს ტურისტებს შემოსვლას და ხვდებოდა საზღვარზე - იგივე პოლიტიკური ძალა დღეს ითხოვს სავიზო რეჟიმის დაწესებას, მხოლოდ იმისთვის, რომ დაზიანდეს ტურისტული სექტორი. ფინეთის პრემიერი - არასწორია, რომ იმ დროს, როდესაც რუსეთი აწარმოებს აგრესიულ, სასტიკ ომს ევროპაში, რუსებს შეუძლიათ ნორმალური ცხოვრებით ცხოვრება, ევროპაში მოგზაურობა და ტურისტებად ყოფნა.
საზღვარგარეთულები:
ომი უკრაინაში - ვოლოდიმირ ზელენსკი - დონბასში ვითარება კვლავ ძალიან მძიმე რჩება. ოკუპანტებმა ვინიცის ოლქის სამხედრო ობიექტებზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, არიან დაშავებულები. უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ ხერსონში ოკუპანტების წინააღმდეგ სამი დარტყმა განახორციელა. ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ რუსეთი „რეფერენდუმებს“ ჩაატარებს, ის მოლაპარაკებების შესაძლებლობას დახურავს. ანტონიო გუტერეში - ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერი თავდასხმა თვითმკვლელობაა. უკრაინის გენერალური პროკურატურა - რუსეთმა უკრაინაში 27 000-ზე მეტი ომის დანაშაული ჩაიდინა. მელიტოპოლის მერი - უკრაინელმა სამხედროებმა მელიტოპოლში რუსების დისლოკაციის პუნქტებს დაარტყეს - 100-ზე მეტმა ოკუპანტმა „კობზონის კონცერტის ბილეთი მიიღო“. ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - რუსეთი დონბასში, დიდი ალბათობით, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს განათავსებს. გუბერნატორი - რუსებმა დონეცკში 5 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. უკრაინულმა ძალებმა 42 340 რუსი სამხედრო მოკლეს. მიხაილო პოდოლიაკი - ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმებისკენ გადადგმულ რუსეთის თითოეულ ნაბიჯს პასუხი იარაღის მიწოდების გაზრდით უნდა გაეცეს. უკრაინამ გერმანული „გეპარდის“ ტიპის თვითმავალი საზენიტო სისტემები მიიღო. ოლაფ შოლცი - წინ რთული თვეები გველის, მაგრამ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის მხარეს. მედია - ზაპოროჟიეს საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ხელი მოაწერა განკარგულებას ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარების შესახებ. დმიტრო კულება - რუსეთი ყველა შესაძლო საშუალებით ცდილობს პარტნიორების მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ხელი შეუშალოს - ავრცელებს „ფეიკებს”, მაგრამ ტყუილი მიზანს ვერ აღწევს. აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომელიც HIMARS-ის საარტილერიო სისტემებს, ჯაველინებს, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებსა და საბრძოლო მანქანებს მოიცავს. დიმიტრი პესკოვი - პრეზიდენტ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც დელეგაციები საშინაო დავალებას შეასრულებენ.
ექსპორტი - უკრაინის პორტებიდან მარცვლეულით დატვირთული კიდევ ორი გემი გავიდა - „საკურას“ იტალიაში 11 000 ტონა სოიო გადააქვს, ხოლო „არიზონას“, სამხრეთ თურქეთში 48 458 ტონა მარცვლეული გადააქვს. დმიტრო კულება - თურქეთში უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემის ჩასვლა ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის ყველა ოჯახისთვის იმედის სიგნალია.
ცეცხლის შეწყვეტა - ისრაელსა და „ისლამურ ჯიჰადს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - სომხეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ბოლო დღის განმავლობაში აზერბაიჯანის არმიის პოზიციებზე ცეცხლი სულ მცირე 12-ჯერ გახსნეს. რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თუ სომხეთი სწორად შეაფასებს პროცესებს და უპასუხებს აზერბაიჯანისა და თურქეთის გულწრფელ მოწოდებებს, დარწმუნებული ვარ, რეგიონში სტაბილურობა მალე დამყარდება.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია